UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 15 სექტემბერს გამართულ ყრილობაზე 2026/27-წლების ერთა ლიგის ფორმატზე აღზევება-დაქვეითების სისტემაში ცვლილებები დაამტკიცა.

ცვლილებები მიზნად ისახავს ახალ ფორმატზე ეტაპობრივ გადასვლას — 2028/29 წლების სეზონიდან უეფას ერთა ლიგა ოთხის ნაცვლად სამი ლიგისგან იქნება შემდგარი.

A და B დივიზიონები

A დივიზიონის ჯგუფებში ბოლო (მეოთხე) ადგილზე გასული ორი გუნდი პირდაპირ B დივიზიონში დაქვეითდება. A დივიზიონის კიდევ ოთხი გუნდი, ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული ორი ყველაზე სუსტი და მეოთხე ადგილზე გასული ორი საუკეთესო გუნდი, პლეი-ოფის მატჩებს გამართავს B დივიზიონის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ ოთხ გუნდთან. ამ მატჩების გამარჯვებულები A დივიზიონში ითამაშებენ, ხოლო დამარცხებულები B დივიზიონში. B დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებული ოთხი გუნდი პირდაპირ A დივიზიონში დაწინაურდება.

B და C დივიზიონები

B დივიზიონში თამაშის უფლებისთვის გასამართ პლეი-ოფის მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ B დივიზიონის ოთხი ყველაზე სუსტი გუნდი და C დივიზიონში მეორე ადგილზე გასული ოთხი გუნდი. B დივიზიონიდან C დივიზიონში პირდაპირი დაქვეითება არ მოხდება. პლეი-ოფის გამარჯვებულები B დივიზიონში დარჩებიან ან იქ დაწინაურდებიან, ხოლო დამარცხებულები C დივიზიონში ითამაშებენ. C დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებული ოთხი გუნდი პირდაპირ B დივიზიონში დაწინაურდება.

D დივიზიონი

D დივიზიონის ექვსივე გუნდი ავტომატურად C დივიზიონში დაწინაურდება. ეს განპირობებულია იმით, რომ 2028/29 წლების სეზონიდან ერთა ლიგაში D დივიზიონი აღარ იარსებებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები ჩრდილოეთ ირლანდია, უკრაინა და უნგრეთი არიან.

ვაჟა მასწავლებელი
მოკლედ, ალბათ უსაქმობისაგან UEFA-ს ჩინოვნიკებმა ამ გათამაშების დებულება ჭადრაკის თამაშის თეორიას დაამსგავსეს, ამ დროს კი ჯობია ფეხბურთის წესების დახვეწაზე იმუშაონ, მაგალითად: გუშინ მამარდა რომ დაბლოკეს კუთხურის დროს ეს დასაშვებია? არა მიუღებელია!. არ ჯობია კუთხურის ჩამოწოდების წინ საერთოდ აიკრძალოს ორივე გუნდის ფეხბურთელების ყოფნა და "ძიძგილაობა" მეკარის შემოხაზულ მოედანში? აბა ეს შემოხაზვის ხაზი მარტო იმას ემსახურება, რომ მეკარემ ბურთი თამაშში შეიყვანოს?
მწარე
რა თქმა უნდა ყველა ოპტომისტს და ჩემ თავსაც ვუსურვებ ჯგუფის მოგებას. ოღონდ მინდა ავღნიშნო, რომ ეხლა ცუდი თამაში, ბოლო ადგილზე გასვლა დაუშვებელია. არავითარ შემთხვევაში. როგორმე ბ ჯგუპში მაინც უნდა ჩავრჩეთ. არ ავხსნი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას, ვინც აზრზეა ისედაც მიხვდება.
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრით - ჯიკიჩმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება- გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ