პსჟ-ის ფეხბურთელებმა ხვიჩა კვარაცხელიამ უსმან დემბელემა და ფაბიან რუისმა The Athletic-ს ერთობლივი ინტერვიუ მისცეს, სადაც მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრეს.

ჩვენებურმა კითხვაზე, გრძნობს თუ არა დამატებით ზეწოლას იმის გამო, რომ საკუთარი ქვეყნის სახე და პსჟ-ის ვარსკვლავია, უპასუხა:

"ძალიან დიდი სიამოვნებაა ქართველი ბავშვებისთვის მაგალითი იყო, მაგრამ ეს ერთგვარი ზეწოლაცაა. მოედანზე გასვლისას ყოველთვის მათთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყო, რადგან ისინი შენს ყველა მოძრაობას აკვირდებიან.

პატარა ქვეყნიდან წამოსვლა და წარმატების მიღწევა თავისთავად მაგალითია. ვაჩვენებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და თუ ოცნება გაქვს, მისი ასრულებაც შეგიძლია".

ინტერვიუს დროს, დემბელემ თქვა, რომ ხვიჩას პსჟ-ში ორი ზედმეტსახელი "საუკეთესო" და "კვარადონა" აქვს. კვარაცხელიას ჰკითხეს, რომელ მათგანს ანიჭებდა უპირატესობას.

"ჩემი ფავორიტი "კვარადონაა". ვამაყობ, რომ "ნაპოლიში" ვთამაშობდი. როცა ასე მომმართავენ, ეს ერთდროულად პატივიცაა და პასუხისმგებლობაც (ზეწოლაც), რადგან ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს რომ გადარებენ, ამის გააზრება და ტვირთვა რთულია. მარადონას ვერავინ შეედრება, თუმცა ეს ძალიან სასიამოვნოა", - ამბობს კვარაცხელია.

ხვიჩამ ასევე დემბელეს მიერ "ოქროს ბურთის" მოგებაზე ისაუბრა და ასევე ჰკითხეს, წარმოუდგენია თუ არა ახლა საკუთარი თავი ამ ჯილდოს მფლობელად:

"როდესაც აქ გადმოვედი, ყველაფერი მოვიგეთ და საბოლოოდ, "უსმა" "ოქროს ბურთი" მიიღო. ვეუბნებოდი, რომ აქ სწორედ იმისთვის მოვედი, რადგან მას "ოქროს ბურთისა" და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დავხმარებოდი (იცინის).

ნებისმიერ ფეხბურთელს რომ ჰკითხოთ, გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ, ისინი გუნდური წარმატების შედეგად მოდის. რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებენ, ეს უკვე მათი საქმეა".

კვარაცხელიას ჩამოწეული გეტრებით თამაშის სტილზეც ჰკითხეს, რაზედაც ქართველმა ამისი მიზეზი ახსნა:

"ნაპოლიში" ჩემი პირველი მატჩი იყო და 35 წუთის განმავლობაში კუნთების სპაზმს ვგრძნობდი. რადგან პირველი თამაში იყო, ალბათ ვნერვიულობდი. ჩვეულებრივ, გეტრებს მაღლა ვიწევდი ხოლმე. ვიფიქრე, რომ მათი ჩამოწევა სპაზმის დროს შეიძლება დამხმარებოდა. ამის შემდეგ გოლი გავიტანე და ვიფიქრე, რომ ეს შესაძლოა იღბალი იყო. მას შემდეგ ეს ჩვევა აღარ შემიცვლია".

ხვიჩას დაეკითხნენ ასევე თავისი ცნობილი აღნიშვნის (ice in my veins)-ის ისტორიაზე, რაზედაც ქართველმა მიუგო:

"ეს ყველაფერი კალათბურთიდან მიდის. მე და აშრაფ ჰაკიმი NBA-ს ვიდეოთამაშს ვთამაშობდით. ერთ დღეს ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, ამ ჟესტს გამოვიყენებდი. ისეთს, როგორსაც NBA-ს მოთამაშეების უმეტესობა აკეთებს. ამის შემდეგ ეს ჩვევად დავიტოვე", - ამბობს ხვიჩა.

ანტილაიქების ავტორები გამრავლებულან !
ვაჰ, რა სწრაფად და ნაყოფიერად უმოქმედია "კეთილ სურვილებს" ! "რეპროდუქციულ ქმედების " შემდეგ ადრსატები გამრავლებულან ": იყო 3 "ანტილაიქი", გახდა 5, ანუ "+2" ! აშკარად საოცრად "ნაყოფიერი" (ფ)აქტი გამოვიდა ... 😅 პ.ს. "მეშინია" კვლავ არ გამრავდეთ, მაგრამ ვისაც კვარას წარმატებები და აღიარება არ მოგწონთ და გბოღმავთ, კვლავ და ისევ, "მოკითხვა" ! 😉
ანტოლაიქის ავტორებ(ი)ს ...
რატომ, თქვე ჩვენის ს-აწყლე-ბო ? რა არ მოგეწონათ, რა "აღმოჩინეთ" აქ ცუდი და მიუღებელი, თუ წარმატებული ქართველის დამსახურებულად მიღებული სიყვარული და დაფასება ასე გბოღმავთ ?! 👎
გიო გიო
კაი კაციხარ
yგიო
ორივე სახელი ,,კვარადონს ,, და ,,საუკეთესო '' დაიმსახურე პატარა ქვეყნის საამაყო შვილო.
100%
გენაცვალე! ნიჭიეროოოო ))))
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ოქროს ბურთის" მოსაგებად საკმარისად ცნობილი არ არის " - გუტიმ პსჟ-ს ფეხბურთელზე ისაუბრა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ოქროს ბურთი"? რატომაც არა?" - ფაბიან რუისმა ჯილდოს შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
L'Equipe: დემბელე პსჟ-ს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მბაპე აღიარეს, კვარაცხელია მესამეა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
პსჟ შეიძლება დიდი ზარ-ზეიმით შეძენილ თავდამსხმელს დაემშვიდობოს
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
პსჟ-მა კონტრაქტი ლუის ენრიკესა და ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს გაუგრძელა
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"