ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ევრო-2012: გერმანია იქაა, რიგში ჰოლანდია, ესპანეთი და იტალიაა

ევრო-2012: გერმანია იქაა, რიგში ჰოლანდია, ესპანეთი და იტალიაა

შესაძლოა, დღეს რამდენიმე ნაკრებმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საგზური გაინაღდოს
დღეს ევროპის კონტინენტზე ევრო-2012-ის 23 შესარჩევი მატჩი გაიმართება, რომელთა შემდეგაც, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ნაკრები გამოვლინდეს, რომელთაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ექნებათ.

კიდევ იმიტომ ვთქვით, რომ გასულ პარასკევს შესარჩევ ციკლში პირველმა გუნდმა მოიპოვა პოლონეთ-უკრაინის საგზური - გერმანიის ნაკრებმა. იოახიმ ლიოვს ბრწყინვალე ნაკრები ჰყავს, რომელმაც 8 თამაშიდან ყველა მოიგო და 24 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. დღეს უმოტივაციო გერმანია პოლონეთს სტუმრობს, სადაც ევროპის ჩემპიონატისთვის მოთელვას გაივლის, ფინალური ეტაპის დაწყებამდე 10 თვით ადრე.

კიდევ რომელ გუნდებს შეუძლიათ საგზურის დღესვე მოპოვება? მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს ამისთვის ლიხტენშტაინის დამარცხებაც ეყოფა, ჰოლანდიელებს სტუმრად ფრე ჰყოფნით ფინელებთან მატჩში, ხოლო იტალიელებმა შინ უნდა მოუგონ სლოვენიელებს. ვფიქრობთ, სამივე ნაკრებისთვის დასახული ამოცანა სავსებით მიღწევადია.

"უემბლიზე" ინგლისისა და უელსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, ეს ამ გუნდების 101-ე მატჩია, უელსელებს ინგლისში 1936 წლის მერე არ მოუგიათ. წინა ტურში აუტსაიდერებმა ჩერნოგორიის გუნდს მოუგეს და ამით ფაბიო კაპელოს ნაკრების საქმე გააკეთეს, რომელიც შინ გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად გაინაღდებს საგზურს.

სერბეთის ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდს მასპინძლობს. ალბათ, ამ შეხვედრაზე ყურადღებას არ გავამახვილებდით, რომ არა ერთი დეტალი - სერბთა კაპიტანი დეიან სტანკოვიჩი ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს და უეფას სპეციალურ მედალსაც მიიღებს. სხვათა შორის, მალტაზე ლევან კობიაშვილი 99-ედ ითამაშებს ეროვნულ გუნდში, კიდევ ერთიც და ის პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც ასიანთა კლუბში შევა.

"საოცარია. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვთამაშობდი ეროვნულ ნაკრებში, როგორც სხვა ფეხბურთელები. უკვე ასი მატჩია? რა მალე გადის დრო, მე მხოლოდ მომდევნო თამაშზე ვცდილობ კონცენტრაციას და არ ვითვლი, თუმცა 100 მატჩის გამართვა ეროვნულ გუნდში ძალზე სასიხარულო და საამაყო რამაა", - განაცხადა მილანის "ინტერის" ნახევარმცველმა.

სტანკოს 1998 წელს ჰქონდა კორეელებთან ამხანაგურ მატჩში დებიუტი, მან იმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საფეხბურთო სამყაროს ახალი ვარსკვლავის დაბადება ამცნო.

უკვე ვთქვით, რომ იტალიისა და სლოვენიის ნაკრებთა მატჩს გამორჩეული დატვირთვა აქვს - "სკუადრა აძურა" გამარჯვების შემთხვევაში ევრო-2012-ის კარს შეაღებს. "არტემიო ფრანკიზე" ჩეზარე პრანდელი საომარ შემადგენლობას გამოიყვანს და შეეცდება, კრიტიკოსების ჩაჩუმებას, რომელთაც "აძურას" ფარერებზე 1:0 მოგებული დაუწუნეს.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ბუქარესტის ეროვნულ არენაზეც, სადაც რუმინეთის ნაკრები საფრანგეთისას მასპინძლობს, ჩვენ მომავალ მეტოქეს 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ბადეში. მასპინძელთა თავკაცი რომან პიცურკა დარწმუნებულია, რომ რუმინელები ამჯერად გაამწარებენ მეტოქეს. ლორან ბლანის გუნდს 12 მატჩია, რაც არ წაუგია, თუმცა თავად მწვრთნელი ძალიან ფრთხილობს. "ჩვენი დაცვა ამ ბოლო დროს შეიცვალა და ეს მე ძალიან მაღელვებს", - განაცხადა ბლანმა.

ხორვატებს ჰაერივით სჭირდებათ ებრაელების დამარცხება "მაქსიმირზე", რომ როგორმე პირველი ადგილისთვის ბრძოლა მოუგონ ბერძნებს, ელინები თავის მხრივ ჩვენი იმედების მესაფლავეებს, ლატვიელებს ესტუმრებიან. მათ არ ეყოლებათ გარემარბი სოტირიოს ნინისი, რომელმაც მუხლი ისე დაიზიანა, 6 თვეს ვერ ითამაშებს. ტრავმა ნინისმა პარასკევს ისრაელში მიიღო, მას შემდეგ, რაც ებრაელთა კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

არც "ლუჟნიკიზე" გასამართი მატჩი დავივიწყოთ - მოსკოვში ერთმანეთს რუსეთისა და ირლანდიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. რუსეთში ჩასული ირლანდიელები მედიასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ, თუ არ ჩავთვლით წინასამატჩო პრესკონფერენციას. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში, დუბლინში რუსები 3:0 დაწინაურდნენ, ჯოვანი ტრაპატონის ბიჭები მხოლოდ ამის შემდეგ გამოცოცხლდნენ რობი კინმა და შეინ ლონგმა გოლებიც შეაგდეს, მაგრამ მატჩი მასპინძლებმა ვეღარ გადაარჩინეს.

A ჯგუფი

აზერბაიჯანი-ყაზახეთი 19:00

ავსტრია-თურქეთი 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 8 8 0 0 28-5 24

2. თურქეთი 7 4 1 2 11-8 13

3. ბელგია 8 3 3 2 16-11 12

4. ავსტრია 7 2 1 4 12-16 7

5. აზერბაიჯანი 7 1 1 5 6-19 4

6. ყაზახეთი 7 1 0 6 3-17 3

B ჯგუფი

რუსეთი-ირლანდია 19:00

მაკედონია-ანდორა 22:00

სლოვაკეთი-სომხეთი 22:15

თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 7 5 1 1 10-4 16

2. ირლანდია 7 4 2 1 11-6 14

3. სლოვაკეთი 7 4 2 1 6-4 14

4. სომხეთი 7 3 2 2 13-7 11

5. მაკედონია 7 1 1 5 5-9 4

6. ანდორა 7 0 0 7 1-16 0

C ჯგუფი

სერბეთი-ფარერები 22:30

ესტონეთი-ჩრდ. ირლანდია 22:30

იტალია-სლოვენია 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 7 6 1 0 15-1 19

2. სლოვენია 8 3 2 3 10-6 11

3. სერბეთი 7 3 2 2 9-9 11

4. ესტონეთი 8 3 1 4 9-12 10

5. ჩრდ. ირლანდია 7 2 3 2 7-4 9

6. ფარერები 9 1 1 7 5-23 4

D ჯგუფი

ბოსნია-ბელარუსი 22:15

ლუქსემბურგი-ალბანეთი 22:15

რუმინეთი-საფრანგეთი 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 7 5 1 1 11-3 16

2. ბოსნია 7 4 1 2 10-7 13

3. ბელარუსი 8 3 3 2 6-4 12

4. რუმინეთი 7 3 2 2 8-2 11

5. ალბანეთი 7 2 2 3 5-8 8

6. ლუქსემბურგი 8 0 1 7 1-15 1

E ჯგუფი

ფინეთი-ჰოლანდია 21:00

მოლდოვა-უნგრეთი 21:45

სან მარინო-შვედეთი 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 7 7 0 0 32-5 21

2. შვედეთი 7 5 0 2 21-8 15

3. უნგრეთი 8 5 0 3 20-14 15

4. ფინეთი 7 3 0 4 15-12 9

5. მოლდოვა 7 2 0 5 8-13 6

6. სან მარინო 8 0 0 8 0-44 0

F ჯგუფი

ხორვატია- ისრაელი 22:00

ლატვია-საბერძნეთი 22:30

მალტა-საქართველო 22:30

თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 7 5 2 0 9-3 17

2. ხორვატია 7 5 1 1 13-4 16

3. ისრაელი 8 4 1 3 10-8 13

4. საქართველო 8 2 3 3 5-6 9

5. ლატვია 7 2 1 4 6-9 7

6. მალტა 7 0 0 7 3-16 0

G ჯგუფი

შვეიცარია-ბულგარეთი 22:30

ინგლისი-უელსი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 6 4 2 0 14-3 14

2. ჩერნოგორია 6 3 2 1 5-3 11

3. შვეიცარია 5 1 2 2 7-7 5

4. ბულგარეთი 6 1 2 3 2-9 5

5. უელსი 5 1 0 4 3-9 3

H ჯგუფი

დანია-ნორვეგია 22:15

ისლანდია-კვიპროსი 22:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 6 4 1 1 15-7 13

2. ნორვეგია 6 4 1 1 7-4 13

3. დანია 5 3 1 1 4-3 10

4. კვიპროსი 5 0 2 3 5-12 2

5. ისლანდია 6 0 1 5 2-9 1

I ჯგუფი

შოტლანდია-ლიტვა 23:00

ესპანეთი-ლიხტენშტაინი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 5 0 0 15-5 15

2. ჩეხეთი 6 3 1 2 8-5 10

3. შოტლანდია 5 1 2 2 6-7 5

4. ლიტვა 6 1 2 3 3-8 5

5. ლიხტენშტაინი 6 1 1 4 3-10 4

ბომბარდირები:

10 - კლაას-იან ჰუნტელაარი (ჰოლანდია)

9 - მიროსლავ კლოზე (გერმანია)

7 - მიკაელ ფორსელი (ფინეთი)

6 - რობინ ვან პერსი (ჰოლანდია)

5 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი), რობი კინი (ირლანდია), ტიმ მატავჟი (სლოვენია), დირკ კუიტი (ჰოლანდია), დერდეი რუდოლფი (უნგრეთი).

4 - ადამ სალაი (უნგრეთი), , მარიო გომესი (გერმანია), იოსი ბენაიუნი (ისრაელი), მარვინ ოგუნჯიმი (ბელგია), , დავიდ ვილია (ესპანეთი), ნიკო კრანჩარი (ხორვატია), კასპერ ჰამალაინენი (ფინეთი), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), მარკო არნაუტოვიჩი (ავსტრია), არდა თურანი (თურქეთი), ანტონიო კასანო (იტალია), მესუთ იოზილი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა

რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე

"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს