"ზენიტის" 28 წლის რუსი ნახევარმცველი ანდრეი მოსტოვოი იჯარით "ზენიტიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა. ეს მოულოდნელი ამბავი იყო, რადგან წლების განმავლობაში ის სანქტ-პეტერბურგულ გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.

Telegram არხი Mash on Sport ამ ამბავს ეხმაურება და დაუდასტურებელ ინფორმაციას ავრცელებს, თუ რა მიზეზით გაუშვა "ზენიტის" მწვრთნელმა სერგეი სემაკმა მოსტოვოი გუნდიდან.

ფეხბურთელმა მწვრთნელის გერს მაია სემაკს მისწერა და მასთან ურთიერთობის დამყარება სცადა. წყარო წერს, რომ გოგონასთან უზრდელი საქციელის გამო, ის ფაქტობრივად გუნდიდან გააძევეს.

"მოსტოვოიმ მაიას შეურაცხყოფა მიაყენა, მან კი ამის შესახებ მამამისს უთხრა. თავდაპირველად, ანდრეიმ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, შემდეგ განაცხადშიც კი ვერ ხვდებოდა და ახლა სემაკმა ის მოსკოვში გაუშვა, რომ გოგონასგან შორს ყოფილიყო", - წერს Mash on Sport.

პოსტს კომენტარი მაიას დედამ გაუკეთა და აღნიშნა, რომ ეს სრული სისულელეა. ეს ამბავი უარყო ცნობილმა ინსაიდერმა ივან კარპოვმაც.

ინფორმაციისთვის, მაია სემაკი 26 წლისაა. 2023 წელს ის დაქორწინდა გარდაცვლილი ბიზნესმენის, ვლადიმერ გურევიჩის ვაჟზე, ევგენიზე, რომელიც მასზე ორი წლით უფროსია. წყვილს ჰყავს ქალიშვილი, ევა, რომელიც ქორწინებამდე დაიბადა. გურევიჩი მამის კომპანიებში წილებს ფლობს. მან ასევე დააარსა რამდენიმე კომპანია, რომლებიც შოკოლადს და კაკაოს აწარმოებენ.

მაია სერგეი სემაკის ქალიშვილი არ არის. მისი მამა ალექსეი კორზინია, სემაკის ამჟამინდელი ცოლის, ანას პირველი ქმარი. წყვილი მალევე განქორწინდა და კორზინს გოგონას გაზრდაში ფაქტობრივად მონაწილეობა არ მიუღია.

მაია სერგეი სემაკს მამად მიიჩნევს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ მწვრთნელმა გაზარდა იგი. გოგონამ "ზენიტის" 50 წლის დამრიგებელს დაბადების დღე ასე მიულოცა:

"შენ ხარ ჩემი საყრდენი, ჩემი მეგზური, ჩემი საუკეთესო მეგობარი. შენთან ერთად შემიძლია ვიყო საკუთარი თავი და ვიცი, რომ არასდროს განმსჯი. არასდროს მინახავს, რომ სხვისი უბედურება უგულებელყო ან გულგრილი დარჩე ადამიანების მიმართ. შენ ასწავლი არა სიტყვებით, არამედ მაგალითით. სიკეთე. სამართლიანობა. პატიოსნება. ძალა.

მე შენი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი ვარ. მახსოვს, როგორ ვტიროდი, როცა "პეტროვსკის" დაემშვიდობე, კარიერა დაასრულე და შემომხედე და გამიღიმე: "რატომ ხარ მოწყენილი? - საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის". ასეც მოხდა! შენი ტკივილი ჩემია, შენი გამარჯვებები კი ჩემი დიდი სიხარული.

მხოლოდ ერთი რამ მინდა, ჯანმრთელად და დიდხანს იყო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთე და ამას ახლაც აგრძელებ. ღმერთმა ნამდვილად დამაჯილდოვა ასეთი მამით. გილოცავ დაბადების დღეს, ლეგენდავ. უსაზღვროდ მიყვარხარ, მამიკო!“, - დაწერა მაშინ მაიამ.

ინფორმაციისთვის, მოსტოვოიმ კარიერა "ხიმკიში" დაიწყო. ის "ზენიტის" წევრი 2020 წლიდან გახლავთ და რუსეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.

უფროსი
ნორჩი ფეხბურთელების საყურადღებოდ! ძალიან მნიშვნელოვანია კაცმა საკუთარი გემოვნების განვითარებას ბევრი დრო დაუთმოს. ასეთი ვინმე არც გარეგნობით და არც ხასიათით არ უნდა გხიბლავდეს. ასეთებზე რუსები იტყვიან: "Ни сиськи, ни письки".
პეტუხი კრიშტიანუ
უფრო მეტი ასეთი სტატიები გვჭირდება არა მარტო სემაკზე და მის გერზე,ასევე კოკორინზე,კერჟაკოვზე,არშავინზე,რუსლან ნიგმატულინზე და ა.შ. დაუსრულებლად!არტიომ ძიუბაც არ დაავიწყოთ ხალხს,მასზეც დადეთ მეტი სიახლეები!
სახელიც დამავიწყდა უკვე
ისევ იმ ქალზე ჯობია დაწეროთ იკარდისაც რომ იყო, მანამ სხვისი და ახლა უკვე სხვისი რომაა. თანაც იკარდისა როცა იყო იმ დროს თუ მერე ლიფტში რომ გადაღუნა ვიღაცამ. ახლახანს ყოფილ ქმარს რომ დაემუქრა რუსეთში მე როგორ მიღალატეო და მაგ კვერცხებს ჩაგიმტვრევო 😁
zura222
ასეთი გოგოსთვის ზენიტიდან კი არა რეალიდან და მილანიდანაც წავიდოდიი ! PP
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
"უფას" მწვრთნელი: ძალიან მახარებს გუნდში ჯიმი ტაბიძის მოწვევა
"დამპალი სული" - კავაზაშვილმა ძიუბა გალანძღა
''დიდი ფული შემომთავაზეს და მითხრეს, ''შევარდენში'' თამაშობდი, იცი რაც უნდა გააკეთო...'' - მოსტოვოიმ საქართველოს მე-2 ლიგაში გარიგებულ მატჩებზე მოჰყვა
sportsdaily.ru: ჯიმი ტაბიძე კარიერას "უფაში" გააგრძელებს
უკრაინელი ფეხბურთელი, რომელსაც რუსებმა სახლი დაუწვეს, საქართველოში ითამაშებს
"ზენიტის" მწვრთნელის ნააზრევი - ნახეთ, როგორ აპირებს ის კვარაცხელიას შეჩერებას
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]