"ვერდერის" სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს სჯერა, რომ "მუსიკოსები" ამ სეზონს კარგად ჩაატარებენ
მიუხედავად იმისა, რომ "ვერდერმა" დაცვის მთავარი ბურჯი პერ მერტეზაკერი დაკარგა (აყლაყუდა მცველი ლონდონის "არსენალში" გადავიდა), ბრემენული კლუბის სპორტულ დირექტორ კლაუს ალოფსს სჯერა, რომ "მუსიკოსები" ამ სეზონს კარგად ჩაატარებენ.

კლაუსი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად მერტეზაკერის წასვლისა, "ვერდერს" ჰყავს შემადგენლობა, რომელსაც აქვს საკმარისი პოტენციალი იმისათვის, რომ სეზონი ცხრილის ზემო მესამედში დაასრულოს. ოთხი ტურის შემდეგ, ბრემენელები სულაც მესამე ადგილზე არიან.

ალოფსის მთავარი საზრუნავი ახლა წამყვანი ფეხბურთელებისთვის ახალი კონტრაქტების გაფორმებაა, რაც მან "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულებების გაფორმება კი ალოფსს პირველ რიგში მარჯვენა მცველ კლემენს ფრიტცთან და მეკარე ტიმ ვიზესთან სურს, რომლებსაც კონტრაქტები სეზონის ბოლოს დაუმთავრდებათ. ისე, აღსანიშნავია, რომ "ვერდერთან" თვითონ ალოფსს და მთავარ მწვრთნელ თომას შააფსაც უმთავრდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე