ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მარცხის (0:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გეგმა სწორი გვქონდა. პირველ ტაიმში ისეთი ინტენსივობა არ ყოფილა, რომ გეგმას ხელი შეშლოდა. მნიშვნელოვან ფეხბურთელები ახლა ისეთ კონდიციებში არიან, ცოტას თამაში შეუძლიათ. ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს. საგოლე შანსები გვქონდა და უკეთესი შედეგის დაფიქსირება ნამდვილად შეგვეძლო.

ფეხბურთელთა ფორმიდან გამომდინარე, დიდი არჩევანი არ გვაქვს. პირველ ტაიმში კვარაცხელიაც საკმაოდ უკნიდან თამაშობდა, შემდეგ ტაქტიკა შევცვალეთ. იმედია, უკრაინის ნაკრებთან უფრო ორგანიზებულები ვიქნებით.და საგოლე შანსებს გამოვიყენებთ.

ცხადია, უკეთესი ყოველთვის შეიძლება. გვქონდა პრობლემები, სამ ცენტრალურ მცველს კუნთი გაეჭიმა, ეს იშვიათი შემთხვევაა. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ეს ფიზიკური მდგომარეობა კლუბებიდან მოჰყვებათ.

პენალტის დარტყმის საკითხი ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადაწყდა, თავს ვინც უკეთ გრძნობს, ის ასრულებს. ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს", - განაცხადა სანიოლმა.

მეორე ტური 28 სექტემბერს გაიმართება - საქართველო უკრაინას, ჩრდილოეთ ირლანდია კი უნგრეთს უმასპინძლებს.

• ლშა

შვიდი მცველით ვთამაშობდით და 3 თავდამსხმელით და გეგმა სწორი იყოვო ეს იძახის

• დავითი

ამან იცის რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა ტრენერის პოსტზე და მგონი ფულის გაკეთებაზე ჩალიჩობს,"იმენნა" მაგარი უნდა იჩალიჩოს მწვრთნელმა რომ იმ ბიჭებით ვინც დღეს ნაკრებშია ასეთი სამარცხვინო თამაში ჩაატარო....

• მწარე

ეს ამბობს სწორი ტაქტიკა ავარჩიეთო, უბრალოდ ინტენსივობა გვკლდაო. კვარა ამბობს ჩვენ ვიცოდით რომ ცენტრს დაგვითმობდნენო, მაგრამ პირიქით მოხდაო.. გამოდის არასწორად იყო გუნდი მომზადებული. რამხელა სხვაობაა ამ ორ ინტერვიუში.

• Dudu

ნახევარდაცვა 0 იყო ამან გაანულა ყველა.უბურთოდ თამაში 0 იყო.სასტარტო შემადგენლობა არასწორე.ტაქტიკა 0.ჟინი 0.ყველაფერი ნოლი იყო.ასეთი ბანძი ფეხბურთი არ მინახავს არასდროს.

• გიორგი

ეს მწვრთნელად გვყავს თუ გუნდის პრობლემების ანალიტიკოსად?! იმიტოხარ მთავარი მენეჯერი რო პრობლემები მოაგვარო რო გამოდიხარ 6 მცველით ირლანდიასთან პირველ ტაიმს ჩუქნი რა შუაშია ჩაკვეტაძე მოხსენი ერთი ცენტრ მცველი და შეიყვანე გიზი ან ბუდუ

• მერაბი 1960

როგორ უნდა წაგვეგო ჩრდილოეთ ირლანდიასთან? დაგვეყენებინა არასწორი შემადგენლობა და არასწორი ტაქტიკით გვეთამაშა. ჩვენმა მწვრთნელმა ეს მოახერხა! გამახსენდა ჩვენი ნაკრების პირველი ოფიციალური თამაში- წაგება მოლდოვასთან. მაშინდელი მოლდოვა გუშინდელ მეტოქეზე სუსტი იყო, წაგება მაინც მოხერხდა. არ ვიცი, რა იქნება ზეგ, ბევრად ძლიერ უკრაინასთან. დამაწყდა ნერვები...

ნუ გახადეთ ვილი სანიოლი განტევების ვაცი! ფეხბურთელებს კი მეტი არ შეუძლიათ და ნუ ჩაქოლავთ!

• ჯარისკაცი

ამას რომ ოდნავი ნამუსი მაინც ჰქონდეს, ჯერ კიდევ 2 წლის წინ წავიდოდა. ჩვენი ფეხბურთის "მამებზე" აღარაფერს ვამბობ.

• გიორგი

უკან პასი ქვია დღეიდან ჩვენ ნაკრებს აკანკალებული ოოღონდ არ წავაგოო.

• ტიპი ბოდავს

შემცვლელები არ გვყვავსო და უკრაინასთან უფრო მეტი რესურსი გაგვაჩნიაო. ხალხო, ლოგიკას ხედავთ ამ კაცის ნათქვამში. თავის თავს ეწინააღმდეგება. შეცდდომები ხანდახან მეც მომდისო.))) ხანდახან კი არა, თითქმის სულ მოსდის. ვიფიქრე, უკვე მე-20 წუთიდან, ჰა,ჰა 30-დან დაიწყებდა შეცვლების გაკეთებას(პირველ ტაიმში მგონი ხეირიანად კარშიც არ დაგვირტყამს),ამან კიდევ მეორე ტაიმამდე დაგვტანჯა! ჩემი აზრით ფსიქოლოგიური პრობლემები უნდა ჰქონდეს, ძალიან არაადექვატურ შეფასებებს აკეთებს ყოველთვის. კარგი ბატონო, ვთქვათ და თვითონ ვერ მიხვდა რომ ბიჭები დასეირნობდნენ, ის იმხელა სტაფი და თანაშემწეები რა ჩემს ფეხებად ჰყავს და რაში იღებენ ხელფასს, თუ რამე არ ურჩიეს კონკრეტულ მომენტში. ერთი თანაშემწე ჰყავს ენრიკეს და სულ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში არიან თამაშის მიმდინარეობისას. ეს ჩემისა კიდე დგას გაშტერებული სახით და ნაპოლეონივით გასცქერის მოედანს. ბოლოს კი მოიფიქრა გამოსავალი და სტვენა დაიწყო. არაა ეს კაცი ნორმალური და კიდევ ბევრჯერ დაღუპავს ნაკრებს თავისი სიჯიუტით(თუნდაც მექვაბიშვილის ამოჩემებით). აბა სხვა რა უნდა იფიქრო გულშემატკივარმა, როცა ესპანეთთან ლამის 7 შემტევს დააყენებ( 7-იც შეგვიგდეს) და მკვდარ ირლანიას 7 დამცველით ეთამაშები? ოე, სტაფი, უთხარით ვინმემ მაგ უნიკუმს, რომ მაგრად ჭედავს!

• ვილი დაუწერელი კანონია

თამაშს იგებენ ფეხბურთელები და თამაშს აგებს მწვრთნელი. ფეხბურთში იყავი იმდენი ხანი და უნდა იცოდე ეს. პრინციპში გნახავ შემდეგ თამაშებზე რა მიზეზებს გვეტყვი? შემდეგი არც უნდა ყოფილიყო შენთვის უბრალოდ პასუხეისგების ამბავია, მარა კობის და მის საძმოსთან ჩახუტება ყველანაირი პასუხისგებას გიხსნის. უნამუსობის აღლუმია ქვეყანაში და ვილი ფრთიანი ანგელოზად დარჩება, ვითომ ევროპაზე მან გაიყვანა გუნდი. ეს იყო UEFA ს სისტემის საჩუქარი უმდაბლესი D გრუპიდან.

• ვახო

კვერნაძე და იეგოიანი არიან საუკეთესო ფორმაში ბოლო დროს და თავიანთ პოზიციებზე უნდა ეთამაშებინა ანუ მარცხენა ვინგერი და 10-იანი. კვარა მარჯვენაზე უნდა გადეყვანა და თუ რამე დავითაშვილი შეცვლიდა საყრდენად ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე აჯობებდა თავიდანვე, დაცვაში კი 4 მცველზე მეტი არ უნდა ეთამაშებინა, ცენტრში ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე, მარცხნივ ხარებაშვილი, მარჯვნივ კი კაკაბაძის ნაცვლად წიტაიშვილს დავაყენებდი იქ ბუდუ და კიტე თადარიგში შეტევას თუ ახალი სისხლი დაჭირდებოდა. მოკლედ 4-3-3 უნდა გვეთამაშა და სწორი პოზიციებით. 5 ნომინალური მცველი იყო მოედანზე და იმიტომაც ვითამაშეთ ეგეთი მკვდარი ფეხბურთი სანიოლს ნული ნიჭი აქვს, თუ რამეს მიაღწია ნაკრებმა, ბიჭები ინდივიდუალურად აღწვევენ და კობიაშვილი კიდევ სამარცხვინო პრეზიდენტი, უეფაში 55 ქვეყანაში ჩვენი საკლუბო ჩემპიონატი 53-ზეა და ჩვენზე წინ არიან: ანდორა, ფარერები, მალტა, ლიხტენშტაინი, ლუქსემბური, მოლდოვა, კოსოვო, ალბანეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და ა.შ. არაფერს აკეთებს, თავის სახლს უფრო უვლის წყენთში, ვიდრე ფეხბურთზე ზრუნავს

• დათო

სანიოლი რომ სუსტი ტრენერია,ეს სიახლე არაა. სამწუხაროა ის რომ, ჩვენების თამაშში ვერ დავინახე,თავდადება...იმედია უკრაინასთან უფრო მოინდომებენ. წარმატება…

• გოგა

ალბანეთან აქ 7 შემტევი, რო გამოიყვანა, ქოჩორას ტრამვას დაბრალა, მაგიტომ შევცვალე ტაქტიკა, ვერ ვცვლიო, ჯამრთელი კაცი სკამზე დატოვა და ჩაკვეს ვერ ვცვლიო, დაგვცინის ეს კაცი

• ამო

ეს თამაში რას გავდა ბურის კოტრიალით თამაშს ვერ მოიგებ. სანიოლი რა ფუნქციას ასრულებს საერთოდ? ფულს კიაკეთებს და აკეთებს.

• რა ვიცი..

კვარასნაირად რომ დამერტყა პენალტი, ჟანი ლეჟავა თავზე დამახურებდა ყველაფერს..

ეს რა დღეში ვართ ჩემო საქართველოვ…!!

• lasha

მე პირადად მომეწონა სანიოლის თამამი გადაწყვეტილება სასტარტო შემადგენლობის კუთხით. ხვდება რომ ნაკრებს სასიცოცხლოდ ჭირდება სიახლე და ახალი სიახლი. უბრალოდ კვარქცხელიამ და მიქაუტაძემ 100% იანი შანსები გაანიავეს.

• გიზოგ

ჯერ აიკვიატა, ქიტეს შემცვლელი ვერ მოიძებნა, ახლა ჩაკვეს შემცვლელი ვერ იპოვა, არადა ორივე სათადარიგო სკამზე დატოვა. დიდი სტრატეგია მომავლისთვის ინახავს.ეს თამაში ისედაც მოგებული ქონდა. არადა, რომელი ევროპული გუნდიც კი ჩამოვიდა და თქვეს თითქოს სუსტი შემადგენლოა ჰყავთ და ფრეც აწყობთ, უველა ანკესზე წამოეგო ჩვენი ნაკრები.

• კაი შენ არ გაქ ნამუსი

კაი შენ არ გაქ ნამუსი, და წახვალ შენ ქვეყანაში კობიაშვილი, იაშვილი,ცქიტიშვილი ხო აქ რჩებიან. ხალხი ხის ჯოხებით გამოათრევს ფედერაციიდან

• გია

ამ არაპროფესიონალის სითავხედეს საზღვარი არ აქვს: ყველა ყველაფერშია დამნაშავე ამის გარდა!

• დინამოელი

"ოქროს ბურთის კანდიტატისთვის" ტანჯვად იქცა სანაკრებო თამაშები. გაუშვით უკან პარიზში, ნუ აწვალებთ.

• Ккк

ეს კაცი მე მგონი გვეკაიფება

• ჰაჰა

აიმათ ვინ ყავდათ ნახევარდაცვაში სრული კონტროლი რომ ქონდათ?

• ჯემალა

წადი რა წაეთრიე.ესეც ერთი მოუშორებელი ჭირი გაგვიჩნდა.

• ამის უნამუსო

არანაირი შეცდომის აღიარება და თქმა რომ მისი ბრალია თამაშის წაგება. ეს უკვე იდიოტებად გვთვლის. გაუშვის სახლში ამის უნამუსო…

• Inviz

ეს შუბლისძარღვ გაწყვეტილი კიდევ ბედავს და პრესკონფერენციას ატარებს იმის მაგივრად რომ გადამდგარიყო. ხალხო რატომ ვითმენთ ამდენს?

• უფროსი

წინა თამაშები სანიოლმა წააგო იმიტომ, რომ სუსტი ტაქტიკოსია. დღეს სიტუაცია შეიცვალა. ეს თამაში სპეციალურად წააგო. რატომღაც გაგვებუტა. ისეთი ტაქტიკა აირჩია, რომ გუნდს თავისი "კოზირები" ვერ გამოეყენებინა. გველესიანის კრიტიკა ეწყინა თუ ის ვერ გვაპატია, რომ მისი აზრები ოქროს ბურთის კანდიდატების შესახებ არ მოვიწონეთ.

• დავით 67

რამდენი მაგარი მწვრთნელის აღიარება მომისმენია, რამდენჯერ უთქვიათ საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობასო და ეს ვუნდერკინდი, მწვრთნელთა მწვრთნელი, ეს დე გოლი, ეს ჟან პოლ სარტრი,ეს მიშელ ფუკო, ხმას არ იღებს საკუთარ თავზე. რაც მწვრთნელად დანიშნეს გინახავთ ვინმეს რომ საკუთარი შეცდომა ეღიარებინოს? ეს ფილოსოფოსები ტყუილად არ მიხსენებია. ეტყობა ესეც ფილოსოფიურად უდგება ფეხბურთს

• Geo

წადი სახლში ვილი! დაუბრუნდი საფრანგეთს. მადლობა! ფედერაცია-გადადექით! ფეხბურთელებო, გონს მოდით! მატჩი-ანტიფეხბურთი ითამაშეს! კარგათ იყავით გულშემატკივრებო!

• სპორტალის ჟურნალისტებს თხოვნით.

გთხოვთ შეკითხვა დაუსვათ ჩაკვეტაძე ვის უნდა შეეცვალა იმ შემადგენლობიდან ხარებაშვილს თუ მექვაბიშვილს თუ აინტერესებდა ჩაკვეს შემცვლელი შესაძლებლობა, რატომ შემქმნელი ეგოიანი არ ათამაშა მის მაგივრად? ჩაკვე თუ გაიტრამვა ყველას წავაგებთ მაგის ნათქვამიდან გამომდინარე.

• T.q

ვილი! აი ეხლა ნამდვილად კორექტულად და დიდი სიყვარულით სანამ კაშიას ლიმიტს გადააეარბებ გეუბნებით მადლობა და ნახვამდის შენ ნამდვილად ხარ ქართული ფეხბურთის ისტოეიის უმთავრესი და უდიდესი ნაწილი რომელმაც ისტორიაში პირველად გაიყვანე საქართველო ევროპის ჩემპიონატზე და მეევწდ ფინალში თუმცა შესაძლებლობები ყოველთვოს ამომწურავია ამ ეტაპზე შენი შესაძლსბლობები ამოიწურა ფაქტია გვიყვარხარ შენ ჩვენი ლეგენდა ხარ და პატივს გცემთ და ქართველი ხალხის გჯლში ყოველთვოს წარუშლელი პიროვნება იქნები თუმცა ეხლა უკვე ნადვილად წასვლის დროა ასე რომ გვიყვარხარ მადლობა და ნახვამდის!!!

• ლადო

რამდენს უხდიან ამ აფერისტს?

რა ჩაკვეს შემცვლელი არ ჰვყავს, ფაგვ ინისნეს კაცი? ჩაკვემ 6 წლის წინ ერთა ლიგის ჯგუფი ითამაშა მაგრად და მაგის მერე ტრავმების გამო 50% აღარ არის მაშინდელი დონის, 6 თვე ყოველწლიურად რეაბილიტაცია აქვს და ეს ამდენი წლის მერე ისევ ჩაკეს შემცვლელს ამბობს. კავმა 7 მცველი და ჩამშლელი დააყენა და ... მოკლედ ეს ყველაფერი უკვე კომენტარადაც არ ღირს.

• უფროსი

სანიოლმა ყველა თამაში რომ წააგოს, მაინც არ გააგდებენ. როგორ მოვიშოროთ? უნდა მოვიგოთ ყველა თამაში. მდიდარი ტიპები იფიქრებენ, რომ მაგარია სანიოლი, და ისეთ ფულს შესთავაზებენ, რომ უარს ვერ ეტყვის.

• გიორგი

ამდენი წელია ვუყურებ მაგის თამაშს თუ გუნდმა მოიგო ეს მაინც ვერ თამაშობს, აი თუ წააგო მაშინ ხო საერთოდ. მე თუ მკითხავ ამერიკიდან არ უნდა მოთავსდეს ნაკრებში თუ მართლა მესი ან ლევანდოვსკი არ ხარ რააა. საბა ლობჟანიძე ხო სულ ნაკრებშია და სკამზე ზის, იმ შიშორიდან რო არ ჩამოიყვანო სკამზე დასაჯდომად დამიძახონ და მე დავჯდები თუ მარტო ჯდომა უნდათ.

• გიორგი

ეს კიდე სხვისკენ იშვერს ხეელს? ხარაბაშვილი მე დავაყენე? კვერნაძე მარჯვნივ მე ვათამაშე კვარა ცენტრში და მიქაუტაძე მარცხნივ? მექვაბიშვილის თამაში უკვე ბანალურია ბიჭი ვეღარ ვითარდება,და წავიდა ამერიკაში ფულის საშოვნად, და მე თუ მკითხავთ თუ მესი არ ხარ ამერიკიდან ნაკრებში არ უნდა ვიძახებდეთ.კიტეიშვილი სკამზე მე დავსვი? ეხლა ვიღაც იტყვის შემდეგ თამაშებზე ინახავდაო, წიტაიშვილმა რეალთან იფრინა და სკამზე გიზის? გაგუას კარგი პრესა აქვს ყველა თამაში გოლი გააქ და შანს არ აძლევ, ზივზივაძე არ შემოგყავს არ ვიცი როცა პრეტენზია გაქ და ხედავ მიქაუტაძემ ორი ას პროცენტიანი გოლი ვერ შეაგდო ხო უნდა მიხვდე რომ არ აქვს კარგი დღე და შეცვალე 65 წუთი იყო, შემოიყვანე სხვა. ბევრი კითხვებია თუ წასვლა უნდა წავიდეს, ან ეს რა უბედურებაა ფეხბურთელზე მეტი დამხმარეები ყავს ეხლა კაშია დაემატა, ვილი მეც დამიმატე ერთი კაცის დედაც მო....ან. სირცხვილია უბრალოდ ესეთ გუნდათ რო ვაგებთ.

• კეკე

Როგორც შურდულისგან თოფი არ გამოვა, ისე არ გამოვა შენგან მწვრთნელი, სანიოლ!!! Შურდულის ადგილზე სხვა რამის დაწერა მინდოდა, მაგრამ ცენზურას რა ვუთხარი....

• იასონა

პრობლემა ისარი რო შენ არ გცვლიან ვილი ბაიბურში არ ხარ გაგიმართლა რო ერთ ერთ საუკეთესო თაობის მწვრთნელი ხარ

• George

გაუშვით ეს გაუშვით,არაფერი სიკეთე ამისგან აღარ იქნება მომავალში,ეხლა ნაკრებში კარგი და პერსპექტული თაობის ფეხბურთელები მოვიდნენ, მაგრამ ეს დაღუპავს ნაკრებსაც და ამ ბიჭებსაც, ისე როგორც თავის დროს მარტინესმა დაღუპა ბელგიის უძლიერესი ნაკრები...

• გოგა

ვილი საყვარელო ამ ჩრდილო-ირლანდიელებს ბესტი გაუცოცხლდათ თუ გადაცმული მესი ათამაშეს შუახაზი რომ მთლიანად წაიღეს

• უტა

ბუჯო სანამ ხიზანიშვილი, კაციტაძე, ის ნაკაოძე, ზამთარაძე და სხვა პარაზიტები არ მოშორდებიან ფედერაციას არ გვეშველება არაფერი და კიდე ანზორა და ხარებაშვილი სრულიად ზედმეტი არიან ნაკრებში

• ჯემალი

თავის დროზე მენთეშაშვილი ძლივს მოვიშორეთ, ახლა ეს მექვაბიშვილი უნდა გვყავდეს პროგრამაში? გაიტანეთ გრენლანდია, ან მაგას ან ლომინაძეს რა უნდათ ეროვნულში ნაკრებია თუ ქა4ვასლა?

• მირო

თუ ჩაკვეტაძე შეუცვლელია,რატომ თავიდანვე არ დააყენე?შენ შენით წასვლას არ აპირებ.ფედერაციაც შენს გაშვებას არ აპირებს.შედეგად მომდევნო 3 თამაშსაც წავაგებთ და ბოლო ადგილი ჩვენია.მერე მაინც წახვალ ალბათ,იმედია შეგრცხვება.

• Niko

დაიწყო რიჟა ბაზარი, ამის შემცვლელი არ მყავს იმის შემცვლელი არ მყავს.

• Levani

ანზორი კი არა არც ქოჩორა არ არის დასაყენებელი,მაგის პრაიმმა ჩაიარა ორი წლის წინ. ბერიაშვილი არ არის სანაკრებოთქო რო დავწერე გუშინ ვიღაცამ შემეკამათა. ისედაც ეს ადრეული თამაშები სულ მაიმუნობს ტოტალიზატორი-ისე თამაშობდა გუნდი რომ არ ეტყობოდათ მაგათ სხვა შედეგი,არ ვიცი ტოტალიზატორმა შეუთანხმა თუ რა მოხდა,მაგრამ მე ვნახე დასმული ანგარიში. იქაც კიდე მაინც ჩნდება მომენტი რომელსაც ჟორჟი ვერ არტყავს,მერე ხვიჩა პენალტს უგორებს მეკარეა ისე რომ თითქოს თავის ბავშვს ეთამაშება და სერთოდ გუნდის სურვილი მოეგო გამოიხატა კაკაბაძის ფაფხურში- ისე დასვეს ანგარიში როგორც უნდოდათ

• თავადი

მოვა დრო და სანიოლი სანატრებლად გაგვიხდება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. პატივისცემით თავადი.

• სხვა

ბოდიში ძმაო აბა ჩემი ბრალი ყოფილა,აბა მწვრთნელისნრა ბრალია

• რეზო

ჩაკვეტაზე არ ვიცი, მაგრამ სანამ ვინმე დარწმუნებულია იმაში, რომ შეუცვლელია და ამის საფუძველი აქვს, პროგრესი არ ხდება. ასეა ყველა სფეტოსი. ასეა აქაც. ეს ამაზრზენი ქცევა-არასდტოს აღიარო რომ რამე გეშლება ყველაზე მეტად მარიზიანებს. კარგი ტაქტიკა გვქონდაო, ტიპი ამბობს!ეგეთი ანტიფეხბურთი არასდტოს არსად არ მინახავს

• უსაშველოები !!!!

მსაჯს უფრო უნდოდა ჩვენი მოგება ვიდრე ამათ !

• goga_g

გეგმა სწორი იყოო. თავხედობა უნდა ამის თქმას. ნაკრებს მწვრთნელად ჰყავს აბსოლუტურად უტიფარი, არადიპლომატიური, უპასუხისმგებლო არსება, რომელიც არაფერში საკუთარ შეცდომას არ ხედავს

• დემბელეს დედა თამთა

მერამდენედ გვიყვება ერთი და იგივე ზღაპარს? ტიპი სულ მართალია და თუ გინდათ ...ით! ეგოიანზე დამწყდა გული. ძალიან მაგარ ფორმაშია ბიჭი, სულ მოძრაობს და უტევს. ეჰ, ეს კიდევ მექვაბიშვილიო... ბიჯო, ბიჯო, სახლში რომ ფაქტიურად 7 მცველით ეთამაშები წყალწაღებულ გუნდს, ძლიერთან ალბათ მეკარეს და 10 მცველს დააყენებ. ვინც ამას მწვრთნელის ლიცენზია მისცა, უკეთი თამაშისთვის არ ეყურებიოს ცხოვრებაში.

• უსაშველოები !!!!

რა ქნას და პირველივე რეისით უნდა დააა..იოს აქედან ! აი მერე კი ვინც მოვა იმან ეს 11 ,, რობოტი " ისე უნდა დაქოქოს რომ ასეთ ჭღრ-პღრ გუნდებს მოუგოს . ერთი კაცის სახელიც კი არ მსმენია რომელიმე გრანდებში და გვიგებს . შეხედეთ ჩვენს ნაკრებს , რომელი ერთი გინდა და როცა ოქროს ბურთზე გაქვს პრეტენზია ვიღაძ ხიხოს პენალტი უნდა გაარჭო ! დავიღალე და დაიღალა ეს ჩვენი კომენტატორებიც . 30 წელია მესმის ,, გადავრჩით " ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მსაჯს უფრო უნდოდა ჩვენი მოგება ვიდრე ჩვენს ბიჭებს .

• Solo

ამდენი პასი უკან ჩრდილოეთ ირლანდიასთან, შიში ბურთის დაკარგვის, პენალტი კიდე რას ნიშნავს ვინც უკეთ გრძნობს თავს?) მოკლედ კატასტროფული თამაში იყო

• გიორგი

რა ვქნაათ ახლა მაგიტო ვაგოოთ ყველა თამაში მაგიტომ ხარ დაქირავებული რო პრობლემები მოაგვარო

• ლევანი

დაგვცინის ხალხო, აბა რას შვრება? გახსოვთ? ალბანეთთან სახლში, რეებიქნა? მერე, თამაშის მერე ხომ თქვა, სწორი სქემა იყო და მომავალშიც გამოვიყენებო, ხომ ასე იყო? ხოდა აჰა, ახლაც იგივეს არ ამბობს? ან ჩვენ დაგვცინის, ან თავის თავს

• ამატაკი

მაგას როგორ ამბობ ძმაო!, ვის არ შუძლია? მსოფლიოში ფეხბურთელების საერთო ღირებულებით (ტრანსფერმაკეტის მონაცემებით) მე 17 ადგილზეა ნაკრები. ამ ჯგუფში კი ყველაზე ძვირადღირებულია, ეს კიდევ ყველაზე მოზომილი შეფასებით. ეხლა იმას ხომ არ ვიტყვით, დასავლეთში ფულს ქართველ ფეხბურთელებში ლამაზი თვალებისთვის იხდიანო?!

• მირო

ხო ჩვენია ეს ნაკრები და ხო ვბუზღუნებთ უკვე იმ ევროპის მერე ორი წელია ხო ესეა??? არ შეიძლება რო შევცვალოთ და უკეთესი მოვიყვანოთ მანდამაინც უნდა ლანძღვით და უსიამოვნებით დავშორდეთ რა ისაა ამოჩემება ვერ ვხვდები რა?! გაუმჯობესებაზე ვფიქრობთ და თითქოს ფედერაციას მეტი ფული აქ ის ეს ცოტა გაქექილი კაცი მოხერხებული ტიპი მოვიყვანოთ რა გახდა ამ კაცზე გადაფარება გულით სულით და მაშინ პასუხი აგეთ ვინც ეფარებით კაცო!!!

• რა გითხრათ-რით გაგა აროთ

სანამ ეს მწვრთნელის მაგვარი სა-ნიორ მძაღე არ გაეცლება ნაკრებს,ეს ბიჭები დაბერდებიან და უბრალოდ ისევ იმას ვილაპარაკებთ 20 წლის შემდეგ, უფ უფ უფ რა მოთამაშეები გვყავდა რა მოთამაშეებიო. დაბერდნენ ეს საწყალი ბიჭები. ტაქტიკა 0,0 მწვრთნელი 0,0 ფედერაცია 0,0 ამას სა-ნიორას ნამუსი რო ჰქონდეს პრესკონფერენციაზე თავს კი არ გაიმართლებდა, იტყოდა ჩემი რესურსი ამოვწურე საქართველოს ნაკრებში დაიფარებდა ქუდს და გვეტყოდა:,, ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა... მე წავედი და სულ კარგად მეყოლეთო'' მაგრამ არც ნამუსი არც სირცხვილი არც სუბლის ძარღვი... შეშა არ არის კაცო შეშა!

• პატრიოტი1994

ამ 4 თამაშის შემდეგ თუ შანსი აღარ დაგვრჩება ამ ჯგუფში გამარჯვების ულაპარაკოდ ნოემბრიდან ახალი მწვრთნელი უნდა მოვიდეს , რას ქვია მაინც არ აქვს ახალ მწვრთნელს აზრი , ან რას ქვია არ ყავს ფეხბურთელები გადახედეთ ჩვენი დონის ქვეყნებს ამდენი ფეხბურთელი ყავს ვინმეს ტოპ ჩემპში ? ფედერაციას ცალი თვალი უნდა ეჭიროს ახალ მწვრთნელზე. სვანაძეს 21წლამდელებიდან ყავს ბირთვი იცნობს ძველებსაც და რატომაც არა ? არვიცი ეგ ჩემი ვერსიაა მაგრამ ახალი სისხლი თითქოს აუცილებელია .

• არა შეჯდა მწყერი ხესა

ხალხო, ეს რა იყოო?!… ბურთი ვერ გააგორეს.. რისი იმედი გვაქვს?! თიმეიჯერ სამოყვარულო გუნდთან დავმარცხდით..

• 100%

შუბლის ძარღვი, ჩკა ელი )))))

კვარაცხელია არ გააკრიტიკოთ არა. ოქროს ბურთი მოინდომეს აქ ;დ

• მირო

ხო ვთქვი ვინც რესურს ვერ იყენებს ის არის ხელის შემშლელი,ეგოიანი! უნდა ეღამაშა! თუ ბურთი გვინდოდა ჩაკვე და წინ გაგუა ნახევარი სთ მაინც თუ ტაიმი არა! პებალტი არა კვარას ვინც გინდა იმას ჟორჟს მაგალითად!!!! და საერთოდ პირველ ტაიმში რა ეს ვინმეს რამეში ჭირდებოდა? ეს გეგმა იყო? გული რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ გვტკენია მაგრამ,ზოგჯერ და დღეს ის ზოგჯერ იყო ისე იცით ტკენა იმის მაგივრად ის დანაკლისი რაც გვქონდა აღმოგეფხვრათ ესე უჯიგრობაში უემოციო თამაში გვანახეთ!!! იმედია დაფიქრდებით წელიწადში სამჯერ ვართ ეს ხალხი ესე ერთსულოვანი და ბედნიერები თქვენი ნახვით დამშეულები რაღაც ლამაზის ნაკრების მოგების წყურვილით და ეს მკვდარი 90 წუთი პირველივე თამაშსი ყველაზე სუსტ გუნდთან კარგით რა((((

• საქართველო

ეხლა ნახეთ დამთავრდება სანაკრებო შეკრება და თავებს გაიგიჟებენ კლუბებში.თურქებს მაინც მიბაძენ და ბოდიშები უხადეთ მთელ ერს!მაგრამ მაგის ერთი ადგილიც არ გაქვთ

• მაია

იყო და არა იყო რა.

• gzp

რა ქნას ამ კაცმა, თვითონ ხომ არ შევა მინდორძე. რაც ყავს იმათ მეტი არ შეუძლიათ. ყალბ გაბრიქვებს უნდა მოეშვათ და ვაღიაროთ რომ აუტსაიდერები ვართ ამ ჯგუფში. ამის შემდეგ შეიძლება სხვანაერად აეჭყოს ყველაფერი. იმათი სახეები მაინტერესებს რაღაც მსვლელობა რომ მოაწყვეს :))

• სამაჩაბლო

რაც ქვეყანას სჭირს ის სჭირს ნაკრებსაც!არ ვიცი რა გვეშველება,მაჩანჩალა,დაგოიმებული,ადვილად დასაჩაგრი ქვეყანა,ქვეყანა სადაც ქართველების გარდა ყველა კარგად ცხოვრობს!!

• ამატაკი

ეს თუ მწვრთნელია, ჩემი ფიზკულტურის მასწავლებელი ფერგიუსონი ყოფილა, ღმერთმა აცხონოს! ნამუსიანი კაცი იყო, ფეხბურთსაც ასწავლიდა და სკოლის გუნდის შედეგებზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებდა. საქმეში იყო ჩართული მთელი სულითა და შემართებით, ლამისაა ჯანმრთელობა შესწირა.ტიპს წარბიც კი არ აუტოკდა, შემადგენლობასა და ტაქტიკაზე ისე ილაპარაკა! ამ ფრანგებს რა მაგარი მწვრთნელები ჰყავდათ და ეხლაც ბლომად მოეძებნებათ, რავა ჩვენ მოგვიყვანეს არ ვიცი ამას ვინ ვუწოდო..! დიდება შენდა უფალო, მოგვეცი ძალა ...!

• კონტეს მამა

და რა ეტყობოდა ხვიჩას რომ ჟორჟზე უკეთესად გრძნობდა თავს?))) ე.ი. შტატიანი დამრტყმელი გუნდს არ ჰყავს? უნდა გაუშვას ბიძინამ ლევანა თავისი საძმაკაცოთი და სანიოლიც უკან მიაყოლოს, მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ყველგან ხვიჩა ვერ უშველის საქმეს.

• საქართველო უპირველეს ყოვლისა!

კვარაცხელია გინდ ყოფილა ნაკრებში და გინდ არა,როცა გვჭირდება მისი გადამწყვეტი თამაში საერთოდ ვერაფერს აკეთებს,მე ნაკრების ფეხბურთელებს აღარ მივცემ ხმას გამოკითხვებში, კლუბების გულშემატკივრებმა მისცენ,რაში მჭირდებიან თუ ნაკრებს,ქვეყანას არ გამოადგებიან?!

• ზაზა

რა იყო ახლა ეს? ეს რა უნამუსო კაცია ბიჭო, ვითომ არაფერი მომხდარა, გეგმა სწორი გვქონდაო და ისეთი ინტენსივობა არ იყო რომ გეგმა შეგვეცვალაო. ამას ჩვენ სულელები ვგონივართ ან ძალიან საშინლად უტიფარი ადამიანია ან კიდევ მაგარი იდიოტია და აზრზე არაა მწვრთნელობის.

• Lasha

კვარას რომ პენალტი არ გაეფუჭებინა და ჟორჟს ორი ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა, ვიტყოდით, მწვრთნელმა მეორე ტაიმში თამაში შემოაბრუნაო. მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. დაცვაში მძინარე კაცი შემოიყვანა, პირველი ტაიმი კი სულელური ექსპერიმენტების გამო წავაგეთ. ამიტომ მწვრთნელის ბრალი ამ ყველაფერში ძალიან დიდია. თუ რამის ამბიცია გვაქვს, ლიდერებმა უკეთ უნდა გაართვან თავი თავიანთ საქმეს. ასევე კაკაბაძე დიდი ხნის მოსაცილებელია ნაკრებიდან. ახალ-ახალმა ბავშვებმა კიდევ კლუბებში დაამტკიცონ თავიანთი შესაძლებლობები ჯერ. ნახევარდაცვაში ჩაკვე-კიტე-ქოჩორა ამ ეტაპზე უალტერნატივოა და ამ 2 კაცის შემოყვანაც დააგვიანა. ჩემი აზრით, აჯობებს, ამბიციები მოვთოკოთ. არ ვართ ის დონე, ბ დივიზიონში პირველი ადგილისთვის ვიბრძოლოთ, მინიმუმ მანან, სანამ დაცვის ფლანგებზე ნორმალური ბიჭები არ მოიძებნება, ასევე სანამ დაცვის და ნახევარსაცვის ცენტრში "პერსპექტიული" ბიჭები არ მომწოფდებიან.

• კოტე

შამილი მართლა გასაშვებია, არაა რა ეგ მწვრთნელათ დაბადებული.

• კახა

გეგმა სწორი იყოო ამბობს, მაგ სიმართლით გაიხარე შენც და ფეხბურთის ფედერაციის უფროსებმა. დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, და კიტეიშვილით რო არ იწყებ თამაშს შენ გასაშვები ხარ რბილათ რომ ვთქვათ. იმიტომ გამოგაბუნძურეს ჯერ ბაიერნიდან და მერე ბორდოდან როგორც მწვრთნელის ასისტენტი და მერე როგორც მწვრთნელი.

• lisandro

საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე უნამუსო ფრანგია!! რასაც ეს კადრულობს ფერმის საქონელი არ იკადრებს))) ამ სამარცხვინოდ წაგებას გამართლება რომ მოუძებნო ამასაც ნიჭი უნდა! ნიჭი ან სანიოლი!)))

• gio-goli

არა ძმაო ეს უნამუსოა გადამდგომი არაა უარესი კი ისაა რო არც არავინ აპირებს ამის გაშვებას

• Gio

ეს მე მგონი დაგვცინის ან საერთოდ ბერ აზროვნებს. ძალიან დაბალი დონის მწვრთნელია და სიმართლე რომ ვთქვათ არც ფეხბურთელები ბრწყინავენ

• Star lord

ამან აზრის ჩამოყალიბებაც აღარ იცის ალბათ ხომ? ირლანდიელების მწვრთნელის კომენტარი უფრო მარტივად გავიგე…

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა

მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან

ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო

ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"

ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი

ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა

"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა

"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე

"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?

კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა