"ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა ნიკ ჰაიდფელდს კონტრაქტი დაუყოვნებლივ შეწყვიტოს

"ლოტუს-რენოს" ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ფრანგულ საჯინიბოსა და გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს შორის კონტრაქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში "ლოტუს-რენოში" ტრავმირებულ რობერტ კუბიცას შემცვლელად მიწვეული ჰაიდფელდი ბელგიის გრანპრიმდე ჩამოაშორეს რბოლებს და მის ნაცვლად საპრიზო პილოტად ბრაზილიელი ბრუნო სენა მიიყვანეს, არადა, გერმანელის კონტრაქტი წლის ბოლომდე იყო ძალაში.

საჯინიბოს ხელმძღვანელთა აზრით, ჰაიდფელდის შედეგები არ შეესაბამებოდა მათ მოლოდინს და გუნდისთვის ახალი იმპულსის მისაცემად სეზონის ბოლომდე ბოლიდის საჭე ახალგაზრდა სენას ჩააბარეს. თავდაპირველად ჰაიდფელდმა ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება გადაწყვიტა, მაგრამ "ლოტუს-რენოს" იურიდიულ სამსახურთან კონსულტაციის შემდეგ კონსენსუსამდე მისვლა მოხერხდა.

ასე რომ, რომ უკვე ოფიციალურად არის ცნობილი - 2011 წლის ბოლომდე "ლოტუს-რენოს" მეორე პილოტი ბრუნო სენა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა