"ზესტაფონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მთავარი გუნდს რეზერვისტები დაუმატა, "მწვანეებად" და "წითლებად" დაყო და ტესტმატჩი ათამაშა
"ზესტაფონის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძის ყოფილმა ასისტენტმა გია ჭიაბრიშვილმა კლუბის ბაზაზე მთავარი გუნდის ფეხბურთელებს რეზერვისტები დაუმატა, "მწვანეებად" და "წითლებად" დაყო და ტესტმატჩი ათამაშა.

"წითლები": მამალაძე, თ. გრიგალაშვილი, ონიანი (მნათობიშვილი), საჯაია (კობახიძე), კიკნაველიძე, გაჩეჩილაძე, გაგოშიძე (გარსევანიშვილი), ჭანკოტაძე (ლურსმანაშვილი), სარდალიშვილი, შარვაძე (ღირდალაძე), კვერნაძე.

"მწვანეები": მეშველიანი (იმერლიშვილი), ღონღაძე, მნათობიშვილი (ონიანი), კობახიძე (საჯაია), ელიავა, გორგიაშვილი, ბაბუნაშვილი, აფციაური (ჭანკოტაძე), ფიფია, დვალი, წინამძღვრიშვილი.

ფეხბურთელებმა ორი 30-წუთიანი ტაიმი ითამაშეს. "წითლებმა" ანგარიში -მე-8 წუთზე გახსნეს - კახა მეშველიანის კარი მიხეილ სარდალიშვილმა აიღო, თუმცა პირველი ტაიმის ბოლომდე ჯაბა დვალისა და თორნიკე აფციაურის გოლებით უკვე "მწვანეები" დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმშიც თამაში ორმხრივი იერიშებით წარიმართა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლი გავიდა - ბოლო წუთზე დვალმა კიდევ გაიტანა, დუბლი შეასრულა და "მწვანეებმა" 3:1 მოიგეს.

სხვადასხვა მიზეზით, არ უთამაშიათ ირაკლი ძარიას, ალექსი ბენაშვილს და საბა ლომიას. ისინი მოედანს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Burton
ხომ არ მიდის გუნდიდან?
Burton
და სტატიაში რატომ არ წერია? "სხვადასხვა მიზეზით, არ უთამაშიათ ირაკლი ძარიას, ალექსი ბენაშვილს და საბა ლომიას. ისინი მოედანს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან."
kapo
გელაშვილი ტრავმირებულია
Burton
გელაშვილმა რატომ არ ითამაშა?
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო