ერედივიზიონის მეხუთე ტურში „ექსელსიორმა“ გასვლაზე „ვილემ II“-ს 3:0 მოუგო.

სტუმართა გუნდის შემტევმა ირაკლი იეგოიანმა დებიუტში დავიდ გარდენს საგოლე გადაცემა გაუკეთა, 85-ე წუთზე თავადაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან შეუცვლელად ითამაშა და ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 9.6, Whoscored 9.1 Flashscore 9.1.

„ექსელსიორს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 8 სექტემბერს გასვლაზე „ნეიმეგენს“ შეხვდება.

ტილბურგი. „მეფე ვილემ II“

ვილემ II - ექსელსიორი 0:3

გოლები: 0:1 გარდენი (8), 0:2 მეისენი (34), 0:3 იეგოიანი (85)

ირაკლი ეგოიანი ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს!
გიორგი
კარგი ახალი ამბები ისმის ჩვენებზე. სანიოლი ვეღარ გაიმართლებს თავს რომ კვალიფიციური სათამაშო დროის მქონე ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის ნაკრები. ყოჩაღ, ირაკლი, ესე გააგრძელე.
ქომაგი
ყოჩაღ ირაკლის! მშრომელი ბიჭია და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წინ, უფრო და უფრო ვითარდება. მჯერა რომ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთეს გუნდშ გადავა (მინიმუმ "ტვენტე", "უტრეხტი" ან "ალკმაარი" ჰოლანდიაში ან იქნებ რომელიმე ტოპ-ლიგის გუნდსაც "გამოჰკრას ხელი"). ამჟამად, მისი სახით ნაკრებს საიმედო შემცვლელი შეემატა შუა ხაზში, ხოლო პერსპექტივაში კიტეს კარგად შეცვლის
ნიკა
გიორგი გაგუაზე და გურამ გიორბელიძეზე რატომ არ წერთ??საგოლე პასი გააკეთეს ორივემ,სათამაშო ლრაქტიკა აქვთ,აუცილებლად უნდა გამოიძახონ სექტემბერში ნაკრებში!!

კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და ამ სეზონის ბოლოს,ექსელსიორი მაქსიმალურ ფასად გაყიდის.

ირაკლი ეგოიანი,აქამდე რასაც ვუყურებდი,შემტევი ნახევარმცველი იყო,რომელიც მთელ მოედანზე მოქმედებდა,მაგრამ წუხელ,ის გამოკვეთილი მარცხენა ფლანგის თავდამსხმელი ყოფილა.კიდევ კარგი,რომ ყოველ მათგანს,სხვა პოზიციაზე თამაშიც შეუძლია,თორემ ვინც ნიჭიერი ბიჭი დაწინაურდა,ყველა მარცხენა ფლანგის შემტევია.ირაკლის ისტორია,ძალიან ჰგავს,გიორგი მიქაუტაძის ისტორიას.ის თავშესაფრის მაძიებლის ოჯახში,ჰოლანდიაში აღმოჩნდა და მთელი დღე ბურთს დასდევდა,ბანაკში.მერე აიაქსის აკადემიაში აღმოჩნდა და ერთი წლის შმდეგ,ისიც ჟორჟივით გამოუშვეს,ძალიან პატარა და მსუბუქი ხარო.ამის შემდეგ იყო ტვენტე.ის საცხოვრებლად გადავიდა მარსელ მენტინკის ოჯახში,რომელიც თვითონ იყო ტცენტეს ყოფილი ფეხბურთელი და ტვემტეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს იღებდა თავის ოჯახში.ტვენტეში სრულფასოვანი ვარჯიშის პირველივე დღეს,ტრავმისაგან ახლად გამოჯანმრთელებულმა ირაკლიმ,ახალი ტრავმა მიიღო.ტრავმის შემდეგ,მას ტვენტეს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი დაელაპარაკა როცა ვარჯიში განაახლა,ის უკვე სრულიად შეცვლილი დაბრუნდა.მანამდე,ირაკლი ძალიან ეგოისტურად თამაშობდა,ითხოვდა ბურთს,ფინტაობდა,ცდილობდა მოტყუებას.მწვრთნელმა მას უთხრა,რომ ახალგაზრდულ ფეხბურთში,ასე თამაშით შორს ვერ წავიდოდა და მანაც შეისმინა.მან გუნდზე თამაში დაიწყო,მთელ მოედანზე ეხმარებოდა თანაგუნდელებს და აპრესინგებდა მეტოქეებს.მიუხედავა ამისა,ტვენტეს მთავარი მწვრთნელი,მას მაინც არ ენდობოდა და ამის მთავარი მიზეზი,მისი პატარა გაბარიტები იყო.მარსელ მენტინკმა,ვის ოჯახშიც ირაკლი ცხოვრობდა,ირაკლის უთხრა,აქ ადგილზე დგახარ,სხვაგან უნდა გადახვიდეო და ისიც ვიტესში გადავიდა.ვიტესის სკაუტს თავიდანვე მოსწონებია ირაკლი,თავისი თავმდაბლობით და აღზრდით,მისი ოჯახის ისტორია რომ გაიგო,ამის შემდეგ კი,შეძრული ვიყავიო და ირაკლიმაც ვიტესში ფანტასტიკური სეზონი გაატარა.9 გოლი და 5 საგოლე პასი,აგრეთვე სეზონის საუკეთესო გოლი,მაკრატელათი გატანილი და ვიტესის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება,გულშემატკივრების მხრიდან.შარშან ირაკლი ეგოიანი უყოყმანოდ აიყვანა ექსელსიორმა და არც წააგო.ის შეიძლება ითქვას კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად გადაიქცა.გურამ კაშია,რომელიც ვიტესის N1 ლეგენდაა,ხაზს უსვამს მის ტაქტიკურ განსწავლულობას და სიმშვიდეს,თამაშის დროს.ირაკლის წაყვანა,სომხეთის ნაკრებსაც სურდა,მაგრამ ირაკლი ეგოიანმა უყოყმანოდ აირჩია საქართველოს ნაკრები და დარწმუნებული ვარ,დიდ წარმატებებსაც მიაღწევს. ბოლო სიტყვების გარდა,ეს სპორტ რუს საიტზე დადებული სტატია გადმოვაქართულე,რა თქმა უნდა უფრო შეკუმშული სახით. ირაკლის გვერდით,მისთვის კრიტიკულ მომენტში აღმოჩნდა გულშემატკივარი და ფეხბურთში გარკვეული ადამიანი,მარსელ მერტინკი და მისმა ზრუნვამ და სწორმა რჩევებმა გამოიყვანა ნიჭიერი ახალგაზრდა,დიდ ფეხბურთში.ასევე მოხდა გიორგი მამარდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაშიც.ნიჭიერ ფეხბურთელს გვერდით თუ კარგი,გულშემატკივარი მრჩეველი ჰყავს,წარმატებისაკენ მიმავალი გზა,ერთი ორად უადვილდება და ალბათ მათი ნაკლებობაა,ამდენ ტალანტს უკვალოდ რომ ჰკარგავდა და ჰკარგავს,ქართული ფეხბურთი.და კიდევ,არ ვიცი,როგორი იყო,ირაკლი ეგოიანი მაშინ,როცა საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა,მაგრამ დღეს,მოედანზე ,ის სწორედ გაწონასწორებულობით და სიმშვიდით გამოირჩევა,თუმცა როცა მეტოქის ფეხბურთელმა,ექსელსიორის მწვრთნელთან ცუდად წაიუზრდელა,არც მას დაუხევია უკან მწვრთნელის გამოქომაგებაში.დღეს ირაკლი ამბობს,რომ მოსამატებელი აქვს სიმშვიდე,გადაწყვეტილების მიღების დროს.ის მიჩვეულია მაქსიმუმზე თამაშს და 100% -ანი პასების გაცემას,მაგრამ მწვრთნელები სთხოვენ,ზოგჯერ პაუზის აღებას და აზროვნების ჩართვას.წუხელ,თამაშის დროს,ცრუ მოძრაობას აკეთებდა და თან საჯარიმოს ათვალიერებდა,რომ ზუსტად საჭირო მომენტში გაეკეთებინა გადამწყვეტი პასი.ერთი საგოლე პასი გააკეთა,კიდევ ერთხელ,საგოლე პასი მისცა,მაგრამ მან ვერ შესძლო გატანა.ასე რომ არც აზროვნება დაეწუნება.ექსელსიორს 4 თამაშიდან სამი გამარჯვება აქვს და ერთი გადადებული თამაშის მიუხედავად,ის უკვე ლიდერთა ჯგუფშია,ირაკლი ეგოიანი კი,მისი შეუცვლელი მოთამაშეა.
ნელსონ მანდელა
რაღა მალე, ისეთ ფორმაშია ძირითადში თუ არ დააყენა მომდევნო ორ მატჩში დიდი შეცდომა იქნება
555
ყოჩაღ რაა, დაუფასდა შრომა. ეს ბიჭი მალე ნაკრების ძირითადის მოთამაშე გახდება
ავჭალიდან
რა კარქი ბიჭი არი (ლუიზა დარბაიძე)
მერაბ ყვალთავა
ასე გააგრძელე ჯიმა და მომავალ წელს ტოპ-5 ლიგის კარგ გუნდში იქნები
zuli
საღოლ !
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება
საზონოვის კლუბი კარვახალის შემდეგ კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის დამატებას აპირებს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
"სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის - ემიგრაციამ საქართველოს სიყვარული ვერ წაგვართვა" - ირაკლი იეგოიანის დედამ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
იეგოიანის მორიგი საგოლე მოქმედება - "ექსელსიორი" "ნეიმეგენთან" ფრეს დასჯერდა
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
[VIDEO] იეგოიანის ჩინებული საგოლე პასი და წიხლი სახეში - "ექსელსიორი" სტუმრად "აიაქსს "ფრედ" ეთამაშა