ვეტერანი ფეხბურთელი ანდრეი კანჩელსკისი Euro Football-თან ინტერვიუში მიშელ პლატინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის აზრითაც, წელს "ოქროს ბურთის" მოგებას ხვიჩა კვარაცხელია შეძლებს.

"ეს მისი აზრია, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. პლატინისთან კამათი სისულელეა, რა საჭიროა? ყველას აქვს საკუთარი აზრი და შეუძლია, ის საჯაროდ გამოხატოს. პლატინი უბრალოდ პიროვნებაა, ფრანგი. ვფიქრობ, ჩვენც გვყავდა "ოქროს ბურთის" კანდიდატები ერთ დროს, მაგალითად არშავინი.

მაგრამ რთულია, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობ. თუ ნაკრები ვერ მონაწილეობს და ჯგუფიდანაც ვერ გადის, ამ ჯილდოს მოგება რთულია. ამიტომ ვფიქრობ, ხვიჩა კანდიდატია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, არ მგონია, რომ ჯილდოს მოიგებს.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ან მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე რომ მიეღწია, ხვიჩა "ოქროს ბურთს" 100 პროცენტით მოიგებდა. თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს და პლატინის მოსაზრებას არ შევეკამათები.

- მაინც, ვინ არის ფავორიტი?

- არ ვიცი, ვინ მოიგებს "ოქროს ბურთს" და ამის თქმას ვერც გავბედავდი. მაგრამ სხვა ფეხბურთელებს ხვიჩაზე უკეთესი შანსები აქვთ. ის შესანიშნავი მოთამაშეა და მახსენებს იმ პერიოდს, როცა ჯორჯ ბესტი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.

იმ დროს ჩრდილოეთ ირლანდია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გადიოდა, მაგრამ ბესტი თავის კლუბში საუკეთესო იყო და მას მთელი მსოფლიო იცნობდა. შეიძლება ითქვას, რომ ხვიჩას შემთხვევაშიც მსგავსი ისტორიაა", - განაცხადა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

აგრაფინა
ეს რუსები რას უძვრებიან კვარას არ ვიცი.

მერე იტალიის საუკეთესო რომ გახდა და მეორე სეზონში მწვრთნელმა გუნდი მოშალა,ეგ არის,ერთწლიანია,მორჩა მაგის ფეხბურთელობაო!ხვიჩა კი,უკვე მესამედ მოხვდა ოქროს ბურთის ოფიციალურ კანდიდატებს შორის!ყოფილი საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებიდან,სხვა ყოფილა ასეთი?ნამდვილად არ ვიცი სწორი პასუხი.შესაძლოა იაშინი და ბლოხინი,ან მაგათგან ერთი რომელიმე?ვინმემ თუ იცის,იქნებ დაწეროს.ასეა თუ ისე,კვარამ მსოფლიოს უკვე დაუმტკიცა,რომ დიდი ფეხბურთელია.დარწმუნებული ვარ,უმაღლეს დონეზე თამაშს გააგრძელებს და დიდი ფეხბურთელის სტატუსს განიმტკიცებს.

ჰო,აფერისტია!ფეხბურთელობის დროს,ყველას ატყუებდა.
ლაშა
ჯორჯ ბესტმა ოქროს ბუთი 1968 წელს მოიგო. ის მსოფლიო ჩემპიონატის წელი არ ყოფილა. კანტონას ოქროს ბურთი არასოდეს მოუგია. კევინ კიგანი მსოფლიოზე არ მონაწილეობდა, მაგრამ იმ წელს არგენტინამ გაიმარჯვა, ოქროს ბურთი კი მხოლოდ ევროპელებს გადაეცემოდა. ინგლისისა და საქართველოს შედარებაც არათანაბარია.
კოტე
აქ ხვიჩაზე საუბარი არც არის. კანჩელსკისი ამბობს, ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ პელე, მარადონა, რონალდუ, მესი და რონალდინიო ერთ ფეხბურთელში გაერთიანდეს, ოქროს ბურთს არ მისცემენ, თუ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე თუ მაინც არ მიაღწიაო. ძნელია, არ დაეთანხმო, რადგან ნამდვილად ეგრეა. კიგანი გამონაკლისია. მაშინ "ოქროს ბურთი" მხოლოდ ევროპელებს გადაეცემოდა, თანაც ინგლისის და საქართველოს გავლენის შედარება საფეხბურთო სამყაროზე ცოტა უხერხულია.
მეგრელი
ხალხო ტა გჭირთ, ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა და დაასაბუთა, შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის, რა ჩაწიხლეთ.
მექრთამე პლატინი
პლატინი და მართალი სიტყვა?

მაშინ არაევროპელს არ აძლევდნენ ოქროს ბურთს და მსოფლიოზე ძირითადად სამხრეთ ამერიკელები ბრწყინავდნენ. შესაბამისად ოქროს ბურთის მოგება მაშინ ბევრად ადვილი იყო
სკლეროზიც ქონია
საქმეც ისაა რომ ჯორჯ ბესტმა მოიგო ოქროს ბურთი თუმცა მართლაც არასოდეს გასულა ჩრდ. ირლანდია მსოფლიოზე. ასევე კევინგ კიგანსაც არ უთამაშია მსოფლიოზე და არც ერიკ კანტონას. ამათ ყცელამ მოიგეს ოქროს ბურთი და კვარაც ახლა ან შემდეგში აუვცილებლად მოიგებს ოქროს ბურთს.
zura222
არა ბებიაშენნის სახითო
ირაკლი
კარგია რომ ასე ფიქრობენ. ხვიჩა ნაპოლიში რომ გადავიდა მის “კეთილმოსურნეებს” ეგონათ სულ დუბლებში ეყოლებოდათ - ახლაც დავაცადოთ და ეგებ ბროწეულის წვენის ოყნები დასჭირდეთ პლატინის გატდა ყველად!!!!
Sasha
ჯორჯ ბესტს რომ აქვს აღებული ოქროს ბურთი 1968 წელს, ეგ დაავიწყდა ჯიგარს!
რა სისულელა
კვარა ოქროს ბურთისთვის კი არა იმისთვის თამაშობს, რაც შეიძლება მეტი გოლები გაიტანოს ინგლისური კლუბების, რეალის, ბარსელონას და ბაიერნის და სხვა პსჟ_თან შედარებით მეორეხარისხოვან კლუბების კარებში. ოქროს ბურთი არა! მეტი გოლები და თასები. ოქროს ბურთი ნეიმარს არ აქვს და ბევრ ძლეირ ინდივიდუალისტს. არც გვინდა ოქროს ბურთი.
არშავინი არა ხიდიატულინი
შური და ბოღმა დაგახრჩობთ
ნანა
არშავინი არა, იშტოიანი კიდევ :)))))))
llcl
ჯერ იმაში გაერკვიე ანდრიუხა ღრუს-მონღოლი ხარ, ბალტიის პირელი თუ ხახოლი და ოქროს ბურთზე მერე ილაყბე, რა არშავინი და ოქროს ბურთი, ხომ არ აძიუბებ, სუფთა ბერძენიშვილი ხარ არა და თავი ერეკლე გგონია!
დუდუ
ამხელა ქვეყანას ლამის 40 წლის განმავლობაში არშავინზე უკეთესი ფეხბურთელი რომ არ ეყოლება რა აქვთ სალაპარაკო სხვებზე.საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის ფეხბურთელი თავის ეპოქაში
ნიკა
ვერ გავიგე ოქროს ბურთი წლის საუკეთესო ფეხბურთელს ეძლევა თუ წლის საუკეთესო გუნდს და ნაკრებს?
არშავინი არა ევრუჟიხინი
საცოდავი,ვინ არის ან ვინ რას ეკითხება?
zura222
ეს უკრაინელ-ლიეტუველ-რუსი(თვითონაც არ იცის ვინაა) ღორიი @
ანდრეი კანჩელსკისს
შე დალოცვილო ჯორჯ ბესტის ხომ აქვს აღებული ოქროს ბურთი 1968 წელს ? ამბობ იგივე ისტორიააო და ამავდროულად ვერ აიღებს კვარაო, მიზეზად საქართველოს ნაკრების მსოფლიოზე გაუსვლელობას ასახელებ. ბესტის ჩრდ ირლანდიაც არ მონაწილეობდა მსოფლიოზე და ხომ მოიგო ?
დავით 67
რაო კაცო ჩვენც გვყავდა ოქროს ბურთის კანდიდატიო არშავინის სახითო?))
დ
ვერ მოიგებს ერთია და რომ არ გინდათ შურიან ღრუსებს ხვიჩას ოქროს ბურთი, ეს მეორეა. არშავინი თუ არ ახსენეს, ხომ არ შეუძლიათ ამ ბოღმის ბუკეტებს.
არშავინიო 😂

"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
"პატივი და ქება კვარაცხელიას - ჩემოდნებით ნეაპოლში უნდა გაიქცნენ" - კანჩელსკისი ფეხბურთელებს რჩევას აძლევს
"რუსეთს უბედურება ეწვია - 30 წელი ვერსად ვითამაშებთ" - კანჩელსკისი
"კვარაცხელია მარადონას სტადიონზე ფანტასტიკაა" - კანჩელსკისი
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
კანჩელსკისი: რუსეთის სასჯელის ვადა ექვსი წელია
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
კანჩელსკისი: მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს ყველა მატჩი ნაყიდი ჰქონდა
"ქართველებს ვქომაგობ და მათი გასვლის იმედი მაქვს... თუ სანიოლის გუნდის წინა თამაშებს გადავხედავთ..." - კანჩელსკისი საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირებაზე