ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორის“ რიგებში ჩინებულად ასპარეზობს ერედივიზიონში, ერთა ლიგის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს და უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგა. ფეხბურთელის დედამ, თამარა გრანკოფსკაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ჩემი შვილი საქართველოში ჩამოვიდა. იმ ქვეყანაში, სადაც მისი ბავშვობის ყველაზე თბილი მოგონებებია დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 4 წლის იყო, როცა ნიდერლანდებში გადავედით საცხოვრებლად, საქართველოს, თბილისისა და განსაკუთრებით ბაბუას სიყვარული არასოდეს დავიწყებია. დრო და მანძილი ვერაფერს გახდა იმ კავშირის წინააღმდეგ, რომელიც გულში ბავშვობიდან ჩაიბეჭდა.

დღეს რომ ვუყურებ, როგორ ხვდება ბაბუას, ვხვდები, სამშობლო მხოლოდ ადგილი არ არის… სამშობლო ის ადამიანები არიან, ვინც გულში გატარებენ, სადაც არ უნდა იყო და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს. ემიგრაციამ ბევრი რამ წაგვართვა: ნაცნობი ქუჩები, ოჯახური დღეები, ერთად გატარებული წლები... მაგრამ ვერ წაგვართვა სიყვარული, რომელიც საქართველოსთან და ჩვენს საყვარელ ადამიანებთან გვაკავშირებს. თბილისი ისევ ის თბილისია... ბაბუა ისევ ის ბაბუაა... და ჩემი შვილის გულში საქართველო ისევ თავის ადგილასაა. მანძილი შეიძლება დიდხანს გვაშორებდეს ერთმანეთს, მაგრამ ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს“.

ფეხბურთის გულშემატკივარი
თქვენ გენაცვალეთ ორივეს, ქ-ნო თამარ და ირაკლი! დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისა და საქართველოს დაფასებისთვის. მიდი ირაკლი, შეუბერე და გაგვახარე კიდევ მრავალჯერ - მჯერა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებ, წარმატებები კლუბშიც და ნაკრებშიც!
Alexander
ირაკლი, კარგი ბიჭი ხარ. ფეხბურთელიც არანაკლები იქნები. მიდი, იშრომე და დარწმუნებული ვარ, დიდ კლუბებში ითამაშებ.
გაიხარეთ!!
დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის, ქ-ნო თამარ. ბევრი დაბადებულა საქართველოში, მაგრამ სულით და სიტყვით ეზიზღება ყოველივე ქართული. ცარუკიანს ზიზღის მეტი არაფერი ამოსდის პირიდან, თქვენ კი ისეთი სიყვარული გამოხატეთ. იცოდეთ საქართველოსაც ეამაყებით, წარმატებები და ულევი სიხარული.
alexandre
გავაზიარე და ფბ-ზეც დავდე. საქართველოს სიყვარული სადღეგრძელოარ არის. ირაკლი, სულ ბედნიერი და წარმატებული კარიერა გქონდეს, გაიხარე ბედნიერი ოჯახით!
გიორგი
ცარუკიანიც აქ დაიბადა, მაგრამ რუსი გახდა. მადლობა ამ ოჯახს. გვარი არაფერს ნიშნავს ეს ბიჭი და ოჯახი სულით და გულით ქართველები არიან. წარმატებები და ორმაგი გულშემატკივრობა.
წარმატება და გამარჯვება ირაკლის
სასიხარულოა ასეთი გულიანი ბიჭი რომ გაზარდა ქალბატონმა თამარიმ. ყველა საქართველოში დაბადებულისათვის სამაგალითოა ირაკლი ასეთი სიყვარულით სამშობლოსადმი. აბა შენ იცი ირაკლი, ახლა შენ მთელი საქართველო გიყურებს და შენით გვინდა ვიამაყოდ.
zura222
ბრავოო ! ასეთი "სომეხი" და არ ვიცი რუსია თუ პოლონელია მილიონჯერ ჯობნიან მოღალატე "ქართველებს" რუსთაველზე რომ დაწანწალობენ თუ დააწანწალებენ!
კოტე
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.მალე დაბრუნებულიყავით სამშობლოში
T.q
მადლობა ირაკლი ეგოიანს და მადლობა მის დედას ქალბატონ თამარა გრანკოფსკაიას ასეთი შვილის აღზრდისთვის და სამშობლოს საქართველოს, ასეთივე სიყვარულისთვის
მირო
ღმერთმა მოგცეთ გამარჯვება და გახარება ეგოიანებო.ეს დიდი სიტყვებია ქალბატონო.
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 იბერია 1999. ლიდერი სათავეში რჩება, თუმცა...
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"ჩელსიში" გადასვლას არ ვნანობ, მაგრამ..." - ფერნანდო ტორესმა "ლივერპულის" დატოვებაზე ისაუბრა
"MLS-ი არასერიოზული ლიგაა, აქ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ" - მიულერმა ამერიკელები გაანაწყენა
"ჩემი ოცნება "არსენალში" გადასვლა იყო, მაგრამ აგენტი ჩემს ინტერესებს არასდროს იცავდა" - მუდრიკმა "შახტარიდან" "ჩელსიში" ტრანსფერი გაიხსენა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
მიხეილ სააკაშვილი: ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან - ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
Football Insider: მიქაუტაძის სასწრაფოდ შეძენის სერიოზული სურვილი პრემიერლიგის ორ კლუბს აქვს
იეგოიანის სრული მატჩი და "ექსელსიორის" მორიგი წარუმატებლობა
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა