ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „მარსელი“ 2:1 დაამარცხა.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა პირველ ტაიმში მხოლოდ ორი რეალური მომენტი შექმნეს, რომლებიც დემბელემ ვერ გამოიყენა. შესვენების შემდეგ „პარი სენ ჟერმენმა“ უფრო აქტიურად შეუტია, ნევეშის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს მეკარე დე ლანგე დაეუფლა. მერე დემბელემ ხვიჩას გადაცემა გაუკეთა, რომლის ქუსლით ეფექტურად დარტყმული მიზანს ასცდა. ნევეშმა ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველი 59-ე წუთზე ტორესით შეცვალა და მან „პარი სენ ჟერმენი“ დააწინაურა. მალე გომესმა ანგარიში გაათანაბრა, მარკინიოსმა კი პსჟ წინ გაიყვანა. „ოლიმპიკის“ ნახევარმცველმა ვეამ 77-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა მისმა გუნდმა ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა.

პსჟ 8 ქულით მე-6 ადგილზეა და 10 ოქტომბერს „ლე მანს“ უმასპინძლებს.

მარსელი. „ველოდრომი“

მარსელი - პსჟ 1:2

გოლები: 0:1 ტორესი (66), 1:1 გომესი (72), 1:2 მარკინიოსი (74)

გაძევება: ვეა (77, მარსელი)

მიჩინიო
დიდ აღმართს დიდი დაღმართი მოსდევს. პსჟ დროებით გადატვირთვის პროცესშია. ენრიკეს მოუწევს საკუთარი უჭკუო ყიდვა-გაყიდვებისთვის პასუხისგება.
ბოჩია
სრულად გეთანხმებით,დასამატებელი არც არაფერია...აწყობილ, მოხოდილ გუნდში თამაში ადვილია, როცა გვერდით ყველა პოზიციაზე შენსავით 10 ოქროს ბურთის ნომინანტი თამაშობს და ბღრდნიან ყველაფერს,ასე იყო ნაპოლიშიც მივიდა საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდში, რომელსაც მრავალი წელი აშენებდნენ ნაბიჯ-ნებიჯ, პსჟ-საც არ მოუგია ჰაერზე მიჯნიდ ჩ/ლიგა ოჯერ, მანამდე იყო წაგებული ფინალი,ნახევარფინალები და მეოთხეფინალები, თუ არადა რატომ ვერ მოიგო ვერაფერი რუბინში, იქაც ათიდან ერთ გაიფაფხურებდა და სულ ეგ იყო, ან ნაკრებში რატომ ვერ ბრწყინავს!!?, ჩვენთვის ყველაზე ეპოქალური თამაში იყო თბილისში საბერძნეთან და გაიხსენეთ როგორ უმწეოდ გამოიყურებოდა, როცა საჭირო იყო ლიდერობა ეკისრა და არც ისე მაღალი დონის თანაგუნდელებით ლელო თვივითონვე გაეტანა, მაგან კი,ნახა რაა არაფერი გამოსდიოდა მე-2 ტაიმში ტრამვა მოიგონა და გუნდი მიატოვა, ბედათ გუნდმა მის გარეშე ძალა მოიკრიბა და ბოლომდე რის ვაი-ვაგლახით , დამატებული დროის ჩათლით მიათრია 0-0, შემდეგ კი პენალტების სერიაში მოიგო და გავიდა ევრო-24-ზე. სამაგიეროდ თამაშის შემდეგ ზეიმზე პირველი სკრიპკა იყო და ის ტრამვაც არ გახსენებია, ისე როგორც მის ცალტვინა სექტას, რომლებსაც ახლა, ახალი გამოწვევა აქვთ - ოქროს ბურთი. რისთვისაც ძალას და ენერგიას არ იშურებენ, მასობრივად უტევენ პსჟ-ს ოფიციალურ საიტს და დღეში რემდენჯერმე ხმას აძლევენ, სანიოლს ბოლოს და ბოლოს ათქმევინეს - კვარა ოქროს ბურთს იმსახურებსო და ა.შ.....ოქროს ბურთი კი არა, ისე საშინლად გამოიყურება პსჟ-ს შემადგენლობაშიც, შეცვლაზეც თამაში სანატრელი გაუხდება. ახლა ერთი გამოსავალი, მდგომარეობის რაღაცნაირად გამოსასწორებლად, ნაკრებში შედეგიანი თამაშია საჭირო, რისი იმედი მე პირადად, სადღაც მაქვს, იქნებ ღირსეულად გამოვიდეს ნაკრები და ტრადიციულ ბოლოდან მე-2 ადგილს ავცდეთ, კვარას ვასკლავური თამაშის გარეშე, კი ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება.....
საჩინო
ხვიჩა აშკარად ვეღარ აჩვენებს ისეთ ფეერულ თამაშს,რომელსაც მიგვაჩვია.ინტენსივობა დაბალი,ძუნძულით გადაადგილდება და ხაშმაშ აქტიურობს(მიზეზს ვერ ვგებულობ).მიუხედავად ყველაფერ ამისა ,ის გუნდში სხვებზე უარესად არ გამოიყურება და თუ ვინმე იყო პირველად შესაცვლელი ,დემბილე იყო და არა ხვიჩა. ენრიკე კი შეკითხვაზე,თუ რატომ შეცვალა კვარაცხელია,___სრულიად უაზრო პასუხს იძლევა: მე ვარ მწვრთნელი და მე ვწყვეტ ყველაფერსო.შე მამაცხონებულო,შენ,რომ ხარ და შენ რომ წყვეტ,მაგიტომ გეკითხებიან,__ასე რატომ გადაწყვიტეო,თორე სხვას შეეკითხებოდნენ.
ზაზა
ეს სექტა რო ბღავის ხვიჩას ოქროს ბურთი ეკუთვნისო იქნებ ამიხსნან ამ გონებაშეზღუდულებმა რაში ეკუთვნის? ჩემპიონთა ლიგაზე რო მაგრად ითამაშა კი მისცეს მაგ ტურნირის საუკეთესოს ტიტული.ტიპი 10 თამაშში ერთს თამაშობს,არასტაბილურია.ერთს გაიფხაკუნებს და სექტა ნირვანაშია.თუ გაქვს საუკეთესობაზე პრეტენზია იამალივით და კეინივით სტაბილური უნდა იყო.ვნახოთ ნაკრებში რას იზამს.ეგაა მთავარი და არა პსჟ.
lisandro
დარწმუნებული ვარ რომ ეს იყო ბოლოჯერ როცა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინატებს შორის იყო დასახელებული, სხვა გრანდში წავიდესო ვინც წერთ ვის რად უნდა ერთი ისიც დაწერეთ, ეს ბარსელონას მიერ დაწუნებულმა ტორესმა ამოაგდო ლამის ძირითადიდან და ეხლა ამას ბარსაში ან რეალში წაიყვანენ რაფინიაზე, ან ვინისიუსზე, მბაპეზე უკეთესი ხარო? ამის შემდეგი გაჩერება ვილიარეალი, ბეტისი ან ასტონ ვილა, ბრაიტონია. ასე იცის ორი სეზონის შემდეგ კვარადონას, კვარამადონინას, კვარავაჯიოს ძახილმა და სტატიებმა.
რამაზი
საქართველოს ნაკრებმა ეხლა ორ საშინავო თამაშებში წესით ორივე უნდა მოიგოს. თუ სხვა შედეგი იყო ეხლა წასვლა სჯობს მწვრთნელის
კონტეს მამა
სამწუხაროდ ყველა ვხეავთ რომ ნამდვილი კვარასგან შორსაა. ფორმაში კი არის, მაგრამ რაღაცნაირად დამძიმებულია და მონდომებაც აკლია. მე ამას მაინც კარგ ცხოვრებას მივაწერდი. განა ადრე უჭირდა, მაგრამ ეხლა ალბათ განსაკუთრებულად კომფორტში ცხოვრობს. ყავს ოჯახი, ეზრდება შვილი, ამდენი თაყვანისმცემელი, ახლობელი თუ შორეული ნათესავი, ყველას ჭირდება ცოტა ყურადღება, თანაც ხვიჩამ თითქმის ყველა ტიტული მოიგო, ზოგიერთი რამდენიმეჯერ, აღარ აქვს მოტივაცია, როგორიც რუბინში მარტო ყოფნისას ჰქონდა, თუნდაც ნაპოლიში პირველ წელს. დაღვინებული ჩანს, აღარ აქვს თვალებში ის შემართება და ნაპერწკალი, აღარ იბრძვის და ეს ნაწილობრივ გასაგებიცაა. ასაკიც ემატება, ახალი ინტერესები გადმოდის წინა პლანზე. კი ბატონო, შეიძლება მოვთხოვოთ მალდინივით 20 წელი სულ რეჟიმში ყოფნა, თუნდაც რონალდოვასით, მარამ შეუძლია კი? მე ვერ ვამტყუნებ, იმდენი სიხარული მოგვანიჭა უკვე და მაგიტომ. იმედია ხვიჩიკო ნაკრების თამაშებზე სრულიად გადაისახება და თავის მაქსიმუმს აჩვენებს, რადგან აქ სულ სხვა პასუხისმგებლობა აქვს და მეტიც მოეთხოვება. ვუსურვოთ წარმატება და ძველებურად ფრენა გულშემატკივართა გულების გასახარად. რაც შეეხება ოქროს ბურთს, არის კიდევ დარჩენილი თამაშები ოქტომბერში და ექნება დრო თავის გამოსაჩენად.

პსჟსთვის შეიძლება არ არის საპანიკო,მაგრამ ნაკრებს უახლოეს ორი კვირაში 4 თამაში ელის,ერთა ლიგაზე და აქაც თუ ასე ითამაშა,ნამდვილად საგანგაშოდ გვექნება საქმე.იმედი ვიქონიოთ,რომ აქ სულ სხვანაირი ცეცხლით ითამაშებს.ჟინი რომ ექნება,მაგაში ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ ფორმაში თუ არ არის,მხოლოდ სურვილით,ბევრი არაფერი გამოუვა და გამოგვივა.
გოგა
მომენტ გამიხარდა, რო შეცვალეს, ნაკრებში უფრო გვჭირდება ხვიჩა, დანარჩენი კლუბში დალაგდება ყველაფერი, პსჟ არა კარგ ფორმაში, მარტო კვარა არაფელ შუაშია, წინა სეზონშიც ასე იყო, მაგრამ მე უფრო კონტრაქტის გახანგრძლივრბის ამბავი მგონია რაღაც
Achi
ფორმაში არაა კიარა ძან კარგ ფორმაშია პროსტა როგორც თვითონ უნდა ისე არ მიდის გუნდში საქმე და რაღაც უგულოდ არ თამაშობს თითქოს თავს ინახავსო და სანიოლის დარჩენა არ დარჩენა კიდე ფეხბურთელებზეა დამოკიდებული მესამეზე თუ გავედით უეჭველი უნდა წავიდეს თუნდაც მეორე ბრძოლაში ამაზე უფრო სუსტი გუნდები არ არიან ბ ლიგაში
ბოროტი ბეჰემოტი
ისე ვატყობ, სათადარიგო სკამის "სუნი მცემს" - ხით, ხით, ხით...
Nika Nikq
სამწუხაროდ ვერ თამაშობს ისე როგორც იყო ნაპოლში დრიბლიგი ყველაფერი დაკარგა გახდა ჩვეულებრივი ფეხბურთელი სამწუხაროდ რეალობა კვარამ მოუკლო თამაშებს ადრე კვარას თამაშების ყურება დიდი სიამოვნება იყო ეხლა არის საშინელი საყურებელი ეს ყველაფერი ენრიკეს ბრალია ბოლომდე არ აცდის თამაშს გაყავს იმ დროს როცა შედის კვარა რიტმში
ჯარისკაცი
ესაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი?
Givi
ისეთი შეგრძნება მაქვს როგორც ნაპოლიში იყო, წასვლა რომ უნდოდა და აღარ თამაშობდა... ნეტა აქაც მასეა და არ ამბობენ?
gogi
ჯერ საპანიკო არაფერია სეზონი ახლა დაიწყო და ფორმის პიკი შორსაა. პლიუს ამას ენრიკე შეტევის მეორე სამეულს გოცი-ტორესი-აკლიუში აყალიბებს, რათა გრძელ სეზონზე საკმარისი რესურსები ჰქონდეს. ისე კარგი იქნებოდა დაცვაზეც მასე მიეხედა. აი ნაკრებს რაც შეეხება აქ ალბათ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ისეთ კვარას ვნახავთ როგორც ლიგაზე. ჯერ ერთი ფორმაში არაა ჯერ და მერე მეორე, გარშემო მყოფებიც ცოტა განსხვავებული ეყოლება.
ვეა
კაროჩე კბილები არ უნდა გაეკეთებინა რა, ეტყობა ჯერ ვერ შეეგუა
კახი
კვარა კარგად გაისარჯა, უბრალოდ მწვრთნელი არ აცდის ბოლობდე თავის გამოჩენას.ისე კვერნა ახალი მართლა ვარსკვლავი იზდება, ამ სეზონსი გატანილი სამი გოლით მან უკვე გააკეთა კარიერაში დიდი ნახტომი. ეს უკვე სერიოზული განაცხადია. ნაპოლისაც თუ გაუტანა ის უკვე გახდება 30 მილიონიანი ფეხბირთელი.
ბორია წიფურია
ცუდად არ გამიგოთ მაგრამ ყველა თამაში მაქვს ხვიჩასი ნანახი რუბინიდან დაწყებული და დიდი გულშემატკივარფ მისი. წელს სამწუხაროდ სუპერ თასის შემდეგ ძალიან ცუდად გამოიყურება. თითქოს ადგილს ვერ არჩევს. კი უგვიანებ პასს და ალიან აღოღიალებს ბურთს გუნდი მაგრამ, რაღაც უნიათოდ დასეირნობს აქეთ იქეთ მოედანზე და თვინო დგას თავის კუთხეში და ბურთს ელოდება ხშირად. ბურთს მიიღებს და უკვე ჩაკეტილია და უკან პასებს იძელვა გართულებას და მოტყუებას აღარც ცდილობ, ხშირად ბურთს ჰკარგავს და უმიზნოთ ურტყვს, სისწრაფეც თითქოს დააკლდა და როცა გახსნილი ბურთს იღებს თამაშ აღარ ამწვავებს. არ მესმის ასე შარშანდელიდან როგორ უნდა დაეკარგა ფორმა? ის ჰოლანდიელი ნიკო გამოდის და უფრო ირჯება. ფერან ტორესმა კი რამდენი გამოვიდა იმდენი გოლი გაიტანა. ასე რომ ცოტა ბევრი უნდა მოინდომოს, შიძლება რაღაცით უკმაყოფლიოა, მაგრამ თუ ვიღაცაზეა გულ აყრილი ეს მის კარიერას არას შველის. ნდა მოინდომოს როგორც მშიერი და მჭურვალე რომ ჩავიდა ევროპაშ ისევ ისე. მ დროს ოქროს ბურთზე ადასახელებული და ასე უნიათოდ გამოიყურება იმის მაგივრად რომ ბრდღვნიდეს და ცეცხლს აჩენდეს მოედანზე - მეკუთვნის და მომეცითო. შამწუხარო იქენება ამდენის მიმღწევი თუ ქინქლაძესავით გაქრება, იმანცე ასე 4 ჭლამდე გამოიჩინა თავი და მერე ჭამას მიჰყო ხელი. ბაბა ფეხბურთია სიარული არ შეიძლება ბაბა

სათამაშო დრო მუდმივად უმცირდება, 8 თამაშიდან 1 არ ათამაშეს, 2-ში თითო ტაიმი, დანარჩენში ცვლიან 60-75 წუთის ინტერვალში. ასტონ ვილასთან ითამაშა ყველაზე მეტი 88 წუთი და ყველაზე კარგად, ტორესის მოსვლის მერე გუნდი აშკარად სხვა სტილზე გადადის, ტორესიც რომ არ არის მოედანზე მაშინაც. კვარას თამაშში აღარ იგრძნობა აღმაფრენა და ნაპერწკალი რაც ქონდა, ეს სათამაშო დროის შემცირება აუცილებლად იმოქმედებს მის განწყობაზე. პ.ს. თავის დროზე მბაპე, მერე ბარკოლა გაუშვა, ახლა ტორესის მოსვლით დუეს ან დემბელეს ამოგდება უკვე გამორიცხულია. დემბელემაც ფლანგზე გადაინაცვლა და როგორც ჩანს კვარას სათამაში დრო შეეწირება ტორესის ნელ-ნელა ძირითადში ჩასმას და პსჟს სათამაშო სტილის შეცვლას.
Levani
ახალნაყიდმა ტორესმა გადაარჩინა თორემ მიდიოდა 0-0 ისკენ. პსჟ არ არის რადგან მე რასაც დავაკვირდი ვიტინია ვერ არის ფორმაში,ანუ გუნდს მატორი არ უვარგა,საიდან ურტყავს და ყვავებს არ აცლის ფეხბურთს ყურებას
Barmalei
ტორესის მოსვლის შემდეგ ხვიჩა საერთოდ ვეღარ იტანს გოლს..
ტოტტი
მგონი დროა წავიდეს სხვა გრანდში
ვასო 67
მეორე ტაიმში ის 13 წუთი რაც აცალა, კვარა იყო ეფექტური და ერთერთი საუკეთესო, ორჯერ თავად დაიწყო შეტევა და მეორედ შედევრამდე ცოტა დააკლდა… ამ დროში დუეს არაფერი გაუკეთებია, დემბელემ ერთხელ კვარაზე პასი, მეორედ აშკარად საგოლე შეტევაში კვარა აღარ დაინახა და ის შეტევა ჩაფლავდა, ნევეში 5 მეტრიდან თავით აცილებს… გოლი უნდა გავიდეს…. კი, ტორესი გამოსაყვანია, და ცვლის კვარას… უბრალოდ გაუგებარია და უნამუსობაა ენრიკეს მხრიდან

კვარაცხელიას ყველა კლუბში ასე დაემართა, ორი სეზონი მაღალ დონეზე თამაშობს მერე კრიზისი ეწყება
დავით 67
ძალებს ზოგავს ალბათ ნაკრებისთვის. ძალიან არამონდომებული მეჩვენება ბოლო თამაშებში. ოსტატობაზე არ მაქვს ლაპარაკი, ძალიან მაგარი რომაა ვიცით ყველამ, უბრალოდ ნაკლებს დარბის
Gio
Kontraqtis gagrzeleba kiara,amowura kvaram peseje.dembele sad urtyavs da kvara gayavs da toresi ķvaras kokurentia?
"სენტ-ეტიენმა" "როდეზს" დავითაშვილის გარეშე მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
ტრაფორდის შემცვლელი - მანჩესტერ "სიტიმ" მეკარე დაიმატა