ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

<p>საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, ამის შესახებ ინ&shy;ფორ&shy;მა&shy;ცი&shy;ას ეროვ&shy;ნუ&shy;ლი სა&shy;ფეხ&shy;ბურ&shy;თო ნაკ&shy;რე&shy;ბის ოფი&shy;ცი&shy;ა&shy;ლუ&shy;რი გვერ&shy;დი აქ&shy;ვეყ&shy;ნებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის.</p> <p>&nbsp;</p> <p>"სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა.სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.</p> <p>&nbsp;</p> <p>რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა.</p> <p>&nbsp;</p> <p>საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.</p> <p>&nbsp;</p> <p>მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ", - ნათქვამია განცხადებაში.</p>

  • გეგი

    თქვენ წარმოიდგინეთ კი,იმაზე მაღალი დონეა ვიდრე ჩვენს ჩემპიონატშია და იქ დისციპლინა და ყველა პირობაა შექმნილი ფეხბურთის სათამაშოდ,განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთიდან იწყება ეს.ამ ყველაფერს ახლა აზრი არ აქვს რასაც გიხსნით.როგორც გაგეხარდებათ ისე იფიქრეთ.წარმატებები!

  • დათო

    კომენტარები წავიკითხე..ესეთი ჭორიკანა კაცუნები არვიცი სადმე თუ არის..იგინებოდით რატომ არ უშვებთ სანიოლს სახლშიო,გაუშვეს..ეხლა იგინებით რატომ გაუშვითო..ან ამ სვანაძეს რატო ლანძღავთ რომ მოვიგოთ ხვალ ხომ იტყვით რა კარგი პწვთნელი ყოფილაო? კაცმაცუნობას შეშვით

  • zaza

    ra Qecba , dinamos tamaShebs ukureb ? argumenti mitxari ratom Qecbaia , ertxel rom gauvarda anortosisshi ? mis mere ramdengan iko da sadme raime gaaketa? fantaziis unari xom mainc unda gqondet tqve kai xalxo ?

  • T.q

    ჰეჰ რა გამაცინეთ ვახ თქვენ ალბათ იუმორინას სცენარისტები არა?! ისე როგორ დააკვირდით ეხლა ერთი ორჯრ გადაიკითხეთ თუ მარტივად ამოდის აზრი წაკითხულიდან?? და კიდე რა მაინტერესებს ბიჭები კლავიატურა ლუბრიკანტის გარეშე მიდის თუ მიანც ჭირდება შეზეთვა?

  • გველ-გესლიანი

    დაგვენიშნა ნადირ შახის ბიძაშვილი იგივე აიათოლას მეხუთე ცოლის დიშვილი.. ავიცენას მასწავლებელი დიდი ზოროასტრი..

  • გროზნი მამედა

    ვიფიქრე ანჩელოტის მაინც ჩამოიყვანენ-თქო, ამათ კიდევ სვანაძე ამჯობინეს. ნუ, რას იზამ? როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დავობენო.

  • გულნარა ბებია, სიყვარულით ბურუნდიდან

    რატომ ვარ ცოცხალი, რატომ გოუშვეს? და რეიზა? რაიაო, რა დააშავა ნენა ამისთანა ბუნჩულა კაცმა?

  • გულშემატკივარი

    და რა დააშავა ასეთი, რომ გაუშვეს? ნუთუ ქართველი გულშემატკივარი ახსნა-განმარტებასაც არ ვიმსახურებთ? სადაა ფედერაციის ოფიციალური განცხადება თუ პრეს-ცენტრს უნდა მივმართოთ წერილობით? რა უპატივცემულობაა საკუთარი მოსახლეობის? ნაკრებს თამაშები აქვს, მწვრთნელს უშვებენ, არ გვეუბნებიან რატომ დანიშნეს მაინცადამაინც სვანაძე და არა ცხადაძე, არველაძე ან ქეცბაია. სვანაძეს მომზადებულმა ნაკრებმა გუშინ საბერძნეთთან პირწმინდად წააგო სახლში დიდი ანგარიშით, ისე გვეთამაშნენ როგორც მეათე კლასელები მესამე კლასელებს. თუ 21 -წლამელების გაწვრთნის თავი არა აქვს, ეროვნულ ნაკრებს როგორ მოამზადებს? აგვიხსენით ბატონებო. ნაკრები და ქართული ფეხბურთი ხალხისაა და არა კერძო შპს-სი.

  • დავით 67

    გეგი-ს! რა შუაშია აქ ჩემპიონატის დონე? ჩრდილო.ირლანდიაშია მაღალი დონე? დანიაში, ხორვატიაში, უელსში,ფინეთში თუ მთელ აფრიკაში? კიდევ ჩამოვთვალო? შეხედე მათ ნაკრებებს,სულ მცირე მათ რეიტინგს მაინც შეხედე.შენ რასაც ამბობ ფულის ჩადება და განვითარება ეროვნული ჩემპიონატის საერთოდ არაა კავშირში ნაკრებებთან. აგერ გითხრა უკვე მოპასუხემ რა ღირებულებისაა ჩვენი ნაკრები

  • T.q

    შენი გამზრდელი " " გააქ წაკითხული?

  • გეგი

    იმ რესურსს რომ ერთ პოზიციაზე ტანაბარი ძალის და დონის ფეხბურთელი რომ გყავდეს აი მაგ რესურსს და რა მაგრად ტეხავს რომ მაგას ვერ ხვდებით! საქართველოს ჩემპიონატი რა დონისაცაა ეგ არის ნაკრებიც და მაგას არავინ ამბობს და აქცევს ყურადღებას.ლოგიკაა აქ მთავარი,ამდენი მწვრთნელი გამოიცვალა ნაკრებმა და ერთმა როგორ ვერ გაამართლა მაშინ?კარგით ხალხო კარგით,იყავით ისევ ილუზიებში.ფული რომ არის ცასდადები თანაც ძალიან დიდი მაგასაც არავინ აქცევს ყურადღებას და თემო ქეცბაიას მაიცნ მოუსმინეთ,მაგას ამბობს ხოლმე ის კაცი 24 საათი.თან ისე ლაპარაკობ თითქოს მშურდეს რამის ან ვინმესი.დაცვა რომ არ გივარგა და ჯერ მარტო მაგით რომ უნდა დიაწყო ყველა სხვას რო თავი დავანებით აი ეგაა რესურსის უქონლობა! ყველა მწევრთნელზე ასე უკმაყოფილოები იქნებით იმიტომ რომ რესურსი არ აქვს ნაკრებს,ერთმანეთის შემცვლელის,ჩაკვეს შემცვლელი გყავს?? არ გყავ! ხვიჩასი? ჟორჟის?ხოდა ეგაა რესურსი და იმედია გასაგებად ავხსენი და დაგიღეჭე! გინდა გაიგეთ და გინდა ნუ გაიგებთ,თქვენ მხოლოდ თქვენი სიმართლე გაქვთ ხოლმე.

  • ამატაკი

    რა რესურსს ითხოვთ მეტს , გამაგებინეთ ერთი თქვე კაი ადამიანებო ! ამ ჯგუფში კი არა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში (ხორვატების გარდა) და აზიაში (იაპონია გამონაკლისი), რუსების ჩათვლით - ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები გვყავს (261 მლნ). ეხლა არ დაიწყოთ მაგი არაა გადამწყვეტიო, აბა მაშინ ისიც თქვით რაა გადამწყვეტი. ერთი მითხარით რა არ მოგწონთ ამ შემადგენლობის და მაგალითიც მოაყოლეთ 4 მლნ ქვეყანას დედამიწის ზურგზე (ნუ ისევ ერთადერთი ხორვატების გარდა), რომლის შემადგენლობის გშურთ, თუნდაც კეთილი შურით. მივხდეთ იქნებ რა გაქვთ მხედველობაში, როცა ამ ჩვენი ნაკრების შემადგენლობას იწუნებთ.

  • tq-s

    ბარემ წიგნად გადმოგეცა ამხელა ნააზრევი

  • გეგი

    ხალხო თქვენი ვერაფერი გამიგია,ჯერ წავიდეს სანიოლიო ყველა მაგას ამბობდა,ახლა რატომ გაუშვეს შესარჩევის დასაწყისშიო.რეალობვა იცით რა არის?პრობლემა მწვრთნელში არაა არაააა,თუ არადა გადახედეთ რამდენი მწვრთნელი გამოიცვალა ნაკრებმა და დათვალეთ აბა?ერთი როგორ ვერ გამოდგა ნაკრებისთვის?სადაც ჩემპიონატი არ გაქვს და უმდაბლეს დონეზეა დასული,როცა რესურსიც არ გაქვს ფეხბურთელების და რაც ყველაზე უმთავრესია,როცა დიიდი ფული არ დევს ფეხბურთში,მანდ უკვე ყველაფერი დასრულებულია.გავიგოთ ერტხელ და სამუდამოდ რომ ფეხბურთსა უნდა დიდი ფული,რომ ამაღლდეს შიდა ჩემპიონატის დონე.თურქეთის მაგალითზე ვთქვათ თუნდაც.არ გვინდა ჩვენ იმის დაჯერება რომ არ გვაქვს რესურსი არაა ვახ.

  • გიორგი

    ამ წაგების გამო არაა ეს კაცი წასული ან გაშვებული. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება ტურნირის პირველი თამაშის შემდეგ მწვრთნელის გაშვება წაგების გამო. ერთადერთი ლოგიკა აქ ისაა, რომ შიგნით აირია სიტუაცია და მწვრთნელს აღარ ქონდა რესურსი ამ სიტუაციის დალაგების. შეიძლება მთავარი ამბავი აქ ოლისეს ოქროს ბურთის ფავორიტებაზე გაკეთებული სრულიად უადგილო განცხადებაც იყოს შუაში. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ფეხბურთელების დიდმა ნაწილმა დიდი კარიერული პროგრესი განიცადა ბოლო წლებში, შესაბამისად ეგოებიც გაზრდილია. ახალ მწვრთელს რაც შეეხება, ის არ უნდა იყო ქართველი, ვიანაიდან ამ ეტაპზე არ გვყავს იმ ავტორიტეტის მწვრთნელი, რომ უკვე ნახსენებ ეგოებს მოერიოს. ამ გუნდს ამ ეტაპზე აუცილებლად სჭირდება ისეთი მწვრთნელი ვისი კომპეტენციაც კითხვის ნოშანს არ ტოვებს და რომლის ავტოროტეტიც გასათვალისწინებელი იქნება გუნდის წამყვანი ფეხბურთელებისთვის.

  • არარაობას

    ბრის მამაშენს უთხარი

  • -

    აბა ბრის კვარასგან !

  • დავით 67

    რომ ამბობენ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის, უკვე დაგვიანებულია. შემდეგი შესარჩევისთვის მზადება დღეს უნდა დაიწყოს. ც ჯგუფში ვიქნებით რა თქმა უნდა.ფედერაცია როდის მიყვება ამ გზას? ან ეს სვანაძე რატომ დათანხმდა? უამრავი კითხვებია, მაგრამ პასუხები არაა საერთოდ

  • -

    ხუმრობთ ?

  • ზურასუხაშვილი

    სანიოლიზე უკეთესი ნამდვილად არ ჰყოლია ნაკრებს, ცოტა ფეხბურთელებსაც მოეთხოვებათ სანიოლი მათ მაგივრად ვერ ითამაშებს. მადლობა ვილი სანიოლს, ძლიერი ბიჭები გამოზარდა რომლებიც ყველგან კარგათ თამაშობენ საკუთარი ნაკრების გარდა.

  • Martali

    და ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაუქმდა?? ამდენი წელი შეიძლება იყოს ერთი?? ასეთი წარმატებები მოუტანეს ფეხბურთს ? რომ ცვლილება კი არა ცვლილებაზე საუბარიც რომ აღარ არის? პაპამისებმა დაუტოვეს ამათ ეს სავარძლები?

  • !!!

    1990 წლიდან დღემდე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 23 მთავარი მწვრთნელი ჰყავს გამოცვლოლი. რამაზ სვანაძე 2020 წელს იყო ნაკრემის მთავარი მწვრთნელი. ვინ იქნება შენდეგი და როდის?!!

  • ქართველი

    ღმერთს როგორც უნდა ისე იქნება ყველაფერი

  • T.q

    ნეტა ვიცოდე ვინა ხარ და სადა ხარ

  • ABARA

    გეთანხმები, ქეცბას უნდა მიეცეს შანსი. შანსი ისწავლოს ნორმალური მეტყველება, შეიძინოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის შესაბამისი ჰაბიტუსი, ისწავლოს პუბლიკასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობა:)

  • სადამდე დავეცით

    პარალელურად 21 წლამდელებსაც აურიეს საქმე და მთავარ ნაკრებსაც. აღარ იციან რა უნდა ქნან. მიყევით სანიოლს, ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. ხალხიც დაისვენებს და ნაკრებებიც.

  • გრუზინებო

    ამიერიდან სან მარინო და მალტას დონეზე იქნებით

  • Achi

    ქეცბა დანიშნეთ მაგრამ ქეცბა არ იზავს თორე უეჭველი მაგარ შედეგს დადებს ამ შემადგენლობით

  • ფეოლა

    სუსტი მწვრთნელია სვანაძე. ერთადერთი ქართველი მწვრთნელი, რომელიც ალალიც იყო და მომთხოვნიც, დევდარიანია. სადაა ეხლა არ ვიცი. დანარჩენები არიან შეუმდგარი მწვრთნელები. მოუსმინეთ ცხადაძის შეფასებებს მატჩის წინ? ერთი აუგი სიტყვა არ დასცდენია სანიოლზე. და თქვენ ასეთი ხალხი გინდათ ნაკრების სათავეში? სასაცილოა ღმერთმანი. მთელი ქვეყანა ხედავდა სანიოლის უსუსურობას და თურმე ცხადაძე ვერ ამჩნევდა. ქართველი ნაკრების მწვრთნელობას 100 წელი არ უნდა გააკარო. მხოლოდ უცხოელი, მკაცრი, მომთხოვნი და კომპეტენტური. მანამდე კი, სულ ასეთ დღეში ვიქნებით. ბიჭების ვარსკვლავობა არაფერ შუაშია, თვითონ სვანაძეა სუსტი.

  • ვაის გავეყარეთ და ვუი მოგვიყვანეს!

    თევზი თავიდან ყარს! სინდის-ნამუსიანი ფედერაცია ირლანდიასთან მატჩს არ დაესწრებოდა! ესენი არ არიან ხალხთან და გულშემატკივართან ერთად! რა გიხარიათ, ერთი მორჩილი რომ გაუშვეს და მეორე იმაზე უფრო დიდი "ბულკი" რომ დასვეს მწვრთნელად? და რამდენი ხნით? ააა, 2028 წლის ბოლომდე, ანუ საარჩევნო წლის ბოლომდე. ანუ გადაწყვეტილება პარტიული კუთვნილების ნიშნით მიიღეს! ახალ წრეზე მივდივართ ხო? არ მთავრდება ტრიუკები? აღარ ვჭამთ, აღარ! ეხლა დაიწყება: 1) სულ დღენახევარი მქონდა მოსამზადებლად. 2) სულ რაღაც ერთი კვირაა დავინიშნე. 3) 10 დღეში მეტი არ მოესწრებოდა, შემჭიდროებულ გრაფიკში ვითამაშეთ და ბიჭები არ იყვნენ მზად, თანაც ბევრს ტრავმა ჰქონდა. კვეკვესკირი და კაშია რატომ არ მიაყოლეს სანიოლს? სანიოლის ამდენი ხნის ჩავარდნაზე ვინაა პასუხისმგებელი? ვინ ჩამოიყვანა პრაქტიკანტი და ძალით ამწვრთნელა ამდენი წელი? განა კარგი და უცხოელი სპეციალისტის ჩამოსაყვანი ფული არა აქვთ? ნდობა არ ექნებათ, ამაშია ძაღლის თავი დამარხული. თხემიდან ტერფებამდე მაგათიანი უნდა იყოს, ამაშია საქმე!!! სვანაძე სანიოლზე მშიშარაა! ეხლა ნახეთ თავის დაზღვევა, რომ არ წააგოს ფორსმაჟორში. დაივიწყეთ შეტევა და გაემზადეთ მართლა ავტობუსის ჩასაყენებლად! რა გახდა ერთი ნორმალური მწვრთნელის ჩამოყვანა ამდენი წელი, თუ მართლა ქვეყნის მომავალი გადარდებს? საქმეც მაგაშია, რომ სულ ფეხებზე კიდიათ!!!! ყრილობა არ გამოაპაროთ სვანაძეს და ხიზანას!

  • ივანე

    მემგონი ქცბას უნდა მიეცეს შანსი

  • ნიჭიერია მაგრამ

    ავტორიტეტი თუ ეყოფა და სხვის დაკრულზე არ იცეკვებს, ეგ არის საკითხავი.ზედმეტად ალალი და რბილი ხასიათის ბიჭია და სწორედ ეგ მაეჭვებს

  • jojo

    miayolet shua dacvis xazi 100kg rom arian gamxdari.erti locho iyo xodze.

  • თბილისელი

    არ ვიცი ლიოვი დათანხმდება თუ არა გაიფუჭოს CV ,თუმცა თანხას გააჩნია))). ის რომ სვანაძე ასე თუ ისე ართმევს თავს ახალგაზრდულ ნაკრებს, სულაც არ ნიშნავს რომ ასევე გაართმევს თავს მილიონების მქონე ფეხბურთელებს ....ამათ უკვე ჩაზულუქებული ქართველის მსოფლმხედველობა აქვთ და საკუთარ ჯანმრთელობას უფრო კლუბებისათვის ინახავენ.

  • კიეზა..

    აქამდეც გასაშვები იყო..მადლობა და წარმატებები მას რაც გააკეთა .ქართველები უმადურები არ ვართ..ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო და იმედია სვანაძე სტიმულს მიცემს ბიჭებს..წარმატებები

  • გულშემატკივარი

    კვარაცხელიასაც უნდა ჩამოერთვას კაპიტნობა. გუნდის ვარსკლავი აუცილებელი არ არის კაპიტანი იყოს, თუ ამ ვარსკლავს მყარი ფსიქოლოგიური საფუძველი არა აქვს და ნაკრებისთვის გადამწყვეტ მატჩებში ვერ თამაშობს თავის დონეზე.

  • ??

    სანამ ფედერაციაში კობიაშვილი და მუჯირი "ფუსფუსებენ" ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.

  • ზაზა გ.

    მე კაი ხანია ვფიქრობდი ვილის წასვლაზე(ევროს შემდეგ ჩაგდებული შესარჩევი), მაგრამ ახლა არ ღირდა, სამი მატჩის შემდეგ ჯობდა. რაც შეეხება ახალ მწვრთნელს კაი ბიჭია მაგრამ ვერ წარუძღვება ,,ვარსკვლავ" ბიჭუნებს🤨. ამათ ჭირდება გავლენიანი მწვრთნელი, მაგალითად ლიოვი. ეს პირადი ჩემი აზრია

  • კკკკ

    კაკაბაძეც გააყოლეთ მექვაბიშვილთან ერთად

  • კკკკ

    ერთი ს..ი წავიდა მეორე მოვიდა მექვაბეც გაყოლეთ და სანიოლის ასისენტები კვეკვე და კაშო ნაკოლკა

  • ამატაკი

    რავა მაინცდამაინც ამ ჩვენ ხალხს უნდე ემართებოდეს რაც კი ამქვეყნად გონების ამრევია. თქვე დალოცვილებო, საკუთარი თვალებით არ იხილეთ გუშინდელი საცოდაობა. კიდევ რა და როგორი გზებით, რის ხარჯზე და ფასად გიღირთ საკუთარი ნაკრების ამ დღეში ხილვა. ამაზე უფრო ცხადად თვალნათელი დემონსტრირება იმისა, რომ სანიოლს არ თუ აღარ ჰყოფნიდა კომპეტენცია ( ყოველშემთხვევაში ამჟამად და ეხლა)ამ გუნდის გაძღოლისა აღარ არსებობს. ფედერაციის ეს გადაწყვეტილება, რათქმაუნდა დაგვიანებულია მაგრამ აბსოლუტურად გამართლებული.ეროვნულ ნაკრებთან მიმართებაში მორალური ასპექტი უმთავრესია.ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმ რამოდენიმე ათასი ბავშვის (საქართველოს მომავლის) გაწბილებაზე პასუხისმგებლობა ვიღაც კონკრეტულს უნდა აეღო. აქ იმაზეც კი აღარ არის საქმე, ამ წუთისათვის გუნდისთვის ასე სჯობია თუ ისე. საქმე არ გვაქვს კლუბთან, - ეს ქვეყნის უპირველესი ეროვნული ნაკრებია. მისი ღირსების შენარჩუნებისათვის ნებისმიერი ნაბიჯი, თუნდაც მტკივნეული უნდა გადაიდგას. დავანებოთ თავი წარსულს, რაც იყო დასრულდა. ეხლა ყველა უნდა ამოვუდგეთ გვერდში ნაკრებს( სხვა ჩვენ არ გვყავს), ახალ მწვრთნელს და შევეცადოთ ამ მომენტისათვის შესაძლებლობების მაქსიმუმის მიღება. არა უშავს, ეს მარცხიც მომავალი წარმატებების გამოჭედვისთვის გამოვიყენოთ. მოახლხოებულ მატჩებში თუ არა, დარწმუნებყლი ვარ ამ ბიჭებს კიდევ ბევრი სიხარულის მოტანა ძალუძთ თავისი ხალხისათვის. ისინი დამოუკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ და თავისუფალი საქართველოს შვილები არიან. ბოლოსდაბოლოს ამ ჯგუფში ყველაზე ფასეული ნაკრები (ტრანსფერმარკეტის ოფიციალ. მონაცემებით)გვყავს და არცერთი მათგანი შემადგენლობით არ გვჯობია, ასე რომ ჩვენი ბიჭების დონის შესაბამის მატჩებსაც აუცილებლად ვიხილავთ!

  • გიორგი

    ამ დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ მსოფლიოს ერთი ციკლი წყალს გაატანა და მიმდინარე ციკლის ამოცანა ჯგუფში გამარჯვებიდან, რაც არა რეალური, შემადგენლობიდან გამომდინარე ჯგუფის სხვა ნაკრებების შემადგენლობებთან შედარებით, სულაც არ ჩანნდა, ეხლა ც-ში არ გავარდნით შეიცვალა, პირველ ეტაპზე მაინც. არ ვიცი რა ადგილით ფიქრობენ ფედერაციაში მაგრამ ეს ასეა. რამაზს წარმატებას ვუსურვებ ამ არა მარტივ სიტუაციაში.

  • ვილი სანიოლი

    T.q.-ს მეღსი ბოკუ ჩემო ძმაო.ამეტირა შენი კომენტარი რო წავიკითხე.ეხლა არა მცალია და ხვალ დაგირეკავ

  • ჯონდო

    მა კობიაშვილი?

  • რა გიხარიათ-ს

    დაგაჯ--- ენაზე

  • Berzena

    Madloba vilis,hotisdroa

  • Tedo

    სანიოლი ძალიან დიდი ხნის წინ იყო გასაშვები ,აღარც მახსოვს როდის ვამბობდი . სვანაძეც მეორე ნომრად მოთამაშე ტიპია -,,ოღონდ არ წავაგო “. ამის იმედიც არ მაქვს ,თორემ ,,აგერა ვართ ჩვენ და აგერაა გერმანია “. ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მესმის ,რომ ვერავის მოძებნიდნენ ,მაგრამ მალევე უნდა მოიძებნოს კარგი კომპეტენციის მწვრთნელი ,რომელიც პრესინგს მოსთხოვს ფეხბურთელებს ,დაამუშავებინებს სტანდარტულებს ,ასწავლის სივრცეების შექმნას შეტევაში ,კარგად ერკვევა ტაქტიკურ სქემებში და ა.შ. ზოგადად ,რომელსაც აქვს გამოცდილება და ესმის თანამედროვე ფეხბურთი . ვიცი ,რომ ასეთი ძვირი სიამოვნებაა ,მაგრამ ,,იაფი ყველია სათაგურში “.

  • უცხო

    უცხოელი გვჭირდება თანაც იტალიელი.ქართველი სმ თავდი ავარდნილებს ვერ მოთოკავს

  • მაია

    ეგოიანს მცირე ტრამვა ქონდაო.

  • რა გიხარიათ

    რავა დაბეჩავებულები ხართ ყველა. აწი ყველა თამაშს საშუალოდ 0:3 წავაგებთ:)) ვილით 0:1 მაინც იქნებოდა:)))

  • ჟორა

    ამით ორივე ნაკრები ხომ არ გავწირეთ? ახლა რა გამოდის? ამ შესარჩევში სვანაძეს ვერაფერს მოთხოვ, იქაც ახალი მწვრთნელია და იქაც ალიბი აქვს მწვრთნელს. იხარე სფფ ჩვენი ნერვების ხარჯზე, რა გენაღვლება?

  • ბორია წიფურია

    იმედია მექვაბიშვილს საერთოდ აღარ გამოიძახებს

  • leo

    მექვაბიშვილიც მიაყოლეთ ბარემ, დვალიშვილის არა იყოს. ეუფ, ძლივს არ გვეღირსაა

  • კარლოს

    მკაცრი და დისციპლინირებული მწვრთნელი უნდა ამათ რომ ზოგჯერ დაავიწყოს ინსტაგრამი ლამბორჯინები და გუჩები..

  • ABARA

    გულწრფელად ვუთანაგრძნობ ახალ მთავარ მწვრთნელ სვანაძეს, ფაქტიურად გავარვარებულ ტაფაზე შეაგდეს, როცა შეიძლებოდა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის დაენიშნათ, ფსიქოლოგიურად ადაპტაციასაც მოასწრებდა და სათანადო სტრატეგიით შეხვდებოდა შესარჩევ ციკლს. ეხლა რა ხდება? რა ხდება და მორალურ-ფსიქოლოგიურად გაჩანაგებული ნაკრები შეაჩეჩეს, რომელიც შემდეგ მატჩში უნგრეთთან გასვლაზე გამარჯვებულ და ემოციურ აღმასვლაზე მყოფ უკრაინას უნდა დაუხვდეს. გუშინდელი თამაშის ხარისხის გათვალისწინებით ვეჭვობ სვანაძემ რაიმეს რადიკალურად შეცვლა მოასწროს, მეტიც... მოძალებული წნეხი აიძულებს მაქსიმალურად ფრთხილი ტაქტიკა შეარჩიოს და სავარაუდოდ იმავე გაცვეთილ 5-3-2 ზე შეაჩეროს არჩევანი და რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ასეთი მოცემულობით სახლშიც კი ფრე უკრაინის ნაკრებთან ჩვენთვის მისაღებ შედეგად ჩაითვლება. საბოლოო ჯამში რა გამოვა? 2 საშინაო მატჩიდან უკეთეს შემთხვევაში 1 ქულით მოგვიწევს თამაში გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან, რომელიც სავარაუდოდ იქ უარესს დაგვმართებს და უნგრეთთან, რომელთანაც თამაშის დაწყებამდე იქნება ანგარიში 2:0, შესაბამისად დიდია იმის ალბათობა 4 მატჩის შემდეგ უკეთეს შემთხვევაში 3 ქულა მოვაგროვოთ, რაც რასაც ნიშნავს ყველანი კარგად ვხვდებით - საპატიო ბოლო, ან უკეთეს შემთხვევაში ბოლოს წინა ადგილს, საუკეთესო ტრადიციებში. ჭირი იქა, ლხინი აქა...P.s ჩემზე მეტი გულშემატკივრები და მცოდნეები აქ ნუ შემოვარდებით, დაელოდეთ ამ სანაკრებო პაუზის დასრულებას და თუ რაიმეში შევცდი დამიბრუნდით კომენტარით, თუ არადა პორტ-ფაქტუმ ყველას "მოგიხსენიებთ" და მერე არ გეწყინოთ;)

  • გვარდიოლა

    კი მაგრამ, ვერ გავიგე ამ სანიოლს რატომ უმადლით ევროზე გასვლას? არც ერთ სხვა მწვრთნელს სანიოლამდე არ ყავდა ამდენი, მეტ ნაკლებად კარგი ფეხბურთელების არჩევანის საშუალება. სანიოლს რომ გაუმართლა არ ნიშნავს იმას რომ ეს მისი დამსახურებაა, და არც ფედერაციის დამსახერებაა. ამ შემადგენლობას ვაისიც გაიყვანდა(უკეთესი შედეგებით), ცხადაძეც და უამრავი სხა ვინც იყო სანიოლამდე. პირიქით, ამ ფეხბურთელებით რომ წარმატებას ვერ აღცევ იმის მანიშნებელია რომ არ ვარგიხარ როგორც მწვრთელი. წარმატეტებს უსურვებ ჩვენს ნაკრებს!

  • t.q-ს

    ჯერ დამანახე ,რომ ქართველი ხარ,ქართული ჯიგარი გაქვს და მერე დაგვმოძრვრე და მოგვიწოდე.(ქართულ ასოებს რას უწუნებ ყმაწვილო?) .რაც შენ სანიოლის დამსახურებები ჩამოთვალე ,თითქმის საფუძველსაა ყველა მოკლებული.ტყუილსაც,რომ კადრულობ? ერთი ციკლის ჩავარდნაო.ერთი ციკლი ჩააგდო თუ მთელი ეპოქა? შენ თუ ასე მოგწონს და გიყვარს ,კი ბატონე,ოჯახში მიიწვიე და ეცი პატივი.შენს პირადულ (არცთუ ბრძნულს) აზრებს კი თავზე ნუ გვახვევ.

  • ხვიჩას მადლობა :)

    ზოგი ჭირი მარგებელიაო. ხვიჩას რომ პენალტი არ გაეფუჭებინა და ეს უსახური თამაში მოგვეგო, ამას კიდევ ვერ მოვიშორებდით და ამ ჯგუფს ჩაამთავრდებდა.

  • უფროსი

    უნგრეთი დაისჯება. თუ 2 დღეში UEFA ვერ მოასწრებს გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ 3 ოქტომბერს მაყურებლების გარეშე ჩვენი თამაში ჩატარდება უნგრეთში.

  • ))))

    რადგან მაინც ჩვენიანია ჩამოხრჩობას დახვრეტით შეუცვლიდნენ

  • ehhh

    არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ეს ნაკრები ბოლო დროს ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს გუნდში რაღაცა არაჯანსაღი კლიმატია. არ მგონია მარტო სანიოლში იყოს საქმე.

  • უფროსი

    გილოცავთ!

  • llcl

    2015 წელს მოვიდა თუ მოიყვანეს ვითომ მათთვის საძულველი(არა და სინამდვილეში ერთნი არიან, ერთმანეთის გარეშე ვერ იცოცხლებენ) ნაცების მეთოდით, ხომ შეიძლება მიხვდე და წახვიდე, ხომ ყველამ იცოდა სანიოლის ხელში ეს რომ მოხდებოდა ვისაც თუნდაც ოდნავ მაინც ესმის ფეხბურთი, ხომ შეიძლებოდა ციკლი დაეწყო სხვა მჭვრთნელს და ესე არ აეწეწათ ყველაფერი, საკლუბო ფეხბურთზე აღარაფერს ვამბობ, 52 ადგლი, ოროსნები არიან ფედერაციის მთელი ბანდა, ვერ გაძღენ ბიუჯეთის ფულით!

  • გაგრელი

    ეგოიანი მეორე ტაიმში უნდა შემოყვანა.თამაშსაც მოვიგებდით.

  • რაბუ

    რა მიღწევა აქ ან შოთის ან ცხადაძეს ან გეგუჩაძეს ნაკრებს რომ აბარებ. უცხოელი კვალიფიციური მწვრთნელი აუცილებლად

  • ილო

    ამ ფეხბურთელების უმრავლესობა რამაზ სვანაძის ხელშია გამოვლილი და მგონი დაუჯერებენ. აქ მთავარი თვითონ რამაზ სვანაძის მიდგომა იქნება. წარმატებები მას და გუნდს!

  • დდდ

    რამდენადაც სწორი, იმდენადვე დაგვიანებული გადაწყვეტილებაა და ჩემი აზრით, სვანაძისგან მყისიერი შედეგების მოთხოვნა არასერიოზული იქნება, სხვა რომ არაფერი, თუ სანიოლს კიდევ რამე დაეჯერება, ფაქტობრივად, მცველების გარეშე ვყოფილვართ დარჩენილები... აქ გამოითქვა მოსაზრება, რომ ქართველი მწვრთნელი ვერ შეძლებს ქართველი ვარსკვლავების დამორჩილებას, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები - ჯერ ერთი, ვარსკვლავური სტატუსი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს და მას მოსათვინიერებელი არაფერი სჭირს და მეორე და მთავარი - მთავარი მწვრთნელისთვის ყველაზე დიდი პრობლემა კვლავინდებურად ფედერაციის გავლენისგან თავის დაღწევა იქნება, ამაში კი ჩვენ უნდა დავეხმაროთ და კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ მის საქმიანობაში არავინ ჩაერიოს. ეს ადვილად მისაღწევი არ იქნება, თუმცა ქომაგისა და განსაკუთრებით ჟურნალისტების ერთობლივი ძალისხმევით, ვფიქრობ, დარჩენილ თამაშებში მაინც არის შესაძლებელი... თუ სვანაძე ჯგუფში ბოლო ადგილს ( რომლის კონტურები უკვე გამოიკვეთა)აგვაცილებს, ესეც მიღწევად უნდა ჩავუთვალოთ და თუ ლამის საუკუნოვან ოცნებას აგვიხდენს და უკრაინას ერთ თამაშს მაინც მოვუგებთ, ხომ საერთოდ... გავმეორდები, სასწაულები არ უნდა მოვითხოვოთ - წარმატებული და ერთ გუნდად შეკრული ნაკრები ( ასეთი კი სვანაძის შესრულებით უკვე გინახავს 21 წლიანებში) ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, სანიოლს საამისოდ 5 წელი დავუთმეთ, სვანაძეს კი 5 დღეც არ რჩება მდგომარეობის გამოსასწორებლად... წარმატებები ჩვენს ნაკრებს - ერთ მუშტად შეკრული და ერთი სულისკვეთებით გამსჭვალული თუნდაც 11-15 ქართველის ნახვა, ახლა ძალიან სჭირდება ხალხს და ქვეყანას - ამას ფედერაციის გასაგონად ვწერ...

  • Korben Dallas

    უცნაურ რამეს ამბობ. თუ არც წავაგებდით და არც ნერვები დაგვაწყდებოდა, ვინ იყო ამის გამშვები ?! ))))

  • ჯემალა

    არ დაიჯერებენ და დასვას სკამზე.თუ არ უნდათ ნაკრები თავისი ნებით მიბრძანდნენ

  • T.q

    მადლობა ვილი შენ მუდამ დარჩები ქართველი გულშემატკივრის გულში ეხლა ცხელ გულზე ლაპარაკობენ თუმცა გავა დრო და მოგვენატრები ასეთები ვართ ქართველები ტემპერამენტის გამო მალე ვბრაზდებით თუმცა გულში არაფერს ვიდებთ გვიყვარხარ არ იფიქრო რომ გული არ გვწყდება გუშინ მეც მოვითცოვე ცვლილებები თუმცა დღეს რომ გავიგე შენი გადადგომის შესახებ ვაღიარებ გული დამწყდა მინდოდა ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო უფრო მშვიდ და ლამაზ გარემოს ფონზე ბოლო გამარჯვებით მაინც თუმცა რას ვიზავთ ასეც ხდება ხოლმე შენ არ ხარ საქართველოს ნაკრების უბრალოდ რიგითი მწვრთნელი შენ ისტორია დაწერე ჩვენთან ერთად შენ ისტორის წერა ევრო 24 ზე გააგრძელე ისტორია დაწერე ჩეხეთთან აი ჩეხეთთან რაც ჩაიდინე ასეთი გუნდის ხილვა გვსურდა მაგრამ არ გამოვიდა ვისურვებდი მომავალში რამოდენიმე წლის შწმდეგ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთოს რატომაც არა თუმცა ეხლა ყველასთვის ასე ჯობია. მეგობრებო ნი გამოვხატავთ უხეშ რეაქციებს და ნუ ვიქნებით უმადურები და და რაღაცნაირად არასწორ ემოციებს ნუ გამოვხატავთ ვილის დამსახურება ძალიან დიდი არის ქართულ ფეხბურთში და მე ჩამოვთვლი კოდევ ერთხელ მის დამსახირებებს რადგან უმადურობა და სიუხეშე არ გამოვხატოთ მის მიმართ ნუ დავამახსოვრებთ ქართველ ხალხს ცუდი შეხედულებებით მინდა რომ ცივილურად და მადლობით გავაცილოთ! მისი დამსახურებებია ქეცბაიას და ვაისის შემდეგ შემტევ სტილზე გადავიდა მისი თაოსნობით დაიწყო ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელებზე დაკვირვება და მათი გამოძახება რომელსაც არცერთი მწვრთნელი არ აკეთებდა ვილიმდე მისი დამსახურებაა დიდი ნაკრებებთან გამარჯვებები ევრო 2024 ზე გასვლა და აქვე მერვედ ფინალში გასვლა შემდეგ ჩეხეთის განადგურება და მანამდე ჩვენი ფეხბურთელწბის ყრანსფერებში მონაწილეობა და რომ იცოდეთ ჩვენი ფეხბურთელების ევროპაში გადასვლა მათ შორის ხვიჩასიც ვისითაც ასე ამაყობს ერი დიახ მისი დამსახურებაც არის და საერთოდ საფეხბურთო სამყაროს რუკაზე რომ გამოვჩნდით მისი დამსახურება ლომის წვლილია აქ ამიტომ ავდგეთ გავლანძღოთ ვიუხეშოდ და ერთი ჩაგდებული ციკლისთვის ადამიანი უხეშად გავაცილოთ და ეს ყველაფერი ჩაგდებული ციკლის საპირწონედ დავუკარგოთ ვფიქრობ ეს როგორჩ მინიმუმ ქართველი გულშემატკივრის უდიდესი შეცდომა იქნება გამოჩნდება როგორც გულშემატკივრის იუინტელექტობა და ფეხბურთის არ ცოდნა ჩვენ მაშინ ღირსები არ ვიქნებით საფეხბურთო სამყარომ დაგვაფასოს ჩვენ თუ არ დავაფასებთ მას ასე რომ მეგობრებო დაგვამახსოვრდეს ვილი როგორც საქართველოს ფეხბურთის ისტორიის ნაწილი სამუდამოდ ჩვენს გულებში და დავემშვიდობოთ თბილი მადლობით ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ამას როგორც გულშემატკივარი ჩვენც ქართველებიც გავიზრდებით და გავაგრძელებთ წინ სვლას და ადგილის დამკვიდრებას მსოფლიო ფებურთში ისე ეომ იქოდან აღარასდროს ჩამოვიდეთ რამეთუ მოგეხსენწბათ ფედბურთი გულშემატკივრის გარეშე სილამაზე არ აქვს და გუნდი და გულშწმატკივარი ფეხბურთის ორი ურთიერთ შემადგენელი ნაწილია ასე რომ გუნდთან ერთად ჩვენც გვჭირდება გაზრდა და ეს გაზრდა პირველ რიგში გამოიხატება იიმაში რომ სანიოლს ვუსურვოთ წარმატებები მომავალში თუ ოქნება შესაძლებლობა და რაიმე განჯარა ჩვენი ხელახალი ურთიერთობის გაგვიხარდება და რაც ყველაზე მთავარია მოვუხადოთ უღრმესი მადლობა ყველა იმ დამსახურებისთვის რაც მან ქართულ ფეხბურთთან და ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა! მადლობა ვილი! გვიყვარხარ ვილი! წარმატებები მომავალში და ყოველთვის გვემახსოვრები!

  • ჯემალა

    არაა ძმაო სანიოლი მწვრთნელი და ძალაა? პრაქტიკა გაიარა ჩვენთან.გაიარა და გაიარა წლებმა მაგისთვისაც და ჩვენთვისაც.ისევ პრაქტიკანტია და ისევ იქ მივდივართ სადაც ვიყავით.მადლობა ყველაფრისთვის.

  • gio-goli

    მადლობა სანიოლს და წარმატებები მომავალში მარა ბევრად ადრე იყო გასაშვები

  • gzp

    ვერ გაუძლო ფედერაციამ ამ უაზრო კრიტიკას. ნახავთ რომ ვერც ეგ სვანაძე გამოასწორებს რამეს დიდად. როცა აუტს ვერ აწვდი (პირდაპირ საჯარიმოში არ შეგიძლია ჩააგდო. ირლანდიელებს შეუძლიათ). კუთხურებიდან სახიფათოს ვერ ქმნი. სტანდარტულებს სუსტად ასრულებ. რას იზამს მწვრთნელი? ვერც ვერაფერს. ხვიჩა კიდე მარადონა არ არის რომ მარტომ ათრიოს გუნდი.

  • ორშაბათი და ხვალეო

    ასეთი ცვლილება წამში არ ხდება. თუ ასე ფიქრობდით - მაშინ დაგენიშნათ თავიდანვე.... და რა გვგონია? რამე დალაგდება უკეთესად? ნამდვილი სეირი ახლა იწყება - მთელი თავისის სისრულით. ორშაბათს - 28-ში გამოჩნდება პირველი შედეგები .....

  • გგ

    ეტყობა ძალიან ბევრი ვიხმაურეთ ონლაინ სივრცეში, რომ როგორც იქნა, გავაგებინეთ გადაწყვეტილების მიმღებებს, თორემ ეს აშკარად არ აპირებდა არსად წასვლას. უმადური არ ვარ, მადლობა ისტორიული ევროსთვის, მაგრამ უკვე ევროს შემდეგ, მისი კვალიფიკაცია აღარ შეესაბამებოდა ნაკრების დონესა და მოთხოვნებს. აქვე, წარმატებები სვანაძეს!

  • Guruli Naturali

    მართალია, რა სვანაძე?! დაგენიშნათ აგერ ნაპოლეონი არ გვყავს?! )))

  • ქომაგი

    როგორც იქნა, გადაშენდა! მაინცდამაინც ჩვენი (ქომაგების) ნერვების წყვეტის და ნაკრების წაგების ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, რაც ისედაც გარდაუვალი იყო?! მიმფურთხებია თქვენთვის, ფეხბურთის ფედერაციის ჩინოვნიკებო! და თუ არ გამომიქვეყნებთ ამ კომენტარს, მაშინ ამ საიტის ადმინისტრაციისთვისაც

  • aburjga

    ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი, თუნდაც კვერნაძე სვანაძეს დაუჯერებენ, დაემორჩილებიან მის გადაწყვეტილებებს?! ძალიან მეეჭვება! სხვა მხრივ არ არის ცუდი გადაწყვეტილება, თავსი სათქმელს მათთვის გასაგებ ენაზე ეტყვის ფეხბურთელებს! ეს ამბავი რაც დაგვემართა და რაც გვჭირს სანიოლის ბრალი არ იყო! ბავშვობიდან მახსოვს ფეხბურთს რადიოში რომ "ვუყურებდი" ეროსიმ თუ კოტემ რიტორიკული კითხვა დასვა, უნდა ვკითხოთ ჩვენს სახელგანთქმულ თავდამსხმელებს მესხს, მეტრეველს, ბარქაიას ..... ბურთები რატომ ვერ გააქვთ?!-ოოოო!!!

  • ???

    ევროპის მერე რატომ გაუგრძელეს კონტრაქტი, ერთა ლიგის ჩაგდების მერე რატომ არ დაემშვიდობნენ, ან მერე შესარჩევში განადგურების შემდეგ, ან თუნდაც უსახური ამხანაგურების მერე, როდესაც ბუდუ და ქვილითა ყავდა, შეტევაში და ახლა საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ტაქტიკით ითამაშა? მოუმზადებელ გუნდში ახალი მწვრთნელი სანამ დაალაგებს სიტუაციას, თავისი ხედვების რეალიზებას მოახდენს, რომელიც შედეგს მოიტანს თუ არა დრო ჭირდება შესაფასებლად ... კიდევ ერთი ჩაგდებული ციკლი. დრო მიდის, თაობები იცვლებიან და ჩვენ ერთიდაიმავე ჭაობში ვართ.

  • L.J.

    Jobda droze gaeshvat es vitom mwvrtneli.madloba da naxvamdis...

  • გიორგი

    ხალხო რა გჭირთ გავამხნევოთ ახალგაზრდა ნიჭიერი კაცი რომელმაც არცთუ ისე ცუდათ იმუშავა ახალგაზრდულ ნაკრებში იქნებ ქართველი სუპერ მწვრთნელის დაბადების მოწმენი ხვდებით ასე იყო ახალკაცის დანიშვნის დროსაც ხალხი იძახდა ეს ვისღა დაკარგვიაო მაგრამ ვნახეთ ისტორია დაწერა რომლითაც დღესაც ამაყობს ქართველი ერი

  • სიმართლე

    ჩვენი დიდი პატივისცემა სვანაძეს, მაგრამ ახალგაზრდულმა რა დააშავა, თუ ფედერაციას უფრო იაფი უჯდება ადგილობრივი. წარმატებები მასაც და ნაკრებსაც, იმედია მათი ურთიერთობა მხოლოდ პატივისცემაზე კი არა, მკაცრ ხელზე და მომთხოვნელობაზე იქნება გათვლილი.

  • სირბილის სწავლების ცენტრი-ს

    ნაკრების ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში დამიჯერე შენზე უკეთესი სპეციალისტები ყავთ, თუნდაც სირბილის თუნდაც წოლის და ძილის თუნდაც კვების, ასე რომ აქ რომ ვერ დარბიან ეგ სხვა თემაა!!! შენ აქ რაღაც განრიგი გეგმა რომ დაუწერო ვარჯიშის და მკურნალობის ხომ, ორ დღეში თავიანთ კლუბებში რომ დაბრუნდებიან მაგ გეგმით არავინ არ წაიყვანს, ყველა კლუბს თავის გეგმა აქ გაწერილი ყველა მხრივ. ეგ შრნი თეორია მესმის კლუბებს მიაწოდო და იქ იმუშაო, მარა ნაკრებში შენ არაფერი გესაქმება არა იმიტომ რომ არ ვაფასებ შენ ცოდნას... იმიტომ რომ ნაკრებში ეგ ზედმეტია ( ჩაკვეხებულ კადრს ეძახიან ეგეთ დროს, როცა არაა საჭირო კონკრეტულ შემთხვევაში. პატივისცემა და წარმატებები. ბევჯერ წავიკითხე შენი კომენტარი და თავი ვეღარ შევიკავე რომ არ დამეწერა....

  • გია

    მადლობა ღმერთს!

  • ცხადაძემ

    პირველ არხზე თვითონ თქვა რო არავის არ გაუგდია მაყუთის თემა იყო ვერ შეთანხმდნენ დამორჩა ისიც დააყოლა რომ კომპრომისზე წასვლა შეეძლო და ალბათ შევცდიო კობიაშვილი და ზოგადად ეგ თაობა ჩემი მეგობრები არიანო.და ეგ ზღაპრები ზოგიერთებს საიდან მოგაქვთ.

  • Inviz9

    შოთი ან ცხადაძე ან გეგუჩაძე უნდა დაენიშნათ. მაგრამ რაც მთავარია ეს ტრიპერი მოვიშორეთ. სვანაძე ნაკლებად ქარიზმატულია ამ მხრივ ქეცბა ყველას ჯობია.წარმატებები სვანაძეს

  • გიო

    ერთი კითხვა მაქვს, რაც კვარაცხელიამ მაგ თამაშში გააკეთა ჯერ მოედანზე სირბილის ნაცვლად სეირნობა, მერე ცუდად დარტყმული პენალტი და ბოლოს ბოლო წუთებზე მეტოქეს საკუთარ საჯარომოსთან რომ აძლევ საგოლე პასის გაკეთების უფლებას ესენი მექვაბიშვილს რომ ჩაედინა რა სასჯელი ელოდა ნეტა საწყალს?)))

  • g

    იმედია მოაცილებს ამ ტაბიძე ბერიაშვილს და ნარიმანიძეს მაისურაძეს კიდე ახალგაზრდებს მისცემს შანს დროა კაკაბაძესაც შევეშვაათ

  • თემური

    ამდენ ხანს სად იყავით ასე რო მოხდებოდა გულშემატკივარი ჯერ კიდე ევროპის ჩემპიონატის მერე ამბობდა ეხლა რაღა დროსია სვანაძეს ხოუნდა თავისი ხედვა ჩამოაყალიბოს და მიიტანოს ფეხბურთელამდე ესეიგი ეს ციკლი ჩავარდნილია

  • დავითი

    რა სვანაძე ღადაობთ? ფედერაცია თავისი წურბელებით უნდა მოშორდნენ!

  • ვაჟა მასწავლებელი

    ბოკინიოს: იმ დროს ყველას ასე გვეგონა ვარსკვლავებს ვერ დაიმორჩილებსო, როცა ნოდარ ახალკაცმა დინამოს ლიდერი და მართლაც იმ დროის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე გაუშვა გუნდიდან, მაგრამ იმ გადაწყვეტილებამ - 1981წ ევროპის თასი ჩამოგვიტანა თბილისსა და საქართველოში! - ვაცალოთ და ხელი შევუწყოთ რამაზ სვანაძეს, იქნებ ისიც "დიდი ქართველი" მწვრთნელი გახდეს!?

  • ქობულეთიდან

    გულითადი მადლობა სანიოლს იმისათვის, რაც მან ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა, თუმცა სადღაც ყველაფერი სრულდება და ეს წასვლაც აუცილებელი იყო. ფაქტია, ნაკრებს ახალი სისხლი,ახალი მოტივატორი ჭირდება.იმედია სვანაძე წარმატებით გაართმევს თავს ამ უდიდეს მისიას.

  • გრიშა

    ვილის წასვლა 99-ე წუთზე გაშვებულ გოლად დაგვიჯდა

  • ნელსონ მანდელა

    ერთი წლის დაგვიანებით გაუშვეს თან ისეთ პერიოდში დიდი ალბათობით ეს ტურნირი ჩაგდებულია და ალბათ ევროს საკვალიფიკაციოც რადგან ამ ტურნირზე ცუდი ადგილის დაკავება ევროს ცუდ კენჭისყრაზე აისახება. ნუ მაინც სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

  • ლევანი

    მაინცდამაინც ამ ფორმით უნდა მომხდარიყო? თუმცა გარდაუვალი იყო. დიდება საქართველოს!

  • ვაჟა მასწავლებელი

    სირბილის სწავლების ცენტრის ხელმძღვანელს: თუ კაცი ხარ ეს თქვენი ფრაზა "2) დამიზნების სწავლას ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება და 18-20 ვარჯიში სრულიად საკმარისია (ამას ყველა ჩემი მოსწავლე დაადასტურებს)" დაგვიმტკიცეთ რეალური პიროვნებების ჩამოთვლით - მადლობთ;

  • ტოტტი

    ასეთი კაი ამბავი დიდი ხანია ამ საიტზე არ წამიკითხავს

  • სტალინი

    საქართველოს ბ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა

  • მოცლილი

    შემეცოდა ვილი...და გული დამწყდა.

  • 35

    Cxadadzm Gundi gadaiyvana shetevashi da yvrlaze sanaxaobriv fexburts atamashebda roca iyo nakrebshi

  • გოგა

    სვანაძემ დაიმსახურა ეს შანსი, ახალგაზრდული პირველ ევროპაზე კარგად სთამაშა, მეორე შესარჩევზე, მიუხედავად იმისა, რო სულ დიდი დანაკლისი ქონდა, გუნდი ევროპაზე გაიყვანა, იცნობს ბიჭებს და იცის ვინ სად უნდა ათამაშოს, მე მომეწონა ეს გადაწყვეტილება და იმედია გამართლებს, წარმატებები

  • მირო

    ეხლა მიხვდნენ რომ უნდა გაეშვათ? მაშინ,როცა მთავარი თამაში წაგვაგებინა და შანსები დაგვიკარგა?რატომ ადრე არ გაუშვეს და ახალი ციკლი ახალ მწვრთნელს არ დააწყებინეს???სვანაძეს წარმატებები,მაგრამ ნუთუ არ მოიძებნა საერთაშორისო დონის გამოცდილი მწვრთნელი,რომელიც ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს შედეგს დაადებინებს???

  • გიორგი

    გამხნევება და მხარდაჭერა ჭირდება ახლა სვანაძეს ასე ცაიტნოტში არაა ადვილი იმედიმექნება ნორმალური საზოგადოების

  • lasha

    ცხადაძე მაინც დაენიშნათ. უნამუსოდ რო გააგდეს თავის დროზე ნაკრებიდან :)

  • Napoleoni

    სვანაᲫწ აეა იხვი

  • ავთო

    მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები მომავალ საქმიანობაში

  • Semi

    რა ვარსკვლავები დაიმორჩილოს ხო არ ღადაობ?

  • სირბილის სწავლების ცენტრი

    საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში სირბილის ხარისხი გასაუმჯობესებელია... კარში დამიზნებით დარტყმა დასაზუსტებელია... გაჭიმული კუნთის მოედნიდან გაუსვლელად მორჩენა სასწავლია... ჟურნალისტებს ამ თემებზე სრულ ინფორმაციას ვაწვდიდი 10 წლის წინ (ახლა რატომღაც აღარავის აინტერესებს) და თუ ვინმე დაინტერესდება იციან ჩემი კოორდინატები და დამიკავშირდებიან. ახლა კი ცოტა ვრცლად: 1) ძალისმიერი სირბილი შესაცვლელია მცირე ენერგიით სირბილით და ტრავმების რაოდენობა შემცირდება, ამტანობა და სისწრაფე კი გაიზრდება (ამისათვის არსებობს სანაკრებო ვარჯიშების 2 დღიანი და 14 დღიანი კურსი; 2) დამიზნების სწავლას ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება და 18-20 ვარჯიში სრულიად საკმარისია (ამას ყველა ჩემი მოსწავლე დაადასტურებს); 3) გაჭიმული კუნთის მორჩენას 10 წამიანი მენტალური გაწელვა სჭირდება (ატორი არის ამერიკელი გენიოსი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და ექიმებმა ინვალიდობასთან შეგუება ურჩიეს, მაგრამ ბევრი მცდელობის შემდეგ ძველ წიგნებში ამოიკითხა ის, რამაც ფეხზე დააყენა და ეს ყველაფერი სისტემად ჩამოაყალიბა და წიგნადაც გამოსცა)... საქართველოს ნაკრებს, როგორც ყოველთვის, სპორტულ იღნალს ვუსურვებ!

  • ირაკლი

    ნეტავ იმ ტურებს რა ბედი ელით სტადიონის დისკვალიფიკაციის ფონზე ვიპ ლოჟიდან რომ უცქერდნენ თამაშს? გავიგე, მესმოს რომ ამ ხალხს შეეძლო დასწრება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც კანონს მიღმა რაც გადაწყვეტილებას შეგაცვლევინებს და არ მოგცემს იმის გაკეთების საშუალებას რაც ქართველ ხალხს არ გაუხარდება? მაგალითად წუხანდელი კოშმარისთვის კობიაშვილს და მის საძმოს ტელევიზორში რომ ეყურებინათ დაშავდრბოდა რამე? ნეტავ შუბლზე ძარღვი აქვთ ამათ?

  • Givi

    მადლობა ღმერთს!!! წინ საქართველოოო!!!!

  • Gio

    Izaxos exla olise.kvaram egreve lafatkaze dasva.

  • გიორგი

    მშვენიერი ამბავია.. იმედიმაქ სვანაძეს ეყოფა მენტალური ძალა ასე ცაიტნოტში გუნდის ჩაბარება და მერე მაღალი წნეხში გუნდის გაძღოლა!!!

  • მწარე

    დიდი კრიზისია მოსალოდნელი. ეს არ უნდა ექნა.

  • გიო

    მოიყვანეთ მარსელინო ტორალი!

  • .

    სვანაძე თუ ჰყავდათ გამზადებული გუშინდელ თამაშამდე რატო არ დანიშნეს? რა აზრი ჰქონდა სანიოლის კიდევ დატოვებას, მინიმუმ თურქეთთან გაფარჩაკების მერე იყო გასაშვები.

  • ბოკინიო

    მადლობა ვილი. დრო იყო წასვლის. ეხლა გვინდა კარგი ფსიქოლოგი რომ გუნდი ისევ შეკრას. სვანაძე მომწონს,მაგრამ მაგდენი ავტორიტეტი არ აქვს ჩემი აზრით ვარსკვლავები რომ დაიმორჩილოს. წარმატებები ვილი სადაც იქნები.

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი

"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა

მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა

ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო

ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"

ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი

ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში