მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე მონტენეგრო 101:74 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, რიდი, შენგელია, ბითაძე, მამუკელაშვილი. ჩვენმა გუნდმა თამაში კარგად დაიწყო, 15 ქულით გაქცევა მოახერხა, მეტოქემ სხვაობა შეამცირა და პირველი მეოთხედი 27:17 დასრულდა. 10 ქულით გამორჩეული ბითაძე იყო.

მეორე პერიოდში შეცვლაზე შესული კალათბურთელებიც კარგად გაისარჯენ, 17 ქულით დავწინაურდით, მოწინააღმდეგემ ისევ შეძლო ანგარიშის შემცირება, ამჯერად მინიმუმამდე, თუმცა შენგელიას ძალისხმევით პირველი ტაიმი 48:42 მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 77:67 დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი მეოთხე პერიოდი ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

24 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი შენგელია გახდა (პლუს 7 მოხსნა), ბითაძემ 23 ქულა ჩააგდო (8 მოხსნა), 17 მამუკელაშვილმა (7 მოხსნა, 6 პასი), 12 რიდმა (3 მოხსნა, 8 პასი), 9 ანდრონიკაშვილმა, 6-6 მერკვილაძემ და სანაძემ, 2-2 ოჩხიკიძემ და ტურძილაძემ.

სტუმართა გუნდიდან 12 ქულა ფერელმა მიითვალა, 11-11 კი დრობნიაკმა და კლიაიჩმა.

მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 31 აგვისტოს გასვლაზე პორტუგალიასთან გამართავს.

გურასპაული
ადრე ვინ იყო და რაიყო მაგას რა მნიშვნელობა აქვს დღეს მუშაობს ფედერაციაში და ამასთან ერთად არის კალათბურთის კომენტატორი კალათბურთის გარტყამაში თუხარ ეს უნდა იცოდე.ღამის12 საათზე ევროლიგის თამაშები მიყავდა კაცსდა რა გამოდის კომენტატორი თუ კოსმონავტი.
მამო
ახლა კარგია რომ გვახარებენ მაგრამ ბითაძე და სანდროს ნბა ში თამაში რომ დაეწყებათ 35 40 ქულა მოგვაკლდება და როგორც ირკვევა ყველა თამაშსს წავაგებთ. შემცვლელები არ გვყავს არა. დავსვავ კითხვას რატო არ ვზრდით მომავალ თაობას რო ასეთ სიტუაციაში გამოგვადგენ.... ეს დალოცვილი საქართველოს გამოადგებია სახლში ხო არ წაიყვანთ მართლა რა...
გულშემატკივარი
გილოცავთ ყველას და ვულოცავ გუნდს ლოგიკურ გამარჯვებას! ოთხი უმაღლესი კლასის მოთამაშე დგას პარკეტზე და მაგარია ძალიან!
სანდრო-ს-ს
მმაჩის ბიუროს ხელწერამ თუ უშველა არ ვიცი თორემ ქალები მაგას არასდროს აკლდა.დდდდ
ნუგზარი
მეორე კომენტატორი კი არა, პაატა გურასპაულია. თბილისის დინამოს და სსრკ ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი 2017-2021 წლებში.

სანამ ბითაძე ევროპაში თამაშობდა,სამიანებს 37%-ით აგდებდა,ამერიკაში ხელი გაუფუჭდა და საერთოდ შეწყვიტა მცდელობები.აღარც საქართველოს ნაკრებში ესროდა,მაგრამ წუხელ ისროლა და ჩაყარა კიდეც.თუ თავდაჯერებულობა დაიბრუნა,ნაკრებსაც მაგრად გამოაგება და თვითონ მასაც.ამერიკაში მის კონკურენტებს,სწორედ სამქულიანების გამო აყენებდნენ მასზე წინ.ახლა მას უკვე იქაც ემატება შანსი,ძირითადი ხუთეულის მოთამაშე გახდეს.

პორტუგალიამ წუხელ ესპანეთში გაიმარჯვა და ჩვენი ამოცანა კიდევ უფრო გართულდა.
echviani
ნოემბერ-თებერვლის სათამაშო ფანჯრებში გოგა და სანდრო არ გვეყოლებიან. გავქაჩავთ მაგათ გარეშე? მარტო 2 კაცით (შენგელია და რიდი) ეგ საქმე არ გამოვა თუ სხვებმაც არ აუბეს მხარი. რა ვიცი, მე პირადად მეეჭვება...
vaxo_5
noembris tamashebze bitadze da mamukelashvili ar gvekoleba , dasanania
პირველ არხს
კომენტატორები გყავთ საოცნებო ერთი საერთოდ გარტყმაში არაა კალათბურთის მეორე წინსწრებათ აგდებიებს ბურთს კალათში მოთამაშეებს თან შიგადაშიგ სერბებს კალათბურთს და მწვრთნელობას ასწავლის შვილი რომ მამას ბავშვის კეთებას ასწავლის იმ პონტში.
S.K.K.
აუცილებელია 31-ში პორტუგალიაში მოგება. საბერძნეთი ვერ "ქაჩავს", უკრაინასთანაც წააგო. ბოლო თამაში სახლში გვაქვს ბერძნებთან რაც კარგად მენიშნება - გაიხსენეთ ფეხბურთი. ცოდო იქნება ჩვენი ბიჭები მსოფლიოზე ვერ მოხვდნენ.
გიორგი 61
სამიანები 39%-ით ვესროლეთ. ცუდი კი არა,კარგია პირიქით
გიორგი 61
სამიანები 39%-ით ვესროლეთ. ცუდი კი არა,კარგია პირიქით
აია
ერთი რა მაინტერესებს . ოჩხიკიძეს ოფიციალურ თამაშებში რატო არ აძლევენ სროლის უფლებას, ისრაელთან მშვენიერი თამაში ქონდა . ადამიანიც ჩააგდო და ორიანებიც და მონტენეგროსთან ერთიც არ უსვრია
ლებრონა
სამ წუთიანი ჩავარდნა რო არა, იდეალური თამაში გვქონდა.
სანდრო-ს
მოუხდა ცოლის მოყვანა🤭
კახი
გენაცვალეთ ბიჭებო, წარმატებები უი.
სანდრო
ანდრონიკაშვილს კარგი პროგრესი აქვს,კარგ ფორმაშია!
Aleko
Kargia sami tamashic.movigot da gavalt msoflioze mtavaria ar movdundet protugalias da.montenegros movugot da eg aris
დდდ
ბრწყინვალე დღესასწაულები, მათ შორის საუფლოც, უბრალოდ არ არსებობს და ვერც მარიამობა იქნება ასეთი... ეს არც დღესასწაულის მნიშვნელობას აკნინებს და არც ღვთისმშობლის ღვაწლსა და სიდიადეს... ბრწყინვალედ მოვიხსენიებთ აღდგომის დღესასწაულს, თუმცა აქაც შეცდომას ვუშვებთ, რადგან ბრწყინვალე გახლავთ თავად აღდგომა იესო ქრისტესი და არა დღესასწაული, შესაბამისად სწორი ფორმაა ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული და არა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული... ყველას გილოცავთ...
რა
ცოტა კომენტარებია სამიანები ცუდად ვესროლედ დანარჩენი ყველაფერი ნორმაშია დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველას.ეთოს იპონი რომ ვნახე იმ ფრანგის არიყო მეც ცუდად გავხდი არ შემოატარა დედამიწა გაგარინივით წამებში დაბნეული იყურებოდა ფრანგი ესრაიყო სადავარო.ქალთა ძიუდოში ეგეთი რამ საერთოდ არ მინახავს.
ტრიბუნა A
ყოველგვარი დაძაბვის გარეშე მოუგეთ!
სოსელო
გილოცავთ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულს!! დღევანდელ დღეს სხვანაირად როგორ იქნებოდა: კალათბურთელთა მაგარი მოგება და ეთოოო ლიპარტელიანის სასწაული იპოოონ-ი ფინალშიიი!!! გილოცავთ ქართველებო!!!
Ardiles78
გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!გილოცავთ ნაკრების შთამბეჭდავ გამარჯვებას!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
უკვე მამუკელაშვილთან ერთად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება