ლიგა 1-ის მეორე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ლილთან“ ფრეს მიაღწია - 2:2.

„რენთან“ მატჩის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დემბელე ორშაბაშამდე შვებულებაში გაუშვა, კვარაცხელია კი ძირითდ შემადგენლობაში არ დააყენა. აგრეთვე პარიზელებს დისკვალიფიცირებული მენდეში და ტრავმირებული ნევეში ვერ დაეხმარენ. მასპინძლები თავიდან უკეთ გამოიყურებოდნენ და ჰარალდსონის ლამაზი გოლით პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. ხვიჩა შესვენების მერე დუეს ნაცვლად შევიდა მოედანზე, “პარი სენ ჟერმენი“ უპირატესობას დაეუფლა, თუმცა მომენტების შექმნა უჭირდა. ორჯერ ქართველის დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა, „ლილმა“ კი ბაკვას გოლით ანგარიში გაზარდა. კომპენსირებულ დროში ოზერის კარი ვიტინიამ და მარკინიოსმა დალაშქრეს და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

პსჟ ჯერჯერობით 2 ქულით მეექვსე ადგილზეა და 4 სექტემბერს „მონაკოს“ უმასპინძლებს.

ლილი. „პიერ მორუა“

ლილი - პსჟ 2:2

გოლები: 1:0 ჰარალდსონი (21), 2:0 ბაკვა (84), 1:2 ვიტინია (90+1), 2:2 მარკინიოსი (90+5)

ეჰჰ
ფერან ტორესი რა მაზილაც იყო ბარსაში ის მაზილა იქნება აქ და ლუის ენრიკე ველოსიპედს იგონებს მგონი თავიდან.
ალექსანდრო
ხვიჩა ძველი, მშვენიერი კარგი, ბუნებრივი კბილებით და უტატუო მკლავებით უფრო ,,ჩვენი ხვიჩა" იყო... მერე, კაცო, ეს ვიტინია თუ ურტყამს და ურტყამს ამ ბურთს, გაბედე შენც და ამოარტყი ფეხი! დაარტყი, ოღონდ ჯარიმა არა...რაის გეშინია, წადი წინ, გარღვევაზე, დაკარგავ ბურთს და ჯანდაბა მაგას, რას მიკეთებს დანარჩენი გუნდი?
დავით 67
საერთოდ რეებს წერ? ვიტინიას ადრი ხვიჩას გუშინდელ თამაშში? ფეხბურთი არის სპორტის სახეობა, რომელიც მოიგონეს ინგლისელებმა თამაში შეიძლება მხოლოდ ფეხით ხელით თამაში ისჯება ჯარიმით. დანარჩენს შემდეგ გაკვეთილზე მოგიყვები
ედემი კორძაია
რას აკეთებს ლუის ენრიკე .ხვიჩას უჩალიჩებს რომ ოქროს ბურთი ვერ აიღოს. გადაწყვეტულია ხვიჩას ოქროს ბურთის ამბავი დევს ტიკტოკზე რუსმა ჰაკერებმა გატეხეს საიტები და უკვე წინასწარ ცნობილია ხვიჩა იგებს ოქროს ბურთს
ვასილიჩი
მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა, რაზე ნერვიულობთ საერთოდ ))
თბილისელი
ფრანგული ლიგა არის ფსკერი....გუშინ გეგონებოდა ორი ეზოს გუნდი ხინკალზე და "პივაზე" თამაშობდნენ.
გელა
ხვიჩას კრიტიკა რატომ არის ტაბუდადებული,არ მესმის.ამ ბიჭს კერპად ნუ აქცევთ,მისთვისვეა ცუდი.ჯერჯერობით ყველა ქართველი ცუდად თამაშობს,ვაი ნაკრებს.
გიო
ვის ეკუთვნის ოქროს ბურთი თუარა კვარადონას! კვარამადონინას! კვარავაჯიოს!....
ჟორა
მოკლეთ ამ პსჟ-ეს ნდობა არ შეიძლება. ბოლო შეტევა ჰქონდა დარჩენილი და გაბრაზებულმა გამოვრთე ტელევიზორი, ამათ კი ბოლო წამებზე გაუტანიათ. ხვიჩა ზარმაცობს, ყველა შეტევა მარჯვნიდან მიდის, ხანდახან გადმოუგდებენ ბურთს და იმასაც უკან აბრუნებს. მარჯვნიდან შეტევაა და ხვიჩა მარცხნივ საჯარიმოს გარეთ დგას, ეს რა სპორტია ვერ გავიგე, ორთაბრძოლებში ფაქტიურად არ შედის, მეშინია დაცვაში არ გადაიყვანოს ენრიკემ.
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა?
ჩემთვის უკვე ეს მიუღებელია. ენრიკე ძალიან წვალობს და ბოლოს არ გაიჩალიჩოს. წინა სეზონშიც იწვალა და მერე მიხვდა, მარა ყოველთვის ისე ვერ მიხვდება . არ მგონია რომ ახალი შენაძენებით გუნდი გაძლიერდა. პირიქით ბარკოლა არ უნდა გაუშვან.
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა?
ჩემთვის უკვე ეს მიუღებელია. ენრიკე ძალიან წვალობს და ბოლოს არ გაიჩალიჩოს. წინა სეზონშიც იწვალა და მერე მიხვდა, მარა ყოველთვის ისე ვერ მიხვდება . არ მგონია რომ ახალი შენაძენებით გუნდი გაძლიერდა. პირიქით ბარკოლა არ უნდა გაუშვან.
ნიკანდრო ქილია
დათა თუთაშხიას პერსონაჟს გავდა კვარაცხელია.
ჩემი
ჰეითერობა არაფერს გარგებთ ჯიგრებორაც შეეხება გუნდს ის ძველი სახით აღარარსებობს შემტევი ხაზი მთლიანად დაიშალამოედანზე კიარ დავდივარ რასაც მწვრთნელი მავალებს იმას ვაკეთებ.
დავით 67
აქ კვარას სუსტ თამაშს, სხვებზე გადაბრალებას ცდილობს ზოგიერთი, თითქოს სხვის ცუდი თამაში ამართლებდეს ხვიჩას. სკოლის პერიოდი მახსენდება როცა მასწავლებელი ეკითხება ბავშვს რატომ წახვედი შატალოზეო და პასუხად იღებს. მასწავლებელო ყველანი წავიდნენ და მეც წავედიო. როდესაც გუნდი ვერ თამაშობს კარგად, მანდაც მოიძებნება კარგად მოთამაშე ფეხბურთელი და სწორედ ასეთი მინდა იყოს ხვიჩა. ეს ორი თამაშია დადის უბრალოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს არ უნდა თამაში ან თითქოს ჩვეულებრივი ვარჯიში ჰქონდეს. არც დრიბლინგი არც ზუსტი დარტყმა არც პასი (ასისტს ვინ ჩივის).მარტო უკან დაგორებული ბურთები და დაკარგვები აი ამას ვხედავ და გული მიმდის. დიდი იმედი მაქვს რომ გამოასწორებს თამაშს.
ადამიანი
სამაგიეროდ როგორი ტატუ აქვს?!

თითქოს დადის მოედანზე ისე ჩანს, ნაკლებს მოძრაობს მოედანზე და ეს ძალიან ცუდად ჩანს, ენრიკემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო სკამზე რომ დასვა, ცოტა რომ გამოფხიზლდეს, ჩვენი რომ არის ამიტომ გვაღელვებს ეს ფაქტი

გოდტსი საიდან მოიყვანა ენრიკემ გარტყმაში არ არის ეს რა ფეხბურთს თამაშობს რას ცანცარობს სად ნახულობს ასეთი გამოცდილი მწვრთნელი, ხანდახან ისეთს აურევს შოკში აგდებს ხალხს, მართლა ეზოს ფეხბურთელები მოყავს გუნდში, თუ მოგყავს წესიერით მაინც ჩაანაცვლე. დაცვა საერთოდ მორღვეულია და ბრაზს მერე შემტევებზე იყრის, რაც შეეხება ჩვენს ხვიჩას სამწუხაროა თამაშებს აგდებს, თითქოს დადის მოედანზე ისე ჩანს მეტი უნდა იმოძრაოს არ გამოვა ასე, ჩვენ ჩვენი უფრო გვადარდებს, ამ შემთხვევაში ვეთანხმები სკამზე რომ დასვა, ცოტა რომ გამოაფხიზლოს, ისე კი ენდობა.
კვარაცხელიამ
ჯარიმა ცუდათ დაარტყა და ამიტომ ცუდათ ითამაშა? უკეთესად რომელმა ითამაშა მარკინიოსმა,თუ იგივე ვიტინიამ.ძალიან არასანახაობრივი თამაში იყო და ტყუპისცალივით გავდა წინა თამაშს მეტი არაფერი.ფერან ტორეს რო აღმერთებდით დღეს სადიყო.ერთი სიტყვით ან აგორებენ ამ ფრეებს ან ენრიკემ გაუბერა. მესამე აქ გამორიცხულია.

ლუის ენრიკე თვითონვე თუ აურევს თავის შექმნილ გუნდს: აკლიუში გინდ ყოფილა გიმდ არა მერამდენე თამაშია, გოდტსი - შეზღუდილი აზროვნენის შთაბეჭდილებას ტოვებს და ქუჩის ეზოს ფეხბურთს თააშობს, დინი - შემვვლელად თუ ივარგებს მხოლოდ. ფერან ტორესის გამო სტილიც შეცვალა და გამოკვეეთილი ცხრიანით თამაშობს. შედეგად კი პსჟ-ს ლაღი თამაში საერთოდ გაქრა. იმედია რაღაც ახალს და წარმატებულს ააწყობს და შედეგი ის არ იქნება რაც 2018 დაემართა ესპანეთის ნაკრებში - თავისივე ფილოსოფიით ისე ჩახლართა გუნდი რომ რუსეთმა გამოაგდო.
მირო
ისევ ძველმა გვარდიამ იხსნა პსჟ.ახლებმა დღეს ვერაფერი აჩვენეს.

სანამ არ გაიტანა პსჟმ არ დაამთავრა მსაჯმა. ხვიჩას დაუგროვდა ჩაგდებული თამაშები, ის რა ჯარიმა დაარტყა...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ერთი მბაპე გააძევეს, მეორემ გაიტანა - "მანჩესტერ სიტიმ", "ბეტისმა" და "რეალმა" გაიმარჯვეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ჟირუ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა