ლოს-ანჯელესის "ლეიკერსის" მთავარმა მწვრთნელმა ჯეი ჯეი რედიკმა სანდრო მამუკელაშვილის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი კალათბურთელის დამატება გუნდს შემადგენლობის კიდევ უფრო მოქნილად გამოყენების საშუალებას მისცემს.

რედიკის თქმით, მამუკელაშვილის მრავალმხრივი სათამაშო უნარები "ლეიკერსის" სხვადასხვა ტიპის ხუთეულების გამოყენებაში დაეხმარება.

"ვფიქრობ, "მამუს" დამატება მისი სათამაშო უნარებისა და როგორც კალათბურთელის თავისებურებების გამო, ჩვენს შემადგენლობას ძალიან დიდ მოქნილობას შემატებს.

როდესაც ზაფხულში მას დავურეკეთ, მკითხა : "სად მხედავთ შემადგენლობაში? რა პოზიციაზე ვითამაშებ?"

მე ვუთხარი: "ახლა პოზიციაზე ნუ იფიქრებ. მე პოზიციები არ მიყვარს, რადგან შენში კალათბურთელს ვხედავ".

"მამუ" თავად იქნება იმ მრავალფეროვნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც ჩვენს გუნდში გვექნება" - განაცხადა რედიკმა ESPN LA 710-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა. სანდროს ყოველწლიური ანაზღაურება 13 მილიონი დოლარი იქნება.

მამუკელაშვილმა გასული სეზონი "ტორონტო რაპტორსში" გაატარა, სადაც რეგულარულ სეზონში საშუალოდ 11.2 ქულას, 4.9 მოხსნასა და 1.9 შედეგიან პასს აკეთებდა.

Rigiti-ს
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი საქართველოში ხვიჩა კვარაცხელიაა-16.4 მილიონი ევრო აქვს
Rigiti
ძალიან კარგი! 13 მილიონი ცუდი არ არის, მერე მოუმატებენ კიდევ. ესე იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი საქართველოში! წარმატებები მამუს
მასტერს
ეს კომენტარი გულისხმობს, რომ მწვრთნელი ადეკვატურად აღიქვამს სანდროს მრავალმხრივობას და ეს კარგია! Ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ლეიკერსი სანდროს უნარებს და სანდრო როგორ შეძლებს როსტერში ჩაჯდომას და რეალიზაციას. ისღა დაგვრჩენია, Წარმატება ვუსურვოთ პირველ ქართველი "ლეიკერს" და ვისიამოვნოთ მისი გულშემატკივრობით!
ვასო67
წარმატებები სანდროს
ზაქრო
აფსუს, მეც მესწავლა თავის დროზე კალათბურთის თამაში.
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
"მომბეზრდა წუწუნი, რომ უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა