ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 1:0 დაამარცხა.

სტუმრები დებიუტში ტორესმა დააწინაურა. კვარაცხელიას პირველ ტაიმში სამი მომენტი ჰქონდა - მისი ორი დარტყმული მიზანს ასცდა, ერთხელ კი ბურთი მეკარე სელვიკმა მოიგერია. ტრავმირებული ჰაკიმი 39-ე წუთზე ფაბიანმა შეცვალა.

შესვენების შემდეგ ხვიჩა მახვილი კუთხიდან სელვიკთან პირისპირ გავიდა, თუმცა დარტყმა მცველმა ლე გუენმა დაუბლოკა. მერე მენდეშის შეცდომის შედეგად შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ დუმბიამ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში იმავე დუმბიას თავური მეკარე საფონოვმა მოიგერია. პარიზელები მოწინააღმდეგის სახიფათო შეტევისას პაჩომ გადაარჩინა. „კვარას“ დარტყმულს მეკარე დაეუფლა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 66-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე დუე, ხოლო დემბელეს მაგივრად აკლიუში შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „პარი სენ ჟერმენმა“ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პსჟ 5 ქულით მე-7 ადგილზეა და 20 სექტემბერს გასვლაზე „მარსელს“ დაუპირისპირდება.

ბრესტი. „ფრანსის ლე ბლე“

ბრესტი - პსჟ 0:1

გოლი: ტორესი (5)

კვარაცხელიას ჰეითერებს _ს_ს_ს
შენ ჭკუაზე იარა მართლა ვინც მემტერება ჯანსაღ კრიტიკას რას უძახი ან მოყვარეს პირში უძრახე კიარა ცხრანაირად შეფუთული და დამალული ხარ და ისე აკრიტიკებ უხეშად მაგასქვია პატივისცემა და სიყვარული წადი პირში უთხარი თუ გიყვარს და პატივსცემ ან ვინ გასწავლა ეგეთი პატივისცემა და სიყვარული. და კიდე შენი და შენნაირების საქმე არაა სად და ვის შევაქებ.კორექტული იყავი და კიტრისნაირი არსებები კიდე შენსკენ მოიკითხე.
კვარაცხელიას ჰეითერებს -ს-ს-ს
ჩვენი მტერი იქნა მაგ ჭკუა-გონებაზე შენ ,რომ ხარ.რა შუაშია მოწონება არ მოწონება? რატომ რა მიზეზით არ უნდა მომწონდეს? სინამდვილე კი ის არის,რომ კიდევაც მოგვწონს,კიდევაც გვიყვარს და განვიცდით მის წარუმატებელ პერიოდს.ჯანსაღი კრიტიკა კი მოყვარეს პირში უძრახეა,რათა უკეთესი გახდეს.შენ და შენნაირები კი ვითომ მისი დაცვით და თავზე გადაფოფრვით დათვურ სამსახურს წევთ და თავები კიტრებად მოგაქვთ.
ჰეითერი-ს
კვარაცხელიას ოჯახის ცხოვრების წესი არავის საქმე არაა რაც იშოვა მშვიდობაში მოიხმაროს. სადაც უნდა და როგორც უნდა.
კვარაცხელიას ჰეითერებს _ს_ს
.ჰეითერობა კიდე რა სერიოზული საქმეა არმოგწონს ადამიანი და გულს იფხან მისი კრიტიკით და ლანძღვით თუ მოგეცა მაგის საშუალება.თუარა ჭკუის დარიგება აქ კიარა ხშირად ოჯახის წევრებთან არ ჭრის.კვარაცხელიას კიდე რამოაკლდება ვინმეს ჰეითერობით არაფერი ფეხბურთის თამაში დაავიწყდება თურა.
ჟორა
მაპატიეთ ყველამ, მაგრამ ჩემი ნება რომ იყოს, ოქროს ბურთს კეინს მივცემდი, მაგრამ სამი პირობიდან, მხოლოდ ერთს აკმაყოფილებს. კვარა კი ერთად-ერთია მაგ 30-იდან რომელიც რომელიც სამივე პირობას აკმაყოფილებს და ბურთსაც კვარა მიიღებს.
papai
ეხლა კვარა ჩემპიონთა ლიგის ორჯერ გამარჯვებული და ოქროს ბურთის რეალური კანდიდატია
კვარაცხელიას ჰეითერებს_ს
ღმერთი გიშველის ჭკუის დარიგებისათვის.მაგრამ შენ რა გიყოთ,ჩვენს გამო ასე ,რომ ნერვიულობ?
ჰეითერი
აბა ბიჭო ნერვები სულ დაწყვეტილი გვაქ კვარაცხელიას ნიავმა არ მიეკაროს, მის ცოლს პარიზული ცხოვრება არ მიაკლდეს და მის სიდედრს კარლოვი ვარში გამაჯანსაღებელი აბანოები)))
კვარაცხელიას ჰეითერებს
თუარ მოგწონთ მისი თამაში რაძალაგადგიათ რატო უყურებთ.ტელევიზორს პულტი რისთვისააქ.გადართე და მორჩა თორე რასაც თქვენ ნერვიულობთ დიაბეტი გარანტირებული გაქვთ.
ვანიჩკა
ვერ ატყობთ, რო ცოტა მოგვისუქდაა?

Კვარა მგონი დაბერდა. Ისე ვეღარ მოძრაობს, როგორც ნაპოლიში იყო.
lisandro
ყველაფერი დიფ სტეიტის ბრალია! ლუის ენრიკე კი მათი ხელის ბიჭი! არ გაიყვანა კვარაცხელია სლოვანთან რომ სტატისტიკა გაეუმჯობესებინა გოლების და ასისტების და გაიყვანა პირველივე წუთებიდანვე ბრესტთან!!! რაუნდა ექნა კვარადონას ბრესტთან ამ ფრანგულ და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანთან?! რა გოლზე და ასისტებზეა საუბარი როცა ბრესტს ეთამაშები. მთელმა ქვეყანამ უნდა გავაპროტესტოთ ეს დამცირება, ასეთ პასიურობას ისტორია არ გვაპატიებს!!!
ედემი კორძაიას
აბა რა,მთელი მსოფლიო ჩვენ გვებრძვის.ჩვენ კი გმირულად ვუმკლავდებით ყველას ჩვენი დიდი მხედარმთავრების წინამძღოლობით.ერთი ღენერალი დავკარგეთ მხოლოდ. ვაი ჩვენს პატრონს.

ხოდს შეხედე მაგ შენს ჩამოთვლილებს და შეგვეშვი რა ჩვენც და კვარასაც.

იმაზე უკეთესი, რასაც შენისთანები ვერ გაიგებენ.
ამბაკო
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,თითქოს ხვიჩა ვეღარც ბურთს იმორჩილებს და ვეღარც საკუთარ სხეულს.ეწამება და ჩვენც გვაწამებს.მეორე ტაიმი აღარ მიყურებია.ვიცოდი ესევე გაგრძელდებოდა და დუეთი შეცვლიდნენ. რა მოდის ამ ბიჭს? თითქოსდა არც არასდროს ყოფილა ის სილაღე და სიმსუბუქე ,რომლითაც აღგვაფრთოვანებდა და გვახარებდა.

ჰარი კეინს. ყველაზე სტაბილური სეზონი ჰქონდა და ზოგადად ერთი ტურნირის გამო ფეხბურთელს ოქროს ბურთი არ უნდა ეძლეოდეს. ეს სეზონური ჯილდოა და ვინც სტაბილურად იასპარეზებს მთელი სეზონი იმას უნდა ერგებოდეს
გოგია
ძალიან კარგად ვხვდები გულშემატკივარის კომენტარსაც, ბოღმა ხალხის კომენტარსაც და მათ კომენტარებზე მოწონება-არმოწონების დამსმელების აზრებსაც. ტიპი რომ ,,ვინმე გოგია"-თი დაიწყებს კომემტარს, ხომ გასაგებია რა მიმართულებით წერს, სულ რომ არ წავიკითხე კომენტარი. )) გულშემატკივარის კომენტარი და ჩასაფრებული, ლუზერის კომენტარი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასე რომ, დამშვიდდით, აბანოს გარეშეც ვასხვავებ შავს და თეთრს.
უფროსი
ხვიჩა კარგ ფორმაშია, და ეს მალე აშკარა გახდება ყველასთვის - იმ კომენტატორ-ბოტებისთვისაც კი, რომლებსაც ფეხბურთის არაფერი ესმით.
გოგია-ს
ძალიან შეამწუხებელია უკვე ეს ვითომ სპორტსმენებზე მზრუნველი გულშეატკივრების კოენტარები რა, რომ გულშეამატკივრობენ და ღამეებს ათენებენ მისი თამაშის საყურებლად მაგიტომ დებენ აქ კოემნტარებს ოპერატიულად, და თუ რაიმე კრიტიკული იწერება ეგეც ზემდეტი სიყვარულის ბრალია
ასეა ეს
იყო დრო როცა კვარას სანახავად ქართველები ნაპოლში ჩადიოდენ და მეტსახელად კვარადონა შეარქვეს.ახლა რა ხდება?
ვინმე გოგია-ს
ჯიგარო, შენისთანავე ვერ/არ გაიგებს იმას რომ ვინც ხვიჩას აკრიტიკებს, მათი უმეტესობა მისი კეთილისმსურველები ვართ. ჩვენ ხაზი გავუსვით იმ რეალობას, რაც ამ მომენტში შეიქმნა და არ ვუკარგავთ იმ დიდ დამსახურებებს, რაც ხვიჩამ მოიპოვა თავისი შრომით. ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და კვარას მიერ ოქროს ბურთის მიღება გვსურს, თუმცა ფაქტია რომ სხვადასხვა მიზეზის (ობიექტურიც და სუბიექტურიც) გამოისობით კვარა ვერ არის მოწოწდების სიმაღლეზე, რაც მის შანსებს ოქროს ბურთზე მნიშვნელოვნად ამცირებს
გოგა
კვარა სანაკრებო თამაშებზე გვჭირდება და გვინდა პირველ რიგში, რო ჯამრთელად იყოს, კლუბში კი იტყვის თავის სათქმელს, ჯერ სეზონი ეხლა დაიწყო, არცერთი ნაკრებუს ფეხბურთელის მცირე ტრამვაც კი არ გვაწყობს, 4 თამაში გვაქ და სულ მცირე 10 ქულა უნდა ავიღოთ
ტოტტი
კვარა რითმიდან არის ამოვარდნილი თითქოს დათრგუნულია დაბნეულია არეულია. სლოვანთან რო ეთამაშა ერთი ორი გოლი რომ შეეგდო მგონი კარგად ექნებოდა რითმი დაჭერილი მარა ენრიკემ არია კვარაც და დუეც . რადგან თავისი ფერან ტორესი რო ყავდეს კარგ ხასიათზე
ვასო 67
ცუდი თამაში რატომ ჰქონდა… საუკეთესო არ იყო თავის გუნდში, შესაძლოა გოლი ან ასისტი ქონიდა, მაშინ ყველა კმაყოფილი ვიქნებოდით…კარგი თამაშები წინ არის, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს
გოგია
როცა ღამის პირველ საათზე, ხვიჩას ამდენი ჰეითერი ოპერატიულად შემოდის ამ საიტზე შესაბამისი მოწონება-არმოწონების დასასმელად კომენტარებზე, ე.ი. ორგანიზებულად ხდება ეს. ან როგორ არ გეზარებათ ღამე ლოდინი, რომ თქვენი პატარა ადამიანობა საჯარო გახადოთ. :))
დავით 67
აბა შენი აზრით ვის ეკუთვნის?
ქართველი
შეხედეთ რეებს აკეთებს მბაპე, შეხედეთ რეებს აკეთებს იამალი, შეხედეთ რეებს აკეთებს კეინი, შეხედეთ ჰოლანდს, შეხედეთ დემბელეს, ზუსტად ამაზეა საუბარი და ამათ ფონზე ეხლა შევხედოთ კვარაცხელიას, ჩვენ კი ძალიან გვინდა, გულით გვინდა ყველას მაგრამ ის ხალხი ყველა გამტანია, ყველა შემქმნელია და ყველა ჯადოქრობებს აკეთებს, ამიტომ ვამბობ რომ მსოფლიოზეც ნაკრებისთვის რაც გააკეთეს ,კლუბებში რასაც აკეთებენ, მიუხედავად იმისა რომ მართლა მოიგო კვარაცხელიას ხელში ორჯერ ლიგა პსჟ-მ, პაჩო და ნევეშიც არ დაგვავიწყდეს რომ მოიყვანეს კვარაცხელიასთან ერთად და მათი წვლილიც ძალიან დიდია, შესაბამისად საუბარი არის რომ უნდა იყო მგელი და მგელზე უფრო მგელი თუ გინდა რომ მოიგო ოქროს ბურთი!!! მარტო ერთი რაღაცა ანუ ჩემპიონთა ლიგაზე გაბრწყინებით ვერაფერს ვერ იზავ როცა არც საფრანგეთის ლიგაზე და არც ნაკრებში არაფერი გიკეთებია, ზუსტად ეს კოეფიციენტები ითვლება როდესაც მერე უკვე ოქროს ბურთზე ხმის მიცემა ხდება, და კვარაცხელია ძალიან ჩამოუვარდება სხვა დანარჩენებს სწორედ ამ კოეფიციენტებით, თორე გუშინ Goal.com-ზე როგორ ვწერე იქ ყველას მთელ მსოფლიოდან რომ კვარაცხელია იმსახურებს წელს ოქროს ბურთსთქო და როგორ შემედავნენ და როგორ ვუპასუხე კიდე ეს სხვა საქმეა რომ ჩვენ ქართველები ვართ , თუმცა რეალობა ცოტა სხვა რამეა და ამას ყველამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ
გეგი
არ ვიცი,მე მგონია რომ ლუის ენრიკემ ძალით აურია ეს საათივით აწყობილი გუნდი.
ედემი კორძაია
ენრიკე არის დაბალი დონის მწვრთნელი. კვარა სანამ არ მოვიდა ვერ მოიგო ვერაფერი როდის მიხვდება ნეტა ამას. ასეა ეს
ედემი კორძაია
რა კარგი გუნფი არია ენრიკემ კვარა მეორე ნომრათ გადაწია და დემბელე-ტორესზე ააწყო თამაში.არ აწყობთ ქართველი რომ ნომერ პირველი იყოს დედამიწაზე.ასეა ეს
C
არც კი გრცხვენიათ. როგორ გამიტყდა ეს კომენტარიც და ამდენი ლაიქი რომ აქვს თან,რა უნდა გაგიკეთოთ თქვენ კაცმა რომ ვინმე მაინც დატოვით ასეთი აგდებული კრიტიკის გარეშე. ისე ეხლა რაღაცის ახსნას ვაპირებდი და რა აზრი აქვს, რა უნდა გელაპარაკოთ თქვენ კაცმა
კვარაისტი
კი, ცუდად ითამაშა. მარა, ვინც შემოვიდა შეცვლაზე, იმათ დაგლიჯეს? მთელი გუნდი ცუდად თამაშობს

Რავი მოგწონთ თქვენ კვარაცხელიას თამაში? Სუპერსტარი ვერ გახდა ჯერჯერობით მაინც ეს ბიჭი. Სუპერსტარი კვირიდან კვირამდე მაღალ დონეზე უნდა თამაშობდეს. Აბა ჩავრთავ ახლა კვარაცხელიას თამაშით ვისიამოვნებო როგორ უნდა ვთქვა, ათიდან მაქსიმუმ 2 თამაშს ატარებს მაღალ დონეზე. Ოქროს ბურთი არ ეკუთვნის, რაც ეკუთვნოდა ის აიღო (ლიგის საუკეთესოს ჯილდო).
გიორგი
როდესაც იამალი და მბაპე გოლს გოლზე იტანენ, კვარა უბრალოდ დასეირნობს მინდორზე….
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
“მახსოვს ეს ისტორია…” - უკრაინელმა ჟურნალისტმა ახსნა, რატომ არჩია წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა
ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს
საფონოვმა საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომელთანაც უთამაშია
"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
გაუშვებელი გუნდი გაუტანელის წინააღმდეგ! - რა უშველის საქართველოს ნაკრებს?
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] ენრიკე აღფრთოვანდა და ქართველს ტაში დაუკრა - რა გააკეთა კვარაცხელიამ ბოლო მატჩში, სადაც მხოლოდ 30 წუთი ითამაშა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
[PHOTO/VIDEO] "მიდი, წინ" - როგორ გამოხატა ლუის ენრიკემ "ბარსელონას" მიერ "რეალის" დამარცხება