დინამო არენასთან ქომაგებს ქუჩაში სპეციალურად მოწყობილი ტრიბუნები დახვდებათ

საქართველოს ბანკი, როგორც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი, ფეხბურთის ფედერაციასთან და გულშემატკივრებთან ერთად, 25 სექტემბერს ჩვენი ფეხბურთელების მხარდასაჭერად ქალაქს ხმაურით აავსებს და ჩვენს სპორტსმენებს კიდევ ერთხელ შეახსენებს რომ „ქომაგობა არ ჩერდება“.

25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, თბილისში, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გულშემატკივართა სპეციალური ზონები და ქუჩის ტრიბუნები მოეწყობა, სადაც ქართველი ქომაგები ჩვეული შემართებით, სიმღერითა და ხმაურით გააცილებენ ნაკრებს სტადიონზე.

გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებიდან ხმაურით შეაცილონ ნაკრების ავტობუსი სტადიონზე და ფეხბურთელებს საკუთარი ენერგია მოედანზე გაატანონ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყოველი გადაცემის, გატანილი გოლის თუ შესვენების დროს ნაკრებმა იგრძნოს, რომ მათ გვერდით მთელი ქვეყანა დგას. ქომაგები ასევე შეიკრიბებიან ცაბაძის კუთხეში, თამარ მეფის ხიდთან, დინამო არენასთან და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიასთან, სადაც ასევე მოეწყობა საგულშემატკივრო ტრიბუნები.

„გულშემატკივარი ეროვნული ნაკრების ძალის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამჯერად ტრიბუნებზე ვერ ვიქნებით, მაგრამ ეს ჩვენს ქომაგობას ვერ შეაჩერებს. პირიქით, გვაძლევს შესაძლებლობას, ფეხბურთის ემოცია მთელი ქალაქის მასშტაბით გავაერთიანოთ. გვინდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და რომ მათი გულშემატკივრობა არ ჩერდება. 25 სექტემბერს მთელი თბილისი გულშემატკივართა ტრიბუნა იქნება და ერთმანეთის გვერდით დგომით გავამხნევებთ ნაკრებს. ერთად ვაჩვენოთ, რა ძალა აქვს ქართულ ქომაგობას“, – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.

მართალია, ამ ფორმატით მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდება, თუმცა წინ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩებია და თითოეულ ბრძოლაში ერთიანობაა საჭირო. 25 სექტემბერს, 17:00 საათიდან, შევიკრიბოთ „დინამო არენასთან“ მოწყობილ ტრიბუნებზე, ერთად გავავსოთ ქალაქი ფეხბურთის ემოციით და ჩვენს ნაკრებს მხარდაჭერა გავაგონოთ, რადგან არცერთი მიზეზის გამო „ქომაგობა არ ჩერდება“.

ინფორმაციისთვის, 25 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „უეფას” ერთა ლიგის B დივიზიონის საშინაო მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება. არსებული შეზღუდვების გამო, ჩვენი ფეხბურთელები ამჯერად ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. სწორედ აქედან დაიბადა კამპანიის იდეაც: თუ გულშემატკივარი სტადიონზე ვერ შედის, ქომაგობა ქუჩებში გაგრძელდება - თუ სტადიონი ჩუმადაა, იხმაურებს ქალაქი.

R

ბორინკა
მაქვს წინადადება იმ ბავშვების მშობლებს დაწესდეს თბილისის ქუჩების გასუფთავება ერთი წლის განმავლობაში , ამით მშობლები და შვილები აიმაღლებენ კულტურის დონეს
ლადო
ლაწირაკები უნდა დაიჭირო და დაკიდო ფეხებით! ძლისვ წელიწადში 3-4 ნორმალური ტამაში გვიწევს და ამ გაუზრდელი ბავშვების გამო ვერ უნდა დავესწროთ! დადიან აქ სტადიოზნეც გასაფუჭებლად, სულ რაღაც უაზრო მორაობებში არიან! არც გულშემატკივრობა იციან და არც ქართველობა!
ტრენინგები
და ლექციები არ ჭირდება მოზარდს მას ჭირდება სწორი აღზრდა ოჯახში.თუარა დატრენინგებულები კი ვნახეთ რასაც წარმოადგენენ.და ბოლოს გულშემატკივარი-ს საყურადღებოთ ჩემმა შვილიშვილმა თქვენზე კარგად იცის სად და როგორ მოიქცეს შეეშვით დემაგოგიას პატარა იმას აკეთებს რასაც გარემოცვისგან იღებს.
ვაჟა
ვეღარ გავიგე, ცარელა ტრიბუნები ტატომ იქნება, ბავშვებს ხომ აქვთ დაშვება, გაუკეთონ ბავშვების დასწრებას კარგი ორგანიზება და გულშემატკივარიც ეყოლება ნაკრებს სტადიონზე
დავითი
შევაცილოთ არ შევაცილოთ კი არა ჩაუტარდეთ თინეიჯერებს ლექციები და ტრეინინგები როგორ.უნდა მოიქცენ სტადიონზე, როგორ უნდა უქომაგონ, როგორ არ უნდა მოიქცნენ!შპანა კატეგორიამ რომ არ იცის წესები და არც გულშემატკიბრობაა!
როგორც დაიწერა
მთლად ცარიელა ტრიბუნები არ იქნება და ის ბავშვები 10-14 წ ფეხბურთელები ასევე მათი მასწავლებლები საკმაოდ აქტიურები იქნებიან. რეგიონებიდანაც თუ ჩამოიყვანენ ბავშ ფეხბურთელებს არც ისეთი ცარელა იქნება ტრიბუნები.
ექსპერტი
ათი თხუთმეტი ათასი მოზარდი გულშემატკივარი არაა? რას ქვია გულშემატკივარი არიქნება რითიარიან ვინმეზე ნაკლები.მარტო ზრდასულები ითვლებიან გულშემატკივრებად.კი ბატონო შეიკრიბეთ და რაც გინდათ ის ქენით.მაგრამ მაყურებელი არიქნებაო ეს არაკორექტულია ჩვენი მოზარდების მიმართ.
გულშემატკივარი
ეს ის ხალხია, რომლის გამო ცარიელ ტრიბუნებზე უწევს ჩვენს ნაკრებს თამაში.
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო