ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციოს მატჩების შემდეგ  FIBA-მ განახლებული ძალთა თანაფარდობის რეიტინგი (Smart Power Rankings: Volume 8) გამოაქვეყნა. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი ფანჯარა დამაჯერებლად ჩაატარა და 5-3 ბალანსით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნახტომი განახორციელა — კლასიფიკაციაში 5 პოზიციით დაწინაურდა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

FIBA-ს ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პროგრესი შემთხვევითი არ არის. საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ მიმოხილვაში პირდაპირ აღინიშნება, რომ საქართველოს ნაკრების მიერ საკვალიფიკაციო ბარიერის გადალახვა და მსოფლიო ფორუმზე ზედიზედ მეორედ მოხვედრა უკვე აღარავისთვის უნდა იყოს სიურპრიზი. დაწინაურების მთავარ არგუმენტად ეროვნული გუნდის ტაქტიკური და მენტალური ტრანსფორმაცია დასახელდა. თუ წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების თამაში დიდწილად თორნიკე შენგელიას ინდივიდუალურ ოსტატობაზე, მის ქულებსა და მოხსნებზე იყო დამოკიდებული, ჯიკიჩის ფორმაციაში გუნდი მრავალფეროვან და მრავალმხრივ შემტევ ძალად ჩამოყალიბდა:

* მონტენეგროსთან დაპირისპირებაში შენგელიასთან ერთად 20-ქულიანი ზღვარი გოგა ბითაძემ გადალახა;

* პორტუგალიასთან შეხვედრაში პროდუქტიულთა სიას რატი ანდრონიკაშვილი და სანდრო მამუკელაშვილი შეემატნენ.

* ჯამში, ბოლო ორ ოფიციალურ თამაშში ქართველმა კალათბურთელებმა ხუთი 20+ ქულიანი ინდივიდუალური პერფორმანსი დააფიქსირეს.

ამას ემატება ლეგიონერ მარკის რიდის ადაპტაცია გუნდურ კონცეფციასთან — ამერიკელმა უკანახაზელმა ქულების ფორსირებას პასუხისმგებლობის გადანაწილება ამჯობინა და ორ შეხვედრაში 14 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. პარკეტზე მკაფიოდ გამოკვეთილი “Team-first” მენტალიტეტი ჯიკიჩის გუნდის მთავარ დასაყრდენად იქცა.

რა არის FIBA-ს Power Rankings და რა დატვირთვა აქვს მას?

სპორტულ მედიაში ხშირად ჩნდება კითხვა: რა განსხვავებაა FIBA-ს ოფიციალურ მსოფლიო რეიტინგსა (FIBA World Ranking) და Power Rankings-ს შორის? ოფიციალური მსოფლიო რეიტინგი წარმოადგენს მკაცრ, მათემატიკურ ალგორითმზე დაფუძნებულ კლასიფიკაციას. ის ითვალისწინებს ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ოფიციალური მატჩის შედეგს, ტურნირის კატეგორიასა და ქულათა სხვაობას. ეს არის გუნდის ხანგრძლივი სტაბილურობის ინდექსი, რომელიც ნელა იცვლება. Smart Power Rankings კი სრულიად სხვა ფუნქციურ დატვირთვას ატარებს. ეს არის FIBA-ს ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული სუბიექტურ-ანალიტიკური ინდიკატორი, რომელიც ზომავს ნაკრებების მიმდინარე სათამაშო ფორმასა და იმპულსს.

Power Rankings პასუხობს კითხვას: როგორია ძალთა რეალური თანაფარდობა დღეს? ის აფასებს განვლილი მატჩების დინამიკას, შემადგენლობის სიღრმეს, ტრავმების ფაქტორს, კალენდრის სირთულესა და უახლოეს პერსპექტივას. თუ ოფიციალური რეიტინგი ნაკრების ისტორიული ინდიკაორია, Power Rankings მისი დღევანდელი კონდიციების ზუსტი საზომია.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ნაკრების მე-11 ადგილზე ყოფნა იმის დასტურია, რომ ევროპულ კალათბურთთში ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ და დინამიკურად განვითარებად ძალად აღიქმება. წინ ნოემბრის გადამწყვეტი ფანჯარაა — გასვლითი მატჩი საბერძნეთთან და საშინაო შეხვედრა პორტუგალიასთან, სადაც ამ იმპულსის შენარჩუნება მთავარი ამოცანა იქნება.

GBF.GE

• ანდრონიკაშვილი

ლეგენდა არარის ფაჩულია კიბატონო საკანდელიძე დიდების მუზეუმშია შეყვანილი,ქორქია,დერიუგინი შერმანდინი დამავიწყდა უამრავი ინდივიდუალური ტიტული აქ ესპანეთში მოგებული,ორი ჩემპიონთა თასი,და ორი ევროლიგა.სამოციანების თაობას დიდან არშევსწრებივარ მაგრამ გადმოცემით ვიცი რომ ძაან მაგრები იყვნენ.

• მერაბი

შემდეგ თამაშებში ბითაძე და მამუკელაშვილი არ იქნებიან?

• ვაჟა მასწავლებელი

რატომ გიკვირთ ჩვენი კალათბურთელების წინსვლა-წარმატებები? ხომ არ დაგავიწყდათ, რომ თბილისის დინამო ევროპის თასის ორგზის ფინალისტია: ჯერ კიდევ 1960წ ფინალი წააგო, მაგრამ 1962წ მადრიდის რეალს ჟენევაში მოუგო ევროპის ჩემპიონთა თასი (90:81 თუ არ მეშლება). იმ დროს გუნდს ყავდა მაღალი კლასის მოთამაშეები: ლევან მოსეშვილი და "პტიცა"- უგრეხელიძე. ამის შემდეგ 2 წელიწადში გამოჩნდნენ ქართული კალათბურთის ამომავალი ლეგენდები, მომავალი ოლიმპიური ჩემპიონები: ჯერ ზურიკო საკანდელიძე და შემდეგ მიშა ქორქია. შედეგ წამოვიდნენ: სერგო კოვალენკო, ნიკოლოზ დერიუგინი, სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, თოკო შენგელია,ბითაძე, მამუკელაშვილი, ანდრონიკაშვილი (ავანსად მგონია თავის კვალს დატოვებს) და სხვები - გვიმრავლოს მათი რიცხვი. თუ ვინმე ვერ გავიხსენე - მომიტევეთ!

• გიორგი-ს

ე.ი. შენი აზრით კანონზომიერი იქნებოდა კალათბურთი რო იყოს ბოლოზე და ფეხბურთი 11-ზე? რამაგარიმზეობა თქვი თუ ხარ აზრზე? იცი რატო არი ფეხბურთი ბოლოზე? ბავშვთა ფეხბურთში არი კორუფცია.მდიდარი მამიკოები ქაჩავენ საქართველოს დონეს,ჩამოვა ფარერები,ესტონეთი,ლიეტუვა,ლატვია და დედის იმას დააფარებს ხოლმე ამ მდიდარი მამიკოს შვილებს. კალათბურთში ეს მდიდარი მამიკოები ვერ ქაჩავენ.1.70 შვილები ხო ვერ ითამაშებენ ცენტრად.მსროლელად ხო საერთოდ ვერ გაქაჩავენ და ასეა

• შოთა

არც ოფიციალურ FIBA-ს რეიტინგში ვართ აუტსაიდერი: მე-20 ადგილით!

• A

მამუ და ბითაძე რომ იყვნენ სხვა მატჩებშიც 100 % გავიდოდით

• ბადრი

ჩემი ნება რომ იყოს, თოკოს სიცოცხლეში დავუდგამდი ძეგლს.

• გიორგი

ფეხბურთში როდის ვიქნებით რეიტინგში 11 პოზიციაზე ნეტა. არა და ქვეყანაში ყველაზე პოპულარული ფეხბურთია მაგრამ კალათბურთი რეიტინგში ბევრად წინ არის, მგონი ყველაფერს უკუღმა ვაკეთებთ, ქვეყანასაც უკუღმა ვმართავთ

• lasha-ს

ევროპიდან 12 ნაკრები გადის მსოფლიო ჩემპიონატზე.

• ტრიბუნა A

ჯიგრები ხართ!

• lasha

დაწეროს ვინმემ. ვინც კარგად ერკვევა. რამდენი გუნდი განდის ევროპიდან მსოფლიოზე? რაც ვიცი საბერძნეთი და ესპანეთი ევროპის გრანდებია და როგორ ხდება მათაც რომ სათუოდ აქვთ საქმე მსოფლიოზე მოხვედრის?

• alexandre

თოკო! შენ ნამდვილი კაპიტანი ხარ! წინ მიუძღვი ნაკრებს და მაგარი შედეგიც გაქვთ! გაიხარეთ, ბიჭებო! და კიდევ მრავალჯერ გაახარეთ ჩვენი სამშობლო!

დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა

[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს

"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე

ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს

18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში

"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია

"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა

დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს

"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა

"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება

"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე

"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს

ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა

გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა

მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა

გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება