ესპანური სპორტული ვებგვერდების ცნობით, "ბარსას" ცენტრალურმა მცველმა პსჯ-სგან საინტერესო წინადადება მიიღო
ესპანური სპორტული ვებგვერდების ცნობით, საფრანგეთის ნაკრებისა და "ბარსას" ცენტრალურმა მცველმა ერიკ აბიდალმა "პარი სენ-ჟერმენისგან" საინტერესო წინადადება მიიღო - 3-წლიანი კონტრაქტი და მომატებული ანაზღაურება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას კატალონიელებიც აწარმოებდნენ, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულების 2013 წლამდე გაგრძელებაზე უარი თქვა. ესპანელებმა ფრანგს გასაგებად მიანიშნეს, რომ უკეთესი პირობებით შეთავაზებას არ უნდა ელოდოს, არსებულზე კი პასუხის გასაცემად დრო 31 დეკემბრამდე მისცეს.

თუკი იქამდე ერიკი კონტრაქტს ხელს არ მოაწერს, ფეხბურთელთან მოლაპარაკება საბოლოოდ შეწყდება. ამასობაში პარიზელებმა დრო იხელთეს და აბიდალს თავიანთი პირობები შესთავაზეს, სადაც ლაპარაკია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ვეტერანი პარიზელთა ადმინისტრაციაში მიიღებს სამსახურს.

ეს-ეს არის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ ფრანგი თუ იტალიელი ჟურნალისტების ფანტაზიას საზღვრები არა აქვს. მათ უკვე დაიწყეს წერა, თუ ვინ გადავა იანვარში "პარი სენ-ჟერმენში" და პირველი ასეთი "კანდიდატურა" უკვე მონახეს.

ლაპარაკია "ნაპოლის" 24 წლის სლოვაკ ლეგიონერზე, შემტევ ნახევარმცველ მარეკ ჰამშიკზე. აღნიშნულმა ჭორებმა ფეხბურთელი ლამის წყობილებიდან გამოიყვანა.

"ეს სიგიჟეა. სატრანსფერო ბაზარი რამდენიმე დღეა, რაც დაიხურა, მაგრამ ჟურნალისტები უკვე იმაზე წერენ, თუ რა მოხდება იანვარში. რას ვუპასუხებ ლეონარდოს შემოთავაზებას თუკი მას მივიღებ? არსად გადასვლას არ ვაპირებ, არც იანვარში, არც მას მერე. "ნაპოლიში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მინდა ტიტულები ამ გუნდთან ერთად მოვიგო," - განუცხადა მან "გაძეტა დელო სპორტს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა