15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პრიშტინა (კოსოვო) მასპინძლობდა, წარმატებული გამოდგა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისთვის. მთლიანობაში მოპოვებულია 35 მედალი.

გარდა ამისა, 15-წლამდელებმა (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 3 ბრინჯაო) ქულებით გუნდური პირველი, ხოლო 17-წლამდელებმა (9 ოქრო, 7 ვერცხლი, 2 ბრინჯაო)- მეორე ადგილი დაიკავეს.

15-წლამდელებში ატაცის, აკვრისა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა ლევან ძიმცეიშვილმა (65 კგ). ატაცში ვერცხლის, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები დაიმსახურა ნუგზარ მანიამ (60 კგ). სამი ვერცხლის მედალია ლუკასი თოდუას (75 კგ) ანგარიშზე, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები ერგო ნიკოლოზ ქორიძეს (+85 კგ), ხოლო ირაკლი ყიფიანმა (51 კგ) 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი.

17-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდა გიორგი ქინქლაძე (65 კგ), რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდში უმაღლესი სინჯის მედლები დაისაკუთრა. ამავე წონაში კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა ქინქლაძის თანაგუნდელი შოთა კაკაბაძე, რომელსაც სამივე შემთხვევაში ვერცხლის მედლები ერგო.

ატაცში ვერცხლის, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ოქროს მედლები მოიპოვა დავით კილაძემ (70 კგ).

ატაცში მესამე შედეგი ჰქონდა ლადო ძიმცეიშვილს (85 კგ), აკვრასა და ორჭიდში კი - ევროპის რეკორდებითა და ოქროს მედლებით - საუკეთესო იყო.

ასევე ორი მედალოსანი გვყავს +95 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ნიკოლოზ კურტანიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, აკვრაში ევროპის რეკორდით ოქროს მედალი ერგო და ჩემპიონობა ორჭიდშიც იზეიმა.

მომავალ ჩემპიონს ამავე წონაში მეტოქეობას უწევდა ხვიჩა კიწმარიძე, რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

მედლები მოიპოვეს გოგონათა ნაკრების წარმომადგენლებმაც. მათ შორის ნინი კომლაძემ (+77 კგ) აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდში კი ბრინჯაო ერგო.

ერთი ბრინჯაოა (აკვრაში) სალომე კუჭავას (53 კგ) ანგარიშზე.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

555
მინდა გითხრათ,რომ პარალელურად მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი მძლეოსნობაში,სადაც არცერთი ქართველი სპორტსმენი არ მონაწილეობდა(მე ვერ ვნახე).საინტერესოა რა თანხებს ვიხდით მძლეოსნობისთვის და საერთოდ თუ სპორტსმენები არა გვყავს რა საჭიროა უმიზნოდ ფულის წყალში გადაყრა?!
ჟორა
ყოჩაღ ლომის ბოკვრებო, ასე გააგრძელეთ!
მეთოთხმეტედ! - ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
"მერაბმა ლამაზად შეუსრულა - უსმანი ყველა ფრონტზე დამარცხდა" - ამბობს დაღესტანელი პრომოუტერი
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს