საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს.

ჩვენი გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის მოსამზადებლად 21 სექტემბრიდან, თბილისში შეიკრიბება.

ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები ოთხ შეხვედრას გამართავს. 25 სექტემბერს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს, 28 სექტემბერს კი — უკრაინას. 2 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები სტუმრად უნგრეთს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, 27 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ავსტრიული ვოლფსბერგის ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო)

დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)

მატჩების განრიგი

25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — ჩრდილოეთ ირლანდია

28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო — უკრაინა

2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი — საქართველო

5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია — საქართველო

Nakrebi.ge

leo
დაცვაში რაფერაა საქმე
დათო-ს
უკრაინის ნაკრებშიც ასეა,ნახევარი უკრაინის ნაკრები სკამს ხეხავს თავიანთ კლუბებში.აბა შეეკითხე უკრაინელებს-ამბობენ რომ ყველას ჯობიან ამ ჯგუფში და პირველზე უნდა გავიდნენ უეჭველი
ასტამურ ტანია
გოუმორძგვას საქორთუოს!
lasha
როგორც იტყვიან იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. მაგრამ მე ვერ გიერთდები პოზიტიურ განწყობაში. ვერ ვხედავ ნაკრებში რაიმე სიახლეს. ფაქტობრივად იგივე შემადგენლობა. ისევ დაუბალანსებელი რგოლებს შორის, არა რეზერვი, არა სიახლე. გარკვეულ რგოლებში არასტაბილური და უხარისხო მოთამაშეები. კვალვ გაუგებარი მიდგომა. რგოებზე მოიაზრებიან ის ფეხბურთელები რომლებიც კლუბში სხვა როლით იტვირთებიან. ნუ რავიცი. ცმი პროგნოზით-ამ შესარჩევსაც ჩააგდებენ. იმედი მაქვს ვცდები :)
საოცარია
გეთანხმები. კარგი იქნება 5*5+1, ან 15-20-33. პირადად მე 7-7-7 მომწონს, ბედნიერი ციფრია.
დათო
ზოგის კომენტარს რომ ვკითხულობ, მგონია ფეხბურთს არ უყურებენ. ნახევარი ვინც გამოძახებულია თავის გუნდებში არ უწევთ თამაში. სამწუხაროდ. თუმცა მე მაინც იმედიანად ვარ. წარმატება ჩვენს ნაკრებს!!!
უვიცი
მე რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, რომ 3 ცენტრალური მცველით თამაში სისულელეა და ასევე დარწმუნებული ვარ, ყველა ცდება ვისაც გონია რომ ორმა ცენტრალურმა მცველმა ვერ გაამართლა და ეგ სქემა "არ გვერგება". სანიოლის 4 მცველიანმა ტაქტიკამ როდესაც "ვერ გაამართლა", ისევ უკან დაბრუნდა 5 მცველიანზე და არც მაგან მოიტანა შედეგი, ანუ ავტომატურად ეგ წარუმატებლობა მცველების რაოდენობის ბრალი არ იყო. სანიოლის 4 მცველიანმა ტაქტიკამ ვერ გაამართლა იმიტომ, რომ მან აირჩია არა თანამედროვე 4-3-3 არამედ 4-4-2, რომელიც ჯერერთი, რომ მოძველებულია, მეორეც, რომ არ გვყავდა 4 ნახევარმცველი და სხვა ამპლუის ფეხბურთელებს ტენიდა ნახევარდაცვაში.
ვეა
ესე იგი ირლანდიას ვუგებთ, შემდეგ კარგ ხასიათზე პირველად ისტორიაში ვამარცხებთ უკრაინას, შემდეგ გასვლაზე ფრეს ვთამაშობთ უნგრეთთან და ირლანდიას კიდევ ვუგებთ. შემდეგ ორივე თამაშს ვაგებთ და ჯგუფში ვრჩებით

ვერ ვხვდები გიორბელიძეს რატო არ იძახებენ? გოჩოლეიშვილს და უთამაშებელ აზაროვს არ ჯობია?!ყველას მისცეს შანს გიორბელიძის გარდა!
Goga-s
ფაქტიურად მაურინიო ხარ!) განსაკუთრებით “უპრიანი” რა იქნება ის იცი)
goga
ჩემი აზრით, ასეთ ფორმაში მყოფი დაცვით, 5-3-2 ტაქტიკა უკრაინასთან და უნგრეთთან არ გაამართლებს. მაქსიმალურად მაღლა აწეული თამაში გვჭირდება და ამიტომ 4-4-2 ჯობია. დაცვაში შეცდომებისგან ასარიდებლად, უპრიანი იქნება ნახევარდაცვის სრული დატვირთვა ერთ ტაიმზე გათვლით. შუა ხაზში თითქმის თანაბარი შესაძლებლობების ფეხბურთელები გვყავს, ცვლილებები განსაკუთრებულ ხარისხობრივ სხვაობას არ გამოიწვევს და მაღალ ტემპს ერთ ტაიმს გაუძლებენ. 4-4-2 უკრაინასთან სურპრიზიც იქნება, ვინაიდან ხვიჩა დაცვაში აღარ ითამაშებს, თავისუფლად იმოქმედებს და ჟორჟთან ერთად უკანმოუხედავი შეტევის საშუალებას მოწინააღმდეგეს არ მისცემს. სხვა მხრივ დაუღლელ უკრაინელებთან ძალიან გაგვიჭირდება.
გიგო პაპა
კიტეს უკვე თავის გუნდშიც არ ათამაშებენ, ეტყობა არაა ფორმაში და თქვენ ძირითადში აწყებინებთ?
საქართველო
მამარდაშვილი-კაკაბაძე,ბერიაშვილი,საზონოვი,ლოჩოშვილი,აზაროვი-ქოჩორაშვილი,კიტეიშვილი,ეგოიანი,კვარაცხელია-მიქაუტაძე
zura222
მექვაბიშვილს რა უნდა ნაკრებშიი @ ძალიან მაინტერესებს ფედერაციის რომელი მაფიოზის ნათესავია ასე მესივით რომ აქვს ნაკრებში ადგილი დაჯავშნული ამდენი ხანიიი @@ მეტოქეს ბურთი როდის წაართვა ალბათ თვითონაც არ ახსოვს! პასი მაგან არ იცის და დარტყმა და მაგის კაცის მოტყუება ხო ზღაპარია საერთოდ @
Givi
ნორმალური შემადგენლობაა, მთავარია დაცვაში ვინ დადგება უშეცდომოდ, ეს თუ გამოიცნო სანიოლმა კარგი იქნება,ბრიტანელებთან 3 მაღალი მველი დაგვჭირდება ალბათ საზონოვი,ლოჩო და დვალი, უკრაინასთან უნდა შევუტიოთ და გოლები გავიტანოთ რატომღაც მაგ გუნდთან დაცვიდან ვთამაშობთ და სულ ვაგებთ, უნგრეთს კიდევ სობოსლაი უნდა ამოვკეტოთ არ უნდა დაარტყას თუნდაც 35 მეტრი იყოს...
დ
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ საზონოვის კარგი თამაში მე ვერ ვნახე, გარდა პორტუგალიასთან თავურისა. დიდებში ვერსად ვერ გაქაჩა, სამწუხაროდ. ვერც ტორინოში, ვერც ემპოლიში, ახლაც ხეტაფეში უამრავ შეცდომას უშვებს. ნაკრებს საიმედო დაცვა სჭირდება, იგივე დვალი, ლოჩოშვილი, ბევრად საიმედოები არიან. ბოლო თამაში არ გამოუვიდა ლოჩოს, მაგრამ დიდი პროგრესი აქვს.
გია
ფაქტიურად ვინც საჭიროა ყველა გამოძახებულია, მთავარია ვინ რა ფორმაში და ფიზიკურ კონდიციაში იქნება.ყველაზე სუსტი წერტილი დაცვაა, აქ არ ვიცი ვინ უნდა ითამაშოს მაგრამ ის ვიცი რომ 5 მცველით, უნდა ვითამაშოთ.ჩემი აზრით სავარაუდოდ ეს შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს: მამარდაშვილი-კაკაბაძე, ლოჩოშვილი, საზონოვი, დვალი, წიტაიშვილი-ქოჩორაშვილი, ედოიანი, კიტეიშვილი-კვარაცხელია,მიქაუტაძე. ჩაკვეტაძეც შემეძლო მაგრამ პირველი თამაშისთვის, ის ჯერ არ იქნება ფორმაში და იმედია ის აუცილებლად იქნება მზად მომავალ თამაშებში.ძალიან დიდი იმედი მაქვს კვერნაძის და დავითაშვილის.წარმატებები ჩვენ ეროვნულ გუნდს.
ნუგზარი
4-3-3 არ იქნება 5-3-2 იქნება ამიტომ მარცხენა ვნგ ბექი გაკლია შემადგენლობაში
Alexander
მთავარია, დროზე გადაწყდეს, რა სქემით უნდა ვითამაშოთ, თუ არა დაგვაწყდა ხალხს ნერვები! 4-3-3, 5-3-2 თუ 3-5-2))) მე მგონი, აჯობებდა, გვეთამაშა 3-0-7-ით

ტაბიძე ბევრ ცენტრალურ მცველს ჯობია ჩვენს ნაკრებში.უნგრეთში, ისრაელში, ბულგარეთში და კიდევ ბევრ საშუალო დონის ქვეყნების გუნდებში უპრობლემოდ მოხვდება ძირითადში. ბედის ამბავია ალბათ თორემ ტაბიძეც და დვალიც მონცას,ხეტაფეს და კიოლნის დონის გუნდებში კი უნდა თამაშობდნენ

კლოპმა ორი შემადგენლობა დაასახელა გერმანიის ნაკრების. საქართველოს ნაკრების მეორე გუნდის ჩემეული ვერსია მინდა დავწერო :) - მეკარეები - მაკარიძე(იბერია), ყალიჩავა(ბათუმი), ბერუაშვილი(რუსთავი); დაცვა - გიორბელიძე(რიზესპორი),ხარებაშვილი(ბაშაკშეჰირი),გელაშვილი(კლუჟი), გადრანი(ბეითარი), ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია), ნარიმანიძე(ზილინა),ძოწენიძე(მიხალოვეცი), ამისულაშვილი(იბერია), მაისურაძე(პოლისია), ჭანტურიშვილი(იაბლონეცი); ნახევრდაცვა - ნინუა(დინამო), ალთუნაშვილი(ბათუმი), დადიანი(იბერია),გაგნიძე (დინამო მ), ბართიშვილი(იბერია), მამუჩაშვილი(ტორპედო),სიხარულაშვილი(იბერია); თავდასხმა - ოდიშარია(რფს),არაბიძე(ტორპედო),კვარაცხელია(დინამო), ლობჟანიძე(სოლტლეიკ სიტი),ნაჭყებია(იბერია),ბედოშვილი(იბერია), გულიაშვილი(რასინგი), დეისაძე(ტორპედო) ხარატიშვილი, გოჩოლეიშვილი, ტაბატაძე, გაგნიძე, ნონიკაშვილი - ტრავმირებულები
გიორგი
ტაბიძის ნაცვლად მაისურაძე უნდა გამოეძახებინა თურქეთის მეორე ლიგიდან არაა საჭირო ამ ეტაპზე გამოიძახო
revaz
კარგი შემადგენლობაა
lasha
ვითომ არის რამე სიახელ? მე დიდად ვერ ვატყობ. ფლანგი ისევ კინკილა კაკაბაძის იმედად. რავიცი. რავიცი
revaz
მამარდა ლოჩოშვილი დვალი ბერიაშვილი კაკაბაძე ქოჩორაშვილი ეგოიანი ო.მამაგეიშვილი კვერნაძე კვარაცხელია მიქაუტაძე. შეცვლები წიტაიშვილი ზივზივაძე ჩაკვეტაძე კიტეიშვილი გ.მამაგეიშვილი
ვაჟა მასწავლებელი
უნგრელებს ყავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო და პროდუქტიული ფეხბურთელი - სობოსლაი. მას რომელიმე ფეხბურთელი მთელი თამაში უნდა "აჯდეს" ფეხზე, ისე გოლს აუცილებლად გაგვიტანს!
Lasha
დროა დაცვაში გამოვცადოთ ახლები ესე არ გამოვა დიდ გუნდებთან!
ინგვარ
ამოდენა ხვრელები აქვს დაცვაში და მაისურაძე დააიგნორა კაცმა
mose
am cutshi dacvashi kvelaze stabiluri lashs dvalia daupasebeli pexburteli imitom rom traks ar akicinebs sxvebivit
Emgranti
ლომინაძის ნაცვლად მენტეშაშვილს გამოვიძახებდი დილადან ბევრად უკეთეს ფორმაშია გოლების გატანა კარგად გამოსდის ორთა ბრძოლა საინტერესო ფეხბურთელია . ლომინაძეს თამაშებს რომ გადავხედოთ და სტატისტიკას ცუდ ფორმაშია
ნელსონ მანდელა
მარცხენა მცველის პოზიციაზე საბა ხარებაშვილი რატომ არ გამოიძახა? რამოდენიმე კვირის წინ გახდა 18 წლის და ნელ-ნელა მისცემენ სათამაშო დროს. გადაკრუხებულ აზარასაც არ აქვს სათამაშო დრო მაგრამ გამოიძახა ზემოდან ვიღაცამ. მოკლედ დაცვის ხაზი ფარერების დონის გვყავს, ერთი ლოჩოშვილია კარგ გუნდში და ძირითადში დანარჩენი ან სკამზე ზიან ამ კიდევ დაბალი დონის ჩეიმპიონატებში თამაშობენ.
გიორგი
გაგუას გამოძახება გამიხარდა!
llcl
რეალურად ყველა საუკეთესო გამოძახებულია, მაგრამ სტუდენტმა სანიოლმა და ბაგა-ბაღის აღსაზრდელმა ასისტენტებმა რა უნდა ურჩიონ ეგაა საინტერესო, თუმცა რაც მთავარია გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი საძმო კმაყოფილები იყვნენ!
ცოტნე
ანზორას რა უნდა?
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა