ვერონიკა ბრუნატიმ, რომელიც წლების განმავლობაში არგენტინის ნაკრებისა და ლიონელ მესის საქმიანობას აშუქებდა, ფეხბურთის ლეგენდას ემოციური წერილი მიუძღვნა.

ბრუნატიმ გაიხსენა როგორც მესისთან გატარებული წლები, ისე 2014 წლის ტრაგედია, როდესაც მისი მეუღლე, ცნობილი არგენტინელი ჟურნალისტი ხორხე „ელ ტოპო“ ლოპესი, ბრაზილიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ლოპესს ავტომობილი დაეჯახა.

ბრუნატის თქმით, მესისთან ერთად არგენტინის ნაკრების გაშუქებამ მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი მოიცვა.

"ნახევარი ცხოვრება არგენტინის ნაკრებს მესისთან ერთად ვაშუქებდი. მესი ჩვენთვის ყველაფერი იყო, ყველაფერი, რაც გვამხნევებდა, გვაძლევდა იმედს და გვასწავლიდა თავისი ხასიათით. მესის, როგორც ადამიანის, გავლენა უზარმაზარია.

მესის წყალობით ჩემი ცხოვრება უკეთესია. ასევე უკეთესი იყო ტოპოს ცხოვრება და ჩემი შვილების ცხოვრებაც. მესი უნიკალური ბედნიერებაა".

მისი თქმით, ლოპესის გარდაცვალების შემდეგ მესიმ ის ბარსელონას ბაზა "იოან გამპერზე" მიიწვია, პირადად შეხვდა, ჩაეხუტა და ჰკითხა, რით შეეძლო მისი და მისი შვილების დახმარება.

"მკითხა: "რა შემიძლია გავაკეთო შენთვის, აგუსთვის და ლუსიასთვის?" ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ჩემი შვილების სახელები ახსოვდა.

მითხრა: "მინდა დაგეხმარო. რა შემიძლია გავაკეთო მათთვის?“

მე კი ვუთხარი: "უბრალოდ, იყავი ლიონელ მესი. ჩემი შვილები ბედნიერები არიან, როდესაც გხედავენ. ისინი ძალიან ბევრს ტირიან და უბრალოდ მინდა, ისევ გავაცინო".

ლეომ შემომხედა და მითხრა: "არა, ვერო... ეს საკმარისი არაა, რით შემიძლია დაგეხმარო?

მე აღარ ვიცოდი, რა მეთქვა", - იხსენებს ბრუნატი.

ჟურნალისტის თქმით, მას იმ პერიოდში ფინანსურად და ემოციურად ძალიან უჭირდა, თუმცა ამის შესახებ მესისთვის პირდაპირ არ უთქვამს. არგენტინელი ვარსკვლავი კი დახმარების შეთავაზებას მაინც აგრძელებდა.

"მესიმ მიბიძგა, გამეკეთებინა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, ორ პატარა შვილთან ერთად მარტო მემოგზაურა მსოფლიოს გარშემო და არგენტინის ნაკრებს გავყოლოდი.

ათობით მოგზაურობა, ასობით მატჩი, შერეული ზონები, ინტერვიუები, უამრავი ქვეყანა. რამდენჯერაც ყოფილა, რომ არ მეძინა, არ მიჭამია, არ დამისვენია. ამიტომ მხოლოდ ის მინდა, რომ ძალიან, ძალიან ბედნიერი იყოს. და ყოველთვის მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის", - დაწერა ბრუნატიმ.

მომზადებულია Infobae-ს მიხედვით

გოჩა
ლეო მესის როგორც ფეხბურთელის დახასიათება: ნიჭი, საფეხბურთო ინტელექტი, მინდვრის ხედვა, უნიკალური პასები,ასისტები, ჯარიმებით შესრულება, ულამაზესი გოლები, გუნდური თამაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ჩემს შეფასებას თუ შევკრავთ, მივიღებთ ასეთ სურათს, უნიკალური ფეხბურთელი!
გ.ხ.
ვისაც ფეხბურთი უყვარს - ბედნიერებაა, რომ ეს კაცი ვნახეთ! უამრავი ნიჭიერი ფეხბურთელი დაიბადება მომავალში , შეიძლება მესიზე, მარადონაზე, პელეზე უკეთესი ფეხბურთიც ითამაშონ, მაგრამ მესი სამუდამოდ დარჩება ფეხბურთის ისტორიაში როგორც ერთერთი საუკეთესო (პირადად ჩემთვის საუკეთესო) ფეხბურთელი… არც იმას გამოვრიცხავ , რომ მასზე უკეთესი ვერც ვერავინ იყოს სამომავლოდ, მის საფეხბურთო ინტელექტს, მრავალწლიან სტაბილურობასა და გაბარიტებს თუ გავითვალისწინებთ.არაამქვეყნიური კაცია
გიგა
ათასჯერ და მილიონჯერ გავიმეორებ, ლეო მესისნაირი ფეხბურთელი ა ღ ა რ დ ა ი ბ ა დ ე ბ ა!!!!!!!!!!
ლუკა
არგენტინის ნაკრები ლეოს გარეშე ვერ წარმომიდგენია!
ავთო
მესი საოცრებაა...
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
უკრაინული კლუბები თავის ვენესუელელ ფეხბურთელებს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას არ აძლევენ
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა