ლიგის თასის 1/16-ფინალში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემი“ 3:1 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ირაოლამ როტაციას მიმართა და კარში მამარდაშვილი ჩააყენა, რომელმაც ამ სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა. გიორგიმ დებიუტში ახლო მანძილიდან ბერგვალის დარტყმული ფეხით საოცარი რეაქციით მოიგერია. „წითლები“ უპირატესობას ფლობდნენ, 21-ე წუთზე მაკ ალისტერმა დააწინაურა, 55-ე წუთზე კი დუბრავკას კარი გაკპომ დალაშქრა. ცოტა ხანში სტუმრებს შანსი მიეცათ, თუმცა მარმუშს ხელსაყრელი პოზიციიდან „მამარდამ“ არ გაატანინა. 69-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურისას ქართველ მეკარეს ბლოკი ჩაუყენეს, ბურთს ვერ მისწვდა და გალაჰერმა ანგარიში შეამცირა. მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ბოლოს კოკისპირული წვიმა წამოვიდა, მარმუში საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და მცველისგან რიკოშეტირებული ბურთი ქართველმა წარმოუდგენელ ნახტომში მოიგერია, ხოლო კომპენსირებულ დროში სობოსლაიმ ჩინებული გოლი გაიტანა, "მამარდამ" კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და „ლივერპულმა“ გაიმარჯვა.

გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: Sofascore 7.5, Flashscore 7.3, Whoscored 7.1.

მომდევნო მატჩს „ლივერპული“ 20 სექტემბერს ჩაატარებს - პრემიერლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე „ბორნმუთს“ დაუპირისპირდება.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - ტოტენჰემი 3:1

გოლები: 1:1 მაკ ალისტერი (21), 2:0 გაკპო (54), 2:1 გალაჰერი (69), 3:1 სობოსლაი (90+1)

..მესები
გოლის დროს გამოსვლაზე უკეთ უნდა ეთამაშა
T.q
მხოლოდ ლივერპულის ფანებს სწამთ ალისონის ძალიან მაგრობის რეალურად ალისონი ძალიან მაგარი და ტოპ მეკარე არ არის ერთადერთი მაგის გამონაგება რაც ვნახე იყო პარიზთან ხვიჩას ბურთები რომ აიღო და სხვა პარიზის ფეხბურთელების აიი იიქ მართლა იფბალი კლასი ფორტუნა რავიცი ყველაფერი დაეხმარა და საოცარი შეხვედრა ჩაატარა განმეორებით მატჩშიც კარგინიყო მაგრამ ისეთი ვერა როგორც წინა და კო გადირკეს და საბოლოოდ წააგეს კიდეც ანუ ამ მეკარეს თავის ტრამვებთან ერთას ძალიან სერიოზული არასტაბილურობა ახასიათებს ჩემთვის ეკილიანო მარტინეზი იფრო მაღალი კლასის მეკარეა ვიდრე ალისონი ალისონი არის თავიდან ბოლომდე მარკეტინგული პროდუქტი ბრაზილია მინდიალი ლივერპული რამე თორე რასაც მეკარეობა ქვია კურტუა დონარუმა ალექს მერეტი ნაპოლიდან რავიცი საფონოვიც კი ამაზე უკეთესი მეკარე არის მაგრამ არა აი აკვიატე აა აქვთ რა ბრაზილიელია და ვსო ჩაციკლულები არიან ბებერი ნოიერი ჯობს ჯერ კიდევ ამას რავი ძმაო ფეზით თამაშისასაც არც ისეთი ზუსტია როგორც მამარდას უწინებენ და მიუთითებენ თუ მასეთი მოთხოვნები აქვთ აქ განსაკუთრებით აქაურ ფანობას ვეუბნები რო სექტანტებივით გადაკეტილი აქვთ ლირევპული და ალისონიიიო არც ალისონი არ აეის იმ მოთხოვნების დონის რაც თქვენ გავთ თვენ ლივერპულთან ერთად მამარდას მიმართ რაა ნუ გაუხურეთ ამ ბიჭს საქმე ალისონზე ბევრად მაგარი მეკარეა რეალირად აი ამ პიარ მეკარის წნეხი რომ მოეხსნება და დაახვევს გორგალს ეს მეკარე ლივერპულიდან მერე ნახავთ მამარდა ვჯნ არის პირი რომ გამოსარეცხი გაგიხდებათ და იმ გამორეცხილს რო ჩაიგუბებთ პირშივე!!!
papai
ყოჩაღ კარგი იყო მამარდა.. ეხლა მთავარია სტაბილურობა, და კიდევ ეს ყველა სეივზე ამდენი ემოციის გამოხატვა ცოტა ზედმეტად მეჩვენება
დიმიტრი
მეგობრებო, არ გამოგრჩეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არაუხოს გარდა არავინ იყო წინა თამაშის ძირითადიდან, ანუ გუნდმა ითამაშა 10 სხვა ფეხბურთელით, ძირითადში წინა თამაშთან შედარებით 10 ცვლილება სასტარტოში.... ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ ეს განსაკუთრებით მეკარისთვის არის ურთულესი ფაქტორი, თან მაშინ, როდესაც შენი შესაძლებლობები უნდა გამოავლინო... ბრავო მამარდას, მაგრამ მას მინიმუმ რამდენიმე თამაში უნდა ზედიზედ, 7-8 თამაში მაინც, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს. სათასო თამაშამდე თუ სკამზე დაჯდა ეს ერთი თამაში საერთოდ ვერაფერში დაეხმარება, წინა სეზონში 2-3 თმაში თუ უწევდა ზედიზედ, რაც ასევე არასაკმარისია, ცოტა გრძელი სერიაა საჭირო რომ ძირითადი დაიმკვიდრო, რა შეცდომაზე ალისონს არც მიუთითებენ იმ შეცდომას მამარდას არ აპატიებენ, ამიტომაც არის გრძელი სერია საჭირო, თორემ ალისონმა წინა თამაშში ისეთი შეცდომა დაუშვა ასეთის გამო მამარდას ეგრევე სკამზე დასვამდნენ დიდი ხნით, იქ კი გაუმართლათ და გოლი არ გასულა, ასე მამარდას ჯერ ვერ გაუმართლებს, მწვრთნელზეა დამოკიდებული, ალისონიც მაგარი მეკარეა, მაგრამ მამარდა პერსპექტივაში უკეთესია, ახალგაზრდაა და შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად უკეთესიც იყოს. ვნახოთ რა მოხდება

წესები ერთია და რეალობა სულ სხვა.დღეს მოედანზე და განსაკუთრებით ინგლისში,ფეხბურთელებს ისეთ ილეთებს ჰპატიობენ,რაგბში პირდაპირ რომ გააძევებენ.გამოსვლებზე აგრესია აკლია და ბურთის ტრაექტორიასაც,საკმაოდ ხშირად არასწორად განსაზღვრავს.საქართველოშიც და ნაწილობრივ ესპანეთშიც,მისი სიმაღლე საკმარისი იყო გამოსვლებზე.ალბათ ამიტომაც განსაკუთრებულად არ ამუშავებდნენ,ამ კომპონენტზე.ინგლისში,ეს აშკარა პრობლემად მოჩანს.უკვე ნაკრებშიც.
alexandre
აკი ვიძახი, ძალიან მაგარია მამარდა! მომავალში უფრო მეტი ასეთივე ფანტასტიკური თამაში გექნება! აპა შენ იცი, გიორგი, გაგვახარე მთელი ერი!
ტრიბუნა A
თამაშის მიწურულს საოცარი ბურთი მოიგერია.
bochia rurua
სტანდარტიდან მაღალი ბურთები, თამაშისას, ფლანგებიდან მაღალ გადაცემები და საერთო კარიდან გამოსვლა, ყოველთვის აქილევსის ქუსლივით იყო მამარდასთვის და პრობლემად დარჩა, თორემ კარის ხაზე თამაშით ბევრი,რომ ვერ შეედრება ფაქტია, ბრიტანეთში კი მეკარე თუ გამოსვლებზე სუსტია და ფეხითაც ვერ თამაშობს სათანადოთ, მისი შანსი იყოს პირველი, ლიველპპოლის დონის გუნდში მცირეა. წუხელაც მომენტებში აშკარად სჩანდა, თუ რამხელა პრობლემაა მეკარისთვის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა.... ბლოკი დაუყენესო!!, აბა რას იზავენ!, ბლოკსაც დაგიყენებენ და აგურსაც, მაგრამ შენ უნდა ივარგო და სარივით არ უნდა იდგე, პრემიერლიგაა ბოლოს და ბოლოს.
დავით 67
გიორგის! 100%. 👍👍
ზონა
რაიო ბიჯოო?
ამბაკო
კარგი იყო მამარდა,თუმცა გოლი ნაწილობრივ მისი ბრალი იყო.არავითარი ბლოკი იქ არ ყოფილა ,პოზიცია ვერ იგუმანა ,რაც პრაქტიკის არქონის ბრალი უფრო მგონია.იქნება თამაშები ,იქნება ხარისხიც.
რევაზ დიხამინჯია
ჯერ ძირითადში ათამაშონ და მერე გააკრიტიკეთ მამარდა თუ ვერ ითამაშებს.ფეხბურთი თუ არ გესმით წადით და სხვა საქმეს მიხედეთ რა
zura222
გოლი რომ გაუტანეს მსაჯს თვალებში ზამეკანია ჰქონდა ? მეკარის მოედანი რისთვისაა დახაზული ? იმისთვის რომ იქ მეკარე ხელშეუხებელია და ოდნავი შეხება მითუმეტეს დაბლოკვა და ნახტომში ხელის შეშლა ჯარიმააა ოეეეე ტუტუუუუც @@@
მამუკა სვანი
ეს რო ცოტა გამბედავად გამოდიოდეს კარიდან და ფეხით ზუსტი პასი 2 მაინც გააკეთოს მშვენიერი მეკარეა
T.q
აი რაც ლივერპულია და მისი პრესა ის ფანებიც ხართ რაა ზედგამოჭრილი ერთმანეთზე ვიფიქრე ინგლისელი ფანები მეთქი მაგრამ ყველა ერთნაირები ყოფილხართ აქაურებიც და იქაურებიც იმენა თქვენი გუნდია რააა ფერი ფერსაო!
გიორგი
ნუ წერთ მწარე სიმართლეს! ხალხს მოენატრა ეს ყველაფერი და არავის არ უნდა შეცდომის აღიარება! თითონაც რომ აღიაროს მამარდაშვილმა საკუთარი შეცდომა და გაშვებულ გოლში ბრალეულობა, მაინც იტყვიან რომ უშეცდომოდ ითამაშა!!!
Real Madrid fan
კაი თამაში ᲘᲧᲝ ერთი მინუსი არის ლიველპურის ფეხბურთელებს იმხელა უშლიან მეკარეა მოხსნისთვის გოლი რო გაიტანეს და დაკლეს შეფასება 7.1
მეზღვაური
კი ნამდვილად ასეა. სამწუხაროდ გამოსვლებზე თამაში ისევ გიოს აქილევსის ქუსლად რჩება.
ედემი კორძაია
ბრავოო!!ახლა მაინც მიხვდება ეს ძალათ მწვრთნწლი და არაფრის მაქნისი ირაოლა თუ ვინ უნდა იყოს ძირითადში. ასეა ეს. ბრავო კიდევ ერთხელ გიორგის
თემური
სანამ გოლს გაუშვებდა sofascore ზე შეფასება 6.9 ჰქონდა და გოლის გაშვების შემდეგ 5.9! სასწაული მოგერიებების შემდეგ კი: 7.5! ყოჩაღ ალისონს როგორ უკრავდა მამარდას ტაშს! წარმატებები მამარდას!
ლოკო
კარიდან გამოსვლები, მაინც მაგის სუსტი წერტილი დარჩ.
თამაში არ ნიბახავა
რაც წავიკითხე კარგად უთამაშია მამარდას. ძალიან კარგია, იმედია იგივეს ერთ კვირაშიც დაგვიმტკიცებს რომ კარგ ფორმაშია
კიპერ
ჩაუყენეს კიარა მაგი თავისი შეცდომით ითვლება ის უნდა განსაზღვროს მეკარემ და არ უნდა ეშლებოდეს სუპერ კუპერს თორე მოგერიება და რეაქცია ალისონზე უკეთესი აქვს მაგრამ მოსდის ეგეთი შეცდომები და უნდა ამაზე იმუშაოს თორე ეგეთი ტოპ გუნდები როგორიც ლივერპულია ძირითადში არ დააყენებს
გ.ხ.
ძალიან კარგი თამაში ჰქონდა! ის ერთი ხო საერთოდ სასწაული აიღო. იმათ გოლზე გამოსვლაზე რომ უკეთ ეთამაშა - იდეალური თამაში გამოუვიდოდა. მოკლედ, გაგვახარა დღეს ჩვენმა ბიჭმა.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
"ტოტენჰემის" ფეხბურთელი 526 დღის შემდეგ უბრუნდება მოედანს
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა