საბერძნეთის ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი საქართველოს სახელით თამაშზე ოცნებობს
რამდენიმე თვის წინ უცხო ქვეყნების ნაკრებებში მიწვეულ ქართველთა შორის კიდევ ერთი ჩვენებური, 17 წლის გუგა ხვიჩია აღმოვაჩინეთ. გუგა 1993 წელს დაიბადა, ქუთაისში გაიზარდა და ხონის "იმერეთის" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა.

საბერძნეთში ხუთი წლის წინ მშობლებთან ერთად ჩავიდა. "პანათინაიკოსის" საფეხბურთო აკადემიაში სინჯებზე მისული მოეწონათ, აკადემიის მფლობელმა ვასილის კარაფიალისმა კი მენეჯერობა შესთავაზა.

აკადემიაში 2007-09 წლებში ვარჯიშობდა, საიდანაც კარაფიალისმა კლუბ "გლიკანერაში" გადაიყვანა, სადაც ექვსი თვე დუბლშემადგენლობაში თამაშობდა, შემდეგ კი - ძირითად გუნდში.

გასული წლის ზაფხულში საბერძნეთის 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პეტროს ციგულისმა მიიწვია, 5 ამხანგური შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე ძირითადში: ორჯერ კვიპროსელ თანატოლებთან, სამჯერ ბერძნულ გუნდებთან.

სწორედ ამ დროს მოსთხოვეს გვარის გადაკეთება, რაც საბერძნეთში ჩვეულებრივი ამბავია - გავიხსენოთ ამ ქვეყნის სახელით მოასპარეზე არაერთი ქართველი სპორტსმენი. ხვიჩიებმა შეთავაზებაზე უარით თქვეს და ახალგაზრდა ქართველს კლუბთან პრობლემები. შეექმნა

არადა, ეს მაშინ მოხდა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დახურული იყო და ვეღარაფერი მოახერხა. ხვიჩია საბერძნეთის მოქალაქე არ არის, მაგრამ იქ ჩასვლისა და თამაშის უფლება აქვს.

გუგა ზაფხულში ახალ გუნდში ჩაირიცხა: "არაის ვულასთან" ექვსი თვე+ექვსი თვე წესით გავაფორმე კონტრაქტი, ანუ, თუ გადაწყვეტენ, ექვსი თვის მერე კონტრაქტს გავახანგრძლივებთ."

მქონდა სხვა წინადადებებიც: "პანათიანიკოსისა" და აეკ-ის ახლაგაზრდულ გუნდებში მიწვევდნენ, მაგრამ მთავარი გუნდი ვამჯობინე - დიდებთან თამაშით ბევრად მეტ გამოცდილებას შევიძენ. თანაც, "არაის ვულას" პირველ ლიგაში გადასვლა უნდა. საბერძნეთში ახლა ეკონომიკური კრიზისია, თუმცა ამ გუნდს არ უჭირს."

გუგას ჩვენთან არ იცნობენ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც არ უთამაშია. ამბობს, რომ ახლა საბერძნეთის 19-წლამდეთა ნაკრებში გამოიძახეს: "საბერძნეთის 18-წლამდელების მერე 19-წლამდელებში ორ საკონტროლო შეხვედრაში ვითამაშე და 4 გოლი გავიტანე. ოფიციალურ მატჩებშიც სურდათ ჩემი გამოძახება, მაგრამ გვარის შეუცვლელად საბერძნეთის ნაკრების ოფიციალურ შეხვედრებში არ მათამაშებდნენ. დასაფიქრებლად დრო მოვითხოვე. ოჯახი წინააღმდეგია,

განსაკუთრებით, მამა, მეუბნება, მერე სულ აქაურობას შემორჩებიო. არადა, ასაკობრივ ნაკრებში თამაშით საქართველოს ნაკრებში მოხვედრის უფლებას არ ვკარგავ. საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა ირონიულად მითხრა, შენი ფეხით მოხვალო და არ მინდა, ასე მოხდეს.

არც დიდხანს გაჩერება მსურს, საბერძნეთში ეკონომიკური ვითარება აირია და საფეხბურთო კლუბების საქმეებიც ცუდად არის. ამიტომ გავაფორმე მოკლევადიანი კონტრაქტი, გუნდს რომ ფინანსურად გაუჭირდეს, სხვაგან წასვლა აღარ გამიჭირდება."

ხვიჩია საქართველოს სახელით თამაშზე ოცნებობს. ორი წლის წინ ამის შანსიც ჰქონდა, მაგრამ კლუბის მიზეზით ვერ გამოიყენა - მისით გიორგი დევდარიანი დაინტერესდა და დაუკავშირდა კიდეც, მაგრამ სეზონის მიმდინარეობისას ბერძნებმა დროულად არ გამოუშვეს და შეკრებაზე დაგვიანებით გამოცხადებულმა ვეღარ ივარჯიშა. მას მერე ნაკრებში არ გამოუძახებიათ.

გუგა ხვიჩია ათენში აეკ-ისა და თბილისის "დინამოს" შეხვედრას დაესწრო და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: "ბერძნები გაკვირვებულები იყვნენ. იციან, რომ საქართველოში ფეხბურთი არც ისე განვითარებულია, კლუბებს უჭირთ და მიუხედავად მათი კლუბების კრიზისისა, "დინამოსგან" ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. მატჩამდე ამბობდნენ, რომ იოლი მეტოქე შეხვდათ, მერე კი სხვაგვარად ალაპარაკდნენ, ძლიერი გუნდი გყოლიათო.

ისე, აეკ-ი წლეულს ნამდვილად აღარ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ადრე იყო და შემდეგ ეტაპზე "დინამოს" გასვლის იმედი ამიტომაც მქონდა. გული დამწყდა, რომ ეს ასე არ მოხდა."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

izi
მაგიჯებ მაგიჯებ მაგიჯეეეეეეეეეებ... მიყვარხარ გუგ:*
ana kh
გუგა მე შენიტ ვამაკობ :)
ana
ჯამარაულ გიორგიზეც დაწერეტ ნახეტ მაგარი იგოკია აქ ცკიპოსტან იყო ბავსჰვობასჰი
efwefwefwf
ეფწეფ
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე