ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელში" გასინჯვაზე მყოფმა 23 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და ტრანსფერი ჩაიშალა
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახური წერდა, რომ გუნდის ფორვარდმა ვახტანგ კვარაცხელიამ, შესაძლოა, ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელში" განაგრძოს კარიერაო.

"23 წლის ვახტანგ კვარაცხელია, რომლის ტრანსფერიც ქუთაისის "ტორპედოს" ეკუთვნის, ისრაელის ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელში" ისინჯება. ქართულ და ებრაულ კლუბთა სავარაუდო შეთანხმებით, ფეხბურთელი ახალ გუნდში ათთვიანი იჯარით გადავა", - იუწყებოდა "ტორპედოს" ვებგვერდი.

ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელი" ისრაელის წინა ჩემპიონატში მე-12 ადგილზე გავიდა, ახალდაწყებულში კი ორი ტურის მერე ერთი ქულა აქვს.

გუშინ, 5 სექტემბერს საღამოს კი ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ეს ტრანსფერი ჩაიშალა.

კვარაცხელია ქუთაისის "ტორპედოში" შარშან, სეზონის დაწყების შემდეგ გადავიდა "ვიტ ჯორჯიადან", მაგრამ ძირითადში ნაკლებად ხვდებოდა, რის გამოც დიდი ხანია, კლუბის დატოვება სურდა. "ტორპედოს" ხელმძღვანელებიც არ იყვნენ ამის წინააღმდეგნი.

კვარაცხელიას უმაღლეს ლიგაში დებიუტი 15 წლისას ჰქონდა "თბილისში", შემდეგ თამაშობდა ბათუმის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", ცხინვალის "სპარტაკში", ლიტვურ "ვეტრასა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიაში". საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ერთხელ ითამაშა და ევრო 2011-ის შესარჩევ თბილისურ შეხვედრაში ირლანდიასთან გაიტანა კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა