ლა ლიგის მეხუთე ტურში „სევილიამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიას“ 1:0 სძლია.

ანდალუსიური გუნდის მწვრთნელმა ლუის გარსია პლასამ, ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი გასულ ტურში „ესპანიოლთან“, 54-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათის მიღების საშიშროების გამო შეცვალა, დღეს კი 71-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. 81-ე წუთზე საჯარიმოდან ქოჩორაშვილის ჩაწოდებულ ბურთს ხუან იგლესიასმა თავით სტოლე დიმიტრიევსკის კარში მიუჩინა ადგილი და „სევილიამ“ გაიმარჯვა.

გიორგი ძალიან აქტიური, ბრძოლის უნარით, შემართებით და ლიდერული თვისებებით გამორჩეული იყო. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Flashscore 7.2, Whoscored 6.9, Sofascore 6.9.

„სევილია“ ამ მომენტისთვის 10 ქულით მესამე ადგილზეა და 16 სექტემბერს გასვლაზე „დეპორტივოს“ დაუპირისპირდება.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

სევილია - ვალენსია 1:0

გოლი: იგლესიასი (81)

რობი
ქოჩორა მაგარია, კიდევ მოუმატებს და გუნდის ლიდერი და ძრავი გახდება, ნაკკრებში ნახევარ დაცვაში მაგარი ფეხბურთელები გვეყოლება, ქოჩორა, კიტეიშვილი, ეგოიანი, ჩეაკვეტაძე, გაგნიძე და გაუგუაც ალბათ,კლუბში მწვრთვნელი ათამაშებს ათიანზე ძალიანაც კარგადაც გამოსდის.
Lelo
კარგია ქოᲩორაᲨვილი რომ სევილიას უᲨინაურდება, კიდევ მოუმატეს უნდა იᲨრომოს, ნაკრებისᲗვის კარგია ქოᲩორაᲨვილი ფორმები რო Შედის.
Achi
ქოჩორა ყველგან მასეა თავდაჯერებულიდა რასაც აკეთებს იმის არ ეშინია უბრალოდ სპორტინგში დრო არ მისცეს და ცენტრში 50-60 მილიონიანი ფეხბურთელებს ამზადებენ გასაყიდად და აბა როგორ იქ ქოჩორას ვინ ათამაშებდა ეს იყოდა ეს.
სოსო ჭედია
ქოჩორაშვილმა დაამტკიცა რომ სევილიის ძირითადში თამაშს იმსახურებს!ფორმაშიც შევა ნელა-ნელა,წინა სეზონში თითქმის არ უთამაშია
გგ
მართალი ხარ, მეგობარო. უფრო მეტიც, ასისტზე უკეთესი მგონია, რომ სტანდარტულის შესრულება ანდეს. ეს თუ რეგულარული ამბავი გახდება და ძირითადშიც მოიკიდებს ფეხს (საითაც დაჟინებით მიიწევს), არც მის და არც საქართველოს ნაკრების ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.

ვერ ვიტყვი,რომ ფორმის პიკშია,მაგრამ რომ შეხედავ,მის თამაშში ნერვიულობის ნატამალიც აღარ იგრძნობოდა.თავდაჯერებულია და რაც უფრო გაშინაურდება,მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება,გუნდისათვისროგორც კი შევიდა,სტანდარტების შესრულება მან გადაიბარა და ესეც რაღაცას ნიშნავს.სანაკრებოდ უკვე მზად იქნება.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
[VIDEO] გიულერის ბრწყინვალე მატჩი და ვალვერდეს გასროლა - "რეალმა" ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილია" "რეალთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა