სანაკრებო მატჩები ახალი დროითა და ინტენსივობით მოახლოვდა. უახლოეს დღეებში ვილი სანიოლი შემადგენლობას დაასახელებს, რომელთაც "ერთა ლიგის" საწყის 4 ტურში გამოიყენებს.

ფრანგმა მთავარი მწვრთნელმა 2026 წელს მხოლოდ ამხანაგური მატჩები ითამაშა და თითქოს ყველა გამოსცადა, ვინც აინტერესებდა. ამ ფონზე, ოფიციალურ დაპირისპირებებში ახალი სახეები (სამწვრთნელო შტაბს გურამ კაშია კი ემატება) რთული სავარაუდოა, მაგრამ მაინც ვისურვებთ(გვარები ბევრჯერ გვიხსენებია). სანიოლი ტაქტიკაზეც აშკარად ჩამოყალიბდა და ნაცად 3-5-2-ს დაუბრუნდა.

მწვრთნელების გადაწყვეტილებებს, მათ შორის საკადრო და ტაქტიკურ ნაწილში, ხშირად ფეხბურთელების სათამაშო ფორმა წყვეტს. ვილის შემთხვევაში ამით განებივრებულები ნამდვილად არ ვართ.

არსებულ ვითარებაზე პოზიციებისა და მწვრთნელის გემოვნების მიხედვით გესაუბრებით, სიტუაცია რომ უკეთ გავიაზროთ.

მეკარეები

ამ რგოლში შეშფოთების მიზეზი გვქონდა. სანიოლმა პირდაპირ თქვა, რომ პრაქტიკის არქონა გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო თამაშზე იმოქმედებდა. "მამარდა" თასზე დაბრუნდა და შესანიშნავი იყო, "ლივერპულს" გამარჯვებაში დაეხმარა.

ლუკა გუგეშაშვილს თურქეთში ისეთი მატჩი ჰქონდა, უახლოეს სანაკრებო პერსპექტივაში არაფერი გამოვრიცხეთ. სამწუხაროდ, ამას პრობლემები მოჰყვა და ახლა მორალური მხარდაჭერა ძალიან სჭირდება!..

ეროვნული ლიგიდან "ჯვაროსნებში" ბოლო დროს გორის "დილას" მეკარე დავით კერესელიძეა.

მცველები

სათამაშო პრაქტიკა და ბოლო სანაკრებო მატჩები გვკარნახობს, რომ სანიოლი ლუკა გადრანი (ის სიაში არაა და ჯიმი ტაბიძეა) - ილია ბერიაშვილი - ლუკა ლოჩოშვილის სამეულს დაეყრდნობა.

რა ალტერნატივებია? საბა გოგლიჩიძე (მარჯვენა ცენტრ. მცველი) იმდენად უთამაშებელია, მისი სიაში არყოფნაც არ გაგვიკვირდება, რაც ძალიან სამწუხაროა; ლაშა დვალს სამწვრთნელო შტაბი ლოჩოშვილის პირდაპირ კონკურენტად აღიქვამს და სასტარტოში ამად არ მოვიაზრებთ. უნდა გავითვალისწინოთ, მოკლე დროში 4 დაპირისპირება გვაქვს და როტაცია ჩვეულებრივი ამბავია.

იდეალურ კონდიციებამდე შესასვლელად საბა საზონოვს ჯერ კიდევ დრო სჭირდება, მაგრამ მას ესპანეთის ჩემპიონატში პრაქტიკა აქვს და ეროვნულ გუნდს ძალიან უნდა გამოადგეს. ნაკრებს სამი ცენტრალური მცველის პირობებში ივა გელაშვილიც დაეხმარება, ვინც კლუბი ახლახან შეიცვალა.

ფლანგები

სამმცველიან ტაქტიკაში ფლანგებს დიდი მნიშვნელობა აქვს. სანიოლმა ამ კუთხით საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი შემოგვთავაზა. დიდი ალბათობით, მისთვის ახლა ყველაზე სასურველი კანდიდატები მარჯვნივ ოთარ კაკაბაძე და მარცხნივ გიორგი წიტაიშვილი უნდა იყვნენ. ის, რომ გიორგი ესპანეთში მარჯვენაფლანგელია, ეს ფაქტორი ვილისთვის გადამწყვეტი არც აქამდე ყოფილა.

ფრანგმა მწვრთნელმა მარჯვნივ გიზი მამაგეიშვილის თამაშით კონკურენცია გაზარდა, მაგრამ "შტურმის" ფეხბურთელი მოედნის ცენტრში თავს უკეთესად გრძნობს, გოლებიც გააქვს. სამწუხაროდ, მარცხნივ ირაკლი აზაროვს ნაკლები პრაქტიკა გააჩნია. ამჟამად ტრავმირებულია კიდევ ერთი ფლანგელი, ვისაც ეროვნულ გუნდში ორივე მხარეს უთამაშია - გიორგი გოჩოლეიშვილი; თურქეთში ცოტას თამაშობს საბა ხარებაშვილი.

ნახევარდაცვა

ჩეხეთთან თბილისში ჩატარებული მატჩი, სადაც ოთარ კიტეიშვილის, გიორგი ქოჩორაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ნახევარდაცვით ვითამაშეთ, შთამბეჭდავი იყო. შესაბამისად, თუკი რამე პრობლემა არ გვიდგას, ეს სამეული სულ უნდა თამაშობდეს.

ირაკლი ეგოიანი - კაცი, ვინც ნიდერლანდების ჩემპიონატში გამორჩეულია, კარგად ფლობს ბურთსა და თამაშს და ამხანაგურმა მატჩმაც გამოაჩინა, ჩვენ ეროვნულ გუნდს ძალიან რომ უნდა გამოადგეს. დაველოდოთ, სანიოლი მას რა ფუნქციებს შეუთავსებს და რამდენი დროით.

სამწუხაროდ, ნიკა გაგნიძე ტრავმირებულია, ანზორ მექვაბიშვილს კი აშშ-ში ჯერ არ დაუწყია, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა, აქ შევსებაა საჭირო. ვის ენდობოდა ვილი აქამდე: "ტორპედოელები", ვლადიმერ მამუჩაშვილი და ნოდარ ლომინაძე(ის სიაშია); განსახილველია ამჟამად "ბათუმელი" სანდრო ალთუნაშვილის (ორი საგოლე პასი ბოლო მატჩში) ვარიანტიც; შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გაგნიძე დიდი ხანია, არ გვინახავს. საინტერესოა, ევროტურნირზე გასული "იბერია 1999"-იდან სანაკრებო სიას ვინმე თუ შეუერთდება.

შეტევა, შეტევა

საქართველოს ნაკრებში ახლა ბევრი შემტევია, თუ არსებულ განლაგებას განვიხილავთ, ადგილი მხოლოდ ორია, სადაც აუცილებლად ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე ითამაშებენ.

რა უნდა მოუფიქროს სამწრთნელო შტაბმა? პირველ რიგში, ეცადოს, სასტარტოში ადგილი სამი შემტევისთვის მოიძებნოს. მეორე ვარიანტია, წინა ხაზის ფეხბურთელს ადგილი ნახევარდაცვაში მოუძებნონ(ეს იდეალური გამოსავალი არაა).

გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია. მას, ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს სხვადასხვა პოზიციაზე თამაში კი შეუძლიათ, მაგრამ უფრო მარცხნიდან შეტევა ეკომფორტულებათ, სადაც დიდი კონკურენციაა.

გიორგი გულიაშვილი ახლახან დაბრუნდა, მაგრამ მას სანიოლი ალბათ მაინც ენდობა(საბოლოოდ , სიაში არაა); ბოლო ოფიციალურ მატჩში გიორგი აბუაშვილი თამაშში კარგად ჩაერთო; რა თქმა უნდა, ბუდუ ზივზივაძე და ბოლო დროს პროფილშეცვლილი და ათამშებული გიორგი გაგუა, ვინც ერთხელ "ჯვარისნების" სიაში უკვე იყო, მაგრამ მწვრთნელს თავი ვერ მოაწონა; როცა სიაზე ვსაუბრობთ, საბა ლობჟანიძე არასოდეს უნდა გამოგვრჩეს, გიორგი ქვილითაია და იური ტაბატაძე კი ტრავმირებულები არიან.

შეგახსენებთ, "ერთა ლიგაზე" B დივიზიონში 4 მატჩს ზედიზედ ვითამაშებთ (პირველს თბილისში უმაყურებლოდ), დარჩენილი ორი ტური კი ნოემბერში ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ჯგუფში ბოლოადგილოსანი C ლიგაში პირდაპირ არ ვარდება და პლეი-ოფი ჩატარდება, დაწინაურების მხრივ კი სიტუაცია არ შეცვლილა.

რაოო
სად აქვს სანიოლს პრობლემაო ..? ტვინში უტაქტიკობას უსტრატეგიობას რომ თავი დავანებოთ რეალობასთან აქვს აცდენა როდესაც ფიქრობს ვიღაც შავი ანტილოპა ყველაზე მაგარი ფეხბურთელიაო და ეს მხოლოდ იმ კრიტერიუმით ჩემსავით ბაიერნში თამაშობს და ფრანგობას იბრალებსო ….ასე რომ პირადად მე მის არაადეკვატურობაში არც მანამდის მეპარებოდა ეჭვი და ამით დასვა საბოლოო წერტილი …სამწუხაროდ აზარას ტრამვის შემდეგ ხარებაშვილს ( ახალგაზრდულშიც რომ არ არის გამოძახებული ) მაინც გამოიძახებს ან საქ.ჩემპიონატიდან მისცემს შანსს ვინმეს …და ყველაზე უკეთესი იქნებოდა ნარიმანიძეს ჯერ გამოძახება და შემდეგ ინტეგრირება ძირითადში …დროა უკვე ლოჩო -ნარიმა-საზონოვი ან გოგლიჩას დაყენება დაცვაში ესენია ნაკრების მომავალი და რაც დროზე დაიწყებენ მით უკეთესი …!!!
ავტორს
მხოლოდ ტაბიძე არ უწერია
ვახო
ხალხო,ერთი გამაგებინეთ რატო არ მოგწონთ გაგუა?ქვილითაიას მაინც არ ჯობია??
გაგიკ ბოლო
4–2–3–1 უნდა ითამაშოს და ყველა ფეხბურთელის შედარებით უკეთესად დატვირთვის საშუალება მიეცემა; ასევე აუცილებელი პირობაა, რომ ნაკრებში გამოიძახოს მხოლოდ ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ფეხბურთელები და არა სახელები; არ ხარ მზად? – დაეტიე სახლში!
Gogi
ვინც ძირითადში არის რა გუნდებში ისინი. დააყეს,ეგოიანი,ჭანტურიშვილი,ესენი სულ ძირითადში არიან ,ათანაც არც ნიდერლანდებია პადარკა და არც ჩეხეთი თანაც ორივე თამაშობს რააბა უპრაკტიკოს თამაში რა პონტია,კიტე,თუნდაც ჩაკვეტაძე,ბოლის როდის ითამაშეს
Levani
სანიოლს დააბრალეთ თქვენ ეროვნული ლიგა ფეხბურთელს რო ვერ ზრდის. იბერია ჯგუფურზე მოხვდა ორი ფეხბურთელი არ უნდა მიეცა ნაკრებისთვის? ტორპედოს იმედი მქონდა,იქნება როგორც კერესელიძემ დაიგინა ჯგუფში გავიდეს,ტორპედოს უფრო საინტერესო ბიჭები ყავს,მაგრამ მე უფრო მეტს ვმოძრაობ მაგათ თამაშს რო ვუყურებ- სიგარეტს მოვუკიდებ მანქანიდან გადავალ ისევ ჩავჯდები,მე მეტ კალორიებს ვხარჯავ ვიდრე ეგენი. მთელი ეროვნული ლიგა ბოლო 5 წელია 1 ფეხბურთელი არ მიუცია ნაკრებისთვის 10 გუნდი რას აკეთებს?
დავით
რა ჟორჟი. ბოლოს გოლი როდის გაიტანა? 7 თამაშია მისი გუნდი ვერ იგებს.
მწარე
გინდ სანიოლს დააბრალეთ, გინდა ფედერაციას, გინდა ორივეს. სამწუხაროდ ნაკრები არ არის მზად. რატომ? მეკარე ფორმაში არ არის. დაცვა არ გვყავს. ამიტომაც ათამაშებს 3 ცენტრალურ მცველს და პლუს 2 ფლნგელს ფლანგის ჩაკეთვას ავალებს. თუმცა ჩვენ 3 მცველსაც პრობლემაა აქვს, თამაშის ხარისხში. ნახევარდაცვა, ჩაკვე არ არის ფორმაში, ამიტომ არ უნდა გამოიძახოს ამ ეტაპზე, რათა სულ არ დაღუპოს. იგივე საზონოვზე. ამათ უნდა აცადო, მომავლის იმედით. ნახევარდაცვას თითქოს არა უშავს. რომ იტყვიან ისე რაო. თუმცა ბურთი დიდხანს უჭირავთ. შეტევა ისე სწრაფად აღარ ვითარდება როგორვ ევროპაზე. აქ უკუსვლა გვაქვს. დარჩა თავდასხმა სადაც მიქაუტაძე ფორმაში არ არის. კვერნაძე სხვა სტილია. თითქოს კვარას სტილი უფროა. იმედია ბუდუ გაქაჩავს, როგორც წესი ნაკრებში თავს იკლავს. ეს შეიძლება ვინმეს პესიმისტურ პროგნოზად მოეჩვენოს, მაგრამ მე ვფიქრობ რეალობაა. ჩვენ ჯერ არ მოგვიგია ჩრდილოტ ირლანდიასთან და უკრაინასთან (უნგრეთთან არ მახსოვს). ესეთი რაღაცა შემთხვევით არ ხდება, ეტყობა ესეთ სტილთან გვიჭირს თამაში. ესეც დამატებითი პრობლემაა. და ბოლოს, როგორც წესი ქართველი სპევიალისტები, ჟურნალისტები, ქომაგები თამაშის წინ განწყობის შესაქმნელად ზედმეტად ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ. ქმნიან განწყობას თითქოს მეტოქეს ორი თავით ვჯობივართ. იმათგან აქვეყნებენ პესიმისტურ განწყობებს. ჩემი აზრით ეს შეცდომაა, არც უნდა იტრაბახო და არც უნდა ჩაისვარო. ობიექტურად უნდა შეხედო. ასე იყო თასების თასის ფინალის წინ. არავინ ტრაბახობდა. მატჩზე მხოლოდ ზოგადი საუბარი იყო. განწყობა იყო საქმიანი. ასეთი სერიოზულად მომზადების შემთხვევაში საქართველოს ირლანდია კი არა ბარე ორი ვერ გადაუღუნავს.
Levani
მე არ მომეწონა არც გადრანი და არც ბერიაშვილი. იბერიას დონის მცველების,კოფერენსზე გაქაჩავენ,ნაკრებიბსხვა დონეა. როცა ჩივაძეს არ ჰყავდა მცველები ყვარლის დურუჯიდან კი არ დაუძახია ვინმესთვის,ჩაწია ნემსაძე (ვერ გაამართლა მაშინ მაგ ექსპერიმენტმა,მაგრამ მაინც-ნაკრებია კლასი მაინც სხვაა)
გიორგი
დიდი უსამართლობა იქნება გაგუას არ გამოძახება!
სანდრო
გაგუა ნაკრებში!
ალფას
ავტორმა ხაზგასმით თქვა - ოფიციალურ დაპირისპირებებში ახალი სახეები (სამწვრთნელო შტაბს გურამ კაშია კი ემატება) რთული სავარაუდოა, მაგრამ მაინც ვისურვებთ(გვარები ბევრჯერ გვიხსენებია).
დავითი
გოგლიჩიძე და გოჩოლეიშვილი ისედაც არ არიან სანაკრებო დონის მცველები. პანტაპუნტით უშვებენ იაღლიშებს. რაც მალე მიხვდებიან მით უკეთესი.
ალფა
ნარიმანიძე რატო გამოტოვეთ, ძალიან ჭკვიანი მცველია. მარჯვენა მცველად მაისურაძე შეიძლება კაკაბაძის შემცვლელად.
გიას
გრიგოლ ჩაბრაძეც ხოარ განეხილა ბარემ ავტორს
სოსო
გაგუას და გიორბელიძეს გამოვიძახებდი ქვილითაის და გოჩოლეიშვილის ნაცვლად!
გია
გიორბელიძეც თურქეთში ძირითადის ფეხბურთელია როგორ ვიცი
ABARA
ახალი ციკლი სანიოლის ახალი ექსპერიმენტებით. 5-3-2 ს ვერ გაცდა მისი ფანტაზია, უაზრო როტაციას არ იშლის, თამაშის გადაწყობის არანაირი ცოდნა და უნარი არ აქვს, ასე რომ ისევ ბიჭების მოწადინების, თავდადებისა და ინდივიდუალური ოსტატობის იმედად უნდა ვიყოთ, როგორც ევროზე. კარგი ისაა, რომ ლიდერებს ასე თუ ისე სათამაშო პრაქტიკა გააჩნია, გარდა ამისა არის ხარისხიანი ნამატი კვერნაძისა და ეგოიანის სახით. იმედი ვიქონიოთ, რომ პირველ ორ თამაშში ქულათა მაქსიმუმს დავაგროვებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ პირველი 2 თამაში პირწმინდად ჩააგდო სანიოლმა მისი აკვიატებებით, აუცილებლად უნდა გაუშვან, რათა თუნდაც მინიმალური შანსი შეგვრჩეს ჯგუფის მოგების.
ყვავ ყვარე
პრესინგის არ ცოდნა და პრესინგიდან ამოსვლაც გვიჭირს ისე რომ აუტსაც ვერ ვაწოდებთ ზოგჯერ
ვაჟა მასწავლებელი
გეკადრებათ ბატონოო! - სანიოლს არავითარი პრობლემა არა აქვს - თანამდებობის გარდა!
c
სანიოლი გასაშვებია. რაც მალე მით მეტი შანსი ექნება ნაკრებს ამ შემადგენლობის დროს რამე გააკეთოს
ნელსონ მანდელა
პირევლ თამაშში უნდა გარისკოს და საბა ხარებაშვილი დააყენოს მარცხენა მცველად, დაცვაში რა საკვირველია ბევრად უკეთესია წიტაზე შეტევაშიც მშვენივრად ამწვავებს და დაეხმარება კვარას. რაც შეეხება ცენტრს ჩაკვეს მაგივრად ეგოიანი აუცილებლად რომელიც მაგარ ფორმაშია, შეცვლაზე შეიძლება მიქაუტაძეს ნაცვლად კვერნაძე პატარა ექსპერიმენტის სახით, მემგონი ბუდუზე ბევრად სახიფათო იქნება მაგ პოზიციაზე
ზვიადი
დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა ლოჩოშვილი ევროპაზე და საკმაოდ კარგადაც! ცენტრში დვალი, გადრანი და ორი საბადან 3 უნდა აირჩეს. ბევრი იწერება მაისურაძეზე და მე არ მაქვს ამ ბიჭის თამაში ნანახი და ვერაფერს ვიტყვი, თუ ჯობია კაკაბაძეს კი უნდა დააყენონ ძირითადში დაცვის მარჯვენა ფლანგზე. ნახევარდაცვა და თავდასხმა ამ ტაქტიკაში უცვლელად დარჩება
nelsona
მერე არ იცი რომ შეტევა საუკეთესო თავდაცვააა
Barmalei
არასწორი სათაურია. სწორია : სად არ აქვს სანიოლს პრობლემა?!
დაბალი ინტენსივობა
და პრესინგის არქონა ეგარი ჩვენი მთავარი ნაკლი არც ჩრ.ირლანდია და არც უკრაინა არარიან გრანდები ასერო მოგებაზე უნდა გავიწიოთ.
QT
იმედია დიდი მონდომების ხარჯზე გავალთ ფონს, თორე ბიჭების ამჟამინდელი სათამაშო პრაქტიკიდან და ფორმიდან გამომდომინარე კარგი არაფერი გველოდება. ვილის რომ გადაეკიდეთ, ამ სიტუაციში სხვა რას იზამდა, ან ვინაა ეს სხვა იქნებ დაწეროთ ხოლმე რომ ფედერაციაც იყოს საქმის კურსში ვინ მოიყვანოს შემცვლელად.
Achi
არა რეალობა ეგეთია ყველანი დაცვაში ბურთის ფლობაზე არ უნდა იფიქრო და წინ ბურთი კვარას და ჟორჟს გადაუგდო და მოიფიქრონ რამე ეგაა მწარე რეალობა მეტი კომბინაცით და დაცვიდან ნახევარ დაცვამდე რო აიყვანონ ბურთი ეგ ჩვენი დაცვის ხაზი ვერ გააკეთებს
ირაკლი
სად გვაქვს პრობლემა და ყველგან, მეკარე უთამაშებელი. დაცვაში ვისიც გვეიმედებოდა - გოგლიჩიძე, საზონოვი - ასევე უთამაშებელნი, ფლანგებზე - კაკაბაძე - ახალ გამოჯანმრთელებული, წიტაშივილი პოზიცია შეცვლილი, შემცვლელები ნაკლებ კვალიფიციურნი. ნახავარდაცვაში - ცოტა ნათამაშები ქოჩორა, ახლად მომჯობინებულნი კიტე და ჩაკვე, გადახვეწილი მექვაბა, ნაკრებს შეუჩვეველი ირაკლი ეგოიანი (თუმცა მისი დიდი იმედი მაქვს), სხვა პოზიციაზე მოთამაშე აბუ. თავდასხმაში კი ბატონო დიდი არჩვანია, ოღონ არავინ მაჯვენა ფლანგზე. და მთავარი პრობლემა - მწვრთნელი!
Levan1
რეალობა ესეთია , მეკარე კარგ გუნდში მაგრამ უთამაშებელი დაცვა საკმაოდ სუსტი ნახევარდაცვა საშუალოზე დაბალი დონის და ისიც ცენტრალური სამიდან ორს დიდი დრო გაუცდა (ჩაკვეტაძეს და კიტეს ) შეტევა ხვიჩა მსოფლიო დონის ვარსკვლავი და კარგი თავდამსხმელი ჟორჟი. ისეთი დონის გუნდებთან როგორიც უკრაინა და უნგრეთის შეიძლება თამაშიც და მოგებაც. მაგრამ ვილიმ მგონია რო ამოწურა თავისი თავი ნაკრებში.
კონტეს მამა
კვერნაძეს ცენტრში გადმოვწევდი, მაღალია, ლევანდოვსკივით ითამაშებდა. ჟორჟისთვისაც კარგი კონკურენცია და სტიმული იქნებოდა, რომ არ მოდუნებულიყო. ძალიან მოძრავია კვერნაძე, ჟორჟზე მეტი დიხანია აქვს, ფიზიკურადაც ძლიერია, კარგი იქნება პრესინგის დროს. ნაჭყებიაც მაგარი მუშაა, შეიძლებოდა გამოძახება, ტექნიკაც აქვს. ცუდი ისაა რომ ყველანი ხვიჩას ფლანგზე თამაშობენ.
მუხაშო
შემტევები არ გვიჭირს,აი დაცვაში იმდენი პრობლემებია.
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში