ვეტერანმა "მეთოფემ" იენს ლემანმა დიდი როლი ითამაშა მერტეზაკერის ლონდონში გადაბარგებაში
"არსენ ვენგერმა ფანტასტიკური არჩევანი გააკეთა, როცა პერ მერტეზაკერი შეიძინა," - განაცხადა "არსენალის" ყოფილმა მეკარე იენს ლემანმა თავის თანამემამულე ცენტრალურ მცველზე.

ვეტერანმა "მეთოფემ" დიდი როლი ითამაშა გერმანელი ფეხბურთელის ლონდონში გადაბარგებაში. პირველად ვენგერი მერტეზაკერით შარშან დაინტერესდა და "არსენალში" დროებით დაბრუნებულ ვეტერანს აზრი ჰკითხა გერმანელ ფეხბურთელზე - "კარგი ფეხბურთელია, კარგი მცველი," - მიუგო ლემანმა.

წინა კვირას ვენგერმა გაითვალისწინა იენსის რეკომენდაცია და "ვერდერს" გერმანიის ნაკრების 26 წლის მცველში 10 მილიონი ფუნტი გადაუხადა. ლემანს ოდნავადაც არ ეპარება ეჭვი, რომ მერტეზაკერი წარმატებულად იასპარეზებს პრემიერლიგაში.

მერე რა, რომ ის არ ყოფილა "არსენალის" პირველი არჩევანი? "მეთოფეებმა" "ბლექბერნიდან" ჯერ ფილ ჯონსის შეძენა მოისურვეს, შემდეგ კრისტოფერ სამბასი, ამის მერე ყურადღება გადაიტანეს ფილ ჟაგიელკაზე "ევერტონიდან", ბოლოს კი გარი კეჰილზე "ბოლტონიდან" - ლონდონელებს არაფერი გამოუვიდათ.

მერტეზაკერის ანგარიშზეა 75 თამაში გერმანიის ნაკრებში. აქედან უმრავლესობა პერმა მაშინ ჩაატარა, როცა ნაკრების კარს იენს ლემანი იცავდა.

ვეტერანი დარწმუნებულია, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი უაღრესად სასარგებლო იქნება "არსენალის" სუსტი დაცვისთვის. ეს ხაზი ხომ ლონდონელთათვის წლების განმავლობაში ყველაზე პრობლემურად რჩება. ამის დასტურია პრემიერლიგის ბოლო ორი ტური, როცა გუნდმა 10 გოლი გაუშვა - ჯერ შინ "ლივერპულთან" 2, შემდეგ კი "ოლდ ტრეფორდზე" 8 "მანჩესტერ იუნაიტედისგან".

ცხადია, რომ მერტეზაკერს უამრავი სამუშაო ექნება. ლემანი ფიქრობს, რომ მერტე ყველაფერს იოლად გაუმკლავდება, თუკი პრემიერლიგის ტემპსა და ინტენსიურ დატვირთვებს ალღოს აუღებს. "პერს მოუწევს ინგლისურ ფეხბურთთან შეგუება, განსაკუთრებულად თამაშის ტემპთან.

პრემიერლიგა ხომ ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე ბუნდესლიგა. ბუნებრივია, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერს გაუმკლავდება. მერტეზაკერი სერიოზულად გააძლიერებს "არსენალს". მასთან კონტრაქტის გაფორმება მშვენიერი გადაწყვეტილება იყო როგორც კლუბის, ისე ფეხბურთელისთვის".

თუკი მერტეზაკერი ნაკრების შეკრებიდან ლონდონში ჯანმრთელი დაბრუნდება, ახალი გერმანელის დებიუტი "სუონსისთან" "ემირიტსზე" შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა