33 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა თავის ნაკრებს ერთა ლიგის უახლოეს 4 შეხვედრაში ვერ დაეხმარება. რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა 2022 წელს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი გააყალბა.

"სანდერლენდის" შუახაზელმა ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა, რის გამოც ერთა ლიგის მატჩების წინ ეროვნული ნაკრების დატოვება მოუწია. ლუცერნის პროკურატურამ ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმე აღძრა და მისი დაკითხვა ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი.

"ბოლო დღეებში მედიაში ფართოდ გავრცელდა ინფორმაცია ჩემი წარსულიდან მომდინარე ერთი ინციდენტის შესახებ. მსურს, ამასთან დაკავშირებით პირადად გავაკეთო კომენტარი.

იმ პერიოდში ძალიან შეშფოთებული ვიყავი და სერიოზული ეჭვები მქონდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ვაქცინის მიმართ ღრმა უნდობლობას განვიცდიდი, შიში და გაურკვევლობა მძლავრობდა. ემოციური არასტაბილურობის ფონზე, ნაცვლად იმისა, რომ პასუხები შესაბამისი გზებით მეძებნა, ვაქცინაციის სერტიფიკატი მოვიპოვე.

დღეს ვხედავ, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. ეს შეცდომა გახლდათ. ძალიან ვწუხვარ. სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამ გადაწყვეტილებაზე, მზად ვარ, საკითხში სრულად გავერკვე და სრულად ვითანამშრომლო შესაბამის ორგანოებთან", - დაწერა ჯაკამ სოციალურ ქსელში.

შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციის (SFV) პრეზიდენტმა პეტერ კნაბელმა განაცხადა, რომ ნაკრებმა და ჯაკამ ერთობლივად გადაწყვიტეს ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს დროებით ჩამოშორებოდა.

უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ჯაკას გასროლა და გამარჯვების გოლი 101-ე წუთზე - "ლევერკუზენი" თავის სტილში იწყებს [VIDEO]
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა