მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა დაადასტურა დევისის თასის პლეი ოფში გამოსვლა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა დაადასტურა დევისის თასის პლეი ოფში გამოსვლა. შვეიცარიის ნაკრებს 16-18 სექტემბერს სიდნეიში მოუწევს ავსტრალიის წინააღმდეგ თამაში.

ეს გახლავთ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ძირითად ჯგუფში გადასასვლელი შეხვედრა. ფედერერის გარდა, შვეიცარიელთა რიგებში ვიხილავთ სტანისლას ვავრინკას, მარკო ჩიუდინელისა და სტეფან ბოლის.

ავსტრალიელთა სრული შემადგენლობა ჯერჯერობით უცნობია. ამ გუნდის კაპიტანს პატრიკ რაფტერს მხოლოდ უიმბლდონის მეოთხედფინალისტსგან - ბერნარდ ტომიჩისგან აქვს მიღებული თანხმობა. გარდა ამისა, რაფტერი მსოფლიოს კიდევ ერთი ყოფილი ჩოგანის ლეიტონ ჰიუიტის გამოჯანმრთელებას ელოდება. შეგახსენებთ, რომ ლეიტონი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ტურში, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო და ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა იუარა.

ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) შემაჯამებელი ტურნირის პირველი ორი მონაწილე გაირკვა. მიმდინარე სეზონში აქამდე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, წლის დასკვნით ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს რუსმა მარია შარაპოვამ და დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ, რომელიც წელს ქალთა ტურის ლიდერია ტიტულების რაოდენობით.

წლის შემაჯამებელი ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდი 5 მილიონი დოლარია, ნოემბერის დასაწყისში სტამბოლში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"