ლა ლიგის მეშვიდე ტურში „სევილია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონასთან“ 1:3 დამარცხდა.

ანდალუსიელებმა მატჩი კარგად დაიწყეს, დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ შემდეგ რაფინიამ ჰეთ-თრიკი შეასრულა (ორი საგოლე გადაცემა იამალმა გააკეთა) და კატალონიურმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 68-ე წუთამდე ითამაშა და საკმაოდ აქტიური იყო - შეფასებები: Sofascore 6.7, Flashscore 6.3, Whoscored 5.9.

„სევილია“ 13 ქულით მე-5 ადგილზეა და 12 ოქტომბერს „ლევანტეს“ ესტუმრება.

„ბარსელონა“ 21 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 6 ქულით უსწრებს (მადრიდელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული) და 10 ოქტომბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

სევილია. „სანჩეს პისხუანი“

სევილია - ბარსელონა 1:3

გოლები: 1:0 ფოფანა (19), 1:1 რაფინია (22), 1:2 რაფინია (52), 1:3 რაფინია (69)

იკა
პსჟ_ს ვერავინ დაამარცხებს, ჯერ ერთი პსჟ გუნდია და არა ინდივიდუალისტებზე დაყრდნობილი გუნდი. პსჟ ამიტომ აღემატება ყველას 1 თავით.
სიმართლე
დღეის მონაცემებით პსჟ მინიმუმ 5 ბურთს გაუტანს თუ დასჭირდა.
პსჟ-ს
ვერ გადაუვლის იმიტომ რომ იდენტურ ფეხბურთს თამაშობენ ისედაც სად პსჟ და სად სევილია.ისე ლიგის ფავორიტები წელს რეალი და ბარსელონა მგონია ვნახოთ რაიქნება.
დათო
წინ ბარსააა. სევილია არა წნორის მილანი კიდევ.
555
დღეის მდგომარეობით ეს ბარსელონა პსჟ-ს გადაუვლის. თუმცა ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, სეზონის ბოლოსკენ ვნახოთ რა იქნება

ბარსელონა გასაგებია,მაგრამ სევილიამაც მაგრად ითამაშა.მეორე ტაიმში უკვე შეეტყოთ,რომ ძალები აღარ ჰკმაროდათ,მაგრამ რაც შეეძლოთ იბრძოლეს.მეორე გოლის ეპიზოდში,ლამინ იამალი ქოჩორაშვილს გაექცა და საგოლე პასი მისცა,რაფინიას.მაგ მომენტში,დაზღვევაზე,კორეა ეხმარებოდა ქოჩორას და სწორედ მას ჰქონდა საშუალება ,ჩაწოდება დაებლოკა,მაგრამ ის დამკვირვებლად დარჩა და რაფინიას გატანა აღარ გასჭირვებია.ქოჩორა 68 წუთზე შეცვალეს და ერთი წუთის შემდეგ,სწორედ მისი ზონიდან გაკეთდა მესამე გოლზე საგოლე პასი.სეტევაზე წასულმა სევილიამ ბურთი დაკარგა და ნახევარმცველები ბურთზე უკაბ აღმოჩნდნენ,სევილიას მცველებმა იამალს ყურადღება აღარ მიაქციეს და ყველა საკუთარი პოზიციის დასაკავებლად გაიქცა.თავისუფლად დარჩენილმა იამალმა მცველებს შორის სივრცეში მიაწოდა რაფინიას და პირისპირ დარჩენილ რაფინიას,გატანის მეტი არაფერი დარჩენოდა.ქოჩორა ძალიან კარგი იყო და ჯარიმებიც არ აუღია.გამოდის,რომ სათამაშო ფორმა დაიბრუნა და 90 წუთით სათამაშოდ რამდენად არის მზად,ეგღა რჩება საკითხავი.მეორე მხრივ, 10 დღეში 4 თამაშის პირობებში,მისი 90 წუთით მოედანზე დატოვება,მაინც გამორიცხული ამბავია.მისი ძალები ოთხივე თამაშზე უნდა გადავანაწილოთ,არც ჩაკვეა 90 წუთისათვის მზად და კიტეიშვილს ხომ შტურმშიც წუთობრივად უზომავენ დატვირთვას,რომ რეციდივი არ ჰქონდეს.ასე რომ,მათი სულ ცოტა,30-35 წუთიანი ჩანაცვლება რამდენად სრულფასოვნად გამოგვივა,მაგაზე ბევრად იქნება დამოკიდებული,თამაშების შედეგები.ძალიან ბევრი პრობლემის მქონე დაცვის ხაზი,ცენტრმაც თუ საიმედოდ ვერ გაამაგრა,მხოლოდ შემტევი ხაზი,დადებით შედეგს მოგვიტანს?დაახლოებით თანაბარი დონის გუნდებში,ამისი რწმენა,ვერ გექნება.სულ მთლად უთამაშებელი გოგლიჩიძე,თითქმის უთამაშებელი საზონოვი,ტრავმირებული აზაროვი და გოჩოლეიშვილი,კაკაბაძ,რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და თავისი გუნდის მსგავსად,თვითონაც ძალიან შორსაა,თუნდაც მისაღები ფორმიდან...სხვებზე წერენ,მაგრამ ვითომ ეს ნაკლები პრობლემებია?-არა მგონია.
ორ
გუნდიანი ლა ლიგა საქართველო ესპანეთის პაექრობას გავს ყველა თამაში ბარსელონას და რეალის მონაწილეობით განსაკუთრებით ბარსელონასთან.
სიმართლე
პსჟ_ს შეხვდებით და დაგიმტკიცებთ ფეხბურთი რას ნიშნავს, ლეგანესთან და ელჩესგან განსხვავებით.
გელა
გუნდი ფორმის პიკში სეზონის ბოლოსკენ უნდა გავიდეს და არა დასაწყისში.
კიეზა
ამან მსოფლიოზე როგორ ვერ გაიბრწყინა მიკვირს..თუმცა ეს ანჩელოტის ბრალიცაა..ძაან მაგარი გუნდი შექმან ფლიკმა..პეპის ბარსას მაგონებს ეს გუნდი..სევილია კი წელს კარგად გამოიყურება.თუმცა ამ ბარსასთან უშანსოდაა.
Kosta
ამჟამად,ახლა რაფინია რომ არის,ისეთ ფორმაში არაცერთი ფეხბურთელი არაა დედამიწის ზურგზე,უბრალოდ დაფრინავს ბრაზილიელი,მოედანზე რასაც უნდა იმას აკეთებს.
დავით 67
ბარსელონა შეუჩერებელია! ვფიქრობ ბავარიის რეკორდს დაამხობს .წაუგებელ სერიას ვგულისხმობ.
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"მსაჯმა მატჩის მოგების შანსი წაგვართვა" - "სევილიას" მწვრთნელი 1:4 მარცხის შემდეგ
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს