...ფრანგული ფილმი "ძლიერი გუნდი" არის მწვრთნელზე, ვისაც სურს დაამტკიცოს, რომ ფეხზე დადგომა და ძველი დიდების მიღწევა ისევ შეუძლია...

შეუძლია ვილი სანიოლს კვლავ მიაღწიოს სანუკვარ მიზანს და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ? ფაქტია, საქართველოს ნაკრებს ამისთვის ორი შანსი აქვს, აი, მის ფრანგ მთავარ მწვრთნელს?! ერთი, რადგან "ერთა ლიგის" ამ ტურნირის ჩაგდებაც და პლეი-ოფში ვერმოხვედრა მას ნამდვილად აღარ უტოვებს უფლებასა თუ საშუალებას, შესარჩევ ეტაპზეც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყოს. ვიღაცისთვის ეს რადიკალიზმია, ვიღაცისთვის კი მედიკამენტი სიკვდილის შემდეგ...

რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, კარგი არაა, მწვრთნელი თუ წნეხს გრძნობს, მაგრამ იქნებ ეს ევსტრესი (დადებითი სტრესი) გამოდგეს. ფრანგ მწვრთნელს ჩვენთან გადამწყვეტი დაპირისპირებების კარგი გამოცდილება გააჩნია. ფაქტი ისაა, ევრო 2024-ის შემდეგ ის აღარაა, რაც უნდა იყოს და გამოსასწორებელია!..

ვილი სანიოლი ჩვენ კითხვებს წლებია, ისმენს, წერილების ნაწილის შინაარსსაც გააცნობდნენ და იცის, კრიტიკა ყოველთვის სამართლიანი გვქონდა. ამას მაგალითით განვამტკიცებთ. ევრო 2024-ზე, როცა თურქეთთან მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი შევიდა და ფლანგზე ითამაშა, პრესლოჟიდან რაც დავინახეთ, ვთქვით - ფლანგზე ლაშა დვალი გამორბოდა და სავარაუდოდ, ვარჯიშზეც არ ჰქონდათ გავლილი ეს ამბავიო, ვწერდით; გადის დრო, იმავე ჩემპიონატის მერვედფინალის წინ, ვილი სანიოლი ჩვენგან ქებას ისმენს ლუკა ლოჩოშვილისთვის პოზიციის იდეალურად შერჩევის გამო.

რა ველით ვილისგან? სანაკრებო სიაზე კითხვები გვაქვს(სულ იქნება), მაგრამ ამ ეტაპზე, დავივიწყოთ, ასე თუ ისე ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. ახლა რასაც ველით, ეს ჩვენი ბიჭების რესურსის მაქსიმალურად გამოყენება, იდეალური ტაქტიკის მოძებნა და რაც მთავარია, პროცესში საჭირო ცვლილებებია. მითუმეტეს, ზედიზედ 4 მატჩია ჩასატარებელი.

როცა წინა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, მისი მოგების იმედი არ გვქონია. არც ნეიტრალური გულშემატკივრები შეგვიძენია იმის გამო, განსაკუთრებულ შედეგებს ვაღწევდით; ყველას ერთად მოგვწონდა ენთუზიაზმი, გამბედაობა და მიზნისკენ სწრაფვა. საქართველოს ნაკრებში ამის დაბრუნებას ველით!..

კიდევ რას ვეტყვით სანიოლს "ერთა ლიგის" მორიგი სეზონის წინ? უბრალოდ ნუ იქნება საკუთარი მოსაზრებების ტყვე, პრინციპულობა კარგია, თუკი ის სიჯიუტეში არ გადადის. დანარჩენი ერთად უნდა შევძლოთ! კრიტიკა კრიტიკად, მაგრამ ახლა საქართველოსა და სანიოლის წარმატება ერთი და იგივეა. მიდი, ვილი, შენ ხომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი და ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავს!..

გოგა
ამ ჯგუფსაც წაგებს სანიოლი სამწუხაროდ, იმედია ვცდები, მაგრამ არ მჯერა ამ.კაცის
შპიონი
შენ რას მეიაზვები? მაიცდამაინც შენ ჭკუაზე უნდა ვიფიქრო? გამომივიდა ცენზორი. 1937 წელია? თუ ჩრდილოეთ კორეა? შენი აზრი ცალკე დააფიქსირე, სხვას ნუ ეხები. ჩემ აზრს ვიმეორებ, უტრენეროდ ვერცერთი გუნდი ვერ იგებს. სანიოლი სუპერ ტრენერი არ არის, მაგრამ რაღაც გააკეთა.
გამოცდილია ტაბიძე
თუმცა ნაწილობრივ სწორი აზრია მაგრამ მე პირადად მაგ გიორბელიძემ თავი ვერაფრით დამამახსოვრა. მეც ჯიმი ტაბიძეს ვამჯობინებდი.
სანიოლის შპიონს
საკუთარი თავი გამოგრჩა - შენც სანიოლმა მოგიყვანა. მორჩიიი.
შპიონი
მე ვიყო მანჯურიის შპიონი თუ მესმოდეს უმწვრთნელოდ როგორ უნდა მოიგონ. ეს უაზრო შეხედულება მოდის 1958 წლის ბრაზილიის ნაკრების თამაშიდან. ფეოლა მაისურებს არიგებს, აბა ბრაზილიას ჭკუის დარიგება არ ჭირდებაო. ყველას ავიწყდება, რომ ზუსტად იმ ფეოლამ მოიყვანა ნაკრებში მანამდე უცნობი პელე და გარინჩა. ეხლა მეტყვით ამან ვინ მოიყვანაო? გიზი, კვერნა (რომელიც მანამდე ალაგ ალაგ თამაშობდა), ბერიაშვილი (ერთ ერთი უიღბლო ფეხბურთელი) და სხვებიც. იგივე მიქაუტაძე, ბელგიის მეორე ლიგაში იყო, ნაკრებში რომ მოიწვიეს. ეხლაც ყავს მოწვეული ხალხი, რომლებსაც აჩვევს ნაკრების ატმოსფეროს. ვიღაცა იტყვის მაგ ხალხი ჯერ ჟურნალისტებმა და ქომაგებმა შევარჩიეთო. ჰოდა, რა გინდათ? ესე იგი გიჯერებთ. თუ მოვუგეთ ჩრდ. ირლანდიას ვიტყვით ჩვენი დამსახურებაა და ტრენერმა დაგვიჯერაო. პ.ს. თუმცა მე მომწონს ტრენერის კრიტიკა. ფეხბურთელეზეც რომ ვწერდეთ ობიექტურად აჯობებდა. მაგრამ რადგან ყველა ლანძღავს, ეს ერთი კაცი მაინც დავიცავ. თუ ორივე მოვიგეთ, მერე მე ვიბლატავებ.
Qartveli
ვის მოიაზრებთ სანტოსის,შემცვლელად ხომ ხართ პროფესიონალები ჩაატარეთ გამოკითხვა და იქნებ დაგიჯეროთ ფერაციამ, Ps.სანიოლი წავიდეს,გრიშა მოვიდეს თქვენ მაინც უმადურები იქნებით
Levani
ხარებაშვილი უნდა დააყენოს მარცხნივ,შეაპაროს-ნორმალური საკვალიფიკაციო ეტაპისთვის უკვე სრულფასოვანი მოთამაშე იქნება. დვალი კარგი მცველია,მაგრამ ფლანგისთვის ნელია. მაისურაძეს თამაშს ვუყურე შახტარს რომ მოუგეს 3 კვირის წინ და ვერ ვიტყვი ჯერ ვერაფერს,არც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და არც ცუდი.მე მგონია რომ ნაკრებში ჯერ ადრეა მაგისთვის. ნარიმანიძე კარგი ბიჭია.უნდა დაეძახა. სხვა რესურსები არ არის ჯერჯერობით
ჯარისკაცი
სანიოლი უვარგისი მწვრთნელია. ამ დღეებში კიდევ ერთხელ ვნახავთ მის სისუსტეს, თუმცა იქნებ ბიჭებმა ისედაც გაიმარჯვონ. ღმერთმა ქნას!
თენგაბი
დღევანდელი სამწვრთნელო შტაბისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა შემადგენლობის დაყენება. ბოლო დროს ჩვენი დაცვის მდგომარეობა საკმაოდ დამაფიქრებელია. არ ვიტყვი რომ ჩემი შერჩეული შემადგენლობა იდეალურია-თქო, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვცდი. კარებში ცხადია მამარდაშვილი უალტერნატიოა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე აშკარად მოსაფიქრებელია ვარიანტი. თითქოს კაკაბაძე შესაფერისი კანდიდატურა იყო, მაგრამ შარშან თურქეთში, ისე მარტივად დაჩაგრა ფიზიკურად ილდიზმა, რომ მის შემდეგ მისი საიმედობა კითხვის ქვეშ მიმაჩნია. გარდა მაგისა, ხშირად ერთვება შეტევაში და თავისი ფლანგი დაუცველი რჩება. ამ პოზიციაზე შესაბამის კანდიდატად ტაბიძე მიმაჩნია. ის ათლეტი, ძლიერი, გაუვალი მცველის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სამწუხაროდ არ ვიცი ახლა როგორ ფორმაშია, თუმცა არ ვთვლი რომ ჩრდილო ირლანდიელებს ვერ გაუმკლავდეს. დაცვის ცენტრში გვყავს კარგი ფეხბურთელები - ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, საზონოვი. შეიძლება დავამატოთ ბერიაშვილი, ამბობენ პერსპექტიულია ნარიმანიძეო. შეიძლება რომელიმე ფორმაში არ იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ამათში უნდა ჩავატაროთ როტაცია. მარცხენა ფლანგზე საუკეთესოდ მიმაჩნია დვალი. რაც მან ესპანეთში თამაშის დროს იშრომა, ლამის თავგანწირული ე.წ. პადკატები აკეთა, დაიცვა და ამოკეტა თავისი ფლანგი... ველოდი რომ ვილი შემდგომში ამ პოზიციაზე გაამწესებდა. სამწუხაროდ შევცდი და ამ პოზიციაზეც და დაცვაში იმდენი ექსპერიმენტი ჩატარდა... ხუმრობდნენ კიდევაც, ლამის გუნდის ექიმიც მოისინჯა ამ პოზიციაზეო. მესმის რომ გუნდში სულ ძიება უნდა მიმდინარეობდეს, მაგრამ ანარქიას არ უნდა დაემსგავსოს და როდესაც ჩონჩხი გამოკვეთილია, გაუმართლებელ, რადიკალურ ცვლილებებს უნდა მოერიდო. მცველის ამპლუა საკმაოდ მყარი ცნებაა და ვერც ნახევარმცველი, ვერც სხვა ამპლუის ფეხბურთელი მას ვერ ჩაანაცვლებს, მითუმეტეს თავდამსხმელი, გინდ ისეთი წარმატებული ფეხბურთელი, როგორიც წიტაიშვილია. დავუკვირდეთ უნდა ხარებაშვილს, თუმცა აშკარად უნდა მოუმატოს ფიზიკაში. ზოგადად ფიზიკური მომზადება მცველების ბრძოლიუნარიანობას აშკარად განსაზღვრავს.
გამმინისელუბლებო
რა გინდათ, რომელ მხარეს წარმოადგენთ? ან რა გინდათ ეწეროს, მარტო ქება თუ მარტო კრიტიკა? მიდით მარტო ვიდეოები სადაც იდება იქ გაეცანით სპორტს
Ქართველის დამფასებელი
საქარᲗველოს ნაკრებს ყველაზე Ძლიერი ᲨემადგენლობიᲗ ყავს და კარგი მწვ
Lelo
უნდა იᲗქვას საᲗქმელიი ამ ᲨემადგენლობიᲗ საქართველო ნაკრები წესი ჯგუფის ერᲗერᲗი ფავორიტი უნდა იყოს, მიუხედავად ზოგი ფეხბურᲗელების სულ ახლახანს გამოსვლისა და ᲗამაᲨების დაწყებისა, ას
gia jashi
ვილი სანიოლის შესახებ ადრე დავწერე, რომ შესაცვლელი იყო,შესაძლოა ვცდებოდი კიდეც? დრო გვაჩვენებს.ახლა ამის გარჩევის და კრიტიკის დრო არ არის,მაგრამ ვილის ყველა ვაკვირდებით გამადიდებელი ლუპით, ეს მისი ბოლო შანსია, იმედია შესძლებს ბიჭებთან ერთად წარმატების მიღწევას!
Levani
Levani-ს შენ თვითონ გეტყობა რომ ვერ მიხვდი იმას რომ უფრო მაღალი დონის გუნდი ვიგულისხმე. შენ თუ გგონია ბერიაშვილით გავფრინდებით მაგრა გცოდნია ფეხბურთი. ბერიაშვილი არის მაგ დონის ფეხბურთელი,შენ რომ მამაშენის ..ებში იყავი მაშინ ვუყურებდი მაგას ახალგაზრდულში ლოჩოსთან ერთად თამაშობდა და ლოჩოს ჯობდა მაშინ,ოღონდ იმის მერე არ მოუმატებია თამაშისთვის,იმ დონეზე დარჩა. რა უნდა გელაპარაკოთ,ალბათ ნაკრების გაგებაზე ოცნებობ და თითები მექავება კობიაშვილის გადადგომამდე როდის დაწერ კომენტარს.
სანიოლისგან არაფერს არ
ველოდებით! არც სფფ არაფერს! აი ბიჭები თუ თვითონ რამეს მოახერხებენ !!!
ედენი კორძაია
ბიჭები თუ მოინდომებენ გაიყვანენ კიდე გუნდს და სანიოლსაც ევროზე. სანიოლი არ არის საქართველოს ნაკრების დონის. გაიზარდა გყნდი თითქმისნყველანევროპის ტოპ გუნდში თამაშობს. ასეა ეს
Rigiti
ჩემი აზრით საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავს და საშინაო მატჩებში მაქსიმუმი უნდა მოვთხოვოთ ვილის, თორემ ფრეს და წაგებას მეც კი მოვახერხებ ამ შემადგენლობით!!! თუ ახლა არა, მაშ სად და როდის უნდა მოვიგოთ მოსაგები თამაშები?!!!
სირბილის სწავლების ცენტრი
რაღაც ახალს მოიგონებს და წარმატებაც იქნება - ყველაფერი ძველი დიდი ხანია გაშიფრული აქვს მოწინააღმდეგეს. ჩვენი ბიჭებიც არ არიან საუკეთესო ფორმაში (სამწუხაროდ). გულშემატკივრები მაინც მოსაგებად ვემზადებით და სტადიონს გავავსებთ!
სოსო
სანიოლის არ მესმის,არ იძახებ თურქეთის პირველ ლიგაში მყოფ გიორბელიძეს,რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აქვს და იძახებ ტაბიძეს,რომელიც თურქეთის მეორე ლიგაში თამაშობს და ბევრი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს,ლოგიკა სადაა??ასევე არ იძახებ მაისურაძეს რომელიც კარგ ფორმაშია და მისი გუნდი პირველ ადგილზეა უკრაინაში,ამ პოზიციებზე ყველაზე მეტად გვაკლია როტაცია!
ფეოლა
კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სტადიონიც ხო არ გაგვევსო რამე რო იყოს? biletebi.ge-ზე ყრია თავისუფალი ბილეთები. სავსე სტადიონის ატმოსფეროთი იქნებ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს.
Levani-ს
გეტყობა რომ ძალიან ერკვევი და გადაწყვიტე გამოცდილება გაგვიზიარო. იქნებ ჯერ თვითონ გაერკვიო სერბეთს და თურქეთს როგორ შევხვდებით როცა ჩვენ B გრუპაში ვართ ეგ შენი ჩამოთვლილი სერბეთი და თურქეთი A გრუპაში არიან. 🤔 ეხლა იქნებ როგორმე პლეი ოფში არგენტიანს ან ურუგვაის დაგვაჯახო? 😁
gigi
კარგად გამიგედ ვილი სანიოლის ხელში ამ ეტაპზე წარმატება გაგვიჭირდება, შესაცვლელია. რათქმაუნდა ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ
გულ-შემატკივარი
წარმატებები ჩვენს ბიჭებს,თუ რამეს მოვიგებთ, მათი ინდივიდუალური თვისებების წყალობით.წლებია ვამბობ,რომ ახალი მწვრთნელი სჭირდება ნაკრებს, უფრო მაღალი კვალიფიკაციის და მცოდნე.
დათო
პირველი ორი თამაში სახლში გვაქვს, ამიტომ ამ შემადგენლობით მხოლოდ 6 ქულა „გვერგება”!..
ეეჰ
გაგიკვირდებათ, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია. ფეხბურთელები, მწვრთნელის, სტაფის, გულშემატკივრების ჩათვლით.
Achi
არა 2 თამაში 2 ქულა ცუდია თუ რამეზე გაქვს პრეტენზია ორივე სახლის თამაშები უნდა მოვიგოთ ეს თუ ასე არ მოხდა ვილი უნდა წავიდეს სახლში ისედაც არ უნდა იყოს მაგრამ რავი არის და ჩვენ ვინ გვკითხავს
Levani
არ ვეთანხმები ვილის აქამდეც კრიტიკას.სამივე მცველმა ვინც ევროზე ითამაშა კარიერა დაასრულეს.გამოჩნდა ლოჩო და გოგლიჩიძე,ეს წყვილი ძალიან არასაიმედო იყო-თუნდაც ბულგარეთთან მოგებულ თამაშში დასაწყისში რომ თავით დაგვირტყეს ვისაც გახსოვთ ეგ ჩათვალე დაცვისთვის გაშვებული გოლის,აკრიტიკებდით რატო 4მცველი და არა 5 როცა 4 მცველს ვერ იძიებ 5ე უნდა დაამატო და შეტევას კაცი მოაკლო? ეროვნულ ლიგაში გუნდები რომ ფეხბურთელებს ვერ ზრდიან ვილის ბრალია? ახლა სავარაუდო შემადგენლობაში თქვენ დაწერეთ ბერიაშვილი უნდა დააყენოს, იმიტომ რომ სხვა არაა უკეთესი. ბერიაშვილით მოვუგებთ ჩრდ.ირლანდიას,რადგან რედინგის და ლიუტონის თავდამსხმელები ყავს,მაგრამ ფლეი ოფში გადაეყრება რომელიღაცა თურქეთი,ან სერბეთი და გაგარღვევს. ამას წინათ ჩავხედე მეორე ლიგის გუნდებს მარტვილის მერანს ყავს თავდამსხმელი ვინმე ჯავოხირ ესინკულოვი ეს უკვე ტრაგედიაზე მეტია სამეგრელოში რომ თავდამსხმელი არ იზრდება,სულ იზრდებოდა ვინმე ჯანაშია ან ძუკუ დარასელია თუ სხვები,სულ იყო ვინმე კაი თავდამსხმელი,ახლა ესინკულოვებს ათამაშებენ. ან თვითონ რა უნდა ან ვინ ჩამოათრია ეს გამოიკვლიეთ ვილის კრიტიკის მაგიერ მარტვილის დავწერე და ყველა გუნდს ეხება რა მაფიაა მაგ მდარე ლეგიონერებზე მაგას ჩააფრინდით თუ არ გინდათ უარესი შედეგი რომ დადგეს
გადამეგებული მოსაზრება?
ხდება ხოლმე როდესაც ნაკრები მაგალითად ევროპაზე გადის და მერე მსოფლიოზე ვეღარ, მარა შემდეგ ციკლში ისევ ევროპაზე გასვლას ახერხებს. ვნახოთ ამ კარგ კალენდარს ჩვენი ნაკრები როგორ გამოიყენებს. სახლში გვაქს იმის პოტენციალი ჩრდ. ირლანდიას რომ შეუტიოთ. უკან მოუხედავად არა მაგრამ ვფიქრობ შეტევა უკეთესი დაცვაა ამ თამაში. მოგების შემთხვევაში დიდი მოთხოვნა გვექნება უკრაინას მოუგოთ ბოლო ბოლო. ვფიქრობ ფანტაზია არაა მაქსიმუმი დავდოთ საწყისი 2 თამაშიდან, რაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩდეს და ერთ ამოსუნთქვაზე ჩავატაროთ ოთხივე თამაში. რაც შეეხება დაცვას და მთლიანად გუნდის ფორმას არც ევროპის წინ გვილხინდა. იქნებ დიდი მონდომებით და სულისკვეთებით ეს ყველაფერი გადაიფაროს. მჯერა ბიჭები თავს არ დაზოგავენ და ვნახოთ რა გამოვა.
semi
ბილეთები როგორ შევიძინოთ?
ყვავ ყვარე !
ბურთი მრგვალია და მისთვის ყველაფრის დაბრალება შეიძლება მისი გეომეტრიის გამო, აი ფული კი ბრტყელია , გაკეცავ , ჩაასრიალებ ჯიბეში და ვერსად გაგექცევა, ასეა ეს !
ყვავ ყვარე !
ბურთი მრგვალია და მისთვის ყველაფრის დაბრალება შეიძლება მისი გეომეტრიის გამო, აი ფული კი ბრტყელია , გაკეცავ , ჩაასრიალებ ჯიბეში და ვერსად გაგექცევა, ასეა ეს !
ლაშას-ს
ყველაზე მეტად მძულს ეს არამკითხე სანიოლას ადვოკატობა. რა იყო. ნათსავია შენი ამ გადამთიელს რო ლობირებთ?! :) ნაკრების მოიგებს - არიქა მადლოობა ვილის, თუ წააგო ნაკრებმა - ეგრევე რა ქნას ვილიმ ფეხბურთელები არ უვარგა?! :)
lasha
ამან თუ 2 თამაშში მინიმუმ 4 ქულა ვერ აიღო უნდა გაასრიალოს თავმოყვარე ფედერაციამ. რა უნდა მეტი 11 მოთამაშე ყავს ტოპ-5 ლიგაში. რა აქვს საწუწუნო. მაგდენი არგენტინის ნაკრებს არ ყავს :)
ასეა ეს
თუ ნაკრების ლიდერებმა კვარამ და ჟორჟიმ ისე ითამაშეს როგორც ამ ბოლოს გუნდებში თამაშობენ სანიოლი კი არა "ფეოლაც" ვერ გვიშველის.
ლაშა.
დაცვა,დაცვა და დაცვა..იქნება დაცვა და იქნება შედეგი.რას ვთხოვთ სანიილს? ვიყოთ ობიექტურები,ამ 4 თამაშში სხვადასხვა მიზეზის გამო საშუალოზე დაბალი დონის დაცვა გვყავს.(გაუმარჯოს საქართველოს!!!!) თავისი კარგით და ნაკლით.
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
მეოთხე მწვრთნელი ისტორიაში - მარესკა და "სიტი" შეუჩერებლები არიან
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
ქვიზი: გამოიცანი სპორტსმენი მისი წიგნის მიხედვით
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა