მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ რაულ ასენსიოს მოედანს მიღმა ქცევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელის მსგავსი საქციელი კლუბის რეპუტაციას აზიანებს.

მოგეხსენებათ, 23 წლის ესპანელ მცველს აგვისტოში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო მართვის მოწმობა 8 თვით ჩამოართვეს და 14 400 ევროთი დააჯარიმეს. მომხდარის გამო "რეალმა" ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინური მოკვლევაც დაიწყო, რადგან კლუბის იმიჯს ზიანი მიადგა.

"როდესაც აქ მოვედი, მას წარსულზე ვესაუბრე. მას შემდეგ მოედნის მიღმა მის ქცევაზე აღარ გვისაუბრია. ვალდებებასზე ის პროფესიონალიზმის მაგალითია, როცა ჯანმრთელი იყო, მასზე მეტს არავინ მუშაობდა. ახლა კი ის პირველი მოდის და ბოლო მიდის.

თუმცა "რეალის" ფეხბურთელი 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე და წელიწადში 12 თვე ამ კლუბს წარმოადგენს. რასაც ფეხბურთის მიღმა აკეთებ, მაინც ამ კლუბს წარმოადგენ. მსგავსი შემთხვევები კლუბის რეპუტაციას აზიანებს, ხოლო ჩვენი კლუბის რეპუტაცია წმინდად ხელშეუხებელია.

მასზე გაბრაზებული ვარ. ყველა უშვებს შეცდომას, მაგრამ შეცდომებს შორის განსხვავებაც არსებობს", - განაცხადა მოურინიომ.

ჟურნალისტებმა პორტუგალიელს ასევე ჰკითხეს, შეძლებს თუ არა ასენსიო უახლოეს მატჩებში მონაწილეობას.

"კლუბმა გამოძიება დაიწყო. სანამ გამოძიება მიმდინარეობს, ჩემთვის ის "რეალის" ფეხბურთელია. ამჟამად ტრავმა აქვს და რამდენიმე კვირას გამოტოვებს. ეს საშუალებას მომცემს, ამ საკითხს გარკვეული დროით გვერდი ავუარო", - თქვა მოურინიომ პრესკონფერენციაზე, რომელიც "ბეტისთან" მატჩის წინ გაიმართა.

ჰანსი ფლიკი
მოდი აქააა!😂
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
ჩაკვეტაძეს "უდინეზეში" ახალი მწვრთნელი ჰყავს
18 წ. | გიორგი ნემსაძე: როდესაც საქართველოს ნაკრების კვართი გაცვია, არ გაქვს უფლება რამეს არასერიოზულად მიუდგე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
"მის ადგილას აქ აღარ ვიქნებოდი" - მოურინიომ ვინისიუსზე ისაუბრა
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
"რეალი" რაულ ასენსიოს კონტრაქტს გაუგრძელებს
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ჩვენ მადრიდის "რეალი" ვართ, მნიშვნელობა არ აქვს მომდევნო მეტოქე ვინ იქნება"- რაულ ასენსიო
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
პერესის გეგმა B - ცნობილია, ვინ ჩაიბარებს "რეალს", თუ მოურინიოს გაათავისუფლებენ