ხვალ, 25 სექტემბერს, 20:00 საათზე, "დინამო" არენაზე, ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია წარსდგა.

ხვიჩა კვარაცხელია: "ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ. ძლიერი მეტოქეების მიუხედავად, ჯგუფის მოგება გვსურს. ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია. უნდა მივაღწიოთ იმ დასახულ მიზანს, რაც ყველას გაგვახარებს!

4 მატჩი 10 დღეში მარტივი არცერთი გუნდისთვის არ იქნება. ასეთი გამოცდილება რამდენიმე წლის წინ გვქონდა და კარგად ვითამაშეთ. პირდაპირ გეტყვით, თავს კარგად ვგრძნობ, მოტივაცია საერთოდ არ მაკლია, პირიქით, უფრო მოტივირებული ვარ და მოედანზე პასუხი ყველაფერს გაეცემა!

მადლობა ყველას, ვინც საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელა. დიდი ბედნიერებაა, როცა საკუთარი ქვეყანა და გულშემატკივრები გვაფასებენ

როცა გავიგეთ, რომ თამაშზე დასწრების საშუალება ბავშვებს ექნებოდათ, ეს ძალიან გასახარი იყო. იმედია, ისიამოვნებენ და სახლში გახარებულები დაბრუნდებიან

ჩემი ძმა, თორნიკე კარგი ბიჭია, ყოველთვის აქვს კითხვები და ბევრის მიღწევა სურს. მიხარია ეს ყოველივე და მინდა ჩემზე წარმატებული კარიერა ჰქონდეს!

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა "ოქროს ბურთზე" ხარ ნომინირებული, ჩემთვის ეს ბედნიერებაა. თუ ჯორჯ ბესტს მადარებენ, ამით ძალიან ამაყი ვარ! მიხარია, რომ "ოქროს ბურთზე" პატარა ქვეყანას, საქართველოს წარმოვადგენ! მიხარია, რომ ქართველი ვარ. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს!

ყველა მეტოქეს პატივს ვცემ და მოტივირებული ერთნაირად ვარ, ყოველთვის მაქსიმუმს გავიღებ. ასე იქნება ახლაც და იმედია, წარმატებას მივაღწევთ!

გიორგი კვერნაძე ჩემი საუკეთესო მეგობარია. ისაა ადამიანი, ვისაც ყოველთვის სურს განვითარება, სწავლა და მწვერვალების დაპყრობა. მისი წარმატება ისე მიხარია, როგორც ჩემი. შეუძლია ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდეს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ერთა ლიგაზე

25 სექტემბერი: საქართველო V ჩრდ. ირლანდია

28 სექტემბერი: საქართველო V უკრაინა

2 ოქტომბერი: უნგრეთი V საქართველო

5 ოქტომბერი: ჩრდ. ირლანდია V საქართველო

14 ნოემბერი: საქართველო V უნგრეთი

17 ნოემბერი: უკრაინა V საქართველო

მირო
ღმერთმა გისმინოს.ფრთხილად იყავი,რომ ვინმე არაკეთილსინდისიერი ფეხბურთელმა ტრავმა არ მოგაყენოს.შენს წინააღმდეგ დაგეშილი გამოვლენ მცველები.წარმატებები.
გურამ
ბრავო ხვიჩა! ძალიან ღირსეულად უპასუხა ყველა შეკითხვას
Guruli Naturali
უშანგი შენ ვინ გითხრა მაგი ამბავი?
უშანგი
დამთავრებულია უკვე ხმის მიცემა
suxumchanin
ამ თამაშებზეა დამოკიდებული აიღებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს
კვარა გენაცვალე გულში❤️
კაპიტანო ამ 4 თამაში ქართველი და ფრანგი ჰეტარების დადუმების ჟამი დგება. ეგ ჩვენც ვიცით და შენც დაამტკიცებ ვინაა კვარა. საქართველო უპირველეს ყოვლისა. 🇬🇪
გია
წარმატებები ჩვენ ნაკრებს.
ცაცია ვანო
ხო, ერთი შენ ამოგივა სამველჯან ქერა კულულები და მეორე საქართველო იქნება ფეხბურთში საუკეთესო ))))
კახი
ეს 4 თამასი მიბმულად კარგია,მინი ევროპის ჩემპიონატია, 2 კვირა კარგად გავერთობით.
სამუელ ეტო
საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებად გადაიქცევა რამოდენიმე წელში, მჯერა ამის
Ქო მაგია
Წარმატებები ბიჭებო, თუ ერთად ვიქნებით ყოველთვის გავიმარჯვებთ
guja
ოქროს ბიჭებს ერთი ბრილიანტი ყავთ.
"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
დიდი როლი დემბელეს და ახალი ტაქტიკა? - "ხეტაფე" თბილისში
ვიმსჯელოთ ნაკრებზე შემადგებლობამდე - სად რა გვიჭირს და რას ველოდოთ
როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
როგორ ფორმაში ვართ ჩვენ და თურქები და რომელი ტაქტიკით ვითამაშებთ ორი ნახევარმცველის გარეშე...
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო