ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინამ სტუმრად უნგრეთი 1:0 დაამარცხა. თანამემამულეთა გამარჯვებას ექსპერტი ბოგდნან ბლავაცკი გამოეხმაურა:

„უპირველეს ყოვლისა უკრაინამ უჩვეულო ტაქტიკური სქემით (4-4-2) გაგვაკვირვა, რომელიც მალდერას წინამორბედებისგან პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა. ვფიქრობ, ეს უნგრელებისთვის მოულოდნელობა იყო. წინწაწეულმა ვანატმა, ასევე სიკანმა გარემარბების სუდაკოვის და ციგანკოვის დახმარებით მეტოქეს ნერვიულობა აიძულეს და ბურთზე კონტროლი გაურთულეს. საყრდენები ოჩერეტკო და ბრაჟკო კარგად მოქმედებდნენ.

იგრძნობოდა, რომ მალდერამ სათანადოდ შეისწავლა მოწინააღმდეგე და გუნდიც ჩინებულად მოამზადა. მოსალოდნელია თუ არა 28 სექტემბერს ქართველებთან საკადრო ცვლილებები? მგონია, მოსალოდნელია. ჩემი აზრით, ეს სამ პოზიციაზე მეტს არ შეეხება. მთავარია, ჩვენები თბილისიდან ქულის გარეშე არ დაბრუნდნენ, რადგან მაშინ ბუდაპეშტში მოგება მნიშვნელობას დაკარგავს“, - განუცხადა ბლავაცკიმ Sport.ua-ს.

ეს ჩემი ტატუ შენსას ჯობია,არა შენი სჯობს ჩემს-ს
გიორგი ბრწყინვალე გაგიგია?😂
პუტინის ბაბო სონა-ს
შენს უკრაინას თავზე დავახევთ ბურთს,ხვალ კარგად უყურე თამაშს 😂
მიაც მააცობს
😀😀😀ერთს კი არა 5-საც გაგატნევენ

გატანება თორე სულ ჩვენს გემო-სურვილზე იქნებიან, ისედაც წაიღებენ. უგულო, უსისხლო და პიჟონ გუნდთან დიდი გარჯა არც დაჭირდებათ. ჰო მართლა, მექვაბიშვილი და კაკაბაძე ისევ ძირითადიდან იწყებენ? ცენტრალური მცველები ყველა გაგვეტრამვა მგონი და კაშო ხომ არ იწყებს ისევ სასტარტოდან? კობი და იაშკა ხომ იქნებიან თამაშზე და მიხეილ ყ-საც ხომ დაპატიჟებენ? და კალა რას იზამს, არ მივა სანახაობაზე??? ვაი ამათ პატრონს!!!
არაა პრობლემა, სიამოვნებით შემოგთავაზებთ მალდერასნაირ მწვრთნელებს
პეტერ კრავიცი — იურგენ კლოპის ლეგენდარული ასისტენტი, რომელსაც კლოპი „The Eye“-ს (თვალს) ეძახდა. კრავიცი, მალდერას მსგავსად, ვიდეოანალიზისა და მეტოქის სუსტი წერტილების პოვნის გენიოსია. მას არასდროს უთამაშია პროფესიონალური ფეხბურთი, მაგრამ ტაქტიკურად უძლიერესია. ხუანმა ლილიო — პეპ გვარდიოლას ასისტენტი „მანჩესტერ სიტიში“. ის არის კაცი, რომელიც კადრს მიღმა აკონტროლებს მთელ ტაქტიკურ მიმდინარეობებს. ის არის ფილოსოფოსი, ანალიტიკოსი და ფეხბურთელების ინდივიდუალური განვითარების ოსტატი. ჟერმან ბურგოსი — დიეგო სიმეონეს ყოფილი მარჯვენა ხელი „ატლეტიკოში“. მართალია, სტილით უფრო აგრესიული იყო, მაგრამ შტაბში ზუსტად იმხელა გავლენა ჰქონდა ტაქტიკაზე, რასაც მალდერა თავის პარტნიორებთან ფლობდა. კიდევ გნებავთ, ბატონო?
გიგო პაპა
უსუსტეს ირლანდიასთან ვერ გავაკონტროლეთ ბურთი და უკრაინასთან რანაირად უნდა გავაკონტროლოთ? ცოტა გაუგებარია. ვინ გვაცლის ამდენს? საჯარიმოდან ბურთი ვერ ამოგვაქვს, რომელ ცენტრის კონტროლზეა საუბარი? თანაც ფიზიკაში ეგენი ყოველთვის გამოირჩეოდნენ. კიტე მაგათ ვერ დაუდგება და მექვაბიშვილი. ერთი ქოჩორაღა რჩება და ეგ არი.
Lelo-ს
საქართველოს ნაკრები პრესინგთან ისეა, როგორც გოჭი ტურნიკთან.) კი ვნახეთ ეულად მოპრესინგე ხვიჩა მთელს ირლანდიის დაცვასთან თავის მეკარიანად. ა, სულ ეს იყო ჩვენი პრესინგი. ჰო, კიდევ შეიძლება მაშინ გვაჩვენონ რაღაც პრესინგის მაგვარი, როცა უკვე კარგა გემრიელად ვაგებთ და დროც ცოტა რჩება საფინალო სასტვენამდე. აი, უფრო ფაფხური რომ ქვია და არა აგრესიული პრესინგი, რომელსაც პსჟ ან ნაპოლი მიმართავს პირველივე წუთებიდან და მოწინააღმდეგეს მიაჯაჭვებს საკუთარ საჯარიმოსთან. პლიუს აბნევ და უამრავ შეცდომას აშვებინებ ბურთის ამოტანისას. ააქვთ ჩვენ ბიჭებს ამის თავი? მე თუ მკითხავთ, აქვთ, თუ 6-7 კაცით მოვგუდავთ. თუ არა და სულ მეორე ნომრად მოგვიწევს თამაში ყველასთან. თუ დააკვირდებოდით, როცა ირლანდიამ ბურთის დამალვა და გაგორება დაიწყო, ცენტრში ბურთი ვერ წავართვით. ასე რომ ცალკე ცენტრში გვჭირდება მობილური ბიჭები ესპანეთივით და ცალკე ფლანგზე სწრაფი მცველები რომ კონტრშეტევისას ჩამოასწრონ მოწინააღმდეგეს. მაინც მგონია, რომ სვანაძემ დიდ გაუგებრობაში გაჰყო თავი. ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია და არავის ვახვევ თავზე. ერთი რამის კი მჯერა, უკრაინელები რომ თავს არ დაზოგავენ. და იცით რატომ? იმიტომ რომ ვინც იარაღით არ იბრძვის ომში, ყველა ცდილობს, რომ დაამტკიცოს სამშობლოს სიყვარული. ამას თამამად შეიძლება დავარქვათ ზურგის ფრონტი, რაც კიდევაც დაამტკიცეს გასვლაზე მადიარებთან.
Lelo
უკრაინის ნაკრები პრესინგზე და მოᲫრაობაზე აგებული გუნდია, მაგაᲗ უᲭირᲗ როცა მეტოქე ბურთს აკონტროლებს და ბურᲗიანად მოᲫრაობს, საქართველო ნაკრებს ამის გაკეთებული ᲨეუᲫლია, სვანაᲫეს ᲗამაᲨის სწორად დაგეგმვა არ ეᲨლება, ეს ᲗამაᲨი მოსაგებია,საქარᲗველოს ნაკრების Შემადგენლობა უკრაინის ნაკრების Შემადგენლობაზე Ძლიერია სწორი მიᲗიᲗებები ᲭირდებაᲗ რასაც სვანაᲫე გააკეთეს კიდეც.
შპიონი
სანიოლმა მატჩის მერე ქართველების ლანძღვას მოუსმინა, მერე უკრაინა უნგრეთს უყურა, მიხვდა რა ელოდა 28-ში, მიხვდა თავის თავისთვის უნდა ეშველა. ჰოდა, ადგა და ლამაზად დაგვემშვიდობა. აი, ჩვენ რა გვეშველება?
ჯორჯ ბაირონის ქვისლს - s
პატარა გრუზინის ფიქრები, მალე ესესერში ვიქნები :)
პუტინის ბაბო სონა
მაგ უკრაინას ბრაზილიის ნაკრებიც ვერ დაუდგება, არათუ მოსიარულე უკანპასა გუნდი.
ბაირონის ქუსლს
მალდერასნაირი მწვრთნელი როგორია? დაგვისახელე ერთი-ორი.
ეს ჩემი ტატუ შენსას ჯობია, არა შენი სჯობს ჩემს...))
ჰო, აბა რა, ეგრევე უნდა დანებებულიყვნენ როგორც კურდღლები. არ უნდა დაეცვათ საკუთარი მიწა-წყალი და ოჯახები. :)
იშტოიანი
უკრაინა ადვილად დაამარცხებს ამ გაზულუქებულებს.
ჯორჯ ბაირონის ქვისლს
რომ იბრძვიან მერე რა ხეირი აქვთ,სხვის საქმეს ეწიტებიან და მალე რუკიდან ფაქრებიან
gzp
დაკვირდით! კი არ ყოყოჩობს ერტი მოგების შემდეგ, კი არ იბრიქება. რიალისტურად აფასებს რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ დააკვირდით მათ უნარს პრესინგისას, ტემპი, ინტენსივობა და მერე შეხედეთ ქართულ და ირლანდიურ გუნდს.
ჯორჯ ბაირონის ქვისლი
ა ძმაო, ერიც და ხალხიც! ომში ხომ იბრძვიან? არც მოედანზე არ აკლებენ. მიაორბანეს თავისივე მოედანზე უნგრელები! თანაც ლამის ნახევარი გუნდი არა ჰყავთ. ხომ შეიძლებოდა მალდერასნაირი მაინც მწვრთნელის ჩამოყვანა? მაგრამ არა, სვანაძეც ეყოფა თურმე ჩვენს ნაკრებს. თანაც მთელი 2 წლით, არა საცდელი რამდენიმე თამაშით, არამედ საარჩევნო წლის ჩათვლით. გენაცვალეთ გრძელვადიან სტრატეგიაში.
უპარტიო გლეხი
რა პრობლემაა? სამ ქულას გაგატანთ. თქვენ მაგაზე არ იჯავროთ.
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება