ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?

"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათს, 21 სექტემბერს დაიწყებს და ტურნირზე პირველ შეხვედრას 25 სექტემბერს, ჩრდ.ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

ტრადიციულად, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, როგორც წესი, გამარჯვებული ხდება ის მოთამაშე, რომელიც ამ ტურნირზე საუკეთესოდ ითამაშებს. მაშინ, როდესაც Bild-ს "ოქროს ბურთის" ფავორიტის შესახებ ვესაუბრე, ეს იყო მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე. მაშინ ნამდვილად მიმაჩნდა, რომ ოლისე გამორჩეული იყო მუნდიალზე და მთავარი ფავორიტი იქნებოდა ოქროს ბურთის მოგებისთვის. ვიცით, რომ საფრანგეთისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა მუნდიალზე და ოლისესთვისაც. გადამწყვეტი თამაშები ჩააგდო. შესაბამისად, დღეს ფავორიტად აღარ მიიჩნევა. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი ტურნირით ამის განსაზღვრა არ შეიძლება. "ამიტომ ოქროს ბურთის" შემთხვევაში მთლიან სეზონს უნდა შევხედოთ.

დღეს, უკვე შეიძლება სხვა ფეხბურთელები იყვნენ ფავორიტები, რომლებსაც სეზონი ჰქონდათ კარგი და ამ შემთხვევაში, "კვარაც" ფავორიტია.

ჩემი აზრით, ხვიჩა მბაპესა და კეინთან ერთად მთავარი ფავორიტია და იმედია, "კვარა" გაიმარჯვებს. დანარჩენების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ სამმა ფეხბურთელმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. განსაკუთრებით "კვარამ" ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე და სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, ის იმსახურებს ამ აღიარებას და იმედი მაქვს, მოიგებს ოქროს ბურთს.

6 წელია, რაც საქართველოს ნაკრებში ვარ და არაერთი გამოკითხვა ჩატარებულა, ყოველთვის როდესაც ხმის მიცემის უფლება მქონდა, მაშინაც კი, როცა შეიძლება იმ სეზონში ხვიჩა არ იყო გამორჩეული, ყოველთვის მას ვაძლევდი ხმას და არასოდეს მსმენია არავისგან, რომ სწორად მოვიქეცი ან კარგი საქმე გავაკეთე. ერთი მომენტის ასე გაზვიადება და გაბუქება, არ არის სამართლიანი და ასეთი მიდგომა სწორი არ მიმაჩნია. ყველასთან გულწრფელი ვარ, დამისვეს კითხვა და ვეცადე, პატიოსნად გამეცა პასუხი.

რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დამიშვია და მომავალშიც დავუშვებ, მაგრამ ვერავინ დამაბრალებს, რომ მაქსიმუმს არ ვაკეთებ საქართველოს ნაკრებისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ვიმეორებ, მაშინ იყო სხვა კონტექსტი, სხვა სიტუაცია, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა. მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა.

ახალი ფორმატი მომზადებასთან დაკავშირებით ბევრ რამეს შეცვლის. მსგავსი ცვლილებები ძირითადად დიდ ნაკრებებს უფრო შეუწყობს ხელს. ისეთ გუნდებს, რომლებსაც ფეხბურთელების დიდი არჩევანი აქვთ. ჩვენ მსგავს ნაკრებებს მეტი პრობლემა შეექმნებათ, რადგან არ გვაქვს იმის რესურსი, რომ წამყვანი ფეხბურთელები სრულფასოვნად ჩავანაცვლოთ. ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და ახალ ფორმატს უნდა მოვერგოთ. თამაშიდან თამაშამდე გადასაწყობად ცოტა დრო გვექნება. არსებულ რესურსს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.

ბევრ ფეხბურთელს სხვა და სხვა სახის პრობლემა ჰქონდა. იყვნენ ტრავმირებულები და ისეთებიც არიან, რომლებიც ახლახან გამოჯანმრთელდნენ. ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდი სირთულეა, რადგან კიტეიშვილის სრულფასოვნად ჩანაცვლება ძალიან რთულია. იმავეს ვიტყვი ჩაკვეტაძეზე. იმედია მათი ნაკრების მიმართ სიყვარული ინტენსივობას გამოიწვევს და ჩვენს ნაკრებს დაეხმარებიან.

ოთო მამაგეიშვილი 1.5 წლის წინ იყო ნაკრებში გამოძახების კანდიდატი. პორტუგალიაში გადასვლის შემდეგ, გარკვეულ სირთულეებს წააწყდა. ახალ კლუბში კარგად თამაშობს. გაგნიძის არყოფნაში გამოჩნდა მისთვის ადგილი და გადავწყვიტეთ, რომ მისი გამოძახებისთვის კარგი დროა. ახლა როცა ორივე მამაგეიშვილი გამოძახებულია, იმედია მათ გარჩევასთან დაკავშირებით სირთულეები არ იქნება. თუ ისეთივე მოთამაშე და პიროვნებაა, როგორც მისი ძმა, ისიც წარმატებას მიაღწევს.

იეგოიანმა პოზიცია შეიცვალა, თუმცა მისი თამაშის ხარისხი არ შეცვლილა. მის პროგრესს პოზიტიურად ვუყურებ. მას 2 პოზიციაზე აქვს გამოცდილება და უფრო უნივერსალური ფეხბურთელი გახდა. ამით ცხადია ნაკრებიც ისარგებლებს. დიდი ხანია, რაც ეს ფეხბურთელი სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს.

როცა კაშიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა, ვუთხარი, რომ ჩემი კარი მისთვის ღია იქნება. ჯერ არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ კაშია სამწვრთნელო კარიერის გაგრძელებას მოისურვებს. თუ გადაწყვეტს, რომ მწვრთნელობა უნდა, ყველანაირად დავეხმარები. მიუხედავად იმისა, რომ მას სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს, ის ძალიან ავტორიტეტული პიროვნებაა, რომელსაც ყველა დიდ პატივს სცემს. მისი საფეხბურთო გამოცდილება და პიროვნული თვისებები ნაკრებს ძალიან გამოადგება.

მაისურაძეს დიდი ხანია ვაკვირდებით. მას დიდი პოტენციალი აქვს. მაისურაძეს რთული პერიოდი ჰქონდა, ბოლო დროს უკეთ ათამაშდა. ჩვენ მის დაკვირვებას გავაგრძელებთ.

ამ მომენტისთვის ბევრს ვერაფერს გეტყვით მარტის და ივნისის თამაშებში ტაქტიკური ცვლილებები გვქონდა. სირთულეების მიუხედავად, დადებითი მომენტებიც იყო. ვეცდებით გუნდის სამომავლო წარმატება ამაზე ავაგოთ. პირველი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. შედეგიდან გამომდინარე ვიფიქრებთ, თუ რა იქნება შემდეგ მატჩებში.

კვერნაძის "ფროსინონეში" თამაშით ძალიან გახარებული ვარ. კლუბმა შემადგენლობა შეინარჩუნა, რაც სასიხარულოა. კლუბში სტაბილურობაა, რამაც კვერნაძის პროგრესს ხელი შეუწყო. შევეცდებით მას მეტი სათამაშო დრო მივცეთ. 3-5-2 სისტემაში ყველასთვის არ იქნება ადგილი. თუ კვერნაძე ითამაშებს, გარკვეული გადაწყობა იქნება. ოთხივე შეხვედრას ერთი და იგივე ტაქტიკით არ ვითამაშებთ.

რაც შეეხება გულშემატკივრების არდასწრებას, სამწუხაროა, თუმცა ამაზე არანაირი გავლენა არ მექნება.

ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის გულწრფელები ვართ. დროს და კონტექსტს დიდი მნიშვნელობა აქვს. კომუნიკაციის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. თუ რაიმე ინფორმაცია არ გამოსულა, ამას თავისი მიზეზები აქვს", - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე

25 სექტემბერი: საქართველო V ჩრდ. ირლანდია

28 სექტემბერი: საქართველო V უკრაინა

2 ოქტომბერი: უნგრეთი V საქართველო

5 ოქტომბერი: ჩრდ. ირლანდია V საქართველო

14 ნოემბერი: საქართველო V უნგრეთი

17 ნოემბერი: უკრაინა V საქართველო

რა ჯიუტი კაცია ვილი,ციცხალი თავით არ იძახებს გიორბელიძეს!

• ვერდიქტი

ყველა თამაშს დავთმობთ.

• გააჭენე ბოჩია

მწვრთნელის საქმეც კვარამ უნდა გააკეთოს? რომ უნიჭო სანიოლმა თავისი ჩაგდებული საქმიანობა გააგრძელოს )) ქართველი ფეხბურთელების ჯამურ ფასს გადახედე ჯერ და მერე მოუსმინე ამ ვაი მწვრთნელს - "ფეხბურთელები არა მყავს"-ს. თუ სფფ-დან ხარ, გასაგებია ბოჩია ) სფფ-ში რომ ბოჩიები სხედან - ეგაა პრობლემა!

• ვაიი

შენს პატრონს “ გიორგი” ჯერ იმის ვინც შენ ეგ სახელი დაგარქვა და შემდეგ ეგეთ დონის … გაგზარდა …!!!სიტყვის კაცობა და პროს…..კასავით ენა არ ატრიალო წაღმა უკუღმა როდის შემდეგ გახდა მხოლოდ “ქუ…..” ან ხანჯალია ამისთვის საჭირო …შენ ალბათ ბევრჯერ გაქვს გადაფურ….ანალოკი და თან არა მხოლოდ შენი ეს გეტყობა ერთ წინადადებაში

• რა შეუკიკინეთ ამ ფრანგს

" მაშინ ოლისე მიმაჩნდა " - თბილისში ჩამოვიდა " ეხლა კვარა მიმაჩნია " - საფრანგეთში ჩავა " ეხლა მბამპე მიმაჩნია" ) რა ქნას თანამდებობაზე თქვას უარი თუ მოქალაეობაზე ?? მე გეტვით რაც მოხდება: ყველა ჯერ თავისიანს უჭერს მხარს და მერე კვარადონას. ამიტომ მე-2 და მე-3 ადგილებით კვარა მიიღებს "ოქროს ბუთს" ! ოღონდ სომხებს წინასწარ ნუ გააგებინებთ ))

• ამატაკი

წერა-კითხვას თავი რომ დავანებოთ, კლავიატურით სარგებლობ როგორც ჩანს და რა რთული სანახავია რას წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს ნაკრები. მართლა რომ გაინტერესბდეს ის სფერო რაზეც წერ, აუცილებლად გაიგებდი, დღევანდელი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება 261 მლნ დოლარია. ის აღემატება არათუ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მე -17 ეა მსოფლიოში ფიფაში შემავალ ქვეყნებს შორის, აღემატება აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანას. რაც შეეხება ფიფას ოფიციალურ რეიტიმგს 72 ე ადგილზეა და ისიც კი არ არის "რეიტინგის ბოლოში მიკარგული". მიუხედავად იმისა. რომ როგორც ფაქტები მეტყველებს მისი ამჟამინდელი ადგილიც არასწორი მართვის შედეგია. ეხლა მთავარი: რამ გამოიწვია ნაკრების ფეხბურთელებზე ასე ერთბაშად მომეტებული მოთხოვნა, რომ ღირებულება მისი რეალური ფასისკენ დაიძრა ბოლოსდაბოლოს? იქნებ ზოგიერთს ჰგონია მისი "კაუსტიკური სარკაზმი და კომპზე ჩხირკედელაობაა" ამის მიზეზი'. ნაწილი გულშემატკივრისა ვფიქრობთ, რომ ამაში ლომის წილი სწორედაც ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის პერსონალურად და არავის სხვას. პ.ს ფრანგებს რამოდენიმე დიდი, ისტორიული ფეხბურთელი ჰყავდათ და ჰყავთ ამჟამად, სანიოლი მათ რიგებს ნაკლებად მიეკუთვნება, თუმცა არც ის იყო ცუდი. ერთერთი ასეთი უეჭველად მიშელ პლატინია. როგორ გგონიათ შენ და შენს თანამოაზრეთ - ოქროს ბურთზე კვარას შესახებ მისი პოზიციაც ჩვენ , ქართველმა გულშემატკივრებმა " ხომ არ ამოვათქმევინეთ"?

დაგესევიან ეხლა, არადა სიმართლე ეგაა. არ მახსოვს მე კვარას პირადად ნაკრები მოეკიდოს ზურგზე და თამაში მოეგოს. ერთი შვედეთთან იყო და ეგეც ყოვლად უაზრო თამაშში. სადაც საჭირო იყო იქ ვერაფერი ქნა სამწუხაროდ, თურქეთთან 0 იყო.

• ლალუკა

აფერისტ

კაცი რასაც ფიქრობს იმას ამბობს. ეხლა ზაბარნი რო იყოს ნომინირებული, უკრაინის მწვრთნელმა ზაბარნის უნდა მისცეს ხმა? ;დდდ ძაან მაგარი სეზონი ჰქონდა კვარას და ლიგის საუკეთესოს ჯილდოც დამსახურებულად აიღო, მაგრამ ოქროს ბურთი უფრო დიდი მასშტაბის ჯილდოა. მარტო ჩემპიონთა ლიგის გამო არ იძლევიან ოქროს ბურთს, გადახედეთ ბოლო წლებს. 2021-ში ჟორჟინიო გახდა ლიგის საუკეთესო და ოქროს ბურთი მესიმ აიღო, 2023-ში როდრი გახდა ლიგის საუკეთესო და ოქროს ბურთი მესიმ აიღო, 2024-ში ვინისიუსი იყო ლიგის საუკეთესო და ოქროს ბურთი როდრიმ აიღო. ანუ სანაკრებო ტურნირები უფრო წონადია. თან კვარა საერთოდ ვერ გავიდა მსოფლიოზე და ლიგა 1-შიც ვერ ბრწყინავდა.

• სიმართლე

ამას ავიწყდება მე მგონი რაღაცები ვინ კვარას აძლევ ხმას შარშან ხმა მიეცი დებელე ვიტინიას ჰაკიმი. ამათ მიცა ხმა კაი ამის გავუგე მაგრამ ეს კაშია როა სუფთა ს....ი....კო ამაზე რას იტყვით კვარაცხელიასი მაგრად შურს ტიპს არცერთხელ 3-ეულში არ შეუყვანია მე არ მინახია ყოველ შემთხვევაში..

• დდდ

როდის ნახე ნაკრებში ყურებჩამოყრილი ხვიჩა, შე მართლა ყურებდაცქვეტილო სექტანტო, შენა?!...

ესეც რო ჩვენ გვაბოლებს

• ბოჩია

დაწყნარით ახლა!!! ბოლოს და ბოლოს ამოათქმევინეთ სანიოლს - ოქროს ბურთს კვარა იმსახურებსოო,,იმანაც თქვა რაა...მისი რა მიდის... ვითომ მეტი პრობლემა და სადარდელი არ იყოს ქართულ ფეხბურთში, რომ მარტო კვარას პირადი ჯილდო - ოქროს ბურთი აკლდეს ჩვენს სადღაც, რეიტინგების ბოლოში მიკარგულ ეროვნულ ნაკრებს და საკლუბო ფეხბურთს.... არადა წინ ურთულესი ოთხი თამაშია და მთავარი შეკითხვები ნაკრების მწრთნელთან კვარას ოქროს ბურთიაა - ვერ ხართ თქვენ კარგად!!! ზუსტადაც ამ ოთხ თამაშზე გამოჩნდება რა შეუძლია და რამდენაც ღირსია ოქროს ბურთის მოპოვების კი არა პრეტენდეტებშიც, რომ მოხვდა, თორემ ოქროს ბურთ, რომ მაგას არავინ მისცემს ფაქტია. მე პირადად ეჭვი მაქვს, აქაც ტრადიციულად ყურებჩამოყრილი იქნება და უარყოფით შედეგს თანაგუნდელებს დააბრალებს და აქაც მხარს აუბავს სექტა...აწყობილ გუნდში, სადაც შენს გვერდზე, შენს გარდა კიდევ 9 ოქროს ბურთის პრეტენდეტი გყავს ყველა რგოლში - ადვილია...აი ნაკრებში უნდა იყოჩოს თუ ერთი ადგილი აქვს, აიყოლის კლასით მასზე დაბლა მდგომი თანაგუნდელები და შედეგი დადოს...

• გეო

ძალით ათქმევინეს კაცს

• ედემი კორძაია

შევთანხმდეთ სანიოლი სუსტი და უვარგისი მწვრთნელია ევროპაზე ბიჭების მონდომების ხარჯზე გავედით და შემდეგ კვარას ხარჯზე დაიდო შედეგი. ასეა ეს

• ლშა

მტავარია სადაც საჭიროა იქ ხმა კვარას მიცეს და დალშე დაიკიდე :))))))))

• Achi

კაროჩე რა ეგრე კაცი ყველაფერს ერგებოდეს და რო არ იმჩნევდეს ამის მეტი არ მინახია უთხრეს გადააკეთეო რაც იბჟიტურე და გადააკეთა ახლა კვარაც მიამატა ოლისე ვაბშე არაო

• ერიჰაა

კოტეტიშვილის ნაცვლად ათამაშოს კოლელიშვილი, ხოლო ჩაკვეტაძის მაგივრად ჭანკვეტაძე. ამან ეტყობა არ იცის, რომ ქართველებს ფეხბურთი გენებში გვაქვს.

• გამიხარდა

vashaaaaaaaaaaaaaaaaaaaa

ისიც უნდა გამოეძახა და გაფართოებული სია გაედიდებინა.ამჯერზე 4 თამაში გვიწევს 10 დღეში,ამიტომ ყველა შესაძლო კანდიდატი,გუნდთან ერთად უნდა ემზადებოდეს და საჭირო მომენტში,შემადგენლობაში დადგომა,დაუბრკოლებლად შეეძლოს.

• ჯადო

ჩავთვალოთ რომ უმწვრთნელოდ ვთამაშობთ და მხოლოდ ბიჭების მონდომებაზე ვართ დამოკიდებული. ამდენი ხანია კაცმა ვერც სქემა დაალაგა და ტაქტიკაც სხვადასხვა მექნებაო. თვითონაც არ იცის რა უნდა. მიდით ბიჭებო შეუბერეთ. ვერასოდეს გახდება სანიოლი კლოდ სორელივით ქართველი, რა ფრანგიც იყო, იმ ფრანგად დარჩება. მაინც გავიმარჯვებთ ისეთი ბიჭები გვყვავს! წინ საქართველო! არავითარი მეორე ნომრად თამაში! ვინც უტევს, ის იგებს!!!

• კოტეტიშვილის და ჩაკვეტაძის ჩანაცვლება რაო რთულიაო? ორივე დაბალი კლასის გუნდში და სათადარიგო

საინტერესოა

• მიხეილი

ვილი, ესეიგი ,როცა არ იყო გამორჩეული კვარა, მაშინ ასახელებდი, და როცა გამორჩეული იყო ყოველ მხრივ ,არ ასახელებ, არ ხარ გულწრფელი. შეცდომა დაუშვი ვილი.

• ნელსონ მანდელა

კარგია ხარებაშვილი აზარს მაგივრად, ტრავმის მიღების გარეშეც ხარებაშვილი უნდა გამოეძახა ან კიდევ გიორბელიძე რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აქვს თურქეთში

• გიორგი

არაა ბრატქურდული გაგების არც ხანჯალიაქ

• კარგი კალენდარი გვაქს

ჩემი აზრით ყველაზე უკეთესი კალენდარი გვაქს..ჩრდ. ირლანდია 2 დანარჩენ მეტოქეზე სუსტი მგონია და სახლში ვიწყებთ მათან. ვამთავრებთ სახში უნგრეთან და ნეიტრალურზე უკრაინასთან. საუკეთესო სტარტის შემთხვევაში დაწინაურება შეიძლება ჯგუფში. უკრაინას ბოლოს და ბოლოს უნდა მოუგოთ. რა გახდა ეს უკრაინა კალათბურთში და ფეხბურთში?

• ziz

მგონი ძაან გასაგებად ახსნა

• ზურა56

რაღაც.მოუხერხეთ.სანამ.დროა🙏🙏🙏

• წადი შენი

თფუი …იმის კაცობაც არ ეყო რომ პირველ ( არასწორს)ჩვენებას მიწოლოდა იქ სხვა თქვა აქ სხვას ამბობს საფრანგეთში მბაპეო იტყვის ესპანეთში იამალს ინგლისში კეინს ბელგიაში ლუკაკუს და ა.შ ….უნიჭო ქამელეონი

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის

ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს

[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!

WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი

სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ

მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"

პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს

18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა

მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია

"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე

"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე

მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა

"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს

"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა

"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"იმდენი ვიცინე, კინაღამ ძირს დავეცი" - ჰიონესმა ოლისეს "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

“ოლისესგან 20 თვის გოგონა მყავს” - “ბაიერნის” ვარსკვლავი სკანდალში გაეხვა

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEO] 15 გოგონასთან ერთად - ოლისეს დიდებული დასვენების კადრები გავრცელდა

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

თუ ოლისე წავა - "ბაიერნმა" მის შემცვლელზე მუშაობა დაიწყო

ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში

ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს