ერედივიზიონის მესამე ტურის გადადებულ მატჩში „ექსელსიორმა“ გასვლაზე „ნეიმეგენთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 2:2.

წვიმიან ამინდში მატჩი ძალიან საინტერესო სანახავი იყო. მასპინძლები დებიუტში დაწინაურდნენ, შემდეგ სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ირაკლი იეგოიანმა დაინახა, რომ მეკარე ნიკოლას პოლსტერი წინ იყო გამოსული, ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. პირველი ტაიმის დასასრულს იეგოიანმა დავიდ გარდენს ხელსაყრელ პოზიციაზე გაუკეთა გადაცემა და მან ანგარიში გაათანაბრა.

შეხვედრის მეორე ნახევარიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, 73-ე წუთზე ვალენტინ ზულცბახერმა „ნეიმეგენის“ კარი დალაშქრა და როტერდამული გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: Whoscored 7.7 Flashscore 7.1, Sofascore 6.7. მან ჩემპიონატის 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ექსელსიორი“ 5 ტურის მერე 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და 13 სექტემბერს „უტრეხტს“ უმასპინძლებს.

ნეიმეგენი. „გოფერტსტადიონი“

ნეიმეგენი - ექსელსიორი 2:2

გოლები: 1:0 ტაჰაუი (10), 1:1 გარდენი (43), 1:2 ზულცბახერი (73), 2:2 ლებრეტონი (90+2)

წინა ტურში მთელი მატჩი,მარცხენა ფლანგის შემტევად ჩაატარა,წუხელ კი,უკვე მარჯვენა ფლანგიდან გააკეთა საგოლე პასი და მთელ მოედანს იყო მოდებული.2028 წლამდე აქვს კონტრაქტი და უკვე ცხადია,რომ ამ სეზონის ბოლოს,მას ამ გუნდში აღარ დაარჩენენ და გაცილებით უკეთესი კლუბი წაიყვანს,გაცილებით უკეთეს ლიგაში.ზამთარშიც მოისურვებენ მის წაყვანას,მაგრამ ექსელსიორი შეეცდება სეზონის ბოლომდე დაიტოვოს და ჩემპიონატში უკეთეს ადგილზე ჩაამთავროს ჩემპიონატი.მაინც მგონია,რომ სეზონის ბოლოდე არჩენა ურჩევნია,რადგან საკუთარი თვალით ვხედავთ,რომ მწვრთნელები მისგან ნამდვილი უნივერსალური ფეხბურთელის გამოზრდას ცდილობენ.ირაკლი სწრაფად იზრდება და ამ სეზონში,ის უკვე ნაკრების სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.ისევე,როგორც გიორგი კვერნაძე.ნეტავი დაცვაში დაწინაურდნენ ასე სწრაფად,ორი-სამი ახალგაზრდა ფეხბურთელი,მუდმივად რომ ითამაშებს და კიდევ ერთი კაცი,ქოჩორას პოზიციაზე,მის დამზღვევად და შემცვლელად.მაშინ მართლა სრული საფუძველი გვექნება,ჯგუფიდან გასასვლელად პრეტენზიები გვქონდეს.პრეტენზია დღესაც გვაქვს,მაგრამ რამდენიმე დაშვებით და თუთი.
წარმატება ირაკლის
შრიმა და კიდევ შრომა. აშკარად არგო ნაკრებში გამოძახებამ. უფრო მოუმატა ეტყობა რომ მოწადინებულია. სანიოლი თუ ცოტათი მაინც ფსიქოლოგია უნდა ძირითადში დრო მოუმატოს ირაკლის. ასე თუ გააგრძელა მომავალ სეზონში კარგ გუნდში ვიხილავთ.
Achi
ქოჩორა და ჩაკვეს ფორმა გვჭირდება და ცენტრი ასე თუ ისე დაემგვანება რაღაცას
დ
არ გაჩერდე ირაკლი, მიდი ბოლომდე და დიდ კლუბში ითამაშებ. შემოგევლე, მაგარი ბიჭი ხარ.

ძალიან მაგარი ბიჭია.
გურამ სართანია
მომავალ წელს ბუნდესლიგაში-ჯერ დორტმუნდი ან შტუტგარტი იყოს
გიორგი
გადასარევ ფორმაშია
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა