ესპანურ პრიმერაში ხომ ორი ლიგაა რეალურად, ერთში "ბარსელონა" და "რეალი" არიან, მეორეში დანარჩენები, "ვალენსია" დედამიწელთა ჩემპიონია
"ვალენსია" და მისი თავკაცი უნაი ემერი რთულ სიტუაციაში არიან - თუკი პრიმერას რეალისტის თვალით შეხედავ, ეგრევე მიხვდები, რომ "ღამურებს" მესამე ადგილზე ზემოთ აფრენა არ შეუძლიათ. მესამე ადგილი კი კლუბმა მყარად დაიმკვიდრა ისედაც, მოკლედ, როცა წინსვლის მოტივაცია ფანტასმაგორიულია, ერთადერთი შენარჩუენებაზე უნდა იფიქრო, ეს კი თავისთავად ფსიქოლოგიურ პრობლემებს შობს.

ესპანურ პრიმერაში ხომ ორი ლიგაა რეალურად, ერთში "ბარსელონა" და "რეალი" არიან, მეორეში დანარჩენები. მოკლედ, "ვალენსია" დედამიწელთა ჩემპიონია, რაც თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა "უცხოპლანეტელებთან" მეტისმეტად შორსაა.

გუნდის პრეზიდენტი მანუელ ლორენტე კარგი ფინანსისტი და ის ყველა ხერხებით ცდილობს კლუბი რთული სიტუაციიდან გამოიყვანა და ბიუჯეტი დააბალანსოს.

დეფიციტი აღმოსაფხვრელია, არ შეიძლება ბევრის ხარჯვა, თუმცა არც გუნდის გულშემატკივართა მომდურება იქნება მომგებიანი. ლორენტემ კარგი პოლიტიკა აწარმოა, შემტევი პოტენციალი აძლიერა და ბოლოს... ხუან მატა "ჩელსიში" გაყიდა. პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, აგუებდა "ღამურების" გულშემატკივრებს მატას წასვლას, პიატისა და კანალესის გადაბირებით.

უნაი ემერი კარგი ტაქტიკოსია, მას უყვარს მუდმივი ძიებები და ცვლილებები. ბასკმა ახლაც შეცვალა გუნდში რაღაც რაღაცები, თუმცა მთავარი პრინციპების ერთგული დარჩა. აი, ისინიც: გუნდმა მეტოქე მუდმივ წნეხში უნდა მოაქციოს, კონტრშეტევაზე ეგრევე გადავიდეს, გრძელ პასებს მოერიდონ, რისკი შეიძლება, ოღონდ მხოლოდ გამართლებული.

წლევანდელ "ვალენსიას" გაცილებით დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და თითოეულ პოზიციაზე დიდი კონკურენციაც გაჩნდა. სესარის წასვლის შემდეგ, გუნდს ორი თანაბარძალოვანი მეკარე ჰყავს გუაიტა და დიეგო ალვეში. პარეხოს, პიატისა და კანალესის შემატება "ღამურების" შემტევ პოტენციალს ზრდის და, შესაძლოა, გუნდს მატასა და ხოაკინის წასვლა დიდად არც კი დაეტყოს. ახალი ფეხბურთელები იმის შესაძლებლობას იძლევიან, რომ ემერიმ 4-2-3-1-ის ნაცვლად 4-3-3-ით თამაში სცადოს. ანუ ჩვენ უფრო შემტევი "ვალენსიის" ხილვა მოგვიწევს.

ციტატები

არიც ადურისი: "ვალენსიას" დიდებული შემადგენლობა ჰყავს".

სერხიო კანალესი: "ახალ კლუბში ბოლომდე დავიხარჯები, პირობას ვდებ".

დიეგო ალვეში: "ვალენსიაში" თამაში ჩემი ოცნება იყო. აქ ისიც მიადვილებს ადაპტაციას, რომ უნაი ემერი ჩემი მწვრთნელი იყო "ალმერიაში" თამაშისას".

სეზონის მიზანი - მესამე ადგილის შენარჩუნება

როდესაც უნაი ემერის მიზნებზე ჰკითხეს, ხატოვნად მიუგო - ლა ლიგაში, თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ბოლომდე ბრძოლაა ჩვენი მიზანიო.

ტრანსფერები

მივიდნენ: კრიშტიანო პერეირა ("ბრაგა", თავ. აგენტი), ვიქტორ რუისი ("ნაპოლი", 8 მლნ. ევრო), პაბლო პიატი ("ალმერია", 7,5 მლნ), ადილ რამი ("ლილი", 6 მლნ), დანიელ პარეხო ("ხეტაფე", 6 მლნ), დიეგო ალვეში ("ალმერია", 3 მლნ), ანტონიო ბარაგანი (1,5 მლნ), ხუან ბერნატი ("ვალენსია ბ"), სერხიო კანალესი ("რეალი", 2 მლნ), სოფიან ფეგული ("ალმერია").

წავიდნენ: ვისენტე, სესარი, დ. ნავარო, დელ ორნო, ნიგუესი, რენანი, სანი, გონსალესი, ხოაკინი, მატა, ფერნანდეში, დომინგესი, მიჩელი.

დოსიე

ვალენსია კლუბ დე ფუტბოლ

დაარსდა: 1919 წ.

სტადიონი: მესტალია, 55 000

პრეზიდენტი: მანუელ ლორენტე

მწვრთნელი: უნაი ემერი

კლუბის წევრი: 45 100

ჩემპიონი (1942, 1944, 1947, 1971, 2002, 2004), თასის მფლობელი (1941, 1949, 1954, 1967, 1979, 1999, 2008), სუპერთასი (1999), უეფას თასი (2004), უეფას სუპერთასი (1980, 2004).

მეტსახელი: ლოს ჩე, ელს ტარონხა

გასულ სეზონში: მე-3 ადგილი

ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.ვალენციაცფ.ცომ/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: სოლდადო (34), მატა (33), ხოაკინი (30), ადურისი (29), რიკარდო კოშტა (29).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: სოლდადო (18), ადურისი (10), მატა (8), პაბლო ერნანდესი (5), ხოაკინი (4).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. დიეგო ალვეში (ბრაზილია) 24.06.1985

13. ვისენტე გუაიტა 18.02.1987

43. კრიშტიანო პერეირა (პორტუგალია) 29.11.1990

მცველები

2. ბრუნო სალტორი 10.01.1980

3. ჰედვიგეს მადურო (ჰოლანდია) 13.02.1985

4. ადილ რამი (საფრანგეთი) 27.12.1985

12. ანტონიო ბარაგანი 12.06.1987

15. ანხელ დეალბერტი 01.01.1983

18. ვიქტორ რუისი 25.01.1989

20. რიკარდო კოშტა (პორტუგალია) 16.05.1981

22. ჟერემი მატიო (საფრანგეთი) 10.05.1985

23. ლუიშ მიგელ ბრიტო (პორტუგალია) 04.01.1980

ნახევარმცველები

5. მეჰმეთ თოფალი (თურქეთი) 03.03.1986

6. დავიდ ალბელდა 01.09.1977

8. სოფიან ფეგული (საფრანგეთი) 26.12.1989

10. ევერ ბანეგა (არგენტინა) 29.06.1988

16. სერხიო კანალესი 16.02.1991

17. ხორდი ალბა 21.03.1989

19. პაბლო ერნანდესი 11.04.1985

21. დანიელ პარეხო 16.04.1989

24. ტინო კოსტა (არგენტინა) 09.01.1985

28. ხუან ბერნატი 01.03.1993

თავდამსხმელები

7. ჟონას გონსალვეშ ოლივეირა (ბრაზილია) 01.04.1984

9. რობერტო სოლდადო 27.05.1985

11. არიც ადურისი 11.02.1981

14. პაბლო პიატი (არგენტინა) 31.03.1989

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე