"დილამ" და ბათუმის "დინამომ" ფრედ ითამაშეს დაძაბულ და საინტერესო მატჩში. ეს ფრე იმას ნიშნავს, რომ აჭარლებმა შეწყვიტეს მოგებების სერია, ხოლო შიდაქართელელებმა აჩვენეს, რომ ბოლომდე აპირებენ ბრძოლას მაღალი ადგილებისთვის.

ამავე დროს, ბათუმის "დინამო", პირველად ბოლო 2 წელიწადში, ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა ეს ლიდერობა ვერ იქნება სრულყოფილი მანამ, ვიდრე ორშაბათს "რუსთავი" თავის მატჩს (სტუმრად "მეშახტესთა") არ ჩაატარებს.

თავიდან გორელები დაწინაურდნენ. მენთეშაშვილმა ბოლომდე იბრძოლა, დაასწრო ბათუმელ მცველს და მეკარისგან მოგერიებული ბურთი შორეულ კუთხეში შეაგდო. დინამოელებმა პირველი ტაიმის ბოლო შეტევაში გაათანაბრეს - ალთუნაშვილის ფლანგური პასის შემდეგ წულუკიძემ თავური დარტყმით შეარხია მასპინძელთა კარის ბადე.

მეორე ტაიმი ბათუმელთა იერიშებით დაიწყო და მას მერე, რაც კერესელიძემ რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი, ვერაფერს გახდა იმრანის მიერ ახლო კუთხეში დარტყმული ბურთის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ თამაშის "გაიხსნა". ანგარიშის შეცვლა არაერთგზის შეიძლებოდა გინდა ერთი, გინდა მეორე გუნდის მიერ. მატჩის ბოლო გოლის მომენტში შეცდა ბათუმელთა მცველი მაჰმუტოვიჩი, რომელმაც შეყილაძის ფლანგური პასის შემდეგ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.

ბოლო წუთზე "დილას" მოგება შეეძლო, მაგრამ მაჰმუტოვიჩმა გამოასწორა შეცდომა და მეკარესთან პირისპირ გასულ მუსელიანს ფეხიდან ააცალა ბურთი. საბოლოოდ, კანონზომიერი ფრე - 2:2.

მომდევნო ტურში, რომელიც დაასრულებს მე-3 წრეს, ბათუმის "დინამო" მიიღებს "ტორპედოს" (20 სექტემბერი), ხოლო "დილა" სტუმრად შეხვდება "სპაერს" (21 სექტემბერი).

დილა-დინამო (ბთ) 2:2

1:0 მენთეშაშვილი (39), 1:1 წულუკიძე (45+2, ალთუნაშვილის პასით), 1:2 იმრანი (63, ალთუნაშვილის პასით), 2:2 მაჰმუტოვიჩი (82, საკუთარ კარში)

დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, არაუჟო, პუკეტი (ფარულავა, 67), სანიანგი, გ. კობახიძე, მენთეშაშვილი, დიუფი (მუსელიანი 74), გრაბოვსკისი (ჯალაღონია 59), შეყილაძე, კანტე (გოგობერიშვილი 67)

დინამო (ბთ): ყალიჩავა, ჩიტეიშვილი, მ. კობახიძე, კარლსონი, ლაკვეხელიანი (კალეი 59), ალთუნაშვილი, კირკიტაძე (შენგელია 70), მარა, ეშეტიე (იმრანი 59), წულუკიძე (მაჰმუტოვიჩი 77), მაურიდესი (მანდრიჩენკო 70)

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

90+2 წუთზე უხეში თამაშისთვის გააძევებს უერდი მარა (დინამო ბთ)

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?