ლა ლიგის მეოთხე ტურში „სევილია“ გასვლაზე „ესპანიოლთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1.

სტუმართა გუნდში პირველად დაიწყო სასტარტოდან თამაში გიორგი ქოჩორაშვილმა. ის ძალიან მონდომებული და აქტიური იყო, დებიუტშივე მიიღო ყვითელი ბარათი, შემდეგ ისევ წააქცია მეტოქე, თუმცა შეიძლება ითქვას, მსაჯმა დაინდო და გაძევებას გადაურჩა. მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ ქართველი 54-ე წუთზე შეცვალა. ცოტა ხანში კი ანდალუსიური გუნდის მცველმა არუნა სანგანტემ რობერტო ფერნადესი მოცელა და არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა. მერე მასპინძელთა მცველმა ელ ჰილალმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. შეცვლაზე შესულმა „სენტ-ეტიენში“ ზურიკო დავითაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა ლუკა სტასინმა 85-ე წუთზე „ესპანიოლის“ კარი დალაშქრა, თუმცა ბოლოს მარკოს სანჩესმა ანგარიში გაათანაბრა.

ქოჩორაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.6, Flashscore 6.4, Whoscored 6.3.

„სევილია“ 7 ქულით მე-7 ადგილზეა და 11 სექტემბერს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.

კორნელია დე ლობრეგატი. „RCDE სტადიუმი“

ესპანიოლი - სევილია 1:1

გოლები: 0:1 სტასინი (85), 1:1 სანჩესი (90+8)

გაძევება: სანგანტე (56, სევილია)

უვიცი
ამ ეტაპზე არაფერი პრობლემა ნაკრებს არ აქვს ყველა პოზიციაზე გვყავს 2 ფეხბურთელი ვისაც შეუძლია ძირითადიდან დაიწყოს, მხოლოდ დაცვის ცენტრშია მცირე პრობლემები, თუმცა არც ძალიან გადაუჭრელი. ერთადერთი ათიანის პრობლემაა, რადგან ამ პოზიციაზე ჩაკვემ ისე ასწია თამასა, რომ ვერავინ ვერ ახერხებს მასთან ოდნავ მიახლოებულადაც კი გაართვას თავი ამ პოზიციაზე თამაშს, ჩაკვეს მუდმივი ტრამვები კი გადაუჭრელ პრობლემად იქცა, საერთოდ სხვადასხვა გუნდია საქართველოს ნაკრები ჩაკვესთან ერთად და ჩაკვეს გარეშე.

ქოჩორამ თამაში ძირითადიდან დაიწყო და უკვე ეგეც ძალიან კარგი ამბავია!უახლოეს ტურებში,ის უკეთეს ფორმაში შევა და გაძევების მუდმივი საფრთხეც შეუმცირდება.მერე კი,ნაკრების თამაშებიც კარზეა.ჩაკვე მედარდება,რომ ჯერ თამაშს ვერ ახერხებს,თორემ კიტეიშვილიც ტრავმის მიუხედავად,სწრაფად აკრეფს ფორმას.ჩაკვემ გინდაც დაიწყოს თამაში,ოპტიმალურ ფორმამდე ბევრი დააკლდება,ნაკრების თამაშებისათვის.კრაკოვიას თამაშის ნაწილს ვუყურე და კაკაბაძემ თამაში დაიწყო,მაგრამ ისიც და მისი გუნდიც,ძალიან შორს არიან საუკეთესო ფორმისაგან,დაცვის ცენტრზე აღარფერს ვამბობ,რადგან გოგლჩიძე ჯერაც არ თამაშობს და საზონოვმაც ჯერ ვერ მოასწრო ფორმაში შესვლა.ამდენხნიანი უქმობის შემდეგ,სათამაშო ჩვევების აღდგენა და გაუმჯობესება,საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი მგონია.კარში,გუგეშაშვილი ვფიქრობ კარგად დააზღვევს,მამარდას,მაგრამ დაცვის და თუნდაც ცენტრის დაკომპლექტება,დიდ პრობლემად გვრჩება.თან ახლა გოჩოლეიშვილმაც ტრავმის გამო დატოვა მოედანი და მისი სიმძიმე ჯერ არ ვიცით.დაცვაში ლაშა დვალი და შესაძლოა ჯიმი ტაბიძე გამოიძახონ და არჩიონ,ილია ბერიაშვილს.არჩევანი ბევრი გვაქვს,მაგრამ კარგი არჩევანია ცოტა.
კვარაცხელია
მარჯვნივ? მარჯვნივ სიტუაციიდან გამომდინარე თუ გადავა თორე მარჯვნივ იმის მესამედი კვარაცხელია შეგრჩება ხელში მარცხნივ რაც არი მაგას თავისთავის მტერი თუ გააკეთებს.ენრიკემ ცადა ეგ თავიდან და რა შედეგიც მიიღო ყველამ კარგად ვნახეთ.
ABARA
ქოჩორაშვილი ისედაც ძირითადის წევრად მოიაზრება ნაკრებში, თუმცა სევილიას ძირითადში სტაბილურად გამოსვლა ერთი ორად გააუმჯობესებს მის სათამაშო ფორმას, რაც ნაკრებსაც წაადგება. მსაჯთა ბრიგადის ჩავარდნა კიდევ ცალკე განხილვის თემაა და ვფიქრობ ესპანეთში ეს საკითხი კიდევ გაირჩევა და შესაბამის ზომებსაც მიიღებენ. ქოჩორაშვილის გარდა აუცილებლად უნდა ითქვას კვერნაძესა და ეგოიანზე. ეს ბიჭები ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრები არიან, რომლებმაც საკუთარ კლუბებში მიმდინარე ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყეს და ვფიქრობ აუცილებლად უნდა განიხილებოდნენ ძირითადის წევრებად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებში. მითუმეტეს რომ ჩაკვეტაძე ამ მატჩებს ფორმაში ვერ ხვდება, კარგი იქნებოდა ეგოიანი გამოეცადა ცენტრში სანიოლს და მარცხენა ფლანგზე კვერნაძეს დაეწყო, ხოლო შეტევის მარჯვენა ფლანგზე, სადაც მუდმივად პრობლემაა სასტარტო წუთებიდან კვარას ეთამაშა. პსჟ - ში მას არაერთხელ უთამაშია აღნიშნულ პოზიციაზე და არ უნდა გაუჭირდეს თავის გართმევა.
Achi
ქოჩორა ვიცით მაგრამ ეგოიანია მაგარ ფორმაში ძმა რავი
წარმატება ქოჩორას
კარგი გუნდია სევილია თავისი ისტორიით და მიხარია ქოჩორა უკვე ძირითადიდან რომ იწყებს. იმედია კარგ ფორმაში შეხვდება ქოჩორა სექტემბრის თამაშებს. კარგ ფორმაში მყოფი ქოჩოღა საკმაოდ დიდი ძალაა ნაკრებში.
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
პსჟ-მ 22 მილიონად შეძენილი ფეხბურთელი მესამედ გაუშვა იჯარით
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
[VIDEO] ვინისიუსმა "ბარსელონას" ჩემპიონობა გადაუდო
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა