"მეტალურგი" ლამის მშობლიური კლუბია და ახლა სახლთან ახლოს ვარ, აღარ მომიწევს აქეთ-იქით, ოჯახსა და კლუბს შორის მგზავრობა-მოძრაობა"
უკვე გაუწყეთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ფლანგის ნახევარმცველი გიორგი სეთურიძე რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა.

26 წლის სეთურიძეს რუსთავულ კლუბში ადრეც უთამაშია, მის შემადგენლობაში ჩემპიონიც გახდა და, სხვათა შორის, აზერბაიჯანული "სტანდარდიდან" დაბრუნებულს კვლავ "ოლიმპში" (რუსთავულ კლუბს მაშინ ასე ერქვა) სურდა თამაში, მაგრამ საბოლოოდ კლუბს ვერ შეუთანხმდა.

ნახევარმცველმა "მეტალურგთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, "ლელოს" კი ქუთაისიდან წამოსვლის მიზეზებზე ელაპარაკა.

"გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი სურვილი იყო. "ტორპედო" კარგი და მეგობრული გუნდია, მაგრამ რუსთავის "მეტალურგში" გადასვლა მერჩივნა. ორივე ამბიციური გუნდია, მაგრამ ახლა სახლთან ახლოს ვარ და აღარ მომიწევს აქეთ-იქით, ოჯახსა და კლუბს შორის მგზავრობა-მოძრაობა. ასე ცხოვრება ძნელი იყო, გამუდმებით თბილისი-ქუთაისის ტრასაზე ვიყავი. თანაც, რუსთავში ადრეც მითამაშია და ჩემთვის ლამის მშობლიური კლუბია", - ამბობს სეთურიძე.

გიორგის თქმით, "ტორპედოს" ხელმძღვანელობას პრობლემა არ შეუქმნია: "ქუთაისელებთან კონტრაქტი 2012 წლის მაისში მიმთავრდებოდა, მაგრამ გუნდს მისი გაწყვეტა ვთხოვე, "მეტალურგი" საკომპენსაციო თანხის გადახდას დათანხმა და უპრობლემოდ გამიშვეს".

სეთურიძეს უკვირს, მისმა ძველმა და ახალმა კლუბებმა ჩემპიონატი კარგად რომ ვერ დაიწყეს: "სეზონის დაწყებამდე ყველაფერი თითქოს კარგად იყო, "ტორპედო" შეთამაშდა და ჩემპიონატს იმედით ველოდით. შემადგენლობაც ძლიერი გვყავდა და გუნდშიც კარგი ატმოსფერო იყო. არადა, ვერ ავეწყვეთ, დასანანი ქულები დავკარგეთ და დღეს გუნდი ლიდერებში არ არის.

ასეთივე ვითარებაა "მეტალურგში", ძლიერი გუნდია და ძალიან შეკრულიც, მაგრამ ევროთასების შემდეგ ჩემპიონატი დამაჯერებლად ვერ დაიწყო. თუმცა ჯერ არც ერთს დაუკარგავს ბევრი და არც მეორეს. სეზონი ახლა დაიწყო და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო