ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მერვე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:3 დამარცხდა.

მწვრთნელი რამაზ სვანაძე ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში, მის ნაცვლად კი 21-წლამდელების თავკაცად სამი უახლოესი მატჩისთვის გიორგი ადამია დანიშნეს.

სტუმრებმა თავიდანვე შემოგვიტიეს და ორი გოლი გაგვიტანეს. აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და პირველი ტაიმის ბოლოს კარგი მომენტი ჰქონდა - მეკარე მონასტირლისმა ამიშულაშვილის და სალიას დარტყმული მოიგერია. მეორე ტაიმის დასაწყისში სალია ბასილაძესთან ერთად გავიდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ბურთი მცირედით ააცილა მიზანს. შემდეგ კარგი შანსი პაპაკანელოსმა ვერ გამოიყენა. თუმცა, მალე ბერუაშვილის კარი პნევმონიდისმა დალაშქრა და ბერძნებმა ისევე როგორც პირველ წრეში 3:0 მოგვიგეს.

ერთი სიტყვით, კლასში სხვაობა აშკარა იყო და უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - საბერძნეთი 0:3

გოლები: 0:1 ალენი (5), 0:2 ბაკულასი (13), 0:3 პნევმონიდისი (65)

საქართველო: ბერუაშვილი, ბასილაძე, ნარიმანიძე, ამისულაშვილი, ბუკია, ცეცხლაძე (ჩუბინიძე 82), ჯაფარიძე (რობაქიძე 73), ლორთქიფანიძე (კვარაცხელია 82), დადიანი, სალია (ფეიქრიშვილი 73), დეისაძე (ჩიქოვანი 62)

გიორგი
2-3? ესე არ ყოფილა. თანაც გააჩნია რა დონის ტურნირის მოგებაზე გაქვს ამბიცია. 1981 წელს ოქროს ბურთზე 4 დინამოელი იყო 20 საუკეთესოში--შენგელია მე-7, ჩივაძე მე-8, ყიფიანი მე-11, და სულაქველიზე (ადგილი აღარ მახსოვს). ყიფიანი რომ არ დაემტვრიათ რეალთან ოქროს ბურთის რეალური კანდიდატი იყო ('კიკერის' მთავარი კანდიდატი ყიფიანი იყო). გუცაევის თქმით, გუნდში იმ დროს 8 ძლიერი ფეხბურთელი იყო, და 1-2 უბრალოდ კარგი ფეხბურთელი.

10 დღეში 4 თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ისეთი მწვრთნელი თუ მოიწვიე,ვინც ფეხბურთელებს სახეზეც კი ვერ სცნობს,რას მიიღებ,ამას ახსნა უნდა სჭირდებოდეს?სვანაძე ბიჭებთან ნამუშევარია,ყველას იცნობს და ასე სასწრაფოდ,ყველაზე კარგი ვარიანტი ეგ არის.ნოემბრისთვის,ან მომავალი წლისთვის, უკვე შესაძლებელი იქნება,სხვა კანდიდატურაზე მუშაობა.რა თქმა უნდა ამ თამაშებში მის მუშაობას და შედეგსაც შეაფასებენ.თუ გაამართლა,ვადას გაუგრძელებენ,თუ ვერა,სხვას მოიყვანენ.
ავთო
70 იანი წლებიდან ფეხბურთს ვუყურებ ასე რომ ნიჭიერიც მინახავს უნიჭოც თანაც ბევრი. თქვენ თუ ფიქრობთ რომ გუნდში ყველა სუპერვარსკვლავი უნდა იყოს ეგრე არ ხდება. ორი სამი ლიდერის გარშემო უნდა შეიკრას გუნდი. 80 იანი წლების დინამოშიც ყველა არ იყო ყიფიანის და გუცავის დონის მაგრამ არც სხვები ყოფილან უნიჭოები. ნიჭიერი არ ნიშნავს სუპერვარსკვლავს, ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს უბრალოდ მათი სწორად გამოყენებაა საჭირო,რასაც სანიოლი ვერ ახერხებდა.
ჯანაშია ვაგნერი.
ეგ ნაკრები ხვანაძის,ვითომ მაგარი სტრატეგოსის და მაგარი მწვრთნელის დაკომპლექტებულია.დაგვღუპავს ეს ვითომ მწვრთნელი.
მოყვარული
ქართული ფეხბურთი მოკლეს ღორებმა!!!!!
მეზღვაური
გეთანხმებით. პიროვნულად რა თქმა უნდა არ ვეხები სვანაძეს,პირიქით ზრდილობიანი და დადებითი ადამიანი მგონია,მაგრამ როგორც მწვრთნელი ვფიქრობ,რომ ცოტა გადაფასებულია. 2023 წელს ახალგაზრდულის 1/4 ფინალში ისრაელთან გამოჩნდა მისი სტრატეგიული და ტაქტიკური უნარები... ასევე 2025 წლის ახალგაზრდულზეც...ასევე ნარიმანიძის თემას მინდა შევეხო,გუშინ პირველი და ბოლო გოლის მომენტში ახოხიალეს,მარტივად გააბუთურეს.ჩემი აზრით საზონოვზე და გოგლიჩიძეზე ძლიერი არაა ინდივიდუალურად.
ავთოს
კაცურად ნიჭიერი თაობიდან სახელები და გვარები ჩამომითვალე. კვარა და მიქაუტაძე ბაზარი არი.დანატჩენი ვინ არი ნიჭიერი?თაობა სხვა რამეა და შენ ნიჭიერი ალბათ არ გინახია
რიტორი
რას ველდებით ახალი მწვღნელისგან? რომ ახლაგახრდულ ნაკრებში საბერძნეთთან 0/3 მარცხის საპირწონედ ეროვნილ ნაკრებში გაიმარჯვებს 3/0-ს უკრაინასთან?
ავთო
სანიოლი რომ გასაშვები იყო ამაზე ალბათ ორი აზრი არ არსებობს (ეს ორი წლის უკან უნდა გაეკეთებინათ). გამოცდილი უცხოელი მწვრთნელი შუა შესარჩევ ციკლში ალბათ არავინ დათანხმდება გუნდის ჩაბარებას. რაც შეეხება სვანაძეს იგი კარგად იცნობს ქართველ ფეხბურთელებს რადგან ბევრმა მის ხელში გაიარა და ჩემი აზრით იმსახურებს რომ მივცეთ შანსი.(სხვა გზა მაინც არ სჩანს). რაც შეეხება 2024 წლის ფინალურ ეტაპზე თამაშს ეს ჩემი მოკრძალებული აზრით არის ბიჭების უდიდესი თავდადების,ცოტა იღბალისა და გამართლების ამბავი. გავიხსენოთ ლუქსემბურგთან ნახევარფინალი და ბერძნებთან ფინალი სადაც მე ვფიქრობ რომ სპორტული იღბალიც ჩვენს მხარეს იყო, რომელიც ხშირად არ გვწყალობდა მანამდე. მაგრამ ამ მოვლენამ მგონი დათვური სამსახური გაუწია ეროვნულ ნაკრებს შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე.ამიტომ ახლა ყველაფრის ახლიდან დაწყება მოგვიწევს. იმედია ეს ნიჭიერი თაობა თავის სიტყვას კიდევ იტყვის.
Achis
საიდან მაიტანე საბერძნეთის მაგრობა? ჩვენ რომ გვიგებს მაგიტომ? ეგრე ჩრდ ირლანდიაც მაგარია.დდდდდდდ
Achi
ისე სბერძნეთს მაგარი თაბა ყავს გინდ 21 და გინდ მთავარი
Achi
რანაირი კარგი თაობა გვყავს ყველგან და რანაირად ვფარჩაკდებით ყველგან ანუ როგორც 90 ებში ნელი ტემპით მიდის მასობრივი გამოფიტვა და რავი ვერ ხედავთ თუ არ შეილება დანახვა ეგ თქვენს სინდისზე იყოს ვინც ვერ ხედავთ და არ იმჩნევთ მაგრამ რო დააკვირდე ვაბშე ქვეყანაში არაფრის წინსვლა რომ არარის ეგრეა ფეხბურთიც რავი ისინიც ადამიანები არიან ღმერთისგან შექმნილი როგორც ჩვენ და ისინიც ხედავენ და ფიქრობენ როგორც ჩვენ ასერომ ეს ყველაფერი ლოგიკურია თამაშისგან გამომდინარე ეგ და მეორე ის რომ სრულიად სანიოლი კიარა თავისი ფედერაციით არის დასათხოვი ყველა საერთოდ მიუხედავად ყველას ვცემ პატივს და თავის დროზე ყველას რამე გაუკეთებია მაგრამ ეგ კვალიფიკაციის ამაღლების კურსი არ არის ეგ ეროვნული ნაკრებიაა!!!
Bruce Lee
კიდევ ერთი მაგალითი, რომ ქართული ფეხბურთი ჭაობშია და საშველი არ ჩანს! აქვე ვიტყვი, რომ ეს ჩვენი ბრალიცაა იმიტომ, რომ ფედერაციას პასუხს არ ვთხოვთ და მარტო ინტერნეტში კონემტარებით შემოვიფარგლებით!! ინგლისში ესეთი ფარჩაკი რეზულტატების მერე ბურთს თავზე დაახევდნენ ფანები ფედერაცის ჩინოვნიკებს.
მაიცა რა
მალტის , ანდორის და ლიხტენშტეინის დონიგ გუნდი ვართ..უნდა ვაღიაროდ სამწუხაროდ
zaza
ra Qecba , dinamos tamaShebs ukureb ? argumenti mitxari ratom Qecbaia , ertxel rom gauvarda anortosisshi ? mis mere ramdengan iko da sadme raime gaaketa? fantaziis unari xom mainc unda gqondet tqve kai xalxo ?
კაკა
ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა..........................
ეს რა შარში ვართ
არჩევნებამდე სვანაძეს გაუძელით. არა ბიჭო და გვარდიოლას ჩამოგიყვანენ....))
ნელსონ მანდელა
ამ წუთას მიმდინარეობს თამაში ბულგარეთსა და ლუქსემბურგს შორს, პირველ გუნდში ძირითადში დინამო ბათუმის 1 ფეხბურთელი თამაშობს და მეორე გუნდში 2 ფეხბურთელი ასევე ბათუმის და ერთი ფეხბურთელი რომელიც იბერიაში თამაშობს სკამზეა 😂 მემგონი ისტორიული ფაქტია პირევლად ხდება ასეთი რამ.
Geo
ხომ ჯობდა მთელი საქართველო რომ ითხოვდა სანიოლის შეცვლას შეგვეცვალა,ეზლა სვანაძე შემოგვაჩეჩეს,ნაკრები ვინმეს საკუთარი დუქანი ხომ არ გონიათ
ბორია წიფურია
არც ამ ნაკრებს ეტყობოდა მწვრთნელის ხელი ანდ რაიმე მონახაზი, ტაქტიკა. შაერთოდ ძალიან არატექნიკური ფეხბურთელები არიან, ბურთის მიღება, დამუშავებას დიდ დროს კარგავენ, პასის კულტურა აქაც ნოლი და ასე შემდეგ. სე იგი მთლეი სისტემა არ მუშაობს სწორად და არა მარტო პირველი ნაკრები. მაგრამ ეს დალოცვილები სულ ევროპის გუნდებში თამაშობენ და საერთოდ გაგებაში არ არიან თუ ნერვიულობისგან ფეხები ებლანდებათ, თავბრუ ეხვევეთ, წონასწორობას ჰკარგავენ? რა საშინელებაა> და ამ სვანაძიემ უნდა გაწვრთნას პირველი გუნდი ეხლა? კარგით ერა მართლა ფედერაციაში ბრმები ხართ თუ დე ბილები?
სფფ რა მაგრები ხართ 😁
ახლა 21 U ზე იტყვიან მწვრთნელი შეეცვალათ და რა ვქნათო.? პირველი ნაკრები რომ ბოლოზე გავლენ იტყვიან აბა მწვრთნელი შევცვალეთ თქვენი მოთხოვნით და ჩვენი რა ბრალიაო. ჩვენ კი დიდი ხნის წინ ვამბობდით რომ ეს სიტუაცია არ მომხდარიყო. ახლა ყველანი მართლები არიან და ხალხი ვართ დამნაშავე, სანიოლთან ერთად. 😅😂
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
ლოჩოშვილის "კიოლნი" "აინტრახტთან" დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" ისევ წააგო
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
პსჟ მზადაა "ბარსელონას" მცველში 70 მილიონზე მეტი გადაიხადოს
22 წლის მცველი "ბარსელონას" დატოვებას აპირებს
სალაჰმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა
"რა სირცხვილია, დიეტოლოგი დაიქირავე!" - თურქეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკაკუ გააკრიტიკა
"კალათბურთი მაღალ დონეზე ესმის" - ოსტინ რივზმა სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
საზონოვის გარეშე - "ხეტაფე" "უნივერსიტატეას" ფრედ ეთამაშა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. შეცდომები სტანდარტულებისას და გამოუყენებელი პენალტი - საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
U21 | ახალგაზრდულმა შესარჩევის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
ცვლილება 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია