მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს ემოციური პოსტით დაემშვიდობა:

"ძვირფასო საქართველო, გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ. მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა.განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ.

თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს.

საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ. მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით".

c
ძვირფასო ვილი წარმატებები შენ საქმეში და ცხოვრებაში. დიდი მადლობა! ყველაფრისთვის! შენთან ერთად მართლაც საოცრად მნიშვნელოვანი გამარჯვებები იყო და ნაკრებმა გააღწია ჩემპიონატზე. რაც მთავარია წინა მწრვთნელის დროს დატოვებული კარგი შიდა განწყობა გაგრძელდა და ფეხბურთელებს უხაროდათ ერთად შეკრება და თამაში, მენტალიტეტიც სწორი იყო. ცხადია აქ ვინ რას ფიქრობს არ ვიცი, მაგრამ ხვიჩას აზარტმა, ენთუზიაზზმა და მოგების ჟინმა ყველა აანთო. კარგი ის იყო რომ ვილის მხრიდან არანაირი ეჭვიანობა და რაიმე ამბიციების გამო ხელის შესლა არ ყოფილა. ცვლილებებსაც თითქმის ყოველთვის დროზე და ლოგიკურს აკეთებდა (ნუ უმეტეს შემთხვევაში). უბრალოდ საქყენად არ ვამბობ, არც ვივი იქნებ ვის ბრალია, მაგრამ შემადგენლობა ძალიან გაიცვითა, თითქოს სიახლე არის საჭირო, განსაკუთრებით არ იყო სწორი, როცა ახალგზარდა ფეხბურთელების ინტეგრაცია ხდებოდა უაზროდ, უსისტემოდ, ხან ვის მოსინჯავდნენ ხან ვის, მექვაბიშვილი ავიღოთ მაგალითად, არაა ცუდი ფეხბურთელი და მადლობის მეტი რა ითქმის , რაც შეუძლია აკეთებს თავის ადგილას, მარა მას ბევრად მეტი დაეკისრა ვიდრე შეეძლო და მოედნის ცენტრის დალაგება უკვე გახდა საჭირო. მე ვიყავი მომხრე ვილის რომ დაეტოვებინა უკვე ნაკრები და მგონია რომ დაგვიანებულიც კია, ეს ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო რომ ეს შესარჩევი გამოგვეყენებინა, ახალი ხედვით და ასე.შ თუმცა ეხლა მაინც კარგია რომ ახალი მწვრთენლი უნდა მოვიდეს, რადგან ჩანდა რომ უბრალოდ საჭირო იყო ცვლილებები, მენტალურადაც ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ რომ ახალი ფურცელი იწყება ნაკრებში და რაც მთავარია საჭიროა არა უაზროდ ჩაყრა ახალი ფეხბურთელების, არამედ პოვნა! სწორად! შერჩევა კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული ფეხბურთელის. სულ არ არის აუცილებელი ვარსკვლავებს კრეფდეს ვინმე საქართველოს ჩემპიონატში, უბრალოდ თავის პლიუსებს რაც აქვს სჭირდება მორგება ნაკრების საჭიროებებზე! ეს სუსტი მხარე მგონია ვილისი და მოკლედ იმედია ძალიან არ გაგვიბრაზდა ვილი სანიოლი :) რადგან პიროვნულადაც და როგორც მწვრთნელი მომწონდა და მომწონს. კარგი ადამიანი ჩანს და ვლადიმერ ვაისის დროსაც იგივეს ვწერდი, რომ დრო იყო გადაყენების და გაამრთალა, ვილი მოვიდა :) ასეა ახლაც. წარმატებები ვილი, ყველაფერი კარგი და საქართველოში არავინ არასდროს დაივიწყებს შენ რაც გააკეთე. სულ ბოლოს კი რამაზ სვანაძეზე ვიტყვი, მესმის რომ სასწრაფოდ იყო საჭირო ვინმეს პოვნა, მაგრამ ჩემთვის მისი დატოვება , როგორც გულშემატკივრისთვის სრულიად მიღებელი იქნებოდა , ამ ციკლს ყველა ერთად ჩააგდებს ცხადია, სამწუხაროდ, ეს უკვე ვიცი, მარა იმედია იქამდე გასწევს ფედერაცია მუშაობას და უცხოელ, ჩვენი ნაკრებისთვის , ხვიჩასთვის და კიტესთვის, ჩაკვესთვის და მიქაუტაძისთვის და ასე.შ გამოსაყენებლად მაღალი კლასის შემოქმედებითად მოაზროვნე, საინტერესო გადაყვეტილებების და შემტევი სტილის მწვრთნელს შეარჩევს. რამაზ სვანაძეს ცხადია წარმატებებს ვუსურვებ და ნეტა გავიდეს ევროპის ჩემპიონატზე, უბრალოდ უამრავი ფაქტორის გამო, არაფერი პირადული საერთოდ, ვიცი რომ ქართველი მწვრთნელი ჩვენი ნაკარებისთვის უბრალოდ შესარჩევი ციკლის მორიგ კარგვას ნიშნავს. მიუხედავად ამისა ვულოცავ მას და წარმატებები, ნეტა წარმატებული იყოს მისი საქმიანობა. ც
გიორგი
ცუდად დასრულებული საქმის ლამაზად გაპრავებაც სცოდნია. ერთია რომ მსოფლიო ციკლი გაანიავა და ევროპა ლიგით ევროპაზე გასვლა დიდი კიტხვის ქვეშ დააყენა, ის უფრო არ მავიწყდება თავის ტაქტიკურ სრულ უვიცობას (თვითონ აქვს ნათქვამი ტაქტიკას მნიშვნელობა არა აქვსო) ფეხბურთელებს რომ აბრალებდა და მსგავს არა კაცურ ილეთებს მიმართავდა. ეს ლამაზი გაპრავებაც წასვლის ნამდვილი მიზეზის რავიცი, მე არ მომწონს ადამიანურად. მოკლედ როგორც ადამიანი, მწვრთნელობას ტავი დავანებო, არ მომეწონა და არ დატოვა კარგი სთაბეჭდილება.
ზურასუხაშვილი
მადლობა ვილი სამიოლს და წარმატებები, მშვიდობით.
TT-ს
კი, ისეთი კარგი და ალალია, მთელი ჯამაგირი ქვრივ-ობლებისთვის დაურიგებია. მე თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მეყოფაო.)))))))))))))
რომელი დვალიშვილი
მერაბი? მერაბის თავი გაანებე! დიდი ხანია არავინ დვალიშვილი ნაკრებში არ არის!
TT
ეს რა კარგი კაცი ყოფილა თურმე, ხომ არ მოგვებრუნებინა? იქნებ გადაიფიქროს წასვლა
გაიყოლე დვალიშვილი და მექვაბიშვილი?
მადლობა ვილი გულწფელად ევრო 2024 სათვის, ეს მართლაც სანუკვარი დღეები იყო ჩვენთვის. შანსი ბოძებული UEFA-ს სისტემისგან D ლიგიდან კარგად გამოიყენე, რაც შეიძლება ყველას ვერ გამოეყენებინა. მაგრამ სიმართლე ისაა დიდი ხნის წინ უნდა წასულიყავი და მუდამ მადლიერი დაგვტოვებდი ერს. ახლა კი ვართ იქ სადაც არ უნდა ვყოფილიყავით და ამაზე პასუხისგებლობა გაიყოლე, საქართველოში კი ფედერაციას აქვს ფორმალურად პასუხისგებლობა, რომელნიც ყოველთვის არაფერ შუაში არიან, რაც ფეხბურთში ცუდი ხდება.
QT
მადლობა მუსიე ვილი, შენ და ნაკრებმა 2024 გვაჩუქეთ განუმეორებელი სიხარული.
ვახოს
ძლივს ნორმალური კომენტარი წავიკითხე, არანორმალური კომენტარების შემხედვარე/ ვაჟა.

დიდი მადლობა ვილი სანიოლის. როცა საჭირო იყო განსაკუთრებით , კაცურად და პროფესიონალურად მიუდგა ჩვენს ნაკრებს და არნახული სიხარული გვაჩუქა მთელ საქართველოს . მესი ღვაწლი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში და იქ ღირსეულ დებიუტში , განუზომელია . ახლა კი , ეს წაგებები მარტო სანიოლის ბრალი არ შეიძლება იყოს . ფედერაციამაც უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა . იყო კი ყველა თავის გადაწყვეტილებაში ვილი თავისუფალი ?
ვახო
აბა დაწყნარდიით ვაი გულშემატკივრებოო? თქვენი მოსაწონი ხომ არავინ არის მთელ დედამიწაზე? ერთი პენალტის გამო კვარასაც ხომ მისწვდიით? მანამდე თქვენთვის ხვიჩა იყო: ბრილიანტი, ოქრო, ფეხბურთის მეფე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამის მერე ოქროს ბურთიც არ ეკუთვნისო და მის მაგივრად ოქროს ტაშტიო... შეგრცხვეთ! თქვენნაირი ვაი გულშემატკივრების შემხედვარე ვისღა მოუნდება თამაში? ნაკრების თავკაცად კლოპიც, გვარდიოლაც რომ დანიშნონ მაგასაც გააგიჟებთ! ჩემი მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების ბიჭებს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება