თურქეთის სუპერ ლიგის მე-4 ტურში ლუკა გუგეშაშვილის "გიოზტეპე" საკუთარ მოედანზე "გაზიენთეფთან" 2:4 დამარცხდა. ეს შეხვედრა ქართველი კიპერისთვის სავარაუდოდ, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე აღმოჩნდა.

ჩვენებურს არადამაჯერებელი თამაში ჰქონდა, რის გამოც ანგარიშით 0:2-ზე მას საკუთარი გუნდის ფანებმა უსტვინეს, ასევე ისინი კარში არდა იოზჯემინის ჩადგომას მოითხოვდნენ და ამ კიპერის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც ამავე გუნდის აღზრდილია.

ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ ანგარიშით 0:2-ზე "გაზიენტეპის" წევრმა მიროშიმ პენალტი ვერ გამოიყენა, რის შემდეგაც ობსტრუქცია თავს უკვე მთელს გუნდს დაატყდა და ფანები თავიანთ ფეხბურთელებს უსტვენდნე და მაისურის გახდას სთხოვდნენ.

საბოლოოდ, ქართველის გუნდის მწვრთნელმა სტანიმირ სტოილოვმა პირველი ტაიმის შემდეგ ლუკას ნაცვლად არდა მართლა შემოიყვანა. თურქ კიპერს გოლი არ გაუშვია და 2 "სეივი" შეასრულა.

გუგეშაშვილმა მომხდართან დაკავშრებით მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

"მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა. ვერავინ დააყენებს ეჭვქვეშ ჩემს ხასიათსა და შრომას, რომელსაც ამ გუნდის მაისურისთვის ვიღებ.

ის, რაც დღეს გააკეთეთ, გულშემატკივრობა არ არის. რა თქმა უნდა, არსებობენ "გიოზტეპეს" ნამდვილი გულშემატკივრებიც, რომლებსაც ნამდვილად უყვართ ეს კლუბი და ყველა სიტუაციაში გვერდში უდგახართ თავიანთ გუნდს.

მათ მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და სიყვარული მაქვს. "გიოზტეპეში" მოსვლის პირველივე დღიდან არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ არ დამეცვა ამ კლუბის გერბი და სახელი. საქართველოში, თურქეთში, სახლში, ქუჩაში და მოედანზე. ყველგან ამაყად წარმოვადგენდი და ვიცავდი "გიოზტეპეს".

მათთვის, ვინც კლავიატურებს მიღმა იმალება და იქიდან საუბრობს, მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი: სიცოცხლე გრძელია, სამყარო პატარა. ერთ დღეს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სხვაგან. პატივისცემა და სიყვარული "გიოზტეპეს" ნამდვილ გულშემატკივრებს", - დაწერა ლუკამ სოციალურ ქსელში.

ეჰჰჰა
არც ეს და არც მამარდაშვილი, კერესელიძე ჯობია ორივეს, თან ქართული ლიგიდანაც ხომ უნდა იყოს ვინმე მოედანზე, სირცხვილია ბოლოსდაბოლოს
ბუხუტი
უკრაინა რატომ უნდა მიამატოს? უკრაინელის ოკუპირებული ქართული მიწა ან საქართველოსთან ომი გახსოვს? მაგრამ, რუსეთზე აგეწვა.
kesha
რაც ვთქვი ის ახდა, პირველი გუნდიდან მოკვეთეს და მალე კონტრაქტსაც გაუწყვიტავენ. არაუშავს გუგეშ, თავშეკავება გმართებდა მაგრამ ყველამ ვიცით ეგ რატო მოხდა, კონკურენტი მეკარე თურქია და მაგ არასწორებს მაგის დაყენება უნდათ და მიაღწიეს შედეგს!
გიორგი-ს
შენ ორსულ ცოლს რო თურქებმა 90 წუთი აგინონ როგორ მოიქცევი
Juve-ს
მენტალიტ ,,DEBIL‘‘ ეგ შენ ხარ,რო არ იცი რა მოხდა სტადიონზე ნუ ყბედობ
ალფა
არცერთი გოლი იყო მის კისერზე, როცა სტვენა და გინება დაიწყეს!
ავი მებაჟე
რა გინდათ ამ კორუფციისაგან ჩამყაყებულ ლიგაში?😡
ქომაგი
და ამას უნდა ჩვენი ნაკრების კარში ჩადგომა? ამის ფონზე, მამარდა "ყარამან-ყანთელი"-ა იმის მიუხედავად რომ არც მას უდგას კარგი პერიოდი
ზაქრო
უშტვინონ რამდენიც უნდათ
Juve-ს
მწვრთნელი ნავალოვსკი.
kesha
სხვა გუნდში გადავა მალე, სავარაუდოდ კონტრაქტს გაუწყვიტავენ.
Juve
მენტალიტ "DEBIL" უკვდავი ფრაზაა საქართველოსთვის, ეს, ჯინჯო და მამუჩა ერთ გუნდში ხომ წარმოგიდგენიათ რას იზამენ
მეზღვაური
ბოლოს სავარაუდოდ კერესელიძე ჩადგება კარში ნაკრების მატჩებში. ისე რეალურად გუგეშაშვილზე ნაკლები დონის მეკარე არაა კერესელიძე.

ეს ბირჟავიკის მენტალიტეტი როდის გადაშენდება ნეტა. თან იცი როგორი იმპულსურები არიან თურქები, ამას რო წერ გუნდის წევრობაზეც აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია. მერე იტყვიან ქართულ გუნდები რატო ვერ გადიან ევროტურნირებზეო, ასეთი მენტალობით ევროპა ლიგაზე კი არა სოფლის ორღობეს არ უნდა გააკარო.
Lasha
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში დაუშვიათ მეკარეებს შეცდომები, უსტვენიათ კი არა, ღორის თავები და ქვები უსვრიათ ფეხბურთელებისთვის, მაგრამ თავიანთი დონე არ დაუკარგავთ. მეკარე, რომელსაც ასეთი მოწყვლადი ფსიქიკა აქვს, ნაკრების კარში არ უნდა ადგილი არ ეკუთვნის. ამ ფეხბურთელებმა კიდევ, რომ ებლატავებიან გულშემატკივრებს, უნდა შეიგნონ ერთი რამე - ხელფასს რომ იღებენ, გულშემატკივრები უხდიან, ან საქართველოს შემთხვევაში - ამავე გულშემატკივრების გადასახადებიდან აღებული სახელმწიფო სუბსიდიებით ჭამენ პურს. ამის გარდა, მოდი რა, რაღაც დონეზე ადი და მერე ელაპარაკე გულშემატკივარს დამრიგებლური ტონით.

ეს დილაში რომ იყო მაშინაც ასე ეკაჩავებოდა გულშემატკივარს. კარგი მეკარეა მაგრამ რაღაც ჩავარდნები აქვს ხოლმე, სულ ასეა. არ მგონია ამის შემდეგ ძირითადის მეკარედ ისევ ეს დადგეს, მით უმეტეს თუ ადგილობრივია მისი კონკურენტი და გულშემატკივარიც მას ლობირებს
timo
უკრაინაც მიამატე მაგ სიას და ბოლომდე გეთანხმები!!!
გიორგი
ქართველო სპორტსმენებო როდემდე უნდა "ეკაჩავოთ"და ამადლოთ გულშემატკივარი??როცა სპორტში მოდიხართ თქვენი კარიერისთვის არ შრომობთ? და არ მდიდრებით?გეყოთ 90-იანი ძველი ბიჭების მენტალობით აზროვნება და საქმეების გარჩევა!მეტი იკითხეთ და მეტი განათლება მიიღეთ!!
დათო-ს
ძაან მარიაჟი ტიპია,მამარდაშვილიც ასეთ ტექსტებს გვიწერს ხოლმე ქართველ გულშემატკივრებს🤷
Rigiti
ოთხი გოლი გუგეშას კი არა სხვას გაუტანეს, აბრალებენ და ამანაც პასუხი გასცა, აბა როგორ!!!
ვასილიჩი
და რო შეხვდები რა ლუკა გავლახავ თუ მიაკაჩავებ ? რა ბლატნოი ფეხბურთელები გვყავს, იქით ჯინჯომ ლამის დაგვიბარა საქმის გასარჩევად. სტადიონზე გაეცი მაგათ პასუხი კარგი თამაშით უკეთესი ეგ იქნება
მწარე
გეგეშაშვილს მე არაფერს ვერჩი. კარგი მეკარეა. ზოგადად ქართველ მეკარეებს ახასიათებთ მოულოდნელი ჩავარდნები. თითქოს პსოქოლოგიური პრობლემები აქვთ.
llcl
ან თურქეთში რატომ უნდა წახვიდე ან რუსეთში, როცა იცი ამათზე დიდი მტერი არ გვყოლია, ჩვენი მარგალიტი კვარა რომ არა უკრაინის ომი, შეიძლება საერთოდ დაკარგულიყო და ის უდიდესი ბუმი რაც ქართველი ფეხბურთელების ირგვლივ ხდება, არ იქნებოდა
დათო
ძალიან ცუდი და ცხელ გულზე დაწერილი ტექსტია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, იბერიის "კაპიტანთან" გაიარა ტრენინგი... რა ტონი და ტექსტია - "სიცოცხლე გრძელია, სამყარო პატარა. ერთ დღეს, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ქუჩაში ან სხვაგან." ფაქტიურად ემუქრება ხალხს; არა მგონია ეს აპატიონ ადგილობრივმა გულშემატკივრებმა. ან რა გაუკეთებია და რა დამსახურება აქვს გუნდის წინაშე, ასეთ ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებს... საოცარია პირდაპირ.
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
[VIDEO] სტეფ კარი კვლავ ფორმაშია - "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს
თურქებს არველაძის მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ
ლუკა გუგეშაშვილი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების მეკარე თურქეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
შოთა არველაძეს თურქეთის სუპერლიგის გუნდი იწვევს
საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
გუგეშაშვილი "პაოკიდან" სხვა ბერძნულ გუნდში გადავა