ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

ლისის ტბამ მეოთხე საქველმოქმედო გარბენს უმასპინძლა, რომელიც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული თანხა სრულად „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიშზე გადაირიცხა.

ფონდი 2018 წელს „სილქნეტმა“ დააფუძნა სამშობლოს დამცველ გმირებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვის მიზნით. ფონდის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი ელჩები, დიპლომატები და სამხედრო ატაშეები.

საქველმოქმედო გარბენის ტრადიციას საფუძველი თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივით ჩაეყარა. წინა წლებთან შედარებით, წელს ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და გარბენი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა.

ღონისძიების მთავარი სპონსორი იყო კომპანია „სილქნეტი“, ხოლო ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სსიპ „თავდაცვის მოხალისე“, თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაცია და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ TKT.GE, ლისის ტბა, TrailLab, „შერატონ მეტეხი პალასი“, „მოგზაური“, „ჯინო ფარადაისი“ და Garmin.

დავით მამულაიშვილი - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა“ და „სილქნეტის“ გენერალური დირექტორი:

„მარათონი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და, შეიძლება ითქვას, რომ მან ტრადიციის სახე მიიღო. ეს, პირველ რიგში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო ატაშეთა ასოციაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ასოციაციის წევრები - ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, სლოვაკეთის, ლიტვისა და სხვა ქვეყნების საელჩოები - უდიდესი მონდომებით არიან ჩართულნი ამ ღონისძიებაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეგროვებული თითოეული ლარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან ფონდი დახმარებას უწევს არა მხოლოდ დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს, არამედ მათ მეუღლეებსა და შვილებსაც. ამ მხარდაჭერას აქვს როგორც მატერიალური, ისე განსაკუთრებული მორალური მნიშვნელობა.

მადლობა მინდა გადავუხადო სამხედრო ატაშეებს, ასოციაციას, ღონისძიების თითოეულ მონაწილესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს - ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და, იმედია, მარათონის ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.“

გარბენში მონაწილეობდნენ ქართველი სამხედროები, დაჭრილი და დაშავებული მებრძოლები, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მათი ოჯახის წევრები, ბავშვები და სხვა მხარდამჭერები.

მონაწილეებს არჩევანი სამ მარშრუტს შორის ჰქონდათ: 3 კმ-იანი სახალისო გარბენი, 7 კმ-იანი საშუალო საშეჯიბრო დისტანცია და 21.1 კმ-იანი ნახევარმარათონი.

7 და 21.1 კმ-იან დისტანციებზე გამარჯვებულ ქალებსა და მამაკაცებს, რომლებმაც I-III ადგილები დაიკავეს, პრიზები გარბენის მხარდამჭერებმა გადასცეს.

სპეციალური პრიზები დააწესეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასმა“ და კომპანიებმა Garmin-მა, „მოგზაურმა“ და „ჯინო ფარადაისმა“.

„მოგზაურმა“ სპეციალურ კატეგორიაში პრიზები იმ მოხალისეებსაც გადასცა, რომლებიც მარათონის მსვლელობისას ორგანიზატორებს აქტიურად ეხმარებოდნენ.

ლისის ტბის ადმინისტრაცია უკვე მეოთხე წელია, უსასყიდლოდ უთმობს ტერიტორიას ამ სპორტულ ღონისძიებას.

TKT.GE რეგისტრაციიდან მიღებულ თანხას სრულად, ყოველგვარი მომსახურების საფასურის გარეშე, რიცხავს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიშზე, ხოლო კომპანია TrailLab გარბენის ორგანიზებისთვის საჭირო მომსახურებას, ყველა სტანდარტის დაცვით, უსასყიდლოდ უზრუნველყოფს.

TKT.GE-ს მეშვეობით დარეგისტრირებულმა თითოეულმა მონაწილემ ბრენდირებული მაისური და სამახსოვრო მედალი მიიღო.

გარბენის შედეგად 15 000 ლარამდე შეგროვდა, რომელიც სრულად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა.

კომპანია „სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ 2018 წელს დააარსა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს საქველმოქმედო საქმიანობაში.

ფონდში წვლილის შეტანა და გმირების მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ვებგვერდი: www.wwsf.ge (საბანკო გადარიცხვით)

საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა

თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს

მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე

მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში

საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა

ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა

უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს

"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება

"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა

[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა

კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს

"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს

[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა