დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს. დღეს ლეგენდარულმა ამერიკელმა ცენტრმა, რომელსაც მისი შეუზღუდავი შესაძლებლობების გამო „სუპერმენად“ მოიხსენიებენ, საქართველოს სუპერლიგის კლუბ „ბლექ ფორტრესთან“ კონტრაქტი გააფორმა და სულ მალე ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგება.

NBA-ის ჩემპიონი და დიდების დარბაზის წევრი, „ოლ სტარის“ 8-გზის მონაწილე და ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში პლანეტის უძლიერესი ლიგის საუკეთესო დამცველად აღიარებული 40 წლის კალათბურთელი დღეს საკუთარი ინსტაგრამის გვერდით წარდგა ქომაგების წინაშე და ოფიციალურად დაადასტურა, რომ საქართველოში მოდის და თბილისური აუდიტორიის წინაშე „ბლექ ფორტრესის“ მაისურით ითამაშებს.

მას შემდეგ, რაც NBA-ში კარიერა დაასრულა, ჰოვარდი სათამაშოდ ტაივანში წავიდა. იგი სპეციალური ტურნეს მეშვეობით სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე გამოდიოდა და ძირითადად გუნდებთან მოკლევადიან კონტრაქტებს აფორმებდა. ამჯერად მან ქართულ კლუბთან ერთთვიან შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამ პროექტის ფარგლებში 40 წლის კალათბურთელი ბოლოს მონღოლეთს ეწვია და SG Apes-ის შემადგენლობაში იასპარეზა.

ახლა იმაზეც ვთქვათ, „ბლექ ფორტრესი“ როგორ აღმოჩნდა სუპერლიგაში, როცა გუნდი გასული სეზონის „ა“ ლიგის ნახევარფინალში „ლიბერთისთან“ დამარცხდა. ფორტრესელები გაერთიანდნენ სუპერლიგის კლუბ „რაშთან“, რომლისგანაც გუნდის დასახელების ექსკლუზიური უფლება მიიღეს. თავად „ლიბერთიც“, რომელმაც ფინალში „კასპის გრიფინი“ დაამარცხა და სუპერლიგის საგზური მოიპოვა, „ა“ ლიგიდან გავარდნილ „ახალციხესთან“ გაერთიანდა და მომავალ სუპერლიგაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონს „ახალციხის“ სახელით წარმოადგენს.

დუაიტ ჰოვარდი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ნბა-ს სეზონის საუკეთესო დამცველის ტიტული ზედიზედ სამ სეზონში (2008-2009, 2009-2010, 2010-2011) აქვს მოგებული.

GBF.GE

Პაატა
Რა ჰოვარდი რას ღადაობთ.
Veto
ნე ზვიზდი, კიდევ მეტი იქნება
Sani
ვინმეს რომ ეთქვა ჰოვარდს თბილისში ნახავ პარკეტზეო, ხომ გამეცინებოდა! ლეგენდა ითამაშებს ქართული ლიგაში, მერე რაა რომ ვეტერანია, მაინც ძაან მაგარია ამბავია! Მადლობა ეკუთვნის კლუბს ამბიციური სანახაობისთვის ნაღდად!
ბაჩო
ერთ თამაშს ჩაატარებს სავარაუდოდ რადგან ასე თქვა თავის ვიდეოში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
ზაზა ფაჩულია ატლანტაში დაბრუნდა - "გოლდენ სტეიტმა" "ჰოუქსი" დაამარცხა [VIDEO]