25 სექტემბერს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე" ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდ. ირლანდიას უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ო'ნილმა, ასევე ამავე ნაკრებისა და "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" ფეხბურთელმა ისააკ პრაისმა მედიასთან ისაუბრეს.

მაიკლ ო'ნილი:

"ვინც ჩამოვიდა, ყველა მზადყოფნაშია. შორი მგზავრობის მიუხედავად, შეფერხება არ გვქონია. ბრიტანეთის დროით ვემზადებით. სავსე სტადიონზე თამაში სასურველია, მაგრამ უმაყურებლობა უფრო მასპინძელ გუნდს აზიანებს. მსგავსი გამოცდილება ბელარუსთან გვქონდა და ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შეგვიქმნის.

საქართველოს ნაკრებს არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და განვითარებაში 5 წლით წინ არიან. ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია და ნებისმიერ დროს შეუძლია, მატჩის ბედი ინდივიდუალურად გადაწყვიტოს. იმედია, ჩვენი ბიჭებისთვის პრობლემა ეს არ იქნება, საფრანგეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. "ერთა ლიგის" ახალ ფორმატს დადებითად ვუყურებ.

ჩვენ არა ელიტურ, მაგრამ ძლიერ ნაკრებებს დავუპირისპირდებით, რაც ჩვენი პატარა ქვეყნისთვის და ახალგაზრდა გუნდისთვის დიდი გამოწვევაა. ფეხბურთელებს ზედმეტი წნეხი არ უნდა ვაგრძნობინოთ და არარეალური მიზნები არ უნდა დავუსახოთ. ჩვენი პერსონალი ფიზიკური მომზადების გაძლიერებაზე მუშაობს.

საქართველოს ნაკრების რამდენიმე სუსტ ასპექტზე ყურადღება გავაანალიზეთ და მაგის გამოყენებას ვაპირებთ, თუმცა მთავარია, ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ. თანაბარი ჯგუფია, სადაც წარმატების მიღწევის შანსი ყველას გვექნება. უახლოეს ოთხ მატჩში დიდი როტაციის ფუფუნება არ გვაქვს. პროგრამა-მინიმუმი ისაა, არ წავაგოთ, ისე კი, რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვართ ჩამოსულები.

სამწუხაროა, რომ ჯორჯ ბესტი ახლა ჩვენ გუნდში არაა. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ასეთი დონის ფეხბურთელი ბევრს ნიშნავს. ისევე როგორც საქართველოს ახლა ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს, მანამდე კი გიორგი ქინქლაძე ჰყავდა", - განაცხადა ო'ნილმა.

ისააკ პრაისი

"ვესტ ბრომვიჩს" წინა სეზონი რთული ჰქონდა, მაგრამ ახლა განწყობა გაუმჯობესდა და ეს ყველაზე ისახება, მათ შორის ჩემზეც. საფრანგეთის ნაკრებთან დავმარცხდით, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო. ჩვენ C ლიგიდან დავწინაურდით, იმას ნიშნავს, რომ უფრო მაფალი დონის ნაკრებებს დავუპირისპირდებით. უმაყურებლოდ თამაში იდეალური არაა. მასპინძელ გუნდს ქომაგი არ ეყოლება, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელს სავსე სტადიონზე თამაში ურჩევნია. ქართველ ფეხბურთელთან დაპირისპირების გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ჩვენ ვუყურებთ მათ თამაშს პსჟ-სა და სხვა გუნდებში", - აღნიშნა პრაისმა.

გიორგი
ქინქლაძე რომ ბესტს გაუტოლა ჩანს რომ ესმის ფეხბურთის ეშხი რა არის.
დავითი
რას ფილოსოფოსობთ რა,რატომ უნდა იცოდეს ჩრ.ირლანდიელმა ეს ფეხბურთელები? არ იცით რომ მაშინ ყველასათვის რუსები იყვნენ? თუმცა ახლაც ბევრი მისტირის იმ დროს.
suxumchanin
ამ ციკლში გამოჩნდება მიიღებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს, მთელი ფეხბურთის სამყარო მას დააკვირდება. ასევე საჭიროა მთელმა გუნდმა მხარი აუბას
ედემი კორძაია
ყიფიანი,გუცაევი დარასელია და სხვები გაგინილიც არ ექნებათ ამ მეცხვარე მწყემსებს
100%

ვაჟა მასწავლებელი
კარგად არ გცოდნია ძამა: თქვენ როცა ბესტი (ინგლისურად = საუკეთესოს) გყავდათ, ჩვენ მიშა მესხი გვყავდა ("ქართველი გარინჩა მტკვრის პირებიდან"). ამასთან ერთად იყო რეზო ძოძუაშვილი, რომელმაც ბესტს ბურთი არ მიაღებინა ისე ამოკეტა. გაიგე???. აბა ულა ქართველებო.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა