"სევილიას" ახალმა თავკაცმა მარსელინომ მკვეთრად განუსაზღვრა თავის ფეხბურთელებს, რომ კლუბში ძველი დრო დასრულდა
"სევილიას" ახალმა თავკაცმა მარსელინომ მკვეთრად განუსაზღვრა თავის ფეხბურთელებს, რომ კლუბში ძველი დრო დასრულდა - მხოლოდ დაცვითი ფეხბურთით გუნდი ვერაფერს მიაღწევს, ისევე როგორც, მხოლოდ თავგადაკლული შეტევებით - საჭიროა ბალანსი, რომელიც თითქმის არასოდეს იგრძნობოდა ბოლოდროინდელ "სევილიაში".

სევილიელთა პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ მალევე გაიგო, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა "რასინგს" ახალგაზრდა მარსელინო გარსია ტორალი ზუსტად ის კაცია, ვინც გუნდს სჭირდებოდა.

ასტურიელი სპეციალისტი იმით არის გამორჩეული, რომ თავის იდეებს არ მალავს, ყოველთვის ბოლომდე და ნათლად აყალიბებს თავის სათქმელს და არა მხოლოდ თავის ფეხბურთელებთან.

რაღაცით ის ჟოზე მოურინიოს წააგავს. მან თქვა, რომ გუნდში უნდა ჰყავდეს 23 სრულფასოვანი ფეხბურთელი. შეიცვლება ტაქტიკური სქემაც, გუნდი თამაშს 4-4-2 განლაგებაზე ააწყობს. დაცვასა და თავდასხმას შორის დამყარდება ერთგვარი ბალანსი. შეტევაში წასული ფეხბურთელი დაკარგავს ბურთს, ის დაუყოვნებლივ დაცვას უნდა დაეხმაროს. საოცარია, მაგრამ გასულ სეზონში ასე არ ხდებოდა.

გასულ სეზონში "სევილიას" ბევრი გაჰქონდა და ბევრსაც უშვებდა (ორივე მაჩვენებლით მე-4 იყო პრიმერაში). მარსელინომ იყიდა მარჯვენა მცველი კოკე და ცენტრალური მცველი ემირ სპაჰიჩი. დიდი იმედი აქვთ პიოტრ ტროხოვსკის, რომელიც უნივერსალური ნახევარმცველია. "სევილიას" ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ წარმატებული სეზონი ჰქონდეს.

ციტატები

ხოსე მარია დელ ნიდო: "ამ სეზონში მინდა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავოს. "სევილია" იმსახურებს, რომ პრიმერაში მესამე ძალა იყოს".

მარსელინო: "ვარჯიშებზე ვუყურებ ტროხოვსკის და ოპტიმიზმი მემატება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან წარმატებული იქნება გუნდში".

მანუ დელ მორალი: "ყველა ფეხბურთელს სურს დიდ კლუბში თამაში და მეც ამიხდა ოცნება".

სეზონის მიზანი - ჩემპიონთა ლიგის საგზური

გუნდის პრეზიდენტს კი სურს მესამე ადგილი, თუმცა ალბათ არც ლიგის პლეი ოფის საგზურის მომტან მეოთხეზე იქნება უარზე. აი, ნაკლები კი უკვე წარუმატებლობად ჩაეთვლება მარსელინოს. გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს, თუმცა კონკურენტებიც საკმაოდ ჰყავს.

ტრანსფერები

მივიდნენ: პიოტრ ტროხოვსკი ("ჰამბურგი", თავ. აგენტი), მანუ დელ მორალი ("ხეტაფე", 4,5 მლნ. ევრო), მარტინ კასერესი ("ბარსელონა", 3 მლნ), ემირ სპაჰიჩი ("მონპელიე", 2 მლნ), კოკე ("რაიო ვალეკანო", 1,8 მლნ), ბერნარდო ესპინოსა ("სევილია ბ"), ხოსე გომეს კამპანია ("სევილია ბ"), ემილიანო არმენტეროსი ("რაიო ვალეკანო"), ტომ დე მული ("სტანდარდი"), ანტონიო ლუნა (""ალმერია").

წავიდნენ: დრაგუტინოვიჩი, ხოსე კარლოსი, ალფარო, ზოკორა, კაპელი, ს. სანჩესი, როდრი, დაბო, პრიეტო, რომარიკი, კალა, აკოსტა, კონე, ესპინოსა.

დოსიე

სევილია ფუტბოლ კლუბ

დაარსდა: 1905 წ.

სტადიონი: სანჩეს პისხუანი, 45 500

პრეზიდენტი: ხოსე მარია დელ ნიდო

მწვრთნელი: მარსელინო გარსია ტორალი

კლუბის წევრი: 39 000

ჩემპიონი (1946), თასის მფლობელი (1935, 1939, 1948, 2007, 2010), სუპერთასი (2007), უეფას თასი (2006, 2007), უეფას სუპერთასი (2006).

მეტსახელი: ლოს როხიბლანკოსი, ლოს ნერვიონენსესი, ლოს პალანგანასი

გასულ სეზონში: მე-5 ადგილი

ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.სევილლაფც.ეს/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: ნეგრედო (38), პეროტი (31), ნავარო (30), ესკუდე (28), კანუტე (28).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: ნეგრედო (20), კანუტე (12), ლუიშ ფაბიანო (10), რაკიტიჩი (5), პეროტი (3).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. ანდრეს პალოპი 22.10.1973

13. ხავი ვარასი 10.09.1982

29. დანი ხიმენესი 05.03.1990

მცველები

3. ფერნანდო ნავარო 25.06.1982

4. მარტინ კასერესი (ურუგვაი) 07.04.1987

5. ალექსის რუანო დელგადო 04.08.1985

6. ემირ სპაჰიჩი (ბოსნია) 18.08.1980

14. ჟულიენ ესკუდე (საფრანგეთი) 17.08.1979

19. ანტონიო ლუნა 17.03.1991

23. ანდუხარ კოკე 26.04.1987

33. სამუ დე ლოს რეისი 15.02.1992

ნახევარმცველები

7. ხესუს ნავასი 21.11.1985

8. გარი მედელი (ჩილე) 03.08.1987

10. დიეგო პეროტი (არგენტინა) 26.07.1988

11. ივან რაკიტიჩი (ხორვატია) 10.03.1988

15. პიოტრ ტროხოვსკი (გერმანია) 22.03.1984

16. ხოსე კამპანია 31.05.1993

17. ტიბერიუ გუარენტე (იტალია) 01.11.1985

18. ემილიანო არმენტეროსი (არგენტინა) 18.01.1986

24. ტომ დე მული (ბელგია) 04.03.1986

27. სალვა რივასი 01.08.1990

თავდამსხმელები

9. ალვარო ნეგრედო 20.08.1985

12. ფრედერიკ კანუტე (მალი) 02.09.1977

20. მანუ დელ მორალი 25.02.1984

26. ლუის ალბერტო 28.09.1992

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა