2026/27 წლების crocobet დიდი 10-ის პირველ შეხვედრაში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. 2021 წლის შემდგე უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა პტარაძეულის ‘ვეფხვებმა’, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’ მისსავე მოედანზე დაამარცხა.

ბათუმში გამართული მატჩი კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი სისწრაფეზე და კომბინაციურ თამაშზე აკეთებდა აქცენტს. კახელებმა მეტოქის შეცდომებით კარგად ისარგებლეს, მგეზავი დავით გობეჯიშვილის შესანიშნავი თამაშისა და მეტოქის შეცდომების ფონზე, ტატო ბურთიკაშვილმა სამი ლელო გაიტანა და საკუთარი გუნდის 40:28 გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ამ გამარჯვებამ, პირველად კლუბის ისტორიაში, პატარძეულის ‘ვეფხვებს’ გარდამავალი „სარბიელის სინი“ მოუპოვა. კახელები მეტოქეზე უფრო მოტივირებული ჩანდნენ, სწრაფ, ხელდახელ შეტევებსა და კონტრშეტევებს უნარიანად ახორციელებდნენ და ჯამში 6 ლელო გაიტანეს.

თამაში წუთნახევრის დაწყებული იყო, როდესაც ახალი სეზონის პირველი ლელო გავიდა და ის ‘ვეფხვებმა’ გაიტანა. დავით გობეჯიშვილმა საკუთარი 22-იდან ბურთი ფეხით მოიგერია, 10-მეტრიან წყვეტილთან მას მაღალ სისწრაფეზე მიმყოლი ტატო ბურთიკაშვილი დაეუფლა, რომელმაც ბოლო მცველს გვერდი აუარა და ლელომდე დაახლოებით 60-მეტრი ირბინა. გობეჯიშვილმა გარდასახა. მე-7 წუთზე, ნიკა ბიწაძის სინბინის შემდეგ სტუმრები კაცნაკლული დარჩნენ და ‘ბათუმმა’ ამით კარგად ისარგებლა. ზღვისპირელებმა მაღალ ტემპში შეუტიეს, ყველა ჯერზე უპირატესობის ხაზი გადაკვეთეს და გიორგი შარვაშიძის ლელო ბუბა ნოზაძემ გარდასახა.

‘ვეფხვები’ უფრო მოტივირებული ჩანდა, მრავალფეროვან შეტევებს აგრძელებდა და მე-17 წუთზე ჯარიმის უფლება მოიპოვა. გობეჯიშვილის დარტყმული ძელმა აისხლიტა, მაგრამ ბათუმელმა მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს, ოვალს ბურთიკაშვილი დაეუფლა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, რომელიც გობეჯიშილმა გარდასახა. მასპინძლებმა ამ ჯერზეც სწრაფად უპასუხეს, გიორგი მარგალიტაძემ 22-ში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, თავად შეუტია და ლელო გაიტანა, ბიწაძემ კი გარდასახვით წონასწორობა ისევ აღადგინა.

სტუმრებს ლიდერობის დასაბრუნებლად სამი წუთი დასჭირდათ. არეულ თამაშში დავით არავიაშვილმა ხაზი გაჭრა და არჩილ იაშაღაშვილის ფეხით შეცურებულ ბურთს რამდენიმე მოთამაშე მიყვა, მას ნიკა ბიწაძე დაეუფლა და ლელოში დაამიწა. ტაიმის ბოლოს ბიწაძეს ფეხით თამაშის შემდეგ თავისი მეორე ლელოს გატანა შეეძლო, თუმცა ბურთი ნიკა გოგლიძეს დაუთმო და მისი ლელო გობეჯიშვილმა გარდასახა - 14:26.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ვეფხვებმა’ კიდევ ერთი შესანიშნავი ხელდახელ შეტევა წამოიწყო, გობეჯიშვილმა ხაზი გაჭრა, ბურთი იაშაღაშვილთან გაითამაშა და თავისივე ლელო გარდასახა. 58-ე წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს კიდევ ერთხელ მიყვა ბურთიკაშილი და თავისი მესამე ლელო გაიტანა, რომელიც სალელოვე გადაკიდების ავტორმა გობეჯიშვილმა გარდასახა.

დასკვნით 12 წუთში ‘ბათუმმა’ ლუკა კოხიასა და ვაჟა მიქაძის ლელოებით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და ‘ვეფხვებმა’ 40:28 გაიმარჯვა, რითაც პირველად ისტორიაში, გარდამავალი „სარბიელის სინი“ შემართა და სატურნირო ცხრილშიც 4 ქულა ჩაიწერა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ვეფხვების’ მგეზავი დავით გობეჯიშვილი გახდა.

Rugby.ge

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
[VIDEO] ლეანდრო პარედესმა ინტერვიუს დროს გონება დაკარგა
14 კალათბურთელით საბერძნეთში | თბილისური შეკრება დასრულდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა ზურიკომ გამარჯვების გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა
[VIDEO] ქოჩორაშვილი კარგად ჩაერთო თამაშში - "სევილია" "ბეტისთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ეს მოხდა "დე კუიპზე" - იეგოიანმა გაიტანა, "ექსელსიორმა" "ფეიენოორდს" სძლია
[VIDEO] პსჟ-ს უიღბლობას დასასრული არ უჩანს - კვარაცხელიას შემდეგ, როგორც ჩანს, დუეც მძიმედ დაშავდა
[VIDEO] პირველი მარცხი UFC-ში - ალექსანდრე თოფურია სანტიაგო ლუნასთან დამარცხდა
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა